Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • ეჯაილ ტრანსფორმაცია – ბიზნესის კეთების ახლებური კულტურა

    ეჯაილ ტრანსფორმაცია – ბიზნესის კეთების ახლებური კულტურა

    საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“, რომელიც თიბისისა და მასტერქარდის ორგანიზებით გუშინ გაიმართა, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით წარმატებით ჩატარდა. თიბისი მიზნად ისახავს ეჯაილ კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში და საერთაშორისო კონფერენციაც ამ მიზანს ემსახურებოდა.

    კონფერენციას მსოფლიოს 16 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ესწრებოდა. მათ შორის, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, უკაინიდან და სხვ.

    კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა პროფესიონალებმა საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთ გამოცდილება და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკა.

    მონაწილეებს შორის იყო ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი ეფი ვან დენ ბორნე, რომელმაც მრავალმხრივი საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა კონფერენციის მონაწილეებს. ამჟამად ის დამოუკიდებელი კონსულტანტის რანგში ეხმარება მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიას ეჯაილ ტრანსფორმაციაში.

    „ეჯაილი მოგზაურობას ჰგავს, რომლის დროსაც სწავლობ, ვითარდები, მიზნებს აღწევ. ესაა გზა კომპანიისთვის, რომ გახდეს უფრო მოქნილი, ჰქონდეს ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი. მსოფლიო იცვლება, ვცხოვრობთ ციფრულ სამყაროში, რაც ზრდის მომხმარებლის მოლოდინებს, მყისიერ მომსახურებას ითხოვს. კომპანიებიც განიცდიან ცვლილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ დააკმაყოფილებენ ახალ საჭიროებებს. ეჯაილით ამის გაკეთება შესაძლებელია, მისი დანერგვა თვითმიზანი არ უნდა იყოს, ეს უბრალოდ ინსტრუმენტია.

    პირადად ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ თიბისიმ ამ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა. გუნდი კარგად მოემზადა, დიდი როლი ჰქონდა პროცესში ლიდერების ჩართულობას, სოლიდური სტარტისთვის სწორედ ეს იყო საჭირო. თიბისი ახლაც ბევრს