Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ სტუდია „ილუსტრატორთან“ ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები – „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ შექმნა

    ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ სტუდია „ილუსტრატორთან“ ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები – „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ შექმნა

    ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თიბისიმ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, საბავშვო აქტივობების ნაკრები – „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ – შექმნა. შემეცნებით-გასართობ პროექტზე, რომლის მიზანიც ახალი თაობისთვის მუზეუმის სივრცეში დაცული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე გზით გაცნობაა, სტუდია „ილუსტრატორმა“ და ილუსტრატორებმა – თათია ნადარეიშვილმა და ეკა ტაბლიაშვილმა იმუშავეს.

    ნაკრები რამდენიმე შემოქმედებით სავარჯიშოს აერთიანებს, რომლებიც თემატურად მუზეუმში დაცულ ისეთ კოლექციებს, ექსპონატებსა და ისტორიებს უკავშირდება, როგორებიცაა: სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების გამოფენა, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენილი ხალიჩა და ფარდაგი; შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი დავით კაკაბაძისა და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები; მითი არგონავტების შესახებ და სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დაცული მძივი ავგაროზი.

    თითოეული აქტივობა პატარებს სთავაზობს სხვადასხვა ტექნიკას: ხატვას, ძერწვას, სტენსილს, ქსოვასა და ქაღალდით სამგანზომილებიანი წიგნის შექმნას.

    ნაკრები აერთიანებს ვიდეო, ფოტო და ტექსტუალურ ინსტრუქციებს, რომლებიც დაწვრილებით უხსნის პატარა ავტორებსა და მათ მშობლებს – როგორ შექმნან საკუთარი ნამუშევარი და რა მასალაა ამისათვის საჭირო. ასევე, ყოველ დავალებას თან ახლავს ბავშვებისთვის ადაპტირებული, შემეცნებითი ტექსტები, რომელთა შექმნაში ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო განყოფილება იყო ჩართული.

    „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და კულტურული მემკვიდრეობა.

    ვიდეო-ტუტორიალი და ნაკრების გადმოსაწერი ბმული ნახეთ აქ – მხიარული თავგადასავლების მუზეუმი.

  • 15-24 ივნისს საქართველოში ბიზნესებისთვის პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება

    15-24 ივნისს საქართველოში ბიზნესებისთვის პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება

    თიბისის მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისამდე, საქართველოში პირველად ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება. TIDA (Tbilisi International Data Analytics) რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

    კონფერენციის მიზანია შეიქმნას საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო მონაცემთა ანალიტიკის კომუნა, რომელიც განიხილავს, თუ როგორ და რისთვის შეიძლება ერთი მხრივ ბიზნესმა გამოიყენოს ანალიტიკა სწორად, ხოლო მეორე მხრივ,  ბიზნესისთვის რეალურად გამოსადეგი ანალიტიკა გაკეთდეს.

    TIDA ონლაინ სივრცეში გაიმართება და არ შეიზღუდება სტანდარტული გრაფიკით. კონფერენცია ყოველდღიურად საღამოს საათებში ჩატარდება და თითოეულ დღეს სამი მომხსენებელი წარადგენს საკუთარ თემას.

    “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი კომუნის არსებობა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მონაცემთა ანალიტიკის სფეროს განვითარებას საქართველოში. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყანაში გვაქვს კარგი კონფერენციები, რომლებიც მონაცემების თემას ფარავენ. თუმცა, არ გვაქვს კონფერენცია, რომელიც მონაცემთა ანალიტიკის ბიზნესში გამოყენებაზეა ფოკუსირებული. ეს არის TIDA- მთავარი განმასხვავებელი რეგიონში არსებული სხვა მონაცემთა კონფერენციებისგან.” – მიშა ნადარეიშვილი, კონფერენციის ორგანიზატორი

    „მონაცემთა ანალიტიკა და მისი ბიზნეს შედეგებში ასახვა უკვე წლებია თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობ, ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია  ქვეყანაში ამ სფეროს განვითარება, TIDA კი დიდი  წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე.“  – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი

    TIDA-ს სპიკერები კონფერენციის ფარგლებში ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

    • მაიკლ რუკმანი – ლიდერობა ციფრულ ერაში
    • ვალერი ბაბუშკინი – მანქანური დასწავლა Python-ში; მონაცემთა მეცნიერება X5-ში
    • კოტე ხოფერია – როგორ ვაქციოთ კომპანია მონაცემებზე დაფუძნებულ ორგანიზაციად
    • სერჰატ კეჩიჯი – შესავალი ნეირონული ქსელებში; ნეირონული ქსელები, ანალიტიკის ახალი ტალღა
    • კარლო ჯოვინე – TBC
    • მატია ბონი სფორცა – CausalNex: მიზეზ-შედეგობრიობის დადგება
    • კევინ სილიანო – ციფრული ტრანსფორმაციის ROI; მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის გზამკვლევი
    • მარიამ მელიქაძე – New York Times-ის მილიონობით მკითხველის დახასიათება იმის მიხედვით, თუ რას კითხულობენ ისინი
    • ნინო მასურაშვილი – თიბისი ბანკის ანალიტიკური ტრანსფორმაცია
    • ნუცა აბაზაძე – შესავალი R-ში
    • რუდრადებ მიტრა – როგორ შევქმნათ წარმატებული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები
    • ალექსანდერ დიურკა – TBC
    • ვიოლეტა მიშევა – მანქანური დასწავლის მოდელების ახსნადობა
    • ანდრეას გალატულასი – ანალიტიკის დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენის მეთოდები
    • ირაკლი მენაბდე – ანალიტიკის გამოყენება მოგების გაზრდისა და ხარჯების შემცირებისთვის
    • Neiron AI – ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხარისხის კონტროლისა და ხარვეზების პროგნოზირებისთვის.

     

    ბილეთები: tkt.ge

  • თიბისის მობაილბანკს ფულადი გზავნილების განაღდების ფუნქციონალი დაემატა

    თიბისის მობაილბანკს ფულადი გზავნილების განაღდების ფუნქციონალი დაემატა

    დღეიდან, თიბისის მობაილბანკში ფულადი გზავნილების განაღდება  შესაძლებელია. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი მობაილბანკს უკვე დაემატა.

    სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებელმა აპლიკაციის მთავარ მენიუში  გადარიცხვების კატეგორიაში გზავნილის მიღების ღილაკს უნდა დააჭიროს და მიჰყვეს ინსტრუქციას.

    მომხმარებლები, რომლებიც თანხას თიბისის მობაილბანკით გაანაღდებენ, ავტომატურად ჩაერთვებიან  ფულადი გზავნილების აქციაში და შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ 5000 ლარამდე თანხა.

    ფულადი გზავნილების კამპანიის  ფარგლებში,  ფულად პრიზს თიბისის 3000- მდე მომხმარებელი მიიღებს. ფულადი საჩუქრის მიღების შესაძლებლობა  ყველა იმ მომხმარებელს აქვს,  ვინც სწრაფ გზავნილს  დისტანციურ არხების საშუალებით (ინტერნეტბანკის, მობაილბანკის, ვებგვერდის – tbcgzavnili,ge,-ს ან ცხელი ხაზის საშუალებით) ან ფილიალში ვიზიტით გაანაღდებს.

    აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:

    https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/money-transfer-campaign-has-started

  • თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი – შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“  გაიხსნა

    თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი – შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ გაიხსნა

    ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი – შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია.

    საწარმო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდა. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. აქ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დასაქმდებიან.

    „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. პირბადეების ე.წ Melt Blown უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება და 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს. საწარმოში პირველი პროდუქციის წარმოება იწყება სახელწოდებით – „Faceguard“, რომელიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს.

