Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • “ჩვენს თვითმფრინავებში ჰაერი ისეთივე სუფთაა, როგორც საავადმყოფოს საოპერაციოში“ – ვიზეარის დირექტორი მომხმარებლებს მიმართავს

    “ჩვენს თვითმფრინავებში ჰაერი ისეთივე სუფთაა, როგორც საავადმყოფოს საოპერაციოში“ – ვიზეარის დირექტორი მომხმარებლებს მიმართავს

    ბიუჯეტური ავიაკომპანია ვიზეარის დირექტორი, ჯოზეფ ვარადი კორონავირუსთან დაკავშირებით მომხმარებელს მიმართავს და არწმუნებს, რომ ავიაკომპანია მათი უსაფრთხოებისთვის ყველაფერს აკეთებს. ავიაკომპანიამ კორონავირუსის გამო ფრენები შეაჩერა როგორც საქართველოდან იტალიის მიმართულებით, ასევე ევროპის შიგნითაც.

    “გვესმის, რომ კორონავირუს COVID-19–ის გავრცელებით შეშფოთებული ხართ, ამიტომ მინდა ვისარგებლო მომენტით და დაგარწმუნოთ, რომ თქვენი უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენს აბსოლუტურ პრიორიტეტად რჩება.

    ვირუსის აფეთქების საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ უსაფრთხოების მთელი რიგი ზომები: თვითმფრინავების  დეზინფექციიდან დაწყებული ბორტზე მგზავრების ერთჯერადი მადეზინფიცირებელი საფენებით უზრუნველყოფითა და რეისების გადადებით დამთავრებული სახიფათო რეგიონებში. ჰაერი ჩვენი თანამედროვე თვითმფრინავების შიგნით ისეთივე სუფთაა, როგორც საავადმყოფოს საოპრეციოებში, რადგან მას მრავალჯერ ცვლიან მაღალეფექტური საჰაერო ფილტრების საშუალებით, რომლებიც ვირუსებისა და ბაქტერიების 99.97%–ს ანადგურებს. ჩვენი ეკიპაჟები კარგად არიან მომზადებული ჩასხდომისას მგზავრებში სიმპტომების აღმოსაჩენად, ასევე, თუ მგზავრს სიმპტომები მგზავრობისას გამოუვლინდა, პოტენციური გავრცელების მინიმიზაციისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

    დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩვენი ჯგუფები გულდასმით მუშაობენ და ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას და მოვლენებს ყველა ქვეყნის სამედიცინო სფეროში და სამთავრობო სტრუქტურებში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. თუ თქვენი რეისი გადაიდო, მართეთ ჯავშანი თვითდახმარების ხელმისაწვდომი ინსტრუმენტებით ჩვენს საიტზე თქვენი ანგარიშის მეშვეობით. ეცადეთ დარწმუნდეთ, რომ ვებ გვერდის ყველა ინსტრუმენტი მოსინჯეთ, სანამ ჩვენს მხარდაჭერის სამსახურს მიმართავთ, რადგან ამჟამად ტრაფიკი მეტისმეტად გაზრდილია და მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეფერხებები.“– წერს გავრცელებულ მიმართვაში ვიზეარის დირექტორი.

  • თიბისის პირველი ქართული ნეობანკი – SPACE გერმანიის ბაზარზე შედის

    თიბისის პირველი ქართული ნეობანკი – SPACE გერმანიის ბაზარზე შედის

    თიბისი ნეობანკინგის პლატფორმას აფართოებს. საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი – Space გერმანიის ბაზარზე შედის, რაც ქვეყანაში სტარტაპერებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომხმარებლებს საბანკო ოპერაციების შესრულებას გაუმარტივებს.

    Space ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან პარტნიორობით, მომხმარებელს ყოველდღიურ საბანკო პროდუქტებთან და სერვისებთან ერთად, დაკრედიტებას, ფულად გზავნილებს, საერთაშორისო კომუნალურ გადახდებს შესთავაზებს. სფეისის მომსახურების მიღება სხვადასხვა ენაზე იქნება შესაძლებელი.

    პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკი გერმანიის ბაზარზე 2020 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება და ის ძირითადად გერმანიაში მცხოვრებ ქართველებზე იქნება ფოკუსირებული. მის ფუნქციონირებას საქართველოში არსებული სფეისის გუნდი და ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს. საერთაშორისო ბაზარზე შესვლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ლარი იქნება.

    გერმანიის ბაზარზე გასვლამდე, Space და პარტნიორი ბანკი გერმანული რეგულატორის მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფენ.

    გერმანულ ბაზარზე ნეობანკის მოდელის წარმატებით ამოქმედების შემდეგ, Space სხვა ევროპული ბაზრების შესაძლებლობებსა და ქართველი მომხმარებლების საჭიროებებს შეისწავლის.

