Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • აშშ საქართველოში იმ ორგანიზაციებს დააფინანსებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან

    აშშ საქართველოში იმ ორგანიზაციებს დააფინანსებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან

    ამერიკა საქართველოში იმ ორგანიზაციებს დააფინანსებს, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას ებრძვიან. ამერიკის სალოჩოს განცხადებით, ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების ძალისხმევას COVID-19-თან ბრძოლაში და USAID/Georgia-ს მეშვეობით ვაცხადებთ სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას სახელწოდებით ACT NOW.

    პროგრამა დაეხმარება ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც:

    მუშაობენ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შემცირებაზე;

    აუცილებელ დახმარებას უწევენ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ თემებს;

    ხელს უწყობენ სექტორთშორის თანამშრომლობას ქვეყნის საპასუხო ძალისხმევის განსამტკიცებლად;

    მაქსიმალურად ეფექტიანად მოქმედებენ COVID-19-ის კრიზისის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების საპასუხოდ. გრანტების რაოდენობა $500-დან $5,000 დოლარამდეა და გაიწერება 3-დან 7 დღის განმავლობაში.

    გრანტების რაოდენობა $500-დან $5,000 დოლარამდეა და გაიწერება 3-დან 7 დღის განმავლობაში.

    დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/ACTNOWUSAID

  • რისი უფლება აქვს დამსაქმებელს და დასაქმებულს კორონავირუსის პირობებში

    რისი უფლება აქვს დამსაქმებელს და დასაქმებულს კორონავირუსის პირობებში

    კორონავირუსის კრიზისი და მას ფონზე ადგილობრივი ბიზნესისთვის გამოწვეული მოსალოდნელი რისკები მოითხოვს იმ სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შეფასებას, რაც შესაძლოა შემუშავებულ იქნეს არსებული მდგომარეობის გადასაჭრელად. იურიდულმა კომპანია BLC-მა მოამზადა მასალა, რა სამართლებრივ გავლენას ახდენს კორონავირუსი ბიზნესების ფუნქციონირებაზე. დოკუმენტი მიზნად ისახავს პრაქტიკული მიდგომებისა და რეკომენდაციების მიმოხილვას, ადგილობრივი ბიზნესის და დამსაქმებლების მიერ შესაბამისი სახელშეკრულებო ან/და ეკონომიკური რისკების თავიდან აცილების ან/და შემცირების მიზნით.

    სახელშეკრულებო ურთიერთობები

    “ფორს-მაჟორი” ქართულ სამოქალაქო სამართალში კარგად დამკვიდრებული ცნებაა. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 შესაძლოა მიჩნეულ იქნეს „ფორს-მაჟორულ“ გარემოებად, ამგვარი კლასიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი წინაპირობები და გამონაკლისები არსებობს.

    კერძო ხელშეკრულებების კონტექსტში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 2020 წლის 30 იანვარს COVID-19-ის ეპიდემიად კლასიფიკაციის ფაქტი, სავარაუდოდ დაეხმარება ქართულ სასამართლოს დააკვალიფიციროს COVID-19 როგორც ფორს-მაჟორული გარემოება. თუმცა, იმისათვის რათა მხარე გათავისუფლდეს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისგან, საჭიროა გარკვეული გარემოებების/წინაპირობების კუმულატიურად არსებობა შესაბამის მოვლენასთან დაკავშირებით:

    • მოვლენა თავისი ბუნებით უნდა იყოს განსაკუთრებული;
    • იგი უნდა იყოს მხარეთა კონტროლს მიღმა;
    • ის არ უნდა იყოს განჭვრეტადი შესაბამისი ხელშეკრულების დადების მომენტში;
    • ის მნიშვნელოვან ზეგავლენას უნდა ახდენდეს ხელშეკრულების შესრულებაზე ან შეუძლებელს ხდიდეს მის შესრულებას (ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში და პირობებით);

    დადგენილი სასამართლო პრაქტიკა მიუთითებს, რომ სასამართლოები ახდენენ სახელშეკრულებო ურთიერთობების დეტალურ ანალიზს, კონკრეტული მოვლენის მახასიათებლების შეფასებისა და ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე მათი ზეგავლენის განსაზღვრისათვის. ამასთან, მხარე თავისუფლდება მხოლოდ იმ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისგან, რომელზეც უშუალო ზეგავლენას ახდენს „ფორსმაჟორული“ გარემოება (ნაწილობრივ შეუსრულებლობა), შესაბამისად ვალდებულებების შესრულებისგან სრული გათავისუფლება ავტომატურად არ ხდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კონკრეტული მოვლენის დროებითი ან მუდმივი ხასიათი, მისი სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობაზე ზეგავლენის შეფასებისა და შესაბამისად ამ მოვლენის „ფორს-მაჟორად“ კვალიფიკაციისთვის.

    ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება

    – ხელშეკრულების „ფორს-მაჟორის“/“დაუძლეველი ძალის“ მუხლის გადახედვა, მისი სამართლებრივი ფარგლების დადგენის მიზნით;

    – შესაბამისი ხელშეკრულების მიზნებისათვის, COVID-19-ის „ფორს მაჟორულ“ გარემოებად კვალიფიკაციის შეფასება; – სახელშეკრულებო ვალდებულებების ნაწილობრივ ან სრულად შეუსრულებლობის შეფასება;
    – “ფორს-მაჟორის”/“დაუძლეველი ძალის“ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ან სხვა წინაპირობების (მაგალითად: ზიანის შესამცირებლად შესაბამისი ქმედებების განხორციელება) შესრულება;
    – შეწყვეტის/მოლაპარაკების სტრატეგიის შემუშავება შესაძლო შემთხვევებიდან გამომდინარე (შემდგომი კვირები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნულის შეფასებისთვის).

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2020 წლის 30 იანვრის (ე.ი. ეპიდემიის გამოცხადება) შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულებების სამართლებრივი შეფასება მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს „ფორს-მაჟორული“ მდგომარეობის მიზნებისათვის განჭვრეტადობის კრიტერიუმის დაკმაყოფილება.

    შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, აღნიშნულმა შესაძლოა დამატებითი ზეგავლენა მოახდინოს მხარეთა მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობების შესრულებაზე და გააადვილოს ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლება „ფორს-მაჟორის“ საფუძვლით.

    შრომითი ურთიერთობები

    შრომითი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები:

    COVID-19-ის გავრცელების პირობებში, ამ განსაკუთრებული შემთხვევის დროს ადგილობრივი დამსაქმებლებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს დასაქმებულების მიმართ შესაძლო გასატარებელი ღონისძიებების განსაზღვრა. მაგალითად, აქვს თუ არა დამსაქმებელს უფლება COVID-19-ის საფუძვლით შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება. ასევე, როგორ უნდა განხორციელდეს იმ დასაქმებულების კომპენსაცია, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ხელისუფლების მიერ დაწესებულ კარანტინში ყოფნის გამო არ შეუძლიათ სამუშაო ადგილას დაბრუნება. მნიშვნელოვანია ზემოხსენებული საკითხების დაკვირვებით შეფასება.

    მიმდინარე მოვლენების უჩვეულო ხასიათის გათვალისწინებით, საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, რაც მიზნად ისახავს დამსაქმებელთა უფლებების და მოვალეობების განსაზღვრას კონკრეტულ გარემოებებში, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

    მაგალითი #1

    დასაქმებულები, რომლებიც ამჟამად მკურნალობენ, იმყოფებიან კარანტინში ან სამედიცინო დაკვირვების ქვეშ და აკმაყოფილებენ შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც:
    • დაუდასტურდათ COVID-19-ით დაინფიცირება;
    • არსებობს ეჭვი რომ დაინფიცირებულები არიან COVID-19-ით;
    • იმყოფებოდნენ COVID-19-ით ინფიცირებულთან ან სავარაუდო ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში.

    შრომითი და სხვა პოლიტიკა შრომითი ურთიერთობის შეჩერება შესაძლებელია “დროებითი შრომისუუნარობის” საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული უარს იტყვის სამუშაოს შესრულებაზე ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებების არსებობის გამო, მას არ შეიძლება მოეთხოვოს მუშაობის გაგრძელება და დამსაქმებელი ვერ შეწყვეტს შრომით ურთიერთობას შესაბამისი საფუძვლის გარეშე.

    ამასთან, თუ შრომით ხელშეკრულებას ვადა იწურება დასაქმებულის მიერ მკურნალობის, კარანტინში ან სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ყოფნის პერიოდში, აღნიშული ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელდება და ის დადგენილ ვადაში ამოიწურება.

    დასაქმებულის კომპენსაციად განისაზღვრება ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ანაზღაურების ოდენობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესად დასაქმებული თანხმდება ანაზღაურების გარეშე შვებულებას ან მან ვერ წარადგინა მისი კარანტინში ან სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ყოფნის დამადასტურებელი შესაბამისი ცნობა.

    დასაქმებულის სამუშაო ადგილას დაბრუნებისას, დამსაქმებელს უფლება აქვს მოითხოვოს სპეციალური სამედიცინო ცნობის ან სხვა დოკუმენტის წარდგენა.

    მაგალითი #2

    დასაქმებულები რომლებიც ვერ ბრუნდებიან სამუშაო ადგილზე COVID-19 -თან დაკავშირებული გარემოებების გამო. აღნიშნული მოიცავს იმ დასაქმებულებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

    შრომითი და სხვა პოლიტიკა

    შესაძლებლობის შემთხვევაში, დამსაქმებელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა რათა დასაქმებულმა შეძლოს დისტანციურად მუშაობა.

    იმ შემთხვევაში, თუ დისტანციური მუშაობა შეუძლებელია, დამსაქმებელმა რეკომენდირებულია აწარმოოს მოელაპარაკება დასაქმებულთან შვებულების (ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე) გამოყენების თაობაზე.

    დასაქმებულებს, რომლებიც მუშაობენ დისტანციურად ან იყენებენ ანაზღაურებად შვებულებას, მიეცემათ ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება.