    „არსებულ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, თიბისი არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ წარმოებული პირბადეები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი პროდუქციაა. ამასთანავე, თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

  • თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი

    თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი

    საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს პირველად თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საშემოდგომოდ გადადება განაპირობა. თუმცა, ფესტივალის ტრადიციულ თარიღებში ქართველი თუ უცხოელი მწერლები, გამომცემლები და მკითხველები ამჯერად ონლაინ სივრცეში შეიკრიბებიან.

    თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი ოფიციალურად 30 მაისს, 11:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 30 და 31 მაისს 11-დან 20 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი – https://cutt.ly/yynpPSx) პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

    ვირტუალური ფესტივალი ინარჩუნებს ტრადიციული ფესტივალის შინაარსს და ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა.

    წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე შენარჩუნდება ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამის ტრადიციული კონცეფციაც, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ახალი წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ქართველ მწერლებთან; საბავშვო პროგრამა; პროგრამა ფესტივალის ფოკუს-ქვეყნისა და სხვა უცხოელი მწერლების ჩართულობით; საგამომცემლო- პროფესიული პროგრამა და პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“.

    წიგნის ვირტუალური ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა.

    2020 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა თურქეთია, შესაბამისად, წიგნის ვირტუალურ ფესტივალზეც ამ სტატუსით თურქეთი ისარგებლებს და ქართველ მკითხველს თურქი გამომცემლებისა თუ მწერლების მონაწილეობით, რამდენიმე ღონისძიების ფარგლებში წარუდგენს იმ პროგრამას, რომლის მასშტაბურად განხორციელებასაც ისინი შემოდგომაზე თბილისში გეგმავენ.

    31 მაისს, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალის საგამომცემლო-პროფესიული პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამის (International Publishing Fellowship) ონლაინ სესია ბრიტანელი, ქართველი, თურქი და უკრაინელი გამომცემლების მონაწილეობით. აღნიშნული პროექტის მიზანია დააკავშიროს ბრიტანეთისა და მზარდი საგამომცემლო სექტორის მქონე ქვეყნების პროფესიონალი გამომცემლები.

    ფესტივალის უკვე ტრადიციული პროექტის – „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში, კინოსა და თეატრის მსახიობები წიგნის მოყვარულებს წიგნებს ონლაინ წარუდგენენ.

    თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალში 30-მდე გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მონაწილე სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა ასოციაციის ვებ-გვერდზე, საგანგებოდ ბაზრობისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში იქნება შესაძლებელი – http://www.gpba.ge

    თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციული ფორმატით, 2020 წლის 24-27 სექტემბერს ჩატარდება.

  • პანდემიის გამო 60 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდება

    პანდემიის გამო 60 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდება

    კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიოში 60 მილიონი ადამიანი შესაძლოა უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდეს. ასეთ პროგნოზს მსოფლიო ბანკის ეკონომისტები აკეთებენ.

    ოთხშაბათს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგები მსოფლიო ეკონომიკისთვის სავარაუდოდ კატასტროფული იქნება.

    “ჩვენი შეფასებით 60 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდეთ. ეს წყალში ჩაყრის მთელ შრომას, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღატაკესთან საბრძოლველად იქნა გაწეული“.– ამბობს ის.

    მსოფლიო ბანკის ტერმინოლოგიით “უკიდურესი სიღატაკე“ დღეში 1.9 დოლარზე ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს.

    მსოფლიო ბანკმა 160 მილიარდი დოლარი მისცა გრანტებისა და კრედიტების სახით შემცირებული განაკვეთებით იმ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა პანდემიისგან სერიოზულად დაზარალდა. მალპასის განცხადებით დახმარებისთვის მათ ასზე მეტმა ქვეყანამ მიმართა, რომლებშიც მსოფლიო მოსახლეობის 70% ცხოვრობს. თუმცა მალპასი თვლის, რომ ეს საკმარისი არ იქნება. ის კომერციულ ბანკებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისინი არ ჩქარობენ ღარიბი ქვეყნებისთვის პანდემიის ფონზე ვალების ჩამოწერას.

