Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • თიბისი ციფრული არხების გამოყენების გასამარტივებლად საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს

    თიბისი ციფრული არხების გამოყენების გასამარტივებლად საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი, აქ და ახლა, საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. ინიციატივის მიზანია მომხმარებლებისათვის ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მარტივ და გასაგებ ენაზე მიწოდება, რაც მათ  ფინანსური მომსახურების დისტანციურად და სრულფასოვნად მიღების შესაძლებლობას მისცემს.

    საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ტექნიკური და უცხო ტერმინების გარეშე ახსნიან – როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტ და მობაილბანკის საჭირო და სასარგებლო ფუნქციები. ვიდეორგოლები თიბისის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდება.

    „დისტანცირების პერიოდში გამოიკვეთა, რომ მობაილ და ინტერნეტბანკი მომხმარებლებისთვის სრულფასოვან ბანკს ნიშნავს. ადამიანებს საბანკო ტრანზაქციებისა და ოპერაციების შესასრულებლად ფილიალში მისვლა აღარ სჭირდებათ. ჩვენი დაკვირვებით, მიზნობირივი სეგმენტისთვის დისტანციური პროდუქტების გამოყენებისისას ძირითადი სირთულე ტერმინებისა და პროცესების სიმრავლეა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათ, ვისაც ამის საჭიროება და სურვილი აქვს,  ციფრული არხების გამოყენება ისეთმა ადამიანებმა ასწავლონ, რომლებსაც თავდაპირველად თვითონაც უჭირდათ ადაპტაცია, ახლა კი ეს ფუნქციები მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ამ კამპანიის დახმარებით მომხმარებლებს ფინანსური სერვისების მარტივად და სრულად ათვისების შესაძლებლობს მივცემთ”, – თეა კობახიძე, თიბისის ციფრული არხების განვითარების ხელმძღვანელი.

    პირველი საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მობაილ და ინტერენტბანკში დარეგისტრირებას ეხება. მომდევნო ვიდეოებში კი მომხმარებლები სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ ისეთ ფუნქციებზე, როგორებიცაა: თანხის გადარიცხვა მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომრით; კომუნალური გადასახადების გადახდა; მობაილბანკის პაროლის აღდგენა; ავტომატური გადარიცხვის გააქტიურება და ა.შ.

  • საქართველოს 2020 წლის მოსაწავლეთა საუკეთესო კომპანია გამოვლინდა

    საქართველოს 2020 წლის მოსაწავლეთა საუკეთესო კომპანია გამოვლინდა

    „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, USAID-ის პროექტის – „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, მინიკომპანიების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა.

    2020 წლის საუკეთესო მინიკომპანია – თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეების კომპანია – Helmet vision გახდა. Helmet Vision მეხანძრის უნივერსალური ჩაფხუტია, რომლის ფუნქცია მეხანძრისთვის კვამლიან გარემოში გზის გაკვალვაა. ჩაფხუტზე განლაგებულია 5 ულტრაბგერითი მანძილმზომი. დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, ჩაფხუტზე შესაბამისი მიმართულებით დამაგრებული სენსორი მეხანძრეს მოსალოდნელი დაბრკოლების შესახებ ხმოვან სიგნალს აძლევს.

    გამარჯვებული მინიკომპანია 2020 წლის 22-დან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ონლიან რეჟიმში წარადგენს ევროპის მოსწავლეთა კომპანიების რიგით 31-ე კონკურსზე – www.jacompanyoftheyear.org, სადაც ევროპის 40 ქვეყნის საუკეთესო მინიკომპანიები იქნება წარმოდგენილი.

    კონკურსის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებშიც გამოვლინდნენ:

    • Facebook მომხმარებლის რჩეული – თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მინიკომპანია – Eიფ2ა
    • საუკეთესო პროდუქტი – თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეების მინიკომპანია – Helmet vision
    • საუკეთესო ინტერვიუ – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეების მინიკომპანია – Eco Friend

    არსებული ვითარების გამო, წელს კონკურსი დისტანციურად, Zoom აპლიკაციის დახმარებით ჩატარდა. ჟიურიმ და საზოგადოებამ მოსწავლეების მიერ დაფუძნებული 10 მინიკომპანიის პრეზენტაცია მოისმინა.

    თიბისიმ კონკურსის 43-ივე მონაწილე თიბისის სამაჯურებით დაასაჩუქრა, რომელიც მომხმარებელს ინოვაციური მეთოდით – ბარათისა და ელექტრონული საფულის გარეშე გადახდის საშუალებას აძლევს.