    მაგალითი #3

    COVID-19-ის საშიშროებიდან გამომდინარე დამსაქმებელი სრულად ან ნაწილობრივ წყვეტს ბიზნესის ფუნქციონირებას და თხოვს დასაქმებულებს რომ გადაავადონ სამუშაო ადგილზე დაბრუნების დრო:

    დამსაქმებელთათვის რეკომენდირებულია დასაქმებულებთან მოლაპარაკების წარმოება, ანაზღაურების შემცირების, ცვლაში მუშაობის დაწესების ან სამუშაო საათების შემცირების მიზნით. ამასთან, დამსაქმებლებს, რომელთაც არ შეუძლიათ ანაზღაურების გადახდა დასაქმებულებისათვის, შეუძლიათ აწარმოონ მოლაპარაკებები ანაზღაურების გაცემის გადავადებასთან დაკავშირებით. რეკომენდირებულია, დამსაქმებელმა შეინახოს ყველა კომუნიკაცია მოლაპარაკების პროცესში დავის წამოჭრის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, დამსაქმებელი უფლებამოსილია მიმართოს უკიდურეს ზომას და შეწყვიტოს ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული „ობიექტური გარემოების“ საფუძვლით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ანაზღაურებად/ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიუღწევლობის შემდეგ. სამწუხაროდ, საქართველოს შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს ეპიდემიის დროს შრომითი ურთიერთობის ან ანაზღაურების ავტომატურ შეჩერებას.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს მთავრობას არ გამოუცია არანაირი სავალდებულო ძალის მქონე ინსტრუქცია კერძო კომპანიებში შრომითი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის განცხადება (http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=288&info_id=75525) მხოლოდ რეკომენდაციის სახეს ატარებს კერძო სექტორისთვის, რათა მათ განახორციელონ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლა. აღნიშნული რეკომენდაცია, შესაძლოა საფუძველი იყოს დამსაქმებლის მიერ გარკვეული ზომების გატარებისთვის.

    COVID-19-ის პირობებში რეკომენდირებულია, დამსაქმებლებმა შეიმუშაონ მოქნილი სამუშაო საათები, რათა შეასრულონ მათზე საქართველოს შრომის კოდექსით დაკისრებული ვალდებულება და უზრუნველყონ უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა დასაქმებულთათვის. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შემუშავებულ იქნას შრომის უსაფრთხოების (საგანგებო სიტუაციების) პოლიტიკა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით. დამსაქმებელს უფლება აქვს ოფისში მისვლა მოსთხოვოს თანამშრომელთა მხოლოდ ნაწილს იმ საფუძვლით, რომ დასაქმებულთა დიდი რაოდენობის სამსახურში ყოფნა COVID-19-ის გამო განსაკუთრებით საშიშია. დამსაქმებელს ასევე შეუძლია მოუწოდოს თავის დასაქმებულებს გამოიყენონ ანაზღაურებადი/ანაზღაურების გარეშე შვებულება ან შეუთანხმდეს ნახევარ განაკვეთზე მუშაობაზე (ანაზღაურების დროებით შემცირების პირობით). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც უკიდურესი ზომა ყოველი კონკრეტული გარემოების შეფასების გათვალისწინებით.

    ფორს-მაჟორის მოქმედება

    იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან სახელმწიფოს მიერ მიღებული სხვა ზომების საფუძველზე COVID-19 შრომითი ურთიერთობების მიზნებისათვის მიჩნეულ იქნება როგორც „ფორს-მაჟორული“ გარემოება და აღნიშნული გამოიწვევს შრომითი ურთიერთობების შეჩერებას, დამსაქმებლებს შეეძლებათ შეაჩერონ შრომითი ანაზღაურების გაცემა შესაბამისი პერიოდით. „ფორს-მაჟორის“ კონკრეტული შედეგები ასევე დამოკიდებულია მთავრობის მიერ მიღებული სპეციალური ზომების ფარგლებზე.

    წყარო : BM.GE

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0807 ლარი ეღირება, ევრო – 3.3974 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7292 ლარი.

    დღეს კი, ოფიციალური კურსით, ამერიკული დოლარი 3.0118 ლარი ღირდა, ევრო – 3.3684 ლარი, ფუნტი – 3.7105 ლარი.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 18 მარტს ამოქმედდება.

  • თიბისი მომხმარებელს ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს

    თიბისი მომხმარებელს ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს

    დღეიდან, 2 თვის განმავლობაში, თიბისის მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ:

    მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის დისტანციურ არხებში ფიზიკური პირები საბანკო ოპერაციების და ტრანზაქციების განხორციელებისას შემდეგი პირობებით ისარგებლებენ:

    · 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციის განხორციელებისას, მათ შორის: სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე ნებისმიერ ვალუტაში, კომუნალურ გადახდებზე, მობილურის ბალანსის შევსებაზე;

    · 1%-ით მეტი წლიური სარგებელი ანაბრის ეროვნულ ვალუტაში გახსნისას;

    · პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას;

    · კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და გაზრდილი დღიური კონვერტაციის ლიმიტი.