    სფეისი პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკია, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების სრულ პაკეტსა და ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობს. მათ შორის:

    · ნებისმიერი ბანკის ბარათის ერთ აპლიკაციაში მიბმის საშუალებას;

    · სხვადასხვა ბანკის ბარათებს შორის 24/7 მომენტალურ გადარიცხვებს;

    · სრულად დისტანციურ სამომხმარებლო სესხს;

    · კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე;

    · VISA-ს სადებეტო ბარათს სხვადასხვა სარგებლით;

    · მოქნილ ანაბრებს სხვადასხვა მიზნისთვის;

    · უნიკალურ ლოიალობის პროგრამას;

    · სრულად ონლაინ განვადებას პარტნიორ მაღაზიებში.

    სფეისის ბეტა ვერსია საქართველოში 2018 წლის მაისში გაეშვა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მან 181 000 მომხმარებელი მოიზიდა, სფეისის სასესხო პორტფელმა კი 27 მლნ ლარს მიაღწია.

  • თიბისი მომხმარებელს სესხების გადავადებას სთავაზობს

    თიბისი მომხმარებელს სესხების გადავადებას სთავაზობს

    ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თიბისიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა მსხვილ ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივ თავშეყრას უკავშირდება, შესთავაზოს სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.

    საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

    „სესხების გადავადება არ გამოიწვევს მომხმარებლებისთვის პროცენტის მომატებას. გადავადება შეეხება ყველა სახის სესხს, მათ შორის განვადებებს და საკრედიტო ბარათებს. შეღავათით სარგებლობა ნებაყოფლობითია და თუ მომხმარებლებს აქვთ სურვილი, შეუძლიათ გადახდა ჩვენი დისტანციური არხებით გააგრძელონ,” – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

    მომავალი კვირიდან დაიწყება საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავება. დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ. თიბისი მომხმარებლებს დისტანციური არხებით დაუკავშირდება, ისე რომ მათ არ მოუხდეთ ფილიალებში მოსვლა. საშეღავათო პირობების შეთანხმება მოხდება ინდივიდუალურად.

  • ლარი მკვეთრად დაეცა

    ლარი მკვეთრად დაეცა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9942 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9942 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9494 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0448 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3421 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3145 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0276 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • “სოლოსტუდიო” ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად ვებსაიტებს უფასოდ დაამზადებს

    “სოლოსტუდიო” ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად ვებსაიტებს უფასოდ დაამზადებს

    კორონავირუსის პანდემიის გამო “სოლოსტუდიო” ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ვებსაიტებს უფასოდ დაუმზადებს.

    “კომპანია “სოლოსტუდიოს“ გუნდი აცნობიერებს სიტუაციას, რომელიც, შესაძლოა, ქართულ ბიზნესში კორონავირუსის პანდემიის გამო შეიქმნას, შესაბამისად, გადავწყვიტეთ ტურიზმის სფეროს მხარდაჭერა. შემომყვან და შიდა ტურიზმის სფეროში მომუშავე ყველა კომპანიას, მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროებს ვებსაიტს უფასოდ დავუმზადებთ. ასევე, 3 თვის განმავლობაში უფასო იქნება ტექნიკური მომსახურება. კონსულტაცისთვის დაგვიკავშირდით – 577 43 83 55”, – აცხადებენ “სოლოსტუდიოში”.

  • თიბისი მზადაა დისტანციური მუშაობისთვის

    თიბისი მზადაა დისტანციური მუშაობისთვის

    თიბისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია რეგიონში, ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მზადაა უახლოეს დღეებში მაქსიმალურად და ეტაპობრივად გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. თიბისი ზრუნავს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ამასთან ერთად იაზრებს პასუხისმგებლობას, რაც კომპანიის შეუფერხებლად ფუნქციონირებას უკავშირდება.

    თიბისის სტრატეგია ბოლო წლების განმავლობაში დისტანციური არხების განვითარება და გაციფრულებაა, ტრანზაქციების 93% ონლაინ ხორციელდება. განვითარებული ციფრული და დისტანციური არხები დაგვეხმარება, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ადამიანებს ფინანსური სერვისებით სარგებლობა ამ პერიოდში და აარიდებს მათ დამატებით საფრთხეებს.

    ცვლილება არ გამოიწვევს შეფერხებას მომსახურების და ოპერაციების კუთხით და უსაფრთხო იქნება, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე 2 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

    „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს მომსახურებაში შეფერხება არ ჰქონდეთ. ამაში ძალიან გვეხმარება დისტანციური არხები, ჩვენ ბევრი სერვისის გაწევა შეგვიძლია ისე, რომ მომხმარებლებს ფილიალში მოსვლა არ დასჭირდეთ. ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომ საფრთხე მინიმუმამდე შევამციროთ,“ – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

    თიბისი მზად არის, ინდივიდუალურად განიხილოს შეღავათები მომხმარებლებისთვის და ბიზნესებისთვის, კოორდინირებულად მუშაობს მთავრობასთან და ითვალისწინებს გამოწვევებს, რომელიც ტურიზმის სფეროს ამ გაზაფხულს შეექმნა.
    თიბისისთვის მნიშვნელოვანია გუნდის ყოველი წევრის და მომხმარებლის ჯანმრთელობა!
    გისურვებთ ჯანმრთელობას!