    ინფორმაცია პროექტის შესახებ:

    2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 250-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეებმა „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს’’ მიერ მომზადებული პროგრამა – „მეწარმეობის საფუძვლები’’ გაიარეს.

    პროგრამა მომზადებულია „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს’’ (JA Worldwide) „მოსწავლეთა კომპანიის’’ პროგრამის (Student Company Programme) მასალებზე დაყრდნობით, რომელიც ევროკომისიის მთავარი დირექტორატისა და ევროპის ტრენინგ–ფონდის (ETF) მიერ, სამეწარმეო განათლებაში საუკეთესოდ არის აღიარებული.

    პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა ბიზნესიდეები რეალურ ბიზნესებად აქციეს: საკუთარი მინიკომპანიები ჩამოაყალიბეს, თანატოლებისგან კომპანიის მმართველი დირექტორთა საბჭო აირჩიეს, მოიზიდეს კაპიტალი, გამოიკვლიეს მომხმარებელთა საჭიროებები, აწარმოეს საქმიანი დოკუმენტაცია და მათ მიერ შექმნილი საქონელი თუ მომსახურება პროგრამის სხვა მონაწილეებს წარუდგინეს. სასწავლო წლის ბოლოს აქციონორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, ანგარიშგებაც მოამზადეს.

    მეწარმეობის შემსწავლელი პროგრამა 15-20 წლის მოსწავლეებს აერთიანებს და ერთი აკადემიური წლის მანძილზე მიმდინარეობს.

  • “ვურჩევ,”ძალიან კარგი” კურსით გახსნან სეზონი და ჭკუა ასწავლონ ბანკებს“–ხვალიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტები იხსნება

    “ვურჩევ,”ძალიან კარგი” კურსით გახსნან სეზონი და ჭკუა ასწავლონ ბანკებს“–ხვალიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტები იხსნება

    საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ დახურული სავალუტო ჯიხურები ხვალიდან იხსნება. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე თვლის, რომ მათი ასეთი ხანგრძლივი დახურვა უგუნურება იყო:

    “გარდა იმისა, რომ მოსახერხებელია და ათასობით ადამიანს ასაქმებენ, სერიოზულ კონკურენციას უწევენ კომერციულ ბანკებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრუნვა ბანკებთან შედარებით მიზერულია, მაინც იძულებული გახადეს ისინი მათი გაცვლის კურსისთვის გაეწიათ ანგარიში.

    გარდა საკუთარი ”ტრადიციული” კლიენტებისა, ბანკის კლიენტებიც ”ქუჩაში” ახურდავებდნენ ( ახურდავებენ) ფულს. ნაცვლად იმისა, რომ ბანკშივე მოახდინონ ფულის კონვერტირება, გამოაქვთ ნაღდი ფული და ჯიხურებში უკეთესი კურსით ყიდულობენ სასურველ ვალუტას. ამის თავიდან ასაცილებლად მსხვილმა ბანკებმა შემოიღეს პარალელური, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მაქსიმალურად მიახლოებული კუსით კონვერტირება,თუ ეს მოხდება ინტერნეტით ან მობილურით. ამან შეამცირა ბანკებიდან ნაღდი ფულის გადინება, მაგრამ ჯიხურების კურსი მაინც უკეთესია და ბევრი მაინც იქ ამჯობინებს გადაცვლას.

    კონკურენცია ისეთ მექანიზმებზეა აგებული, რომ თაგვსაც შეუძლია სპილოს შეშინება. სპილო დიდია და მოუქნელი, ეს კი პატარა და მკვირცხლი.

    ამათი დაკეტვა კი უგუნურება იყო. დატოვეს ათასობით ადამიანი უმუშევარად.
    სავალუტო პუნქტებს კი ვურჩევ, ხვალ ”ძალიან კარგი” კურსით გახსნან სეზონი და ჭკუა ასწავლონ ბანკებს. არ იქნება ადვილი შემობრუნება, მით უმეტეს მაშინ, როცა არც ”ტურისტული” ვალუტაა ქვეყანაში, არც იმდენი გადმორიცხვები და ხალხმაც მაქსიმალურად შეზღუდა ხარჯვა უფულობისა და ეკონომიის გამო.

    გაუჭირდებათ წელს ძალიან, მაგრამ კარგი დროც დადგება.“– თვლის რომან გოცირიძე.

  • ქართულ ბაზარს, თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანია – „მედიფარი“ დაემატა

    ქართულ ბაზარს, თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანია – „მედიფარი“ დაემატა

    ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია – „მედიფარი“ გაიხსნა.