    პანდემიის გამო წელს მკვეთრად შემცირდა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ზრდა. ჯერ კიდევ მარტში პირველად 50 წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობა შემცირდა ჩინეთში, ევროკავშირი წლის შედეგების მიხედვით არსებობის მანძილზე მშპ–ს ყველაზე დიდ შემცირებას ელოდება. ამერიკული ეკონომიკა კი ზრდის ფაზიდან გამოვიდა, რომელიც ბოლო ათი წელი გრძელდებოდა.

    კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 5 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 324 ადამიანი.

  • თიბისი ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის

    თიბისი ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის

    თიბისიმ  ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად ახალ ონლაინ პლატფორმა, tbcpayments.ge შექმნა. ვებ-გვერდი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს გადახდების სხვადასხვა მეთოდთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ და დისტანციურად დანერგონ მათთვის სასურველი გადახდის მიღების მეთოდი.

    პლატფორმა სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და ის  განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო, ასევე კორპორატიული ბიზნესებისთვის.

    ვებ-გვერდის საშუალებით ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი გადახდის მეთოდი, (როგორც ელ.კომერციის ისე პოს.ტერიმანალის მიმართულებით) დეტალური ინფორმაცია მიიღონ აღნიშნული პროდუქტების შესახებ და დისტანციურად მოითხოვონ და  დანერგონ მათ ბიზნესზე მორგებული გადახდის სასურველი  სისტემა.

    „თიბისის, როგორც გადახდების ბიზნესში ლიდერი კომპანიის მიზანია, მოხმარებლებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული, ინოვაციური პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. მოხარული ვართ,  რომ ახალი პლატფორმა არაერთ ბიზნესს გაუმარტივებს საქმიანობას და  დაეხმარება მათ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში“, – თამუნა ჟიჟილაშვილი, თიბისის გადახდების ლიგის ლიდერი.

    ახალი პლატფორმა ბიზნესებისთვის  უკვე ამოქმედდა და  ის  ხელმისაწვდომია  ბმულზე  – www.tbcpayments.ge .

  • თიბისის მხარდაჭერით, სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი – შპს „ეკო ბოჰემია“ გაიხსნა

    თიბისის მხარდაჭერით, სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი – შპს „ეკო ბოჰემია“ გაიხსნა

    ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი შპს „ეკო ბოჰემია“ იწყებს ფუნქციონირებას.  მხარდაჭერის პროექტის ჯამური ღირებულება 1 000 000 ლარია.

    საწარმოში წარმოებული ანტისეპტიკური ხსნარები ეკოლოგიურად სუფთა, უამღლესი ხარისხის უსაფრთხო პროდუქტს წარმოადგენს და არ არის ტოქსიკური. პროდუქცია შესაბამისად დამუშავებული წყლით. წარმოების პროცესში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ფრანგული ეთერზეთები.

    საწარმოს გააჩნია ISO სერტიფიკატი და ის აქტიურად თანამშრომლობს ლუგარის ლაბორატორიასთან. „ეკო ბოჰემიას“ პროდუქციას აქვს, როგორც ლუგარის ლაბორატორიის, ასევე სხვა აკრედიტებული ლაბორატორიების დასკვნა.

    საწარმოში, რომელიც წეროვანში მდებარეობს, 45 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. საწარმოს წარმადობა თვეში 400 ტონა პროდუქტია. აქედან 200 ტონა ხელის ანტისეპტიკები, 200  კი – სადეზინფექციო საშუალებებია. პროდუქცია ამჟამად მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვრცელდება, თუმცა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სამომავლოდ მისი რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

    შპს „ეკო ბოჰემია“ საწარმო „ბერტას“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც  ამიერკავკასიის რეგიონში საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საუალებების პირველი და უდიდესი მწარმოებელი იყო. საწარმოს  გააჩნია საკუთარი ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით.