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9494 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9494 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8791 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0703 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3145 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2591 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0554 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება კორონავირუსის გამო შექმნილ გაურკვევლობას უკავშირდება

    ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება კორონავირუსის გამო შექმნილ გაურკვევლობას უკავშირდება

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება კორონავირუსის გამო შექმნილ გაურკვევლობას უკავშირდება, რომელიც მოლოდინის არხით ფინანსურ ბაზრებს გადაეცა.

    „კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა.

    აღნიშნულ გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და საქართველოში, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც მოლოდინების არხით შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე. მსგავსი სურათია ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმეტესობაშიც, სადაც ბოლო დღეებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება. მეორე მხრივ, ავიამიმოსვლების შეზღუდვის გამო, მოიკლებს ვალუტის გადინება საქართველოდან უცხოეთში, ასევე შემცირდება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული იმპორტი, რაც გაცვლით კურსზე პოზიტიურად იმოქმედებს. ამავე დროს, საქართველოს დამოკიდებულება გზავნილებზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ასევე დადებითი ფაქტორია.

    ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ანუ დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო მოთხოვნის შესუსტება ინფლაციის შემცირებაზე მოქმედებს, გაცვლითი კურსის გაუფასურებას საპირისპირო ეფექტი აქვს და ინფლაციურ რისკებს ზრდის. საბოლოო გავლენა ინფლაციაზე და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის რეაგირება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ფაქტორის გავლენა გადაწონის. ამ ეტაპზე მოვლენათა შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ბაზრის დინამიკას და, როგორც ყოველთვის, საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატის, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”,-აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

  • ლარი გაუფასურდა

    ლარი გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8791 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8791 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8463 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0328 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2591 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0317 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • თიბისის ინიციატივით აპლიკაციების კონკურსი იწყება

    თიბისის ინიციატივით აპლიკაციების კონკურსი იწყება

    თიბისის ინიციატივით აპლიკაციების კონკურსზე რეგისტრაცია იწყება. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შეუძლია, ვისაც საკუთარი მობილური ან ვებ-აპლიკაციით ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივება და პროცესების ავტომატიზირების ხელშეწყობა სურს.

    ფინანსები და ოპერაციები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა, მომხმარებელთან ურთიერთობა – ეს იმ მიმართულებების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც კონკურსი ფარავს. პროექტის გამარჯვებულები სამი ეტაპის შემდეგ გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ: I ადგილი – 30 000 ლარი, II და III ადგილი – 15 000 ლარი.

    აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ გუნდმა ორი წლის წინ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი, ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება.

    კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ინდივიდუალური წევრებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, ისე კომპანიებს. გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ.

    კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება.

    კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება.

    პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებმა პროდუქტის იდეა და მისი მთავარი შესაძლებლობების მაჩვენებელი ვიზუალური მასალა უნდა წარმოადგინონ. აპლიკაციის შევსება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ. გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობა 5 ადამიანია. ერთ გუნდს მხოლოდ ერთი აპლიკაციის წარდგენა შეუძლია, რომელიც არ არის სხვა პირის მიერ შექმნილი, არ იმყოფება სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ და ბაზარზე ჯერ არ ფუნქციონირებს.

    აპლიკაციების გადარჩევის შედეგად გამოვლენილი გუნდები მეორე ეტაპზე ჟიურის წინაშე, დახურულ პრეზენტაციაზე პროდუქტის სადემონსტრაციო პროტოტიპს, ტექნიკურ გადაწყვეტას, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმას წარადგენენ. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები პროტოტიპზე მუშაობას გააგრძელებენ.

    ფინალურ ეტაპზე გუნდები საჯარო პრეზენტაციაზე ტექნიკურად წარმოადგენენ პროტოტიპებს. კონკურსის შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს.

    აპლიკაციების კონკურსი იმ ინოვაციური პროექტის ნაწილია, რომელსაც თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად ახორციელებს. უკვე ორი წელია ონლაინპლატფორმა businesstool.ge ბიზნესებსა და ტექნოლოგიური სერვისებისა და პროდუქების მომოწოდებლებს ერთმანეთთან აკავშირებს. კომპანიებს შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და ამოარჩიონ საკუთარი ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: სოფტი, აპლიკაცია ან გადაწყვეტა. ტექნოლოგიურ სივრცეში ეს არის ახალი არხი, რომელიც დეველოპერებს ხელს უწყობს საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტის ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდაში.

    კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.businesstool.ge/Contest/ .

    პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების განვითარების ბანკი – FMO და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA.