Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • სახელმწიფო კომპენსაციას მხოლოდ თვითდასაქმებულთა მესამედი მიიღებს

    სახელმწიფო კომპენსაციას მხოლოდ თვითდასაქმებულთა მესამედი მიიღებს

    21 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ახალი მოდული ამოქმედდება, , სადაც პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილმა თვითდასაქმებულებმა დოკუმენტები და განაცხადი უნდა ატვირთონ 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, თუმცა კომპენსაციას  მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც დაამტკიცებს, რომ თვითდასაქმებული იყო.

    პიზიკური პირები შესაბამისი საბუთის გაცემას ვერ მოახერხებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უმუშევრად დარჩენილი ადამიანი ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების გარეშეც დარჩება.

    ჯერჯერობით მათ დიდ ნაწილს არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, როგორ შეძლებენ თანხის მიღებას.

    თვითდასაქმებულთა კატეგორია განმარტებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომლის თანახმად, თვითდასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია გარკვეული მოცულობის საკუთარი შემოსავალი.

    დღეისათვის საქართველოში სტატისტიკურად 840 000 თვითდასაქმებულია რეგისტრირებული, თუმცა ხელისუფლება არ აკონკრეტებს, თავის დროზე როგორ დათვალა ამ რაოდენობის თვითდასაქმებული და რატომ არ აპირებს დათვლის იგივე მეთოდი კომპენსაციების გასაცემად გამოიყენოს. ფაქტია, რომ დღეს თვითდასაქმებულებს ამ სტატუსის დამტკიცება დამატებითი დოკუმენტაციით მოუწევთ და სავარუდოდ მათი დიდი ნაწილი კომპენსაციის გარეშე დარჩება. თვითდასაქმებულთა 75-80%  სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის, 8% დაკავებულია ვაჭრობით, 5% სამშენებლო საქმიანობას ახორციელებს, დანარჩენი მოდის ტაქსის მძღოლებზე, რეპეტიტორებზე, სხვადასხვა კლასიფიკაციის მუშებზე, ძიძებზე და ა.შ.

    სახელმწიფომ თვითდასაქმებულთა კომპენსირებისთვის სულ 75 მილიონი ლარი გამოყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა მხოლოდ 250 000 ადამიანისთვის კომპენსაციის გაცემას ეყოფა, თვითდასაქმებულთა უდიდესი ნაწილი კი როგორც ჩანს კომპენსაციის გარეშე დარჩება.

    დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი თამილა ბარკალაია აღნიშნავს, რომ მოქალაქეები, რომლებიც აღრიცხული არიან, დახმარებას მარტივად მიიღებენ.

    რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს, მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში პროცესი გაცილებით უფრო რთული იქნება.

    თვითდასაქმებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა 2 კვირის განმავლობაში მოხდება და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხდება კომპენსაციის თანხის ჩარიცხვა.

  • ევროპაში ავტომწარმოებელი ქარხნები ამუშავდა

    ევროპაში ავტომწარმოებელი ქარხნები ამუშავდა

    კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ექვსკვირიანი გაჩერების შემდეგ გერმანიაში მუშაობა განაახლა ავტოკონცერნ Volkswagen–ის ვოლფსბურგში მდებარე ცენტრალურმა ქარხანამ. სამუშაოდ ჯერჯერობით დაახლოებით 8000 ადამიანი გავიდა, როცა ჩვეულებრივ აქ 70 000 ადამიანია დასაქმებული. ავტომობილების წარმოების მოცულობის გაზრდა თანდათანობით მოხდება. კომპანიის ხელმძღვანელობას იმადი აქვს, რომ ფედერალური ხელისუფლება ფინანსურ დახმარებას შესთავაზებს პოტენციურ მყიდველებს, როგორც ეს ათი წლის წინანდელი ფინანსური კრიზისის დროს მოხდა.

    კომპანიის დირექტორი, ჰერბერტ დისი ამბობს: “შეშფოთებული ვართ იმით, რომ ავტომობილის შეძენაზე ფიქრიც კი ამჟამად პოტენციური კლინტებისთვის წარმოუდგენელია. ამიტომაც გაგვიხარდებოდა, თუ პოლიტიკოსები მიხედავენ ამ საკითხს და ჩვენი პროდუქციის შეძენისთვის სტიმულირებას მოიფიქრებენ. ვთვლი, რომ ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია“

    ორშაბათს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გაიხსნა ჩეხური Skoda–ს ქარხნებიც. ავტომობილების აწყობა სამშაბათიდან დაიწყება, უსაფრთხოების ზომების დაცვით. იძულებითი გაჩერების პერიოდში თანამშრომლებს ხელფასის 75% შეუნარჩუნდათ.

    Fiat Chrysler–ის ქარხანაში იტალიურ ტურინში 250 თანამშრომელი დაბრუნდა. ისინი ერთ ცვლაში იმუშავებენ–დილის რვა საათიდან 16 საათამდე. თანამშრომლებს ინდივიდუალური დაცვის კომპლექტები დაურიგდათ, რომელშიც ნიღბები და ხელთათმანები შედის. შესასვლელში თანამშრომლებს სიცხეს უზომავენ.

  • #თიბისიშენთვის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება – თიბისის სტიპენდიატების პროგრამას წელს 68 მოზარდი შეუერთდა

    #თიბისიშენთვის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება – თიბისის სტიპენდიატების პროგრამას წელს 68 მოზარდი შეუერთდა

    #თიბისიშენთვის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება. თიბისის სტიპენდიატების პროგრამას წელს 68 მოზარდი შეუერთდა. მეორე წელია, ყოველთვიურ სტიპენდიას ჯამში 18 წლამდე ასაკის 200 ახალგაზრდა იღებს.

    თიბისის სტიპენდიატები კომპანიის 2019 წელს დაწყებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სკოლასთან თანამშრომლობით, თიბისიმ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინა, რომლებსაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული – საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა.

    თიბისის ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაში ისეთი ორგანიზაციები ეხმარებიან, როგორებიცაა: Junior Achievement Georgia, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, PH International, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი და სხვა.

    მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიატები, თიბისის ინიციატივით, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართული. ტარდება მათ ინტერესებზე მორგებული ლექციები, ექსკურსიები, შეხვედრები და ღონისძიებები. მუდმივად იქმნება ვიდეოები, რეპორტაჟები და ბლოგები პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების შესახებ, რომელთა საშუალებითაც სტიპენდიატები საკუთარი ნიჭისა და მიღწევების შესახებ ფართო აუდიტორიას უყვებიან.

    თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტიპენდიატების პროგრამის პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით არარეთ პროექტს ახორციელებს.

    პროგრამა #თიბისიშენთვის

    საქართველოს მოსახლეობის მხარადსაჭერად და COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად შექმნილი პროგრამის – #თიბისიშენთვის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ 161 სტუდენტს და რეგიონებში მცხოვრებ 100 უფროსკლასელს, ლეპტოპები დაურიგდა.

    თიბისი სტატუსის პროექტი – Status Donates

    Statusdonates.ge საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 30 ბენეფიციარი დაფინანსდა.

    პარტნიორობა განათლებისთვის

    თიბისი წიგნის საერთაშორიოს ფესტივალის მხარდამჭერია, რომლის ფარგლებშიც, კომპანია პატარა მკითხველებს გასართობ-შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს.

    ასევე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულმა გუნდმა, თიბისის მხარდაჭერით, აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიიღო მონაწილეობა.

    საგანმანათლებლო ექსკურსიები

    თიბისის ორგანიზებული და მხარდაჭერილი  გამოფენების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს გიდის თანხლებით, საგანმანათლებლო ტურები და ვორქშოპები უტარდებათ.

    საგანმანათლებლო შეხვედრები

    თიბისი ახალი თაობის წარმომადგენლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს სთავაზობს. მაგალითად, ამ ინიციატივის ფარგლებში, თიბისის სტიპენდიატებს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ფინანსური განათლების შესახებ, მასწავლებლების გლობალური ჯილდოს ფინალისტი – ლადო აფხაზავა კი,  სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრა.

    „საბა“

    ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, მოზარდებს ქართულ და უცხოურ ლიტერატურასთან წვდომის საშუალებასა და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

  • თიბისი მომხმარებელს ფულადი გზავნილების აქციას სთავაზობს

    თიბისი მომხმარებელს ფულადი გზავნილების აქციას სთავაზობს

    თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. კამპანია 1 ივნისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელმა ფულადი გზავნილი თიბისიში დისტანციურად ან ფილიალში მისვლით უნდა გაანაღდოს.

    მომხმარებლებს, რომლებიც  სწრაფ გზავნილს დისტანციურად გაანაღდებენ (ინტერნეტბანკის, ვებგვერდის -www. Tbcgzavnili.ge-ს ან ცხელი ხაზის საშუალებით)  – 5 000 ლარის მოგების შანსი  აქვთ. ხოლო მას, ვინც გზავნილს თიბისის რომელიმე ფილიალში მიიღებს, შესაძლებლობა აქვს  500 ლარამდე თანხით დასაჩუქრდეს.

    ფულადი გზავნილების კამპანიის  ფარგლებში,  ფულად პრიზს თიბისის 3000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს. გამარჯვებულები ყოველ პარასკევს გამოვლინდებიან და საჩუქრის შესახებ ინფორმაციას  SMS შეტყობინებით  მიიღებენ.

    აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:

    https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/money-transfer-campaign-has-started

  • 2020 წელს საქონლის უმეტესობაზე ფასი დაეცემა – მსოფლიო ბანკი

    2020 წელს საქონლის უმეტესობაზე ფასი დაეცემა – მსოფლიო ბანკი

    სასოფლო – სამეურნეო საქონლის ჭარბი მარაგების მიუხედავად, სავაჭრო და მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები შეშფოთებას იწვევს მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით  

    მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული „სასაქონლო ბაზრების მიმოხილვის“ აპრილის გამოცემის თანახმად,  COVID-19 – ის პანდემიით გამოწვეულმა გლობალურმა ეკონომიკურმა შოკმა  სასაქონლო პოზიციების უმეტესობაზე ფასების ვარდნა განაპირობა და 2020 წლის განმავლობაში მოსალოდნელია მნიშვნელოვნად დაბალი ფასების დაფიქსირება.

    ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის მოულოდნელმა გაჩერებამ ყველაზე დიდი გავლენა ენერგომატარებლების და ლითონების ფასებზე იქონია და მოსალოდნელია  სერიოზული გლობალური რეცესია. ტრანსპორტთან დაკავშირებული საქონლის, მათ შორის ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა. სასოფლო – სამეურნეო საქონლის უმეტესობის პერსპექტივაზე მოკრძალებული ზემოქმედების მიუხედავად, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები და სახელმწიფოების მიერ ექსპორტის შეზღუდვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ან საქონლის მარაგების დაგროვება შეშფოთებას იწვევს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფა შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.

     “წარმოუდგენელ ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, პანდემიის ეკონომიკური გავლენა შეამცირებს მოთხოვნას და შეაფერხებს მიწოდებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ამ საქონელზე დამოკიდებულ განვითარებად ქვეყნებზე,“ აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანაბარი ეკონომიკური ზრდის, ფინანსების და ინსტიტუტების მიმართულების ვიცე – პრეზიდენტმა ჯეილა პაზარბაშიოღლუმ. მისივე თქმით: „პოლიტიკის შემმუშავებლებმა არ უნდა დაუშვან სავაჭრო შეზღუდვების დაწესება და ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც ყველაზე მძიმე ღარიბი ფენისთვის  აღმოჩნდება.“

    ნედლი ნავთობის ყოველთვიური საშუალო ფასი 50 პროცენტით დაეცა იანვრიდან მარტამდე პერიოდში. ფასებმა ისტორიულ მინიმუმს  აპრილში მიაღწია, ზოგიერთი საბაზისო სავაჭრო მონაცემის უარყოფითი მნიშვნელობით. სავარაუდოდ,  2020 წელს ბარელის ფასი საშუალოდ 35 აშშ დოლარი იქნება, რაც ოქტომბრის  პროგნოზის მკვეთრი დაღმავალი ცვლილებაა, და 43 პროცენტიანი კლებაა 2019 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც ბარელზე 61 აშშ დოლარს შეადგენდა. ასეთი შემცირება ასახავს მოთხოვნის ისტორიულად უდიდეს ვარდნას. ნედლი ნავთობის ფასის შემცირებას კიდევ უფრო ამწვავებს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC)  და ნავთობის სხვა მწარმოებლებს შორის არსებულ საწარმოო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გაურკვევლობა.  ზოგადად, 2020 წელს მოსალოდნელია ენერგორესურსების (მათ, შორისაა ბუნებრივი გაზი და ნახშირი) ფასების 40 პროცენტით კლება, ხოლო 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდისკენ შემობრუნება.

    სასოფლო-სამეურნეო ფასები ნაკლებად არის მიბმული ეკონომიკურ ზრდაზე და მხოლოდ უმნიშვნელო კლება აღინიშნა 2020 წლის პირველ კვარტალში, რეზინის გარდა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში გამოიყენება. ძირითადად მოსალოდნელია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება 2020 წლის განმავლობაში, რამდენადაც წარმოების დონეები და ძირითადი სასურსათო პროდუქციის მარაგები რეკორდულად მაღალია. თუმცა, შესაძლებელია სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის წარმოება  შეფერხების წინაშე აღმოჩნდეს ნედლეულით (მაგ. სასუქი, პესტიციდები) ვაჭრობაში და დისტრიბუციაში არსებული შეფერხების და შრომითი რესურსების ხელმისაწვდომობის გამო. მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ უკვე იქონია გავლენა განვითარებად ბაზრებზე და ისეთი მალფუჭებადი პროდუქტების ექსპორტის განვითარებაზე, როგორებიცაა ყვავილები, ხილი და ბოსტნეული.

    „ეს უდიდესი შოკია სასაქონლო ბაზრებისთვის. დაბალმა ფასებმა ნავთობზე შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს განვითარებად ქვეყნებზე და საფრთხე შეუქმნას აუცილებელ ინვესტიციებს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაში, რომელიც ხელს უწყობს გრძელვადიან ზრდას და  ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნას. საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად უნდა მოახდინოს რეაგირება ამ პრობლემებზე ინტერვენციების მეშვეობით ენერგიის მრავალფეროვან წყაროებში, მდგრად ტრანსპორტში და ციფრულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე წვდომაში, რომელიც ადამიანებს მისცემს ინტერნეტთან დაკავშირების საშუალებას ასეთ რთულ პერიოდში. ეს გადამწყვეტი იქნება არსებითი სოციალური სერვისების მისაწოდებლად, სამუშაო ადგილების დასაცავად, ბიზნესის მხარდასაჭერად და სიცოცხლის გადასარჩენად“  – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურის სფეროში მახტარ დიოპმა.

    ანალიზის თანახმად, შესწავლილ იქნა  COVID-19 პანდემიის ზემოქმედება სასაქონლო ბაზრებზე. შერბილების ღონისძიებებს, რომლებიც  ვირუსის კონტროლის მიზნით ხორციელდება, შედეგად მოჰყვა ნავთობზე მოთხოვნის უპრეცედენტო ვარდნა. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას შეუძლია სხვა საქონლის მოხმარების ცვლილების და წარმოების შემცირების გამოწვევა და ასევე, სურსათით უზრუნველყოფისთვის საფრთხის შექმნა. პანდემიას აქვს სასაქონლო მოთხოვნაზე და მიწოდებაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ზემოქმედების პოტენციალი.

    ნავთობის ფასების კლება პოლიტიკის შემმუშავებლებს განვითარებად ბაზრებზე და ქვეყნებში ენერგოსუბსიდიების რეფორმების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. ამ რეფორმებს შეუძლია თავისუფალი ხარჯვის ხელშეწყობა პანდემიასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის, ენერგორესურსების არაგონივრული მოხმარების შეწყვეტა, და ხარჯების გადანაწილება  მოსახლეობის ღარიბი ფენის დასახმარებლ პროგრამებზე.

     

  • “გაუგებარია რატომ არ მუშაობს ფორს-მაჟორი ბანკებთან მიმართებაში?“–დავით ჭიჭინაძე

    “გაუგებარია რატომ არ მუშაობს ფორს-მაჟორი ბანკებთან მიმართებაში?“–დავით ჭიჭინაძე

    „ ფორს-მაჟორში მყოფი ბიზნესი და მოსახლეობა, ბანკებისგან სრულიად იგნორიერებულია.“- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას,  ეკონომიკური და სოციალური პროგრამის გარეშე.

    „დღეს, პანდემიის, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც მოსახლეობა ფაქტიურად ჩაკეტილია, აბსოლუტურად გაუგებარია რატომ არ მუშაობს ფორს-მაჟორი ბანკებთან მიმართებაში?! რა ფენომენია ასეთი?!

    მითუმეტეს, სამოქალაქო კოდექსში არის  მუხლები – 348, 398, 401, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საგანგებო მდგომარეობაა, თუ ცუდი ამინდია,  როდესაც კომპანია ვერ ასრულებს  ვალდებულებას, ამასაც კი ფორს-მაჟორი ქვია. ჩვენმა ბანკებმა კი, 2008 წლის მერე ხელშეკრულებებიდან ეს მუხლი საერთოდ ამოიღეს.

    არადა,  რეალურად  კანონი არეგულირებს ხელშეკრულებებში ფორს-მაჟორის არსებობას, რაც თავის მხრივ დაუძლევევლი წინააღმდეგობის პირობებში ვალდებულებების  შეჩერებას გულისხმობს ორივე მხარის მიმართ.

    მითუმეტეს, რომ არსებობს სასამართლოს პრეცენდენტი, (საქმის ნომერია 2ბ /7137-14 ) დავა ორ სუბიექტს შორის, როდესაც სასამართლომ ჯარიმები არ დააკისრა მოპასუხე მხარეს, ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო.

    სწორედ ამიტომ აფრთხილებს  დავით ჭიჭინაძე მოსახლეობას, რომ თუკი ვინმეს, ამ ვითარებაში დაერიცხება დამატებითი პროცენტი , ან გაეზრდება კრედიტი – ეს კანონის დარღვევაა.

    დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საყურადღებოა სავალუტო ფონდის წარმომადგენლის, მერსედეს ვერა-მარტინის მიმართვა იმის შესახებ, რომ ბანკებმა სასწრაფოდ უნდა აღიარონ ის ვალები, რომლებსაც ისინი ვეღარ დაიბრუნებენ.

    ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხი რომელიც გაკოტრდება და ვერ შეძლებენ თავიანთი ვალის მომსახურებას, რაც ჩანს კიდეც, ბანკებმა უნდა აღიარონ ეს ვალები და შექმნან რეზერვები ეროვნულ ბანკში, ამ ვალებთან მიმართებაში. რადგანაც სესხებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოხდეს  არა მეანაბრეების, არამედ ბანკების კაპიტალის ხარჯზე. ვინაიდან ხშირად ასეთ შემთხვევებში ფულს კარგავენ მეანაბრეები და არა ბანკირები“– აცხადებს ჭიჭინაძე.

  • “წაიღეთ ნავთობი და იქით გადაგიხდით“: WTI მარკის ნავთობის ფასი 0–ს ქვევით ჩამოვიდა

    “წაიღეთ ნავთობი და იქით გადაგიხდით“: WTI მარკის ნავთობის ფასი 0–ს ქვევით ჩამოვიდა

    წაიღეთ ნავთობი და იქით გადაგიხდით: WTI მარკის ნავთობის ფასმა პირველად ისტორიაში უარყოფით ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლად ეცემოდა.

    ნულს ქვევით ფასი ერთ ბარელზე ამ სფეროსთვის უჩვეულო არ არის. საცავების გადავსებისას მწარმოებლები იძულებულნი არიან მათი განტვირთვისთვის იქით გადაიხადონ ფული. სწორედ ეს დაემრათა WTI-ს. ფასების ჩამოშლას ფაქტორების მთელ კომპლექსს უკავშირებენ: ზოგადი ჭარბწარმოება, კორონავირუსის ფონზე მოთხოვნის მკვეთრი დაცემა, ტრეიდერების გაურკვევლობა სიტუაციის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.

    შედეგად, საცავებში ნავთობის მარაგები იზრდება. ამჟამად WTI-ს რეზერვები რეკორდულ 160 მილიონ ბარელად ფასდება. ამიტომაც ფინანსური ტრეიდერები, რომლებსაც იშვიათად აქვთ საქმე რეალურ მიწოდებასთან, იმ რეალობის წინაშე აღმოჩნდნე, როცა უბრალოდ აღარ იციან სად განათავსონ შენაძენი.

    უფასურდება  Brent–ის მარკის ნავთობიც, თუმცა ისე ძლიერ არა, როგორც WTI. მისი ფასი ერთ ბარელზე 26%–ით შემცირდა.

    ერთი კვირის წინ ოპეკის წევრმა ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს ორი წლის მანძილზე ნავთობის მოპოვების “ანტიკრიზისულ შემცირებასთან“ დაკავშირებით. თუმცა, ანალიტიკოსები პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ამ შეთანხმებას სკეპტიკურად შეხვდნენ. ნებსმიერ შემთხვევაში მოპოვების შემცირება ისე, რომ მოთხოვნის კოლოსალური ვარდნა დააკომპენსიროს, უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელია.

    ექსპერტების შეფასებით დაგროვილი მარაგების შემცირება და შესაბამისად ფასების ვარდნის შეჩერება ამ წლის მეორე ნახევარზე ადრე არ დაიწყება.

  • “კაცობრიობა იტყვის უარს სამომხმარებლო “ბულემიაზე“–გია ხუხაშვილი პანდემიის ეკონომიკურ შედეგებზე

    “კაცობრიობა იტყვის უარს სამომხმარებლო “ბულემიაზე“–გია ხუხაშვილი პანდემიის ეკონომიკურ შედეგებზე

    ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შემდეგ  ეკონომიკის სტაბილურობის განმსაზღვრელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აღარ იქნება და სამომხმარებლო კულტურაც შეიცვლება:

    “ახლა ყველა საუბრობს ეკონომიკურ ვარდნაზე, ანუ ქვეყნების მშპ-ს და საწარმოო პოტენციალის შემცირებაზე. ვფიქრობ, რომ პოსტ-კორონა სამყაროში ქვეყნების კეთილდღეობის და ეკონომიკური სტაბილურობის განმსაზღვრელი აღარ უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რადგან გლობალური მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდება. შემცირდება არა იმიტომ, რომ ინდუსტრია ვერ გაქაჩავს, არამედ იმიტომ, რომ კაცობრიობა იტყვის უარს სამომხმარებლო “ბულემიაზე”. აგრესიულ მარკეტინგზე აგებული პროცესი აზრს დაკარგავს. წარმატების მთავარი განმსაზღვრელი იქნება არა მშპ-ს ზრდა, არამედ ბალანსი რეალურ, ბუნებრივ მოხმარებასა და საწარმოო პოტენციალს შორის. ეკონომიკა დაუბრუნდება თავის ბუნებრივ პარამეტრებს – ადამიანები მოიხმარებენ იმდენს, რამდენიც სჭირდებათ და არა იმდენს, რამდენიც შეუძლიათ…“– ამბობს გია ხუხაშვილი.

  • კორონავირუსმა ჩინეთის ეკონომიკა ჩამოაქცია

    კორონავირუსმა ჩინეთის ეკონომიკა ჩამოაქცია

    კორონავირუსმა ჩინეთში ღრმა კრიზისი გამოიწვია. მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სერიოზულ ვარდნას განიცდით. ასეთია Covid19-ის გლობალური პანდემიის შედეგების წინასწარი შეფასება. ეს პროცესი დანარჩენ მსოფლიოსაც პრობლემებს მოუტანს.

    ჩინეთმა მსფოლიოს დიდი სახელმწიფოებიდან პირველმა მიიღო ვირუსისგან დარტყმა და კარანტინი გამოაცხადა. მანვე დადო პირველმა ანგარიში ეკნომიკური შედეგების შესახებ და ეს შედეგები უპრეცედენტოა. ქვეყნის ეკონომიკა წლიური გამოხატულებით 6.8%–ით შემცირდა. არადა, თითქმის ნახევარი საუკუნეა ჩინეთის ეკონომიკაში ვარდნა არ ყოფილა და თითქმის ყოველწლიურად ის ლამის  15%–ით იზრდებოდა.

    ასეთი კატასტროფა ჩინეთში 1970–იანი წლების მაო ძედუნის “კულტურული რევოლუციის “ პერიოდის ნგრევისა და რეპრესიეის შემდეგ არ ყოფილა.

    ჩინეთში დაწყებული ვარდნა პლანეტის ყველა მაცხოვრებელზე აისახება.

    ჩინეთი ამჟამად მსოფლიო ეკნონომიკის 17%–ს შეადგენს და არა 4%–ს, როგორც ეს კორორნავირუსის წინა ეპიდემიის–  SARS–ის  დროს იყო. პანდემიის ამჟამინდელი მაშტაბებიც შეუდარებლად დიდია. მაშინ ატიპიური პნევმონიით 26 ქვეყანაში 8000 ადამიანი დაინფიცირდა და ყოველი მეათე, ანუ 800 ადამიანი გარდაიცვალა. ახლა გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში 150 000–ს შეადგენს, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 2 მილიონს გადააჭარბა.

    ჩინეთის ეკონომიკის პრობლემები მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებსაც შეუქმნის პრობლემებს, ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს კი საერთოდ კატასტროფით ემუქრება. ისინი დიდწილად უცხოური კაპიტალის შედინებაზე არიან დამოკიდებული, ის კი ეპიდემიის დროს ბევრად მცირდება, ვიდრე ეს მაგალითად 2008–2009 წლების ეკონომიკური კრიზისის დროს იყო.

    ფინანსისტთა მსოფლიო ასოციაციამ დაითვალა, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან, როცა ჩინეთში ეპიდემიის მაშტაბები გამოიკვეთა, განვითარებადი ბაზრებიდან ფულის გადინებამ დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი შეადგინა და ბევრად გადააჭარბა თუნდაც ათი წლის წინანდელი ფინანსური კრიზისის პიკზე დაფიქსირებულ კაპიტალის გადინების მაჩვენებელს. და ეს პროცესი ჩქარდება.

    თავად ჩინეთი – გამონაკლისია. კაპიტალი იქიდან არ გაედინება. პირიქით, ფინანსური ლიბერალიზაციის გამო, რომელიც ვირუსს არ უკავშირდება ის ქვეყანაში შედის. და თუ ამის მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკა მაინც ზარალდება რა ელით სხვა, განვითარებად ქვეყნებს, საიდანაც დასავლური კაპიტალი გარბის?

    დასავლური კაპიტალის გადინება ხომ მათ დევალვაციით, ცხოვრების დონის დაცემით, ძველი ვალების მომსახურების ხარჯების გაზრდით და სხვა სირთულეებით ემუქრება. ამ სიტუაციაში, როცა ხაზინა ისედაც ცარიელია ეპიდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო გაზრდილი ხარჯების გამო, შემოსავლები კი შემცირდა ბიზნესისა და მოქალაქეების გაღარიბების გამო, ექსპორტული საქონელი  ნედლეულის და მაკომპლექტებლების სახით იაფდება.