    „არსებულ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, თიბისი არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ეკო ბოჰემიას“ წარმოებული ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი პროდუქციაა. ამასთანავე, თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და საამაყოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს.“ – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

  • თავისუფალი უნივერსიტეტისა და თიბისის მხარდაჭერით Miami Ad School Tbilisi იხსნება

    თავისუფალი უნივერსიტეტისა და თიბისის მხარდაჭერით Miami Ad School Tbilisi იხსნება

    მსოფლიოს 15 ქალაქის შემდეგ, Miami Ad School-ის საერთაშორისო ქსელს სულ მალე Miami Ad School Tbilisi შეუერთდება.

    Miami Ad School Tbilisi და თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისის მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო პორტფოლიო-პროგრამას არტ-დაირექშენისა და ქოფირაითინგის მიმართულებით სთავაზობენ. სკოლა პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს.

    Miami Ad School-ის პროგრამა შემუშავებულია Learning by Doing-ის პრინციპით. საგნები განსაზღვრულია იმ დისციპლინების მიხედვით, რასთანაც მომავალში არტ-დირექტორებსა და ქოფირაითერებს მოუწევთ შეხება. ესენია: კონცეფციის შემუშავება, დიზაინი, ფოტოგრაფია, “ქოფი”, ტიპოგრაფია და კომპიუტერული პროგრამები. ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისეთი ვიწრო პროფილური საგნებიც გაიარონ, როგორიცაა: პრეზენტირების უნარები, ვიდეოგრაფია, Long copy და სხვა.

    სტუდენტები Miami Ad School Europe-სთან კოლაბორაციის ფარგლებში შემუშავებული პროგრამით ისწავლიან და სრულფასოვნად ისარგებლებენ იმ გლობალური ეკო-სისტემით, რომელსაც საერთაშორისო სკოლა მომხმარებლებს სთავაზობს.

    ორწლიანი საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები პირველ წელს თბილისში, კახა ბენდუქიძის კამპუსში, მომდევნო წელს კი Miami Ad School-ის ქსელის სხვა სკოლებში ისწავლიან, ასევე პრაქტიკას გაივლიან და რეალურ პროექტებზე იმუშავებენ მსოფლიოს წამყვან სარეკლამო სააგენტოებში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები Miami Ad School Europe-ს გაცემულ სერტიფიკატს მიიღებენ.

    Miami Ad School Tbilisi-ს შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე – Miamiadschool.ge

    Miami Ad School-ის შესახებ კი შემდეგ ბმულზე –Miamiadschool.com

  • თიბისი კაპიტალმა განახლებული კვლევა წარადგინა თემაზე – COVID 19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

    თიბისი კაპიტალმა განახლებული კვლევა წარადგინა თემაზე – COVID 19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

    თიბისი კაპიტალმა ხელმეორედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნეს სექტორებზე COVID 19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის  მოლოდინები განიხილეს. ასევე, ცალკეულ ბიზნესსექტორებთან დაკავშირებით 2020-2021 წლის პროგნოზები გაჟღერდა.

    თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის მეორე კვარტლის მკვეთრი ვარდნის შემდგომ კი ეტაპობრივი აღდგენა და 2021 წელს 4-5%-ის ფარგლებში ზრდა არის მოსალოდნელი.  თიბისი კაპიტალი წლის განმავლობაში ტურიზმის შემოსავლების 65%-იან შემცირებას პროგნოზირებს, სექტორში აქტივობა მეორე კვარტლის შემდეგ დაიწყება და 2019 წლის დონის დაბრუნებას დაახლოებით 1.5 წელი დასჭირდება.

    „მიმდინარე გამოწვევების პერიოდში, სირთულეების ერთიანი ძალისხმევით გადასალახად,  თიბისის გუნდი ვაგრძელებთ ჩვენს  პარტნიორებთან აქტიური დიალოგის რეჟიმში მუშაობას.

    დღეს გაზიარებული ანალიზი და მიგნებები დამატებითი  ინსტრუმენტია კომპანიებისათვის არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, რაც ვფიქრობთ, რომ მათ მომდევნო თვეების ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება.“ – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://www.tbcresearch.ge/en/Research/Covid-19-impact-May-2020