    კომპანიამ „მედიფარი“ საწარმოში 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც თიბისის კონტიბუცია 1,5 მილიონი ლარია.

    საწარმომ ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო და დღეისთვის დღე-ღამეში 100 000-ს, თვეში კი – 3 000 000 უმაღლესი ხარისხის, სამედიცინო დანიშნულების პირბადეს აწარმოებს,

    „მედიფარი“ ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის ანტიბაქტერიული პირბადეებით უმსხვილეს სააფთიაქო და საცალო ვაჭრობის უამრავ ქსელს ამარაგებს. პროდუქციის უახლოეს მომავალში ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

    პირბადეების ექსპორტზე გატანის მიზნით, კომპანია ამჟამად უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: ისრაელი, რუსეთი, ბელგია, ავსტრია, იტალია და აშშ-ი.

    საწარმოში ამ ეტაპზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

    „მედიფარი“ თიბისის მიერ პანდემიის განმავლობაში დაფინანსებული მეოთხე საწარმოა, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელ პროდუქციას აწარმოებს.

  • EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

    EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

    ევროპოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში 2019 წლის ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეექვსედ მიიღო.

    „ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებას. ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.“ – EBRD-ის მმართველი დირექტორი, ფრანს მელიგი.

    EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად.

    დღეს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა შეადგენს 5 მილიარდ ევროს და მოიცავს 30 ქვეყანას. 2020 წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე დაფინანსება რეკორდულ თანხას – 1.5. მილიარდ ევროს მიაღწევს. EBRD 27 ქვეყნის 120 ბანკთან თანამშრომლობს, 800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა კი 5 მილიარდ ევროს აღემატება.

    „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თიბისი 1999 წლიდან EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრია. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქვეყანაში ვაჭრობის ფინანსირების განვითარებას, რისი მტკიცებულებაც ჩვენი არაერთი საერთაშორისო ჯილდოა. 2020 წლის დასაწყისში თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა. ასევე, წელს თიბისიმ ვაჭრობის ფინანსირებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

  • ბექა გოჩიაშვილი და კახა თოლორდავა  – იმპროვიზაცია აქ.ახლა

    ბექა გოჩიაშვილი და კახა თოლორდავა – იმპროვიზაცია აქ.ახლა

    თიბისის Live სესიები – აქ.ახლა გრძელდება. 5 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მუსიკოსის – ბექა გოჩიაშვილის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

    ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი კრიტიკოსი და ჟურნალისტი – კახა თოლორდავა იქნება.

    სესიის – „იმპროვიზაცია – აქ.ახლა“ ფარგლებში, კახა თოლორდავა და ბექა გოჩიაშვილი მუსიკასთან ერთად, ახალ რეალობაში მუსიკოსების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ახალ შესაძლებლობებსა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

    ჯაზ-პიანისტი, რომელიც ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ახლანდელ ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც ისაუბრებს.

  • თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პროცედურა კიდევ უფრო  გამარტივდა

    თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.

    სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურველ თანხაზე მოთხოვნა ციფრული არხების საშუალებით, დისტანციურად უნდა დააფიქსირონ. ამისათვის კი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში მხოლოდ მარტივი განაცხადის შევსებაა საჭირო.  განაცხადის შევსებიდან ერთ სამუშაო დღეში თიბისის გუნდი მომხმარებელს დაუკავშირდება.

    ინტერნეტ და მობაილბანკს  ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. გამარტივებული პროცედურით სარგებლობა  იმ მომხმარებლებს  შეუძლიათ, რომლებსაც  სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და სურთ დამატებითი თანხის მიღება.

    თიბისის ციფრული არხებით შესაძლებელია  500-დან  60,000 ლარამდე თანხის მიღება, 6 თვიდან 48 თვემდე დაფარვის ვადით.

  • თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა

    თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა

    თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრების მოწყობა ჯამში 3 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 1.5 მილიონი ლარია.

    2020 წლამდე „ნოვა“ ძირითადად B2B ბიზნესით იყო დაკავებული. 1 წლის წინ კი კომპანიამ თბილისსა და ბათუმში კომფორტული და კონკურენტუნარიანი მეგაცენტრების შექმნა გადაწყვიტა. ახალ ეტაპზე გადასასვლელად განახლდა კომპანიის ბრენდის ვიზუალური სტილი და სტრატეგია, საბოლოოდ კი, EBRD-ის ევროპელი კონსულტანტების ჩართულობით, სრულიად ახალი კონცეფციის 2 მეგაცენტრი შეიქმნა.

    „ნოვას“ მეგაცენტრებში თბილისსა (8000 კვ.მ) და ბათუმში (8000 კვ.მ) 35 000-ზე მეტი დასახელების, როგორც საკუთარი წარმოების, ასევე იმპორტირებული სამშენებლო-სარემონტო პროდუქციაა განთავსებული.

    მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, კომპანია „ნოვამ“ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა და ახალ მეგაცენტრებში დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა. ჯამში კომპანიაში 420 ადამიანი მუშაობს.

    კომპანია „ნოვა“ სამშენებლო მასალების ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. 2011 წლიდან საკუთარი საწარმოო ხაზები გახსნა და ამ დროისთვის თბილისსა და ბათუმში 200-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს, რომელთა რეალიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ხდება. გარდა საწარმოო ხაზისა, „ნოვა“ აქტიურად ახორციელებს იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს სამშენებლო სფეროში საერთაშორისო დონის ბრენდებს.

  • თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს

    თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს

    ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი.

    10 ივნისის ჩათვლით თიბისი ეტაპობრივად დაუკავშირდება და შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას. ასევე, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ბანკის მიერ არიან იდენტიფიცირებული და რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი. თიბისი სხვადასხვა არხის მეშვეობით შეატყობინებს მათ საშეღავათო პერიოდის გააქტიურების შესახებ.

    საშეღავათო პერიოდი გავრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე, სასწრაფო სესხებზე, ავტოსესხებზე, განვადებაზე, საკრედიტო ბარათებზე, ოვერდრაფტებზე და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს სესხებზე.

    ბიზნეს და აგრო სესხების შემთხვევაში თიბისი სესხების გადავადებას შესთავაზებს ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა ბიზნესმაც მიიღო გრძელვადიანი ფინანსური სტრესი და მომავალ თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორიცილებას. ასევე იმ პირებს, რომლებიც შემოსავალების სამსახურში დარეგისტრირდნენ ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით.

    ყველა სხვა შემთხვევას თიბისი ინდივიდუალურად განიხილავს. ამისათვის დაინტერებული პირი უნდა დაუკავშირდეს საკრედიტო ექსპერტს ან ბიზნეს ბანკირს, შეავსოს განაცხადი და დაელოდოს გადაწყვეტილებას.

    სესხების გადავადების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 13 ივნისიდან და იგი გაგრძელდება მომდევნო სამ თვეს.

    თიბისიმ სესხების გადავადება უკვე მეორედ შესთავაზა მომხმარებელს, პირველი ტალღა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მარტში სესხების გადავადების სამთვიანი პერიოდით მომხმარებლების 78%-მა ისარგებლა, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 59%-მა.

    უფრო დეტალურად ინფორმაციას გაეცანით თიბისის ვებგვერდზე.

  • სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა – „აგროკომპლექსი“ იწყებს ფუნქციონირებას

    სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა – „აგროკომპლექსი“ იწყებს ფუნქციონირებას

    სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა – „აგროკომპლექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. მისი მოწყობა ჯამში 2 660 000 ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 1,5 მილიონი ლარია. აქ, ახლა 15 ადგილობრივია დასაქმებული.

    სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ULO (Ultra low Oxyge) ტექნოლოგიით, რომლიც კომპანიამ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით შეიძინა და 10 სამაცივრე კამერა აღჭურვა. კამერების ჯამური ტევადობა 1000 ტონაა. თანამედროვე ULO ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ხილმა ერთი წლის შემდეგაც ხიდან მოწყვეტილის იერსახე და ღირებულებები შეინარჩუნოს.

    ამავე ტერიტორიაზე, 30 ჰა ფართობზე, სუფრის ყურძნის ბაღია გაშენებული. „დანერგე მომავლის” ფარგლებში 6-მა კომპანიამ, სუფრის ყურძნის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის, სახელმწიფო დაფინანსება მიიღო და ასევე, 3 500 000 ლარის მოცულობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰა-ზე იტალიური ჯიშის სუფრის ყურძენი გაშენდა. პირველ ეტაპზე მოსავლის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება, შემდეგ კი, ეტაპობრივად, ექსპორტზე გატანაცაა დაგეგმილი. სუფრის ყურძენით 1,200 ტონის იმპორტჩანაცვლება მოხდება.

    შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.

    თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.