Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • თიბისი დაზღვევა – ლიდერი ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე

    თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან უცვლევად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, როგორც ბაზრის წილის, ასევე ანაზღაურებული თანხის მოცულობით, კომპანია კვლავ პირველია.

    2020 წელს, ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 5 822 840 ლარი აუნაზღაურა. აქედან 1 094 652 ლარი – დისტანციურად.

    კომპანიის ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების ბაზრის წილი 28.8%-ია.

    „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ვადევნოთ თვალი დაზღვეულთა მოთხოვნებს. შედეგად, მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთ პროდუქტს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მათ საჭიროებებსა და სურვილებს. ეს კი, თავის მხრივ, მომსახურებისა და სერვისის მაღალ ხარისხთან ერთად, სადაზღვევო ბაზარზე კომპანიის წარმატებასა და პირველობას განაპირობებს“, – ივა კახაძე, თიბისი დაზღვევის საცალო და ალტერნატიული გაყიდვების უფროსი.

  • თიბისი ბიზნესისთვის და აწარმოე საქართველოში ერთობლივი შეთავაზება ბიზნესებს

    აქ.ახლა, „თიბისი ბიზნესისთვის“ და „აწარმოე საქართველოში”, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისთვის,  დაკრედიტების ახალ პროექტს იწყებენ.

    პროექტი ბიზნესესხით სარგებლობისას  უზრუნველყოფის კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს.  სესხის მინიმალური მოცულობა – 50,000 ლარია, მაქსიმალური კი –  5,000,000 ლარი. ინიციატივის მიზანს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს მათთვის, ვისაც საკმარისი  უზრუნველყოფის შესაძლებლობა არ აქვს.

    პროექტით სარგებლობა იმ ბიზნესებს შეუძლიათ, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო  ჯამური სასესხო დავალიანება  –  12 მლნ ლარს.

    ინიციატივა ბიზნესებისთვის რესტრუქტურიზაციის მოქნილ სისტემასაც მოიცავს. კერძოდ, მათ, ვისაც  COVID-19-ის  ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნათ, შესაძლებლობა აქვთ, საკრედიტო გარანტიის 30%-მდე უზრუნველყოფითაც ისარგებლონ.

    პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის  ცხელი ხაზის  – 2 27 27 27 საშუალებით.

  • ვახტანგ ჯავახაძე და ტორესა მოსი – გალაკტიონი აქ.ახლა

    თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

    19 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს პოეტის – ვახტანგ ჯავახაძის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

    ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი – ტორესა მოსი იქნება.

    სესიის – „გალაკტიონი აქ.ახლა“ ფარგლებში, ვახტანგ ჯავახაძე და ტორესა მოსი პოეტის შემოქმედებაზე და მათ შორის კრებულზე – „არტისტულ ყვავილებზე“ ისაუბრებენ.

    გალაკტიონ ტაბიძის ეპოქალურ „არტისტულ ყვავილებს“, რომელიც 1919 წელს, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბეჭდა, გასულ წელს 100 წელი შეუსრულდა. პოეტის რიგით მეორე კრებულში 86 ლექსია დაბეჭდილი და მას ფრანგული სახელწოდება ჰქონდა – „Cran Aux fleurs artistiques“, რაც ასე ითარგმნება – „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“. დღეს კრებული „არტისტული ყვავილების“ სახელითაა ცნობილი და ქართული ლირიკის უმაღლეს მწვერვალად ითვლება.

  • თიბისი დაზღვევა – 1 წელი ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე

    12 000-ზე მეტი დაზღვეული 101 კომპანიიდან, 3 მილიონ ლარამდე ანაზღაურებული თანხა და მომხმარებლის კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი – ასეთია თიბისი დაზღვევის შედეგები ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე შესვლიდან ზუსტად 1 წელიწადში.

    თიბისი დაზღვევა ჯერ მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე ოპერირებს და ის კერძო მსხვილი და საშუალო  კომპანიების მზღვეველია. პროდუქტის ერთ-ერთი უპირატესობა მაღალი დაფარვა და ლიმიტებია, შესაბამისად, სეგმენტიც საშუალო და მაღალი ანაზრაურების მქონე აუდიტორიაა.

    პროდუქტის მთავარი მახასიათებლებია:

    • მომსახურების სისწრაფე – რამდენიმე საათში ანგარიშზე ჩარიცხული ანაზღაურება;
    • სიმარტივე – ციფრული სერვისები: ვებ-გვერდი და ბი-ბოტი, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელი რამდენიმე წუთში გზავნის ასანაზღაურებელ საბუთებს, ეწერება ოჯახის ექიმთან და იღებს დაზღვევით გათვალისწინებულ სხვადასხვა სერვისს.
    • დაზღვეულზე ზრუნვა – ინდივიდუალური მიდგომით, თითოეული მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღება.

    1 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზღვევამ სრულად უპასუხა კომპანიის მისიას და მომხმარებლის საჭიროებებზე ადაპტირებული სწრაფი, მარტივი და ციფრული პროდუქტით 12 000-ზე მეტ დაზღვეულს გაუმარტივა ცხოვრება. თიბისი დაზღვევა მოქალაქეებს არამარტო უმარტივებს ცხოვრებას, არამედ ზრუნავს მათ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

    „როდესაც ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის გაშვება დავაანონსეთ, მაშინვე ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული გეგმა და დაპირება მომხმარებლებისათვის. მათ შორის უმთავრესი იყო მაღალი ხარისხის სერვისი, ციფრული არხების მრავალფეროვნება და ფართო პროვაიდერული ქსელი. დღეს სამივე მიმართულებით წარმატებულები ვართ. ამაზე მეტყველებს სერვისის სიმარტივითა და სისწრაფით ჩვენი დაზღვეულების კმაყოფილება, ასევე ორი ტიპის ციფრული პლატფორმის – ვებ-პორტალისა და ბი-ბოტის სრულფასოვანი მუშაობა, რასაც ზაფხულში მობილური აპლიკაციაც დაემატება. ჩვენი პროვაიდერების ქსელი მთელ საქართველოს ფარავს და 250-ზე მეტ ყველაზე მოთხოვნად კლინიკას აერთიანებს. აპრილში პროვაიდერების სიას ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური კლინიკა – „რეიმანიც“ დაემატა“, –  თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულების დირექტორი, ნინო გაჩეჩილაძე.

  • 15-24 ივნისს საქართველოში რეგიონში პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება

    თიბისის მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისამდე, საქართველოში პირველად ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება. TIDA (Tbilisi International Data Analytics) რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

    კონფერენციის მიზანია შეიქმნას საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო მონაცემთა ანალიტიკის კომუნა, რომელიც განიხილავს, თუ როგორ და რისთვის შეიძლება ერთი მხრივ ბიზნესმა გამოიყენოს ანალიტიკა სწორად, ხოლო მეორე მხრივ,  ბიზნესისთვის რეალურად გამოსადეგი ანალიტიკა გაკეთდეს.

    TIDA ონლაინ სივრცეში გაიმართება და არ შეიზღუდება სტანდარტული გრაფიკით. კონფერენცია ყოველდღიურად საღამოს საათებში ჩატარდება და თითოეულ დღეს სამი მომხსენებელი წარადგენს საკუთარ თემას.

    “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი კომუნის არსებობა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მონაცემთა ანალიტიკის სფეროს განვითარებას საქართველოში. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყანაში გვაქვს კარგი კონფერენციები, რომლებიც მონაცემების თემას ფარავენ. თუმცა, არ გვაქვს კონფერენცია, რომელიც მონაცემთა ანალიტიკის ბიზნესში გამოყენებაზეა ფოკუსირებული. ეს არის TIDA- მთავარი განმასხვავებელი რეგიონში არსებული სხვა მონაცემთა კონფერენციებისგან.” – მიშა ნადარეიშვილი, კონფერენციის ორგანიზატორი

    „მონაცემთა ანალიტიკა და მისი ბიზნეს შედეგებში ასახვა უკვე წლებია თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობ, ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია  ქვეყანაში ამ სფეროს განვითარება, TIDA კი დიდი  წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე.“  – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი

    TIDA-ს სპიკერები კონფერენციის ფარგლებში ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

    • მაიკლ რუკმანი – ლიდერობა ციფრულ ერაში
    • ვალერი ბაბუშკინი – მანქანური დასწავლა Python-ში; მონაცემთა მეცნიერება X5-ში
    • კოტე ხოფერია – როგორ ვაქციოთ კომპანია მონაცემებზე დაფუძნებულ ორგანიზაციად
    • სერჰატ კეჩიჯი – შესავალი ნეირონული ქსელებში; ნეირონული ქსელები, ანალიტიკის ახალი ტალღა
    • კარლო ჯოვინე – TBC
    • მატია ბონი სფორცა – CausalNex: მიზეზ-შედეგობრიობის დადგება
    • კევინ სილიანო – ციფრული ტრანსფორმაციის ROI; მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის გზამკვლევი
    • მარიამ მელიქაძე – New York Times-ის მილიონობით მკითხველის დახასიათება იმის მიხედვით, თუ რას კითხულობენ ისინი
    • ნინო მასურაშვილი – თიბისი ბანკის ანალიტიკური ტრანსფორმაცია
    • ნუცა აბაზაძე – შესავალი R-ში
    • რუდრადებ მიტრა – როგორ შევქმნათ წარმატებული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები
    • ალექსანდერ დიურკა – TBC
    • ვიოლეტა მიშევა – მანქანური დასწავლის მოდელების ახსნადობა
    • ანდრეას გალატულასი – ანალიტიკის დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენის მეთოდები
    • ირაკლი მენაბდე – ანალიტიკის გამოყენება მოგების გაზრდისა და ხარჯების შემცირებისთვის
    • Neiron AI – ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხარისხის კონტროლისა და ხარვეზების პროგნოზირებისთვის.

     

    ბილეთები: tkt.ge

  • იმუშავე საიდანაც გინდა – აქ და ახლა თიბისი თავის გუნდს სამუშაო ლოკაციის არჩევანის თავისუფლებას აძლევს

    აქ.ახლა, თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებით, გუნდის თითოეულ წევრს  აქვს სრული თავისუფლება,  თავად აირჩიოს საიდან იმუშავებს – ოფისიდან, სახლიდან თუ მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა ადგილიდან. კომპანიის ეს გადაწყვეტილება თიბისელებს სამსახურისა და პირადი ცხოვრების უკეთ დაბალანსების შესაძლებლობას მისცემს.

    თიბისისთვის თითოეული თანამშრომლის ბედნიერება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კომპანიამ გუნდის წევრების მოსაზრების გასარკვევად, გამოკითხვა ჩაატარა და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კვლევის შედეგების საფუძველზე მიიღო.

    გამოკითხვის მიხედვით, თიბისელების 74% დადებითად აფასებს დისტანციურად მუშაობას, 87% კი პერმანენტულ ან ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობას ანიჭებს უპირატესობას. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, დისტანციურად მუშაობით გაიზარდა თიბისის გუნდის წევრების ცხოვრების ხარისხი და ბედნიერება.

    გარდა ამისა, თიბისის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება და  გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს.

    „აქ და ახლა, თიბისი მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის და თანამშრომლებს უფრო მოქნილ, მათზე მორგებულ სისტემას სთავაზობს. ჩვენ მიმდინარე გამოწვევის დასაწყისშივე, მაშინ როდესაც თანამშრომლების 95% დისტანციურად მუშაობაზე გადავიყვანეთ, გააზრებული გვქონდა, რომ თიბისი აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო. გამოწვევებთან ერთად, ახალი რეალობა თიბისისთვის ახალი შესაძლებლობების მომცემი აღმოჩნდა, რამაც დაგვანახა, რომ დისტანციურ რეჟიმში ჩვენი გუნდის წევრები უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები არიან. ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარების შესაძლებლობით კი მათი მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება. თიბისიმ გრძელვადიანი, სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც თანხვედრაშია კომპანიის მისიასთან – გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება. წინ საინტერესო პერიოდი გველის“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

    თიბისიმ მიიღო გადაწყვეტილება, თანამშრომლებს არჩევანის უფლება მისცეს:

    –      თიბისელები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ სახლიდან იმუშაონ, დისტანციურად შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას;

    –      თიბისლებს, ვისაც სამსახურში დაბრუნება სურთ, ამის შესაძლებლობა 15 ივნისიდან, ეტაპობრივად ექნებათ;

    წლის ბოლომდე, ოფისში მუშაობას თიბისის თანამშრომლების მხოლოდ 25% შეძლებს, ამ პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმებიც.

  • ლევან კოღუაშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე – ქართული კინო აქ.ახლა

    თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

    12 ივნისს, 19:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

    ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

    სესიის – „ქართული კინო – აქ.ახლა“ ფარგლებში, ლევან კოღუაშვილი რეჟისორის პროფესიის თავისებურებებთან ერთად, თავის მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებზე ისაუბრებს.

    რეჟისორი გაგვიზიარებს გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ პოულობს ამბებს და პერსონაჟებს ფილმებისთვის, ასევე გვიამბობს თავისი უახლესი პროექტის შესახებ.

  • თიბისი თანამშრომლებს სტარტაპ-დეკრეტში გასვლას  უკვე მეორედ სთავაზობს

    თიბისი თანამშრომლებს სტარტაპ-დეკრეტში გასვლას უკვე მეორედ სთავაზობს

    აქ, ახლა, თიბისი საკუთარ თანამშრომლებს მეორედ აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, ისარგებლონ სტარტაპ-დეკრეტით. პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

    სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ, ისარგებლონ 6 თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით და საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ. გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა „სტარტაპერში“ და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

    ინოვაციური პროექტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. პროექტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა უნდა იყოს ტექნოლოგიური/ინოვაციური.

    სტარტაპ-დეკრეტი თიბისის ინიციატივით 2019 წელს შეიქმნა და მას  ანალოგი არ აქვს ქვეყანაში. პროექტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად.  სტარტაპ-დეკრეტის პირველი სამი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ერთმა მათგანმა კუთვნილი დეკრეტით ისარგებლა და  საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.

    სტარტაპ-დეკრეტის მომდევნო  გამარჯვებულებს თიბისი სექტემბერში გამოავლენს.

  • ავტომინი – თუ ავტოსაგზაო შემთხვევა შენი ბრალი სულაც არაა – თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი

    ავტომინი – თუ ავტოსაგზაო შემთხვევა შენი ბრალი სულაც არაა – თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი

    სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა და დაზღვევის ხელმისაწვდომი ფასი – აქ და ახლა თიბისი დაზღვევა შენ საჭიროებებზე მორგებულ ახალ პროდუქტს გთავაზობს. ავტომინი გაზღვევს მაშინ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა შენი ბრალი სულაც არაა.

    საგნის დაცემა, ძარცვა, სეტყვა ან საქარე მინის დაზიანება იმ რისკების არასრული ჩამონათვალია, რომლის შერჩევაც მომხმარებელს საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია. ავტომინის დამატებითი რისკების თავისუფალი არჩევანი დაზღვევის ღირებულებას  ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდის, რაც ნიშნავს, რომ  ავტომობილის დაზღვევისთვის მომხმარებელს თავად შეუძლია ბიუჯეტის განსაზღვრა.

    ავტომინის მთავარი უპირატესობებია:

    • ნულოვანი ფრანშიზა
    • ბიუჯეტის საკუთარი სურვილით განსაზღვრა
    • რისკების თავისუფალი არჩევა
    • დაზღვევის სწრაფად და მარტივად – ონლაინ შეძენა
    • ავტომობილის დისტანციური დასურათება – ბი ბოტი

    “თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან ლიდერი კომპანიაა ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე, რაც მოხმარებლის კმაყოფილებაზე ფოკუსმა განაპირობა. ჩვენი მისია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ახალი სადაზღვევო პროდუქტი – ავტომინი მომხმარებლის საჭიროებების კვლევაზე დაყრდნობით შეიქმნა. თუ გამოცდილი მძღოლი ხარ, ნაკლებად გეშინია შენი მიზეზით  ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის და გსურს დაზღვეული იყო ავტოსაგზაო შემთხვევისგან, რომელიც შენი ბრალი სულაც არ არის, ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიო მთავარი რისკი – სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. რაც მთავარია, შემთხვევის დროს თანხა სრულად აგინაზღაურდებათ“, – ივანე კახაძე, თიბისი დაზღვევის საცალო ბიზნესის უფროსი.

    აღნიშნულ პროდუქტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს – avtomini.tbcinsurance.ge

  • ეჯაილი აქ და ახლა – თიბისი ტრანსფორმაციის 1 წელს აჯამებს

    ეჯაილი აქ და ახლა – თიბისი ტრანსფორმაციის 1 წელს აჯამებს

    ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს გამოიყენო ის ყველა ის რესურსი და  შესაძლებლობა, რომელიც კომპანიაში არის აქ და ახლა. ამ მეთოდით მუშაობისას, საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლები, რომლებიც ერთი და იგივე ამოცანაზე ფოკუსირდებიან.

    თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია 2019 წელს დაიწყო და ახლა, ერთი წლის თავზე ამ პრინციპით სათავო ოფისის ძირითადი ნაწილი და სრულად IT მიმართულება მუშაობს.

    „კომპანიის სწრაფი ზრდის ფონზე, ეჯაილი განსაკუთრებულად ეფექტური მუშაობის სისტემა აღმოჩნდა. ახალმა სტრუქტურამ საშუალება მოგვცა პროცესები უფრო სწრაფად და მოქნილად გვემართა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, რაც ჩვენს შედეგებზეც აისახა. თუ იერარქიულ სისტემაში ბევრი ბიუროკრატიაა,  ამ პრიციპით მუშაობა თანამშრომლებს მეტ თავისუფლებას აძლევს და ასე უფრო მეტი წარმატებული პროდუქტი და მომსახურება იქმნება, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ცხოვრებას უმარტივებს.“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

    ეჯაილ ტრანსფორმაციის შედეგად თიბისის თანამშრომლების პროდუქტიულობა 17%-ით, ხოლო ბედნიერების ინდექსი 16%-ით გაიზარდა.

    თანამშრომლების 30-მა %-მა, რომელმაც ეჯაილ სტრუქტურაში გადაინაცვლა, შეიცვალა პოზიცია და ახალი მიმართულებით გააგრძელა მუშაობა. კომპანიას დაემატა 170 ახალი თანამშრომელი, გადამზადდა – 590.

    ტრანსფორმაცია აისახა ბიზნეს შედეგებზეც – თიბისის პროდუქტების ბაზარზე მიწოდების სიჩქარე ორჯერ გაიზარდა.

    ეჯაილით მუშაობის პირობებში თიბისიმ უკვე არაერთი კამპანია განახორციელა და ბევრი პროდუქტიც დანერგა, მათ შორის: განახლებული მობაილბანკი, ციფრული ბარათი, განახლებული ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის,  მერჩანტ ჰაბი, Apple pay, სტატუს დიჯიტალ სატარიფო ნაკრები…გაციფრულდა და ავტომატური გახდა ბევრი საბანკო პროცესი და ფუნქციონალი.

    „ღირებულებები, რომლებიც ეჯაილ ტრანსფორმაციას თან ახლავს, განსაკუთრებულად დაგვეხმარა შეუფერხებლად გაგვეგრძელებინა მუშაობა და ეფექტურად განგვეხორციელებინა პროექტები. დელეგირებული ბიზნესპროცესების და ავტონომიის საშუალებით ეჯაილ გუნდებმა  ბოლო სამ თვეში არაერთი პროდუქტი შესთავაზეს მომხმარებელს.“ – ინგა ყელაურაძე, თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდერი.

    უახლოეს მომავალში ეჯაილ ტრანსფორმაცია გავრცელდება კომპანიის რისკების და ფინანსების მიმართულებებზე. თიბისიში ეჯაილის მომავალი პრიორიტეტები ტექნოლოგიების და კომპეტენციების განვითარება იქნება, რაც გამოიხატება ტესტისრების ავტომატიზციის, DevOps პრაქტიკების მეტი ინტენსიურობით დანერგვასა და თანამშრომლების განვითარების სისტემური მიდგომების გაუმჯობესებაში.