    ჩინეთს გაიაფებული ნავთობი და ლითონები პირიქით, ხელს აძლევს: ის მსოფლოში ბუნებრივი რესურსების უმსხვილესი იმპორტიორია. გარდა ამისა, პირველი კვარტლის მონაცემები სრულად არ ითვალისწინებს ჩინეთის ეკონომიკის მეორე, საგარეო შოკს. ქვეყნის შიგნით წარმოების და მოხმარების ვარდნის შემდეგ “მსოფლიო ფაბრიკა“ განვითარებულ ქვეყნებში მის პროდუქციაზე მოთხოვნის ვარდნის წინაშე აღმოჩნდა.

    განვითარებული ქვეყნების საბოლოო პროდუქციისთვის მაკომპლექტებელი ნაწილების თითქმის ნახევარს ჩინეთი აწარმოებს. თუ დასავლეთში აიფონებზე და ავტომობილებზე მოთხოვნა მცირდება, ჩინელი მიმწოდებლები კოტრდებიან, მისი ეკონომიკა კი მუხრუჭდება. თუმცა ეს შოკი მხოლოდ მეორე კვარტლის შედეგებში აისახება და ამ გავლენის შესახებ  ზუსტად ზაფხულის შუა პერიოდში გვეცოდინება.

    ვირუსი ჩინეთისთვის ცუდ დროს დაემთხვა. ეკონომიკა ისედაც შესუსტებული იყო. გასულ წელს ის მხოლოდ 6.1%–ით გაიზარდა, რაც ამ ქვეყნისთვის გასული საუკუნის ბოლოდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

    შიდა სტრუქტურული მიზეზების გარდა  ქვეყნის ეკონომიკური ზრდა აშშ–სთან სავაჭრო ომმა და ჰონკონგის პროტესტმა შეაჩერა.

    კორონავირუსმა კი ახალი ერა დაიწყო. ამ წელს ჩინეთის ეკონომიკა ანალიტიკოსების პროგნოზით დაახლოებით 2.5% –ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი მართლაც კატასტროფულია. 1990 წელსაც კი,  პეკინში ტიანანმენის  მოედანზე პროტესტის სისხლიანი ჩახშობის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა თითქმის 4%–ით გაიზარდა.

  • REDMED-ი საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

    REDMED-ი საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

    ციფრული სამედიცინო სერვისების პლატფორმა  REDMED-ი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისათვის  დისტანციურ სამედიცინო სერვისებს ხელმისაწვდომს ხდის. ამასთანავე მათთვის, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თერაპევტის/ოჯახის ექიმის და პედიატრის აუდიო კონსულტაცია უფასო იქნება.

    REDMED-ის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებაა, რაც გულისხმობს შესაძლებლობას – მომხმარებელმა დისტანციურად, მარტივად მოძებნოს  ექიმი, მიიღოს  ვიდეო ან აუდიო კონსულტაცია და გამოიძახოს  ექიმი სახლში.

    „კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის მნიშვნელოვანია კომპეტენტურ ექიმებთან დაკავშირება და კონსულტაციის დისტანციურად მიღება. სწორედ ამიტომ REDMED-ში გადავწყვიტეთ, მათთვის პლატფორმაზე რეგისტრაციის პროცესი შეგვეცვალაამ ეტაპზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია ქართული მობილური ნომრის მითითება, თუმცა ჩვენ შევიმუშავეთ ახალი მეთოდი, რომელიც გვერდს უვლის ამ საჭიროებას“, – აცხადებენ REDMED-ში.

    რეგისტრაციისთვის მომხმარებელმა  კითხვარი უნდა შეავსოს და მიჰყვეს ინსტრუქციას.

    REDMED-ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც აპლიკაციის ბეტა ვერსიით, ისე ვებ-გვერდის – www.redmed.ge-ს საშუალებით.