Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • პანდემიის დროს ევროპელების დანაზოგები უპრეცედენტოდ გაიზარდა. ისინი ფულს “შავი დღისთვის“ ინახავენ

    პანდემიის დაწყებიდან დღემდე ევროპაში ოჯახების დანაზოგი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროპის ცენტრობანკში აცხადებენ, რომ ამას ორი მიზეზი აქვს: კარანტინის დროს ევროპელები ფულს არ ხარჯავდნენ, გარდა ამისა, ბევრმა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება ფული “შავი დღისთვის“ დააგროვოს.

    თებერვლიდან მაისის ჩათვლით პერიოდში მთლიანობაში საბანკო დეპოზიტებზე ევროპელებმა 214 მილიარდი ევრო გადაინახეს, ამგვარად ევროპელთა დეპოზიტებზე უკვე 7.3 ტრილიონი ევრო დაგროვდა, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მარტსა და აპრილში, როცა მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა, ევროზონის ქვეყნებში დანაზოგების ზრდამ 136 % შეადგინა.

    ექსპერტები შიშობენ, რომ ანგარიშებზე დაგროვილი თანხები ეკონომიკის აღდგენაში არ წავა. ევროპის ცენტრობანკის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი ამბობს, რომ ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა გართულდება, რადგან ვაჭრობა და წარმოება კრიზისამდელ ნიშნულს ძნელად დაუბრუნდება და დიდი დრო იქნება საჭირო, სანამ ევროპელების “ფენომენალური დანაზოგი“ კვლავ გამოჩნდება მომხმარების და ინვესტიციების სფეროში. ლაგარდი ასევე აღნიშნავს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტების და კომპანიების დავალიანების დონე.

  • გურამ წიბახაშვილი და ტორესა მოსი – ვიზუალური მეხსიერება აქ.ახლა

    თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

    26 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

    ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი ტორესა მოსი იქნება.

    სესიის – „ვიზუალური მეხსიერება – აქ.ახლა“ ფარგლებში, გურამ წიბახაშვილი მის მიერ მრავალი წლის განმავლობაში შექმნილ ფოტო-არქივზე ისაუბრებს, რომელიც  საქართველოს უახლეს ისტორიას დეტალურად ასახავს.

    გასულ წელს თიბისიმ, გამომცემლობა „ინდიგოსთან“ თანამშრომლობით, პროექტი – „ზამთარი გატადანილია“ განახორციელა, რომელმაც 1990-იანი წლების საქართველოს შესახებ ფოტო-ალბომი, გამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გააერთიანა. წიგნში ავტორის 250-მდე ფოტო და მწერლის – ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები შევიდა.

  • აქ. ახლა თიბისიმ ქართული რაგბის მხარდაჭერა 2024 წლამდე გაახანგრძლივა

    თიბისისა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობა 4 წლით, 2024 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. კრიზისული პერიოდის მიუხედავად თიბისის და საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორობა გრძელდება და  თიბისი საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრების, საქართველოს რაგბის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალურ სპონსორად რჩება.

    თიბისი, როგორც ლიდერი ბანკი წარმატებით აგრძელებს გუნდურ სპორტში ლიდერი სახეობისრაგბისმხარდაჭერას. ჩვენ უკვე გვაქვს 4 წლიანი მეგობრობის ისტორია და გვინდა, რომ ის კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდეს. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი საზოგადოებაში სარაგბო ღირებულებების გაძლიერება  და მთლიანად რაგბის, როგორც სპორტის სახეობის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციაა,“ – ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    ,,გრძელდება საქართველოს რაგბის კავშირის პოლიტიკა რაგბიში ბიზნესის აქტიური ჩართვის მიმართულებით. თიბისი ბანკთან განვლილმა ოთხწლიანმა ურთიერთობამ, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური დახმარების კუთხით იყო საინტერესო, არამედ სარაგბო ღირებულებების, ფასეულობის პოპულარიზაციას ემსახურებოდა, ნათლად დაგვანახა აღებული კურსის სისწორეგანსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, ყველა პრობლემატური საკითხის მოგვარებაში თიბისი ბანკი ჩვენს გვერდით იყო და რჩება როგორც ერთგული მეგობარი და თანამოაზრეგვიხარია, რომ ერთად ვქმნით ისტორიას,“ – გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

    თიბისის და საქართველოს რაგბის კავშირს შორის აქტიური თანამშრომლობა 2016 წელს დაიწყო. ამ წლების განმავლობაში ბორჯღალოსნებმა არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი და ტურნირი გამართეს. 4 წლის განმავლობაში თიბისის მიერ დაგეგმილი მრავალფეროვანი მარკეტინგული აქტივობების დახმარებით  რაგბი იქცა ქვეყნის წამყვან სპორტულ სახეობად, საგრძნობლად გაიზარდა მისი გულშემატკივრების რაოდენობა, რასაც როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში გამართულ თამაშებზე სავსე სტადიონები და გულშემატკივრების აქტიური ჩართულობა მოწმობს. მნიშვნელოვანია, რომ  ეს ინტერესი ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება.

    თანამშრომლობის ახალი ეტაპზე  არაერთი საინტერესო პროექტი იგეგმება, რომელიც რაგბის კიდევ უფრო მასშტაბურ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

  • თიბისი კაპიტალმა განახლებული, რიგით მესამე კვლევა წარადგინა თემაზე – COVID 19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

    თიბისი კაპიტალმა მესამედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნესსექტორებზე COVID 19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების უახლესი დინამიკა, პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის  მოლოდინები განიხილეს. ასევე, ცალკეულ ბიზნესსექტორებთან დაკავშირებით 2020-2021 წლის პროგნოზები გაჟღერდა.

    თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის კვლავ 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის ტურისტული შემოდინებების და FDI-ს პროგნოზი გაუარესებულია, თუმცა გაუმჯობესებულია საგარეო ვაჭრობის და გზავნილების მოლოდინი. ამასთან, თიბისი კაპიტალის მოლოდინით, ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურება ნაკლებსავარაუდოა და წლის ბოლოსთვის ლარი 3.0 ნიშნულზე დასტაბილურდება. წლის ბოლოსთვის ინფლაციის მოლოდინი 5%-დან 4.5%-მდე, რეფინანსირების განაკვეთის მოლოდინი კი 8%-დან 7.75%-მდე შემცირდა.

    შეზღუდვების შერბილების შემდეგ მაღალი ზრდა ფიქსირდება უნაღდო ხარჯვაში. გასათვალისწინებელია უნაღდო ანგარიშსწორების წილის ზრდა და რიგ შემთხვევებში სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი.

    საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ეტაპობრივი გაუმჯობესება შეიმჩნევა, რასაც სახელმწიფო მხარდაჭერის გეგმის ამოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

    სასტუმროების სექტორში ჯავშნების დინამიკა მზარდია ძირითადად შიდა ტურიზმის ხარჯზე, თუმცა საზღვრების გახსნის გადადების ფონზე, სექტორის მოლოდინები 2020 წლისთვის რამდენადმე გაუარესებულია.

    „ჩვენს პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთი საინტერესო მიმოხილვა გვქონდა თიბისი კაპიტალის განახლებული კვლევის მიგნებების გარშემო. თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულად განახლებადი, სწრაფი ინდიკატორები და ყოველთვიური შემაჯამებელი რეპორტები დამატებითი ინსტრუმენტია კომპანიებისთვის არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, შემდეგი თვეების  დასაგეგმად და მოცემულ სიტუაციასთან ბიზნესის ეფექტური ადაპტაციისთვის“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Tbcresearch.ge

  •  Huawei ჩინეთის არმიასთან არის დაკავშირებული–აშშ

    აშშ–ს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 20 წამყვანი ჩინური კომპანია, მათ შორის მსოფლიოში მობილური ტელეფონების და სატელეკომუნიკაციო აპარატურის ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Huawei ან ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის, ან მის მიერ არის მხარდაჭერილი.

    პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული ჩინური ფირმების სია, რომლებიც არმიას ინფორმაციას გადასცემენ, ამერიკული მედიის ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში. ამ სიაში მოხვედრილი კომპანიების მიმართ აშშ–მ შესაძლოა ახალი ფინანსური სანქციები შემოიღოს.

    ბოლო თვეებში ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს თავის მოკავშირეებზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთზე, რათა მათ უარი თქვან Huawei–სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული კონტრაქტების გაფორმებაზე, კერძოდ მეხუთე თაობის მობილური კავშირის ქსელების მშენებლობაში მათ მონაწილეობაზე.

  • თიბისის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ ჩატარდება

    პირველად საქართველოში, აქ და ახლა თიბისის და მასტერქარდის ორგანიზებით ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

     

    კონფერენციაში „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“  მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი პროფესიონალები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს.

     

    კონფერენციის მონაწილეებს შორის იქნებიან ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები ეფი ვან დენ ბორნე და პიტერ ჯეიკობსი, რომლებიც საერთაშორისო ჰოლანდიური ბანკის ING – ის ეჯაილ ტრანსფორმაციაზე მოგვიყვებიან. ამჟამად ორივე მათგანი ეჯაილ კონსულტანტად აგრძელებს მუშაობას.  კონფერენციაზე ასევე მოწვეულია გიორგი მამალაძე, კომპანია Siemens-დან, რომელიც ეჯაილთან დაკავშირებულ პირად გამოცდილებას გაუზიარებს მსმენელებს.

     

    ასევე, მოწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები კომანიებიდან: Mckinsey, Unicredit,  IT altris,  AgileLAB, Busuu, Siemens, HTC Solutions და სხვა.

     

    თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის გზაზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი ისაუბრებენ. ისინი შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა, როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ გამოწვევებს და აქციოს ისინი შესაძლებლობად და რატომ დგება ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის საჭიროება.

     

    კონფერენცია მიეძღვნება შემდეგ თემებს:

    • რა არის ეჯაილი და როგორ მუშაობს ის სინამდილეში;
    • კომუნიკაცია და კულტურული ცვლილებები ეჯაილის დროს;
    • რატომ ირჩევენ ორგანიზაციები ტრანსფორმაციისთვის ეჯაილს;
    • რაში ეხმარება ეჯაილი  ორგანიზაციებს;
    • ეჯაილ ფრეიმვორკების სპეციფიკა;
    • რა არის ბიზნეს ეჯაილი;
    • ექსპერიმენტული კულტურა;
    • დევოპსი და ეჯაილი;
    • ორგანიზაციული ტრანსფორმაციის წარმატებული ქეისები.

     

    კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აინტერესებს ეჯაილი და ცვლილებები ორგანიზაციაში – სტუდენტები, ტექნოლოგიური კომპანიები, დიდი და პატარა ბიზნესების წარმომადგენლები. კონფერენციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე.

     

    კონფერენცია 2 ივლისს, ონლაინ ზუმის პლატფორმაზე ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობა ყველასთვის უფასოა. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია tkt.ge-ზე. დასწრება თავისუფალია.

  • სქროლის და თიბისის საზაფხულო აქცია სტუდენტებისთვის – დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%

    თიბისის, სქროლისა და ვიზას თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი სტუდენტებს მთელი ზაფხულის განმავლობაში აქციას სთავაზობს – სქროლით მგზავრობის საფასურის თიბისის სტუდენტური #შენიბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებ.

    ელექტრო სკუტერების გაზიარების სერვისით და შესაბამისად ამ აქციით სარგებლობა თბილისსა და ბათუმში შეგიძლია. გადახდილი თანხის 30% კი უკან დაგიბრუნდება არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა.

    აქციით სარგებლობისათვის:

    • გადმოწერე აპლიკაცია – Bird მობილურში;
    • გაიარე რეგისტრაცია;
    • მიაბი თიბისის სტუდენტური #შენიბარათი აპლიკაციას და მონიშნე გადახდის მეთოდად;
    • იპოვე რუკაზე სკუტერი;
    • დაასკანერე QR კოდი, დააჭირე unlock ღილაკს და სკუტერი აქტიურია.

    „თიბისისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ყველა იმ პროექტისა თუ ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც ახალ თაობას, ტექნოლოგიებსა და ცხოვრების გამარტივებას უკავშირდება. სტარტაპი სქროლი ამ სამივე მიმართულებას წარმატებით აერთიანებს. სტუდენტებისთვის, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფულის დაზოგვა და ქალაქის სხვადასხვა წერტილში სწრაფად მოხვედრა, სქროლთან ერთად,  აქ, ახლა მარტივად და ხელსაყრელ ფასად გადაადგილებას ვთავაზობთ. რაც მთავარია, გადაადგილების ეკოლოგიურად სუფთა, ინდივიდუალური, სწრაფი და მობილური მეთოდი, რომელიც სოციალურ დისტანცირებასაც უწყობს ხელს, ახალგაზრდებს ცხოვრებას უმარტივებს და ქალაქს საცობებისგან ათავისუფლებს“, – თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    სქროლის მიზანია დიდ ქალაქებში ურბანული მობილობის დღევანდელი სირთულეების მოგვარება და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესება.

  • თიბისის სპეციალური შეთავაზება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

    აქ.ახლა, ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, თიბისის მეწარმეებისთვის სპეციალური  შეთავაზება აქვს. ინიციატივა იმ  საწარმოების საქმიანობის გამარტივებას და  ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების მიმართულებით ოპერირებენ.

    პროექტის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ  50.000 ლარიდან – 5.000.0000 ლარამდე კრედიტით და მიიღონ დარიცხული პროცენტის თანადაფინანსება. პროექტში ჩართვისთვის,  რაიმე ტიპის უძრავი ან მოძრავი ქონების უზრუნველყოფის სახით წარდგენა საჭირო არ არის.

    ინიციატივა სახელმწიფო პროექტების –  „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგრო კრედიტის“ და  „საკრედიტო-საგარანტიო სქემა“-ს ფარგლებში ხორციელდება.

    სპეციალური პირობებით სარგებლობა  პროექტის –  „შეღავათიანი აგრო-კრედიტის“ ფარგლებშია შესაძლებელი, სადაც  მეწარმე  48 თვის განმავლობაში,  კრედიტზე დარიცხული პროცენტის 11%-მდე თანადაფინანსებას მიიღებს შემდეგ დარგებში:

    • ხორცის და ხორც-პროდქუტების წარმოება, გადამუშავება და დაკოენსერვირება;
    • თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება;
    • ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოება;
    • რძის გადამუშავება და ყველის წარმოება;
    • მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის) წარმოება;
    • სუნელების წარმოება;
    • მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისთვის;
    • ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება;
    • ჩაის გადამუშავება;
    • ტყავის წარმოება;

    ინდუსტრიული საწარმოების მიმართულებით, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ პირობებით ყველა ის მიმართულება დაფინანსდება, რომელსაც აღნიშნული პროექტი მოიცავს.  მეწარმე ამ შემთხვევაში, კრედიტზე დარიცხულ პროცენტის თანადაფინანსებას 36 თვის განმავლობაში მიიღებს და ის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის + 3%-ს შეადგენს.

    სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, დაინტრესებულმა პირებმა განაცხადი მითითებულ ბმულზე უნდა შეავსონ  –  https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan . პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ვებ-გვერდზე, ასევე   ცხელი ხაზის საშუალებით: (032) 2 27 27 27.

  • თიბისიმ აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან, ექსპორტის პროგრამის ფარგლებში, 30 მილიონი დოლარის ფინანსირების შესაძლებლობა მოიპოვა

    აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA), ექსპორტის საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის ფარგლებში (GSM 102), საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტისთვის 30 მილიონი დოლარის ლიმიტი გამოყო. თიბისი პროგრამის ერთადერთი მონაწილე ბანკია საქართველოდან.

    „არსებულ რეალობაში, რომელიც ბიზნესსექტორისთვის გამოწვევებითაა სავსე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაჭრობის ფინანსირების მიმართულების განვითარება. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან ექსპორტის პროგრამის ფარგლებში მიღებული ვაჭრობის ფინანსირების ლიმიტი, ხელს შეუწყობს ჩვენი კლიენტების იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ და ხელსაყრელ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    ქვეყანაში როგორც სავაჭრო ოპერაციების, ასევე სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია.

    2020 წლის დასაწყისში თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა. ასევე, წელს თიბისიმ ვაჭრობის ფინანსირებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა.

  • თიბისი ტექნოლოგიურ პროექტებზე მომუშავე გუნდს 35 %-ით ზრდის

    თიბისი, როგორც რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია, განაგრძობს ტექნოლოგიური პროდუქტების შეთავაზებას მომხმარებლისთვის და 2020 წელს ამ მიმართულებით 200-მდე თანამშრომელს დაასაქმებს, რაც დაახლოებით 35%-ით გაზრდის ტექნოლოგიურ პოზიციებზე დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობას. ისინი კომპანიაში ისეთ პოზიციებს დაიკავებენ, როგორიცაა iOS და Android დეველოპერი, Back-end და front-ent  დეველოპერი, CJE (customer journey expert) – ციფრული სერვის ექსპერტი, სისტემის ანალიტიკოსი, UX და UI დიზაინერები და სხვა.

     

    გლობალური პანდემიის პერიოდში, თიბისიმ არა მარტო შეინარჩუნა ყველა თანამშრომელი, არამედ გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ახალი პოზიციები დაამატა ტექნოლოგიური მიმართულებით,  პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელება და ჯამში ტექნოლოგიურ გუნდს 200-მდე ახალი პოზიცია დაემატება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისის მიერ არჩეულ სტრატეგიას ტექნოლოგიური პროდუქტების შეთავაზებით გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება.

     

    გარდა ამისა, თიბისი აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიების განათლებით კუთხითაც. თიბისის IT აკადემია დღემდე 63-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა და ყველა მათგანი თიბისიში დასაქმდა. თანამშრომელთა განათლების კუთხით კი, შექმნილია მონაცემთა ანალიზის შემსწავლელი კურსი, რომელიც უკვე გაიარა 2000 – მდე თიბისელმა.

     

    „ჩვენი ამბიციაა, რომ შევქმნათ ტექნოლოგიური ტალანტი, რომელსაც არამხოლოდ თიბისი, არამედ სხვა კომპანიებიც გამოიყენებს, სწორედ ამიტომ ვავითარებთ IT აკადემიას და სხვადასხვა კურსით ვზრდით კვალიფიციურ ახალგაზრდებს. დღეს ტექნოლოგიები ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ ვხედავთ მომავალს და განვითარების უდიდეს პოტენციალს.  მეორე მხრივ, 2019 წელს ეჯაილ ტრანსფორმაციით მიღებულმა გამოცდილებამ იმაშიც შეგვიწყო ხელი, რომ ამ რთულ პერიოდს კარგად გავუმკლავდით და დღეს უკვე სამუშაო ლოკაციის არჩევანის თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს თანამშრომლებს – იმუშაონ, საიდანაც უნდათ,“- ამბობს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი.

     

    ამ შეთავაზებამდე თიბისის თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა და სწორედ ამ პერიოდში მომხმარებლებს არაერთი ტექნოლოგიური სიახლე შესთავაზა.  ახლა უკვე შესაძლებელია მობაილ და ინტერნეტ ბანკის საშუალებით ციფრული ბარათის აღება,  პირადი ნომრით თანხის გადარიცხვა.

     

    კომპანიებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ონლაინ ვაჭრობისთვის განკუთვნილი ვებგვერდები, თიბისის და VISA-ს ერთობლი პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ, დაეწყოთ ელექტრონული კომერცია, ამ შეთავაზებით 450-მდე კომპანიამ ისარგებლა.

     

    გაციფრულების ახალ ტალღაში წლის ბოლომდე კიდევ არაერთი პროდუქტის თუ სერვისის დანერგვა იგეგმება, მათ შორის ერთ-ერთია სრულიად ახალი მობაილბანკი ბიზნესებისა და იურიდიული პირებისთვის.

     

    აქ და ახლა კი, კომპანიში 7000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 29 წელია. თიბისის ახალგაზრდა და ამბიციური გუნდის დამსახურებაა ის საერთაშორისო ექსპანიაც, რაც კომპანიამ განახორციელა – სულ მალე უზბეკეთში ტექნოლოგიურ პრინციპებზე დაფუძნებული, ახალი კონცეფციის ფილიალი გახსნება, ხოლო პირველი ქართული ნეობანკით Space-ით სარგებლობას გერმანიაში შეძლებენ.