  • კორონავირუსის გამო მსოფლიო მკვეთრად გაღარიბდება. ვის დაუჯდება ყველაზე ძვირი ეპიდემიის შედეგები

    კორონავირუსის გამო მსოფლიო მკვეთრად გაღარიბდება. ვის დაუჯდება ყველაზე ძვირი ეპიდემიის შედეგები

    კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკა კრიზისის ზღვარზე დააყენა და ეს კრიზისი ბოლო ასწლეულის მანძილზე შესაძლოა ყველაზე სერიოზული აღმოჩნდეს. პლანეტის სწრაფი გამოჯანმრთელების იმედი ყოველდღიურად იწურება, მკურნალობისთვის დახარჯული თანხები კი უსწრაფესად იზრდება. ვირუსი მსოფლიოს უკვე დაუჯდა ათეულობით მილიარდი დოლარი. და როგორც ეკონომისტები გვაფრთხილებენ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

    თუ აშშ–სა და ევროპაში კარანტინის გამოცხადებამდე და ფინასური და ნედლეულის ბაზრების ჩამოშლამდე ექსპერტები ფრთხილად პროგნოზირებდნენ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის შეჩერებას, ახლა უმრავლესობა თანხმდება, რომ მსოფლიო მნიშვნელოვნად გაღარიბდება.

    ისინი გვაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნა უფრო დამანგრეველი აღმოჩნდება პლანეტის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ვიდრე ათი წლის წინანდელი ფინანსური კრახი, რადგან ამჯერად პრობლემები უფრო ღრმაა.

    გასულ ჯერზე ჩავარდნილი საბანკო სისტემა ცენტრალურმა ბანკებმა ამოქაჩეს. ამჟამიდელმა კრიზისმა კი ეკონომიკის ყველა სფერო მოიცვა და გააჩერა: წარმოება, მომსახურების სფერო, მოთხოვნა – ამიტომაც საჭირო იქნება მიზნობრივი ინტერვენციები, რაშიც ყველას მოუწევს წვლილის შეტანა.

    “ანტიკრიზისული ინსტრუმენტები, რომლებიც მსოფლიო საფინანსო სისტემის და ევროზონის კრიზისების შემდეგ მუშავდება ხოლმე, სრულიად სხვა სახის პრობლემებთან საბრძოლველად არის განკუთვნილი. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად არის“– თანხმდებიან ეკონომისტები, რომლებიც ღია წერილში წერენ, რომ კორონავირუსი არა მხოლოდ ევროპის ეკონომიკას, არამედ მის ერთიანობასაც ემუქრება.

    მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელისუფლებებს გადასახადის გადამხდელების მილიარდობით დოლარის დახარჯვა მოუწევთ, რათა კრიზისის მიზეზი აღმოფხვრან – ეპიდემია შეაჩერონ, შემდეგ კი შედეგებს გაუმკლავდნენ – მხარდაჭერა აღმოუჩინონ დაზარალებულ ადამიანებს და ბიზნესს. თუმცა ეს ადვილი არ იქნება: საჭიროა სწრაფი და მკვეთრი მოქმედებები, დიდი ხარჯები და კოორდინაცია მეზობელ ქვეყნებთან, რაც ბევრი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ადვილი არ არის.

    ზოგმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ კრიზისთან საბრძოლველად ფულს გამოყოფს. ზოგ ქვეყანაში პოლიტიკოსები ჯერ კიდევ ვაჭრობენ. ნებისმიერ შემთხვევაში ფინანსური გათვლები ჯერჯერობით მხოლოდ მიახლოებითია, თუმცა თანხებმა უკვე 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

    მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

    ეკონომისტების ერთი ჯგუფის გათვლებით ევროკავშირის ქვეყნებს ერთ წელიწადში დაახლოებით 350 მილიარდის დახარჯვა მოუწევთ ერთთვიანი კარანტინის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

    ეს თანხა სამი ძირითადი მიმართულებით დაიხარჯება: ჯანდაცვის, ადამიანების და ბიზნესის მხარდასაჭერად.

    პირველი მიმართულება ეპიდემიის დაძლევის საშუალებებს გააძლიერებს, მეორე– ეკონომიკაში მოთხოვნას გააჩენს და სოციალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. მესამე – საქონლისა და მომსახურების მიწოდებას აღადგენს.

    სახელმწიფო დახმარება დაჭირდებათ როგორც კარანტინის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, ასევე კომპანიებს, რომლებმაც სამუშაო ძალა, მიმწოდებლები და მომხმარებლები დაკარგეს. თანხები შეიძლება საბიუჯეტო სუბსიდიების, საგადასახადო არდადეგების ან ფულადი კომპენსაციების სახით ანაზღაურდეს.

    ბევრ ქვეყანაში ხაზინის სოციალური ხარჯები გაიზრდება, თუ ხელისუფლებები კრიზისის დროს პოლიტიკას შეცვლიან, მაგალითად გაზრდიან უმუშევრობის შემწეობას და გააფართოვებენ ამ და სხვა ტიპის კომპენსაციების მიმღებთა წრეს.

    ბიზნესი უკვე განგაშის ზარებს რეკს და უკვე აშკარაა, რომ აქ საქმე მხოლოდ მოგების შემცირებას არ ეხება. მილინობით ადამიანი უბრალოდ სამსახურს დაკარგავს, ათასობით ფირმა გაკოტრდება. ხელისუფლებები რთული არჩევანის წინაშე დგანან: ახლავე მხარი დაუჭირონ ბიზნესს თუ მოგვიანებით დაეხმარონ უმუშევრებს, თანაც იმ პირობებში, როცა ხაზინაში სულ უფრო ნაკლები ფული იქნება საგადასახადო შენატანების სახით.

    ყველაზე მძიმე დღეში ამჟამად ტურიზმი და ავიაციის სფეროა. ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭომ განაცხადა, რომ პანდემიამ შეიძლება დარგში 50 მილიონი ადამიანი უმუშევარი დატოვოს და წელს ტურისტული მომსახურებების ბაზარი მეოთხედით შეამციროს.

    ავიაკომპანიებმა მკვეთრად შეამცირეს მგზავრების გადაყვანა ჯერ აზიაში, შემდეგ კი აშშ–სა და ევროპაში. ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე მძიმე კრიზისი სამოქალაქო ავიაციის არსებობის ისტორიაში და უკვე მოითხოვეს მილიარდობით დახმარება მთავრობებისგან ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფრენების აკრძალვების დიდი ნაწილი ამოქმედდებოდა.

    საფრთხის ქვეშ არის მომსახურების მთელი სფერო: რესტორნებიდან და კინოსტუდიებიდან დაწყებული, უნივერსიტეტებით და ტაქსის მომსახურებით დამთავრებული. დიდი სპორტი მილიარდიანი შემოსავლების გარეშე დარჩა, რასაც ტრანსლაციების და ბილეთების გაყიდვით იღებდა. დოტაციების რიგში ჩადგნენ ნავთობის კომპანიებიც კი, რომლებიც ნავთობის ფასის ვარდნამ შოკში ჩააგდო.

    და ეს მხოლოდ დასაწყისია

    დახმარება ყველას ჭირდება, ურთიერთმხარდაჭერის სალაროში კი ფული ცოტაა.

    საბიუჯეტო დახმარების პაკეტი აშშ–ში ჯერ მხოლოდ კონგრესის ქვედა პალატაში გავიდა და მისი მოცულობა მხოლოდ დაახლოებით არის ცნობილი: ის 10 მილიარდ დოლარს აღემატება, თუმცა ნამდვილად არ არის 50 მილიარდი დოლარი, რომელიც ტრამპმა ახსენა.

    ევროკავშირმა 40 მილიარდი ევროს გამოყოფის პირობა დადო. სხვებზე მეტად დაზარალებული იტალია 25 მილიარდ ევროს გამოყოფს. შვეიცარია და სამხრეთ კორეა 10 მილიარდ ევროს. ეგვიპტე 6 მილიარდს. საფრანგეთი, ავსტრია, ახალი ზელანდია და იაპონია პირობას დებენ, რომ “ყველაფერს გააკეთებენ, რასაც შეძლებენ“, რათა ეკნომიკას ხაზინის ხარჯზე დაუჭირონ მხარი. ჩინეთმა წარმოების სტიმულირების მაშტაბური პროგრამა წამოიწყო შეღავათიანი კრედიტების და საგადასახადო შეღავათების ხარჯზე.

    და ეს მაშინ, როცა ჯერჯერობით არცერთ ამ ქვეყანას კრიზისის შედეგები ბოლომდე არ აქვს დათვლილი და გაცნობიერებული. შედეგები კი ექსპერტების აზრით სერიოზული იქნება. ისინი პროგნოზირებენ, რომ სულ მალე განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა ისეთ მაშტაბურ და სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს შეეჯახება, როგორიც აქამდე არ უნახავს.

    “გლობალური ეკონომიკის ეპოქაში ყველაფერი მზარდ ურთიერთკავშირზეა აწყობილი. უცებ კი ჯანდაცვის ინტერესებმა სოციალური გათიშულობა, დაყოფა და იზოლაცია მოითხვა. ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც საფუძვლად უდევს ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობას და ფინანსურ სტაბილურობას. “– ამბობს ეკონომისტი მოჰამედ ელ ერიანი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა.

  • ეკონომიკის გაჩერებით მიღებული ადამიანური ტრაგედია ბევრად მეტია ვიდრე კორონავირუსით- ბედინეიშვილი

    ეკონომიკის გაჩერებით მიღებული ადამიანური ტრაგედია ბევრად მეტია ვიდრე კორონავირუსით- ბედინეიშვილი

    ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი კორონავირუსითა და ეკონომიკის გაჩერებით გამოწვეულ შედეგებს ადარებს და ამბობს, რომ ეკონომიკის გაჩერებით მიღებული ადამიანური ტრაგედია გაცილებით (დაახლოებით 100-ჯერ) აღემატება კორონავირუსის მიერ გამოწვეულს.

    მისი თქმით, ეკონომიკის გაჩერების შემთხვევაში, თუ ახლა 220 000 აადამიანი გვყავს უმუშევარი, კიდევ 25 ათასი დაკარგავას სამსახურს.

    ბედინეიშვილი ამ თემაზე ,,ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    ,,სრულიად მესმის კორონავირუსისგან გამოწვეული პანიკა. ვხვდები, რომ მთავრობის ზომები ქვეყნის ფაქტიურ ჩაკეტვასთან დაკავშირებით პოპულარულია. ბევრს მიაჩნია, რომ როცა ადამიანების სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ მატერიალურ ზიანზე წუწუნი არასწორია. საერთოდაც, ეს პანიკა მარტო საქართველოში არაა – მთელ მსოფლიოშია.

    და მაინც, ალბათ არაპოპულარულ ანალიზს შემოგთავაზებთ:

    რეცესიები უმუშევრობის დონეს საშუალოდ 10-20%-ით ზრდის. ანუ, თუ საქართველოში დღეს 220,000 კაცი გვყავს უმუშევარი, ეკონომიკა თუ გავაჩერეთ, კიდევ დაახლოებით 25,000 ადამიანი დაკარგავს სამუშაოს.

    სამუშაოს დაკარგვა სხვადასხვა შეფასებით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას 1-1.5 წლით ამოკლებს. მიზეზები სხვადასხვაა, სტრესი, გაუარესებული წვდომა ჯანდაცვაზე, თვითმკვლელობის შემთხვევები ა.შ. აქ არაფერს ვამბობ იმაზე თუ უმუშევრად დარჩენილი ადამიანის ოჯახის წევრებზე რა გავლენა აქვს ამას.

    შესაბამისად, საქართველო მთლიანად ეკონომიკური კრიზისის გამო სადღაც 40,000 სიცოცხლის წელს დაკარგავს.

    მეორეს მხრივ, კორონავირუსმა მსოფლიოში ათასობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. მაგრამ რადგან მსხვეპლის ძალიან დიდი წილი მოხუცებზე მოდის, ჩემი შეფასებით, კორონავირუსი რომ არ შეყროდათ , ეს ადამიანები ალბათ კიდევ საშუალოდ 5-10 წელიწადს იცოცხლებდნენ. ვთქვათ, საშუალოდ 8 წელს.

    შესაბამისად, კორონავირუსით მოყენებული, სიცოცხლის წლებში გამოხატული ზიანი რომ გაუტოლდეს ეკონომიკის გაჩერებისაგან მიღებულ ზიანს, ჩვენ უნდა მოგვიკვდეს 40,000/8=5,000 ადამიანი. კარგად ვიცით რომ ეს შეუძლებელია. კარგ სცენარში ერთეულებს დავკარგავთ, ხოლო ყველაზე ცუდ სცენარში – ათეულებს.

    დასკვნა: ეკონომიკის გაჩერებით მიღებული ადამიანური ტრაგედია გაცილებით (დაახლოებით 100-ჯერ) აღემატება კორონავირუსის მიერ გამოწვეულს.

    მესმის, რომ რაც არ უნდა ვუკიჟინოთ ეკონომიკას, რაღაც შენელება მაინც გვექნება და საბოლოოდ ორივეს უნდა ვებრძოლოთ – ვირუსსაც და უმუშევრობასაც. უბრალოდ, კონტექსტი არ დაგვავიწყდეს როცა ყველაფრის გაჩერებისკენ მოვუწოდებთ მთავრობას.

    PS. ვირუსთან დიდი სიფრთხილე გვმართებს – ხელები ხშირ-ხშირად უნდა დავიბანოთ!”,- წერს გიგა ბედინეიშვილი.

  • ილონ მასკმა ერთ კვირაში 5.5 მილიარდი დოლარი დაკარგა

    ილონ მასკმა ერთ კვირაში 5.5 მილიარდი დოლარი დაკარგა

    ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა ფორბსის მონაცემებით ბოლო ერთ კვირაში 5.5 მილიონი დოლარი დაკარგა. კორონავირუსითა და ნავთობის ბაზრების არასტაბილურობით გამოწვეული გლობალური კრიზისის ფონზე მაკის ქონება 18%–ით შემცირდა. მისი კომპანიის, Tesla-ს აქციების ფასი 22%–ით დაეცა. ამჟამად მასკის ქონება დაახლოებით 31 მილიარდს შეადგენს.

    13 მარტს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს 20–მა უმდიდრესმა ადამიანმა 78 მილიარდი დაკარგა.
    12 მარტს ამერიკული ბირჟა ბოლო 30 წლის მანძილზე რეკორდნული ვარდნით დაიხურა.

  • ერთთვიანი უფასო წვდომა 6 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე

    ერთთვიანი უფასო წვდომა 6 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე

    16 მარტიდან ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობების უპრეცედენტო მხარდაჭერით, თავის მომხმარებლებს სთავაზობს ერთთვიან უფასო წვდომას 6 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე. განახლებული SABA Reader აპლიკაციების (Android და iOS) საშუალებით როგორც ახალი, ასევე არსებული მომხმარებლები ერთი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკის გამოწერის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.

    „საბას“ მთელ ბიბლიოთეკაზე ერთთვიანი უფასო წვდომის აქტივაცია მხოლოდ SABA Reader აპლიკაციებიდან იქნება შესაძლებელი. თითოეული ახალი მომხმარებელი 4 წიგნიანი პაკეტის აქტივაციას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ თაროზე ერთდროულად 4 წიგნის განთავსებას შეძლებენ, თუმცა „საბას“ ბიბლიოთეკიდან აღებული წიგნების უკან დაბრუნება და სხვა წიგნებით ჩანაცვლება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლებს 6 000-ზე მეტ წიგნზე შეუზღუდავ წვდომას აძლევს.

    რაც შეეხება „საბას“ არსებულ მომხმარებლებს, ანუ მათ, ვისაც გამოწერის სერვისის ფარგლებში ერთთვიანი, ექვსთვიანი ან ერთწლიანი მოცულობის პაკეტები უკვე შეძენილი აქვთ, აქციის პირობებში ერთთვიანი უფასო წვდომა საჩუქრად დაემატებათ. „საბას“ ექსპერტი (8 წიგნიანი) პაკეტის მფლობელები კი ერთთვიანი უფასო წვდომის განმავლობაში 4 წიგნიანი პაკეტის ნაცვლად კვლავ 8 წიგნიანი პაკეტით ისარგებლებენ.

    ერთთვიანი უფასო წვდომის ამოწურვის შემდეგ, ახალ მომხმარებლებს ფასიანი პაკეტები ავტომატურად არ გაუაქტიურდებათ. წიგნის ყველა მოყვარული მიიღებს შესაბამის ინფორმაციას და სურვილისამებრ გააგრძელებს აპლიკაციის ფასიან სერვისს.

    ლიტერატურული პრემია „საბას“ კვალდაკვალ ელექტრონული წიგნების სახლი თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2012 წელს დააფუძნეს. „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკა 6 000-ზე მეტ წიგნს (მათ შორის, ხმოვანს), პოდკასტებსა და ლექციებს აერთიანებს.

  • საშეღავათო 3 თვე – თიბისი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

    საშეღავათო 3 თვე – თიბისი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

    თიბისის მომხმარებლები სესხებზე საშეღავათო პერიოდით – 30 ივნისის ჩათვლით სესხების გადავადებით ისარგებლებენ. საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ორშაბათიდან კი მომხმარებლები სესხის გადავადების პირობებთან დაკავშირებით შეტყობინებას თიბისის დისტანციური არხებით მიიღებენ.

    1. ვის შეეხება საშეღავათო პერიოდი?

    ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც თიბისი ბანკში ამჟამად სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით, ასევე თიბისი სტატუსის ყველა მომხმარებელს;

    2. რომელ პროდუქტებს შეეხება?

    საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს:

    • იპოთეკური სესხები
    • სამომხმარებლო სესხები
    • სასწრაფო სესხი
    • ავტო სესხები
    • განვადება
    • საკრედიტო ბარათები
    • ოვერდრაფტი
    • ლომბარდი
    • სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგრო სესხები;

    3. რამდენ ხანს გაგრძელდება საშეღავათო პერიოდი? ანუ რამდენი გადახდა არ უნდა გადავიხადო ბანკში?

    საშეღავათო პერიოდი გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით და შეეხება არაუმეტეს სამი გადახდის გადავადებას;

    4. როდიდან დაიწყება საშეღავათო პერიოდი?

    საშეღავათო პერიოდის ჩართვა 2020 წლის 13 მარტიდან დაიწყო;

    5. თუ გადახდა მიწევს დღეს ან მომდევნო კვირაში რა მოხდება?

    ყველა იმ მომხმარებელს, ვისაც სესხის გადახდა უწევდა 13 მარტიდან შეეძლება ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით;

    6. გამეზრდება თუ არა სესხის პროცენტი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში?

    არა, სესხის საკონტრაქტო განაკვეთების ცვლილება არ მოხდება;

    7. გამეზრდება თუ არა სესხის ვადა?

    დიახ, სესხის ვადის გაზრდა მოხდება გრაფიკიანი სესხების შემთხვევაში + საშეღავათო პერიოდი;

    8. გამეზრდება თუ არა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?

    ყოველთვიური გადასახდელი თანხა მცირედით გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადასახდელი თანხის და დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის დარჩენილ ვადაზე;

    9. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?

    დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის დარჩენილ ვადაზე;

    10. პროცენტზე პროცენტი ხომ არ დამერიცხება?

    არა, პროცენტზე პროცენტის დარიცხვა არ ხდება;

    11. რამდენიმე სესხი თუ მაქვს შემიძლია თუ არა ავირჩიო რომელზე გავრცელდეს საშეღავათო პერიოდი და რომელზე არა?

    ფიზიკური პირის სესხების შემთხვევაში არ იქნება შესაძლებელი სესხების არჩევა, საშეღავათო პერიოდი ჩაირთვება ან ყველა საკრედიტო პროდუქტზე ან მომხმარებლის უარის შემთხვევაში – არც ერთზე;

    თუ ხართ თიბისი სტატუსის მომხმარებელი, თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ იმ სასესხო პროდუქტების ჩამონათვალი, რომელზეც გავრცელდება საშეღავათო პერიოდი; ბიზნეს სესხების შემთხვევაში კი მოხდება ინდივიდუალურად განხილვა;

    12. არის თუ არა შესაძლებელი არ ვისარგებლო საშეღავათო პერიოდით ?

    შესაძლებლობა გექნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ან ბანკის დისტანციური არხებით დააფიქსიროთ უარი საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, მას შემდეგ რაც ბანკისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას; შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებლებთან დაიწყება 16 მარტიდან და მოხდება ეტაპობრივად;

    თუ ხართ თიბისი სტატუსის მომხმარებელი, 16 მარტიდან დაგიკავშირდებათ თქვენი პირადი ბანკირი და თქვენი სურვილის შესაბამისად მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა/არ ჩართვა. თუ თქვენ სარგებლობთ თიბისი სტატუსის ციფრული ნაკრებით, დაგიკავშირდებათ სტატუს ცენტრის ოპერატორი და სურვილის შესაბამისად მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა/არ ჩართვა.

    13. ვინც უკვე სარგებლობს საშეღავათო პერიოდის აქციით, გავრცელდება თუ არა მათზე საშეღავათო პერიოდი?

    თუ მიმდანარე სესხზე საშეღავათო პერიოდი გრძელდება ივნისის ჩათვლით, ამ შემთხვევაში დამატებით საშეღავათო პერიოდის ჩართვა არ მოხდება (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020-ის თებერვლის თვეში, რომელზეც ვრცელდებოდა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი, ანუ პირველი გადახდა სესხზე უნდა გაგეკეთებინათ ივლისის თვეში, ასეთ შემთხვევაში დამატებითი საშეღავათო პერიოდის ჩართვა აღარ მოხდება);

    ხოლო თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი ნაკლებია ვიდრე ბანკის ამჟამად გამოცხადებული პირობა, ასეთ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელება მოხდება 30 ივნისამდე, არაუმეტეს მომდევნო სამი გადახდის გადავადებისა (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020 წლის იანვარში 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით და პირველი გადახდა გიწევდათ აპრილის თვეში, ასეთ შემთხვევაში თქვენს საშეღავათო პერიოდს დაემატება +2 თვე);

    14. როგორ გაიგებს მომხმარებელი საშეღავათო პერიოდის ჩართვის შესახებ?

    16 მარტიდან ეტაპობრივად მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას, საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით.

    20 მარტამდე მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა უარი თქვან საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, ხოლო ვინც უარს არ განაცხადებს ავტომატურად ჩაერთვებათ საშეღავათო პერიოდი;

    16 მარტიდან მოხდება, ასევე, დაკავშირება სტატუსის მომხმარებლებთანაც. ცვლილება განხორციელდება დისტანციურად მეილით, ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით და არ იქნება საჭირო ბანკში მოსვლა;

    15. ექნება თუ არა მომხმარებელს წინსწრების საკომისიო?

    იმ მომხმარებლებს, ვინც ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით, ექნება შესაძლებლობა ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში საკომისიოს გარეშე განახორციელოს წინსწრება. საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, წინსწრების საკომისიოზე აღდგება/გავრცელდება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები;

    16. ვრცელდება თუ არა საშეღავათო პერიოდი 16 მარტიდან გაცემულ ახალ სესხებზე?

    დიახ, 16 მარტიდან გაცემულ სესხებზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე;

  • ეროვნულ ბანკში შესული ნაღდი ფული 14-დღიან კარანტინს გაივლის

    ეროვნულ ბანკში შესული ნაღდი ფული 14-დღიან კარანტინს გაივლის

    მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში. მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, – ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა 13 მარტს  გაავრცელა.

    როგორც სებ-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში ახორციელებს შემდეგი სახის საკარანტინო ზომებს:

    “2020 წლის 13 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, რეგულარულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები საკასო ცენტრში. დღეიდან 1 აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში”, – წერია ინფორმაციაში.

    სები-ი რეკომენდაციები  მოსახლეობას :

    • ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან შეხების წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები.
    • ბანკნოტებთან და მონეტებთან კონტაქტის შემდეგ, ხელის დაბანის გარეშე, არ შეეხოთ სახეს (თვალები, ცხვირი, პირი).
    • შესაძლებლობის მიხედვით, გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები.
    • შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიეთ დისტანციური საბანკო მომსახურება.
    • კომპანიებმა გაყიდვის წერტილებში პერიოდულად გაუკეთეთ დეზინფექცია პოსტერმინალის ზედაპირს