Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • პანიკა და კაპიტულაცია: საფონდო ბირჟები კორონავირუსს დანებდნენ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე

    პანიკა და კაპიტულაცია: საფონდო ბირჟები კორონავირუსს დანებდნენ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე

    ინვესტორებმა ბოლო ბოლო დაიჯერეს, რომ მსოფლიო კორონავირუსის გამო სულ უფრო გაღარიბდება და ორშაბათს “ათწლეულის გაყიდვა“ მოაწყვეს. ასეთი რამ 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა, რომლის შემდეგაც მსოფლიო ეკონომიკა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაუბრუნდა ძველ ნიშნულს.

    ბოლო რამდენიმე კვირა ეპიდემია მომავლის რწმენას არყევდა, თუმცა ბაზრები მაინც ასე თუ ისე იმაგრებდნენ თავს და ყოველ ჯერზე ვარდნის შეჩერებას ახერხებდნენ იმის იმედით, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა. თუმცა, გასული შაბათ–კვირის ამბებმა ოპტიმიზმი გააქარწყლა და პანიკა დათესა: ვირუსმა დასავლეთის ქვეყნებში მოიკიდა ფეხი, იტალიამ კი ქვეყნის ყველაზე მდიდარ რეგიონში კარანტინი გამოაცხადა.

    ბოლო წვეთად იქცა ფასების ომი ნავთობის ბაზარზე. საუდის არაბეთმა რუსეთთან უთანხმოების შემდეგ ნავთობის “ონკანები გახსნა“, რის შემდეგაც ნავთობის ფასი მესამედით დაეცა, რაც მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე მაშტაბური გაყიდვების ტრიგერი გახდა.

    ევროპასა და აშშ–ში აქციების ფასი საშუალოდ 6–10%–ით დაეცა, გახსნიდან რამდენიმე წუთში კი ნიუ იორკის საფონდო ბირჟის თხუთმეტი წუთით დახურვა გახდა საჭირო, იმისათვის, რომ გამყიდველთა ვნებები ოდნავ განელებინათ. ნედლეულით მდიდარი ქვეყნების ვალუტის კურსები, რუსული რუბლის ჩათვლით მკვეთრად მცირდება, განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო ვალი კი ძვირდება, მიუხედავად ნულოვანი ან ზოგჯერ უარყოფითი შემოსავლიანობისა.

    ინვესტორებისთვის მთავარ ამოცანად არა კაპიტალის გამრავლება, არამედ მისი შენარჩუნება და დანაკარგების მინიმიზაცია იქცა. მსგავსი სცენარი პრობლემებს უქადის მათაც, ვინც ფულს დეპოზიტებში და საპენსიო ფონდებში ინახავს. ასევე მათ, ვინც სესხულობს: რეცესიის საფრთხის გამო ბანკები ბიზნესის და მომხმარებლების დაკრედიტებისგან თავს იკავებენ. საფრთხის წინაშე არიან თავად ბანკებიც, რომლებიც კაპიტალს და შემოსავლებს კარგავენ.

    ანალიტიკოსები ტრაგიზმში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ახალი ამბების გამოშვებები და საინფორმაციო საშუალებები კი მძიმე სათაურებით და ფრაზებით: “სისხლიანი სასაკლაო“ და “შავი ორშაბათი“ – შესაძლოა ისტორიულ პერსპექტივაში გაზვიადებული შედარება იყოს, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ ეს კვირა ბოლო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ყველაზე მაშტაბური ვარდნით დაიწყო.

    თუ პროცესი ასე გაგრძელდა, საფონდო ბირჟები თანამედროვე ისტორიის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივ რბოლას შეწყვეტენ და მუდმივი ზრდიდან თანდათანობითი შემცირების პროცესზე გადავლენ, რაც ერთადერთ რამეს ნიშნავს: ინვესტორებს აღარ ჯერათ, რომ მსოფლიო ეკონომიკას აქვს უნარი კორონავირუსის აფეთქებას გაუძლოს და ზრდა გააგრძელოს. ისინი ახალი კრიზისისთვის ემზადებიან.

    პანიკა და კაპიტულაცია

    ბაზრები ახლა უკვე მძიმე პროგნოზებზე გადაეწყვნენ, არადა გასულ კვირას რეცეზიაზე საუბარს არავინ ჩქაროდა. მართალია ყველა აღიარებდა, რომ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის 3%–იანი ზრდის იმედი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ყველაზე მძიმე სცენარშიც კი 1.5 %–იან ზრდას ვარაუდობდნენ და არა რეცესიას.

    ვინაიდან ვირუსის აფეთქება “მსოფლიო ფაბრიკაში“– ჩინეთში დაიწყო, ამის გამო დაზარალდა როგორც მიწოდება, ასევე მოთხოვნა. კომპანიები მთელ მსოფლიოში ამცირებენ წარმოებას, შეჩერდა ვაჭრობა, ეცემა ტვირთების გადაზიდვის და მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი. ადამიანები სახლში სხედან, საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირებულია.
    წინა კრიზისის რეცეპტი – მოთხოვნის სტიმულირება ეკონომიკაში იაფი ფულის ინექცირებით ამჯერად ნაკლებეფექტურია, რადგან ფული ვირუსს ვერ შველის, და ფაქტიურად ხელმიუწვდომელიაც გახდა.

    რჩება საბიუჯეტო სტიმულირების გზა, დოტაციები და სახელმწიფოს მხრიდან იმ ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც შემოსავლების გარეშე დარჩა. თუმცა მთავრობების მიმართ არაერმა მოწოდებამ ცენტრალური ბანკების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ჯერჯერობით მხოლოდ მცირე ეფექტი იქონია. იტალიის, სამხრეთ კორეის და სხვა რამდენიმე ქვეყნის მთავრობების მიერ დაპირებული რამდენიმე მილიარდი სასაცილო თანხებია იმ ზარალთან შედარებით, რაც კორონავირუსმა ბიზნესს და ეკონომიკას მიაყენა.

    ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკა შენელდება, შესაბამისად მას ნაკლები რესურსები დაჭირდება. სწორედ ამიტომ გამოიწვია ვირუსის აფეთქებამ ნავთობის ფასის კლება. ტრადიციულად, მოთხოვნის ასეთი მკვეთრი შემცირების პერიოდებში ნავთობის წამყვანი მწარმოებლები – ოპეკის ქვეყნები საუდის არაბეთის და რუსეთის მეთაურობით ფასების შესანარჩუნებლად მიწოდებას ამცირებდნენხოლმე.


    თუმცა ამჯერად საწინააღმდეგო მოხდა: მათ არა მხოლოდ მოპოვება არ შეამცირეს, არამედ მისი გაზრდა გადაწყვიტეს. რუსეთმა უარი თქვა ოპეკის ინიციატივის მხარდაჭერაზე იმის შიშით, რომ მსოფლიო ბაზარზე მისი ნავთობის მიწოდების ნებისმიერი შემცირება მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის – აშშ–სთვის აღმოჩნდებოდა ხელსაყრელი. საუდის არაბეთმა კი გადაწყვიტა გამოწვევა მიეღო და საპასუხოდ ნავთობის მიწოდება არათუ არ შეამცირა, არამედ გაზარდა. გარდა ამისა, კლიენტებს ფასდაკლებებიც შესთავაზა კონკურენტებისთვის ბაზრის წილის წართმევის იმედით.

    ნავთობის ასეთი სიჭარბისთვის მსოფლიო მზად არ აღმოჩნდა, ამიტომაც ფასები მყისიერად მესამედით დაეცა. ბოლოჯერ ასეთი რამ შორეულ 1991 წელს, სპარსეთის ყურეში ომის დროს მოხდა.
    ნავთობის ბაზრიდან პანიკა სხვა ყველა დანარჩენს გადაედო. ექსპერტები ამბობენ, რომ ნავთობის ფასების ვარდნამ ბაზრებზე ისედაც არამყარი წონასწორობა სრულად დაარღვია და ამ კვირაში პოზიციების სრულმაშტაბიანი ლიკვიდაციის, კაპიტულაციის ნიშნების და საყოველთაო პანიკის მომსწრენი გავხდით.

    ნავთობის ფასის ვარდნამ ნედლეულის მომპოვებელი ქვეყნებისთვის პრობლემები გამოკვეთა, ამიტომაც მათი ვალუტები და ბაზრები პირველ რიგში დაზარალდნენ, ისევე, როგორც ნავთობკომპანიების აქციები დასავლურ ბირჟებზე. მას შემდეგ კი, რაც გამოიკვეთა რომ რეცესია ყველა ბიზნესს ზარალითა და გაკოტრებით ემუქრება, ბანკებს კი ცუდი კრედიტებითა და შემოსავლების კლებით, ინვესტორებმა აქციების გაყიდვა დაიწყეს.

    მაინის ფრანკფრუტში ვარდნის ლიდერი Deutsche Bank–ის აქციები გახდა, პარიზში Crédit Agricole და Société Générale–ს აქციები გაუფასურდა.
    თუმცა ჩამოშლილ ბაზრებზეც არსებობენ ოპტიმისტები: ორშაბათს პოპულარობით სარგებლობდნენ ავიაკომპანიების აქციები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კორონავირუსის გამო რისკ ჯგუფში პირველები აღმოჩნდნენ.

    მათი აქციები ევროპულ ბირჟებზე ან გაძვირდა, ან სხვებზე ბევრად ნაკლებად გაუფასურდა, იმიტომ რომ გასულ კვირას მათ ყველაზე ხშირად იშორებდნენ თავიდან. ახლა კი ბევრი ფიქრობს, რომ ავიაკომპანიების აქციები პერსპექტიულად გამოიყურება, რადგან ნავთობზე და ავიასაწვავზე ფასების ვარდნა ავიაკომპანიებს დაეხმარება მოთხოვნის შემცირებით გამოწვეული ურთულესი წელი შედარებით ადვილად გადაიტანონ.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8463 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7963 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0500 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2274 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1931 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0343 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • თიბისი მომხმარებელს დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ურჩევს

    თიბისი მომხმარებელს დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ურჩევს

    თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.

    თიბისის ტრანზაქციების 95% ფილიალში მისვლის გარეშე ხორციელდება. შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი მომხმარებელს ონლაინარხების საშუალებით სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს.

    თიბისის დისტანციური არხების – მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია სწრაფად და მარტივად შემდეგი ტრანზაქციების განხორციელება:

    • თანხის გადარიცხვა ანგარიშის ან მობილურის ნომრით;
    • კომუნალური გადასახადების გადახდა სახლიდან გაუსვლელად;
    • საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე გადახდა;
    • ბარათის პინ-კოდის აღდგენა;
    • ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა;
    • საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;
    • უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;
    • სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.
  • თიბისი ხელოვნების სასახლესთან ერთად ქართული ქსოვილის პროექტს იწყებს

    თიბისი ხელოვნების სასახლესთან ერთად ქართული ქსოვილის პროექტს იწყებს

    ქართული დამწერლობისა და ქართული მხატვრობის პოპულარიზაციის კამპანიების შემდეგ, თიბისი კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პროექტს იწყებს, რომელიც ტრადიციულ ქართულ ქსოვილსა და ტექსტილს უკავშირდება.

    პროექტი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად ხორციელდება და მისი მიზანი ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ტრადიციების აღდგენა და მათი თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრებაა.

    ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენისა და შესწავლის პროექტი მუზეუმმა 2016 წელს დაიწყო. 2 წლის განმავლობაში მხატვრებისა და მკვლევარების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარეს. ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატეს და მათი შესწავლა დაიწყეს.

    2018 წელს გამოიცა წიგნი – „ქსოვილები საქართველოდან“, სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან, 300-მდე პატერნია თავმოყრილი. წიგნში შეკრებილი მასალა კარგად ასახავს, თუ რამდენად ფერადი, თანამედროვე და მრავალფეროვანი იყო საუკუნეების წინანდელი საერო, თუ სადღესასწაულო სამოსი. ასევე, როგორი იყო სხვადასხვა პერიოდში ჩაცმის კულტურა ქვეყანაში და რა ახდენდა მასზე გავლენას.

    მემკვიდრეობა და ახალი თაობა თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტებია, სწორედ ამიტომ, პროექტის მიზანი ქართული ტრადიციული ქსოვილის ყოველდღიურობაში გადმოტანა, მისთვის ახალი სიცოცხლისა და დანიშნულების მიცემაა.

    იმისთვის, რომ ქართული ქსოვილის პატერნები ყოველდღიურობაში ინტეგრირდეს და თანამედროვე სახე და გამოყენება მიეცეს, თიბისი დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობას აძლევს წიგნში თავმოყრილ პატერნებზე დაყრდნობით, ყოველდღიური სამოსი, თუ პროდუქცია შექმნან.

    აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილ კოლექციებზე უკვე მუშაობს რამდენიმე დიზაინერი, კომპანია თუ სტარტაპი: დარაია, მუზარადი, Side Size, კერამიკ სტუდია, ლაკოიაჟ, Spilow, Why not gallery.

    შექმნილი პროდუქცია და Ready to wear კოლექციები სულ მალე ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდება და მათი შეძენა სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

  • 5 რჩევა თიბისისგან, როგორ შევამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება

    5 რჩევა თიბისისგან, როგორ შევამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება

    ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო შესაძლოა ნაღდი ფული იყოს, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმჯობესია მის გამოყენებას მოვერიდოთ.

    დღესდღეობით ნაღდი ფულის მრავალი ალტერნატივა არსებობს. თიბისი 5 მათგანის შესახებ უზიარებს მომხმარებელს ინფორმაციას:

    · დისტანციური არხები ნებისმიერი ტრანზაქციისთვის

    თიბისის მობაილ ან ინტერნეტბანკით შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად სასურველი ტრანზაქციის შესრულება: მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალურების გადახდა, თანხის გადარიცხვა.

    · Apple Wallet

    მომხმარებლებს, რომლებსაც Apple-ის სმარტფონი აქვთ, შეუძლიათ ელექტრონულ საფულეში დაამატონ თიბისის ნებისმიერი ბარათი და გადაიხადონ ყველგან, სადაც ტერმინალებია განთავსებული.

    · TBC Wallet

    მომხმარებლებს, რომლებსაც ანდროიდის სმარტფონი აქვთ, შეუძლიათ თიბისის ელექტრონული საფულის გამოყენება.

    · QR კოდით გადახდა

    ნებისმიერ ობიექტში, სადაც QR კოდია განთავსებული, შესაძლებელია QR კოდის მობაილბანკიდან დასკანერება და ნაღდი ფულის გარეშე გადახდა.

    · ბარათით, სტიკერით ან სამაჯურით გადახდა

    ნაღდი ფულის მაგივრად შესაძლებელია საბანკო ბარათის გამოყენება, რომელზეც არ არსებობს შეზღუდვა მინიმალურ თანხაზე. ასევე, შესაძლებელია სტიკერის მიმაგრება სასურველ ნივთზე, მაგალითად, მობილურ ტელეფონზე. საკმარისია სტიკერის ტერმინალთან მიახლოება და გადახდის დაფიქსირება.

    თიბისი სამაჯურით შესაძლებელია ბარათის, სტიკერის ან ელექტრონული საფულის გარეშე გადახდა. სამაჯურის უპირატესობა ის არის, რომ ის სრულად უკონტაქტოა – გადახდისას მომხმარებელს არ უწევს არც ბარათზე და არც ტელეფონზე შეხება. სამაჯურის ტერმინალთან მიახლოებით გადახდა შესრულებულია.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7963 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7748 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0215 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1931 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1386 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0545 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 7 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7748 ლარი ეღირება, ევრო – 3.1386 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6067 ლარი.

    დღეს ოფიციალური კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარი 2.7735 ლარი ღირდა, ევრო – 3.0969 ლარი, ფუნტი – 3.5834 ლარი.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან ამოქმედდება.

  • ყოველდღიური ანალიტიკა – სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

    ყოველდღიური ანალიტიკა – სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

    თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს – ბიზნეს ანალიტიკას ამატებს. ბიზნეს ანალიტიკის საშუალებით მომხმარებლები ყოველთვიურ ან ყოველდღიურ ჭრილში ხარჯებს და შემოსავლებს უკეთ გააკონტროლებენ, რაც მათ დაეხმარებათ ფინანსური ანალიზის გაკეთებაში.

    მათ, ვისაც თიბისი ბანკის პოს-ტერმინალი ან იკომერსი (ელექტრონული კომერცია) აქვს, შეეძლებათ გაიგონ თავიანთი მომხმარებლის ქცევა და დააკვირდნენ ბიზნესის განვითარებას, ასევე გააკეთონ ისეთი მნიშვნელოვანი დაკვირვებები, როგორიცაა: კვირის რომელ დღეს არის უფრო მეტი გაყიდვები, დღის რომელ მონაკვეთში არის ყველაზე დიდი ბრუნვა, როგორ მოქმედებს ფასდაკლებები გაყიდვებზე, ჰყავს თუ არა მათ კომპანიას ლოიალური მომხმარებლები და ა.შ.

    ბიზნესს განვითარებისთვის მუდმივად სჭირდება ფინანსური ანალიზი, კვლევები და დაკვირვებები საკუთარ კომპანიაზე და მომხმარებლის ქცევის შესწავლა. ბიზნეს ანალიტიკა ბიზნესებს ხელს შეუწყობს უფრო მოქნილად მართონ თავიანთი ფინანსები და განავითარონ საქმიანობა.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 6 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7735 ლარი ეღირება, ევრო – 3.0969 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5834 ლარი.

    დღეს კი, ოფიციალური კურსით, ამერიკული დოლარი 2.7860 ლარი ღირდა, ევრო – 3.1064 ლარი, ფუნტი – 3.5652 ლარი.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ შევა ძალაში.

  • თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

    თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

    თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

    – Wallet – თიბისი ვოლეტი / Apple Pay
    – სამაჯურით გადახდა
    – ფეი სტიკერით გადახდა
    – ბარათით გადახდა
    – QR კოდით გადახდა

    ან დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ საბანკო მომსახურებები:

    • შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები დისტანდიურად მობაილ ან ინტერნეტბანკის დახმარებით, დამატებით, გაიაქტიუროთ ავტომატური გადარიცხვა მობაილ ან ინტერნეტბანკიდან და გადაიხადოთ კომუნალურები საკომისიოს გარეშე;

    • ფილიალში ვიზიტის გარეშე, ინტერნეტ ან მობაილბანკიდან შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მობილურის ან საბანკო ანგარიშის ნომრით;

    • შეგიძლიათ დისტანციურად გახსნათ ანაბარი ან აიღოთ სესხი მობაილბანკის და ინტერნეტბანკის გამოყენებით;

    • მარტივად შეავსოთ მობილურის ბალანსი მობაილ ან ინტერნეტბანკში;

    • სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ პარკირების საშვი ან მიიღოთ ინფორმაცია საპატრულო და პარკირების ჯარიმებზე და გადაიხადოთ მობაილ და ინტერნეტბანკიდან;

    • შეგიძლიათ დააკონვერტიროთ თანხა საუკეთესო კურსით მობაილ და ინტერნეტბანკში;

    • თი ბოტის დახმარებით შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მესენჯერის ჩატიდან გაუსვლელად;

    • თი ბოტი, ისევე როგორც ქოლცენტრი, დაგეხმარებათ კითხვების არსებობის შემთხვევაშიც;

    მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ ამ ეტაპზე, მომსახურება ჩვეულ რეჟიმში, შეუზღუდავად მიიღონ და სურვილის შემთხვევაში, ეწვიონ თიბისის ნებისმიერ ფილიალს, სადაც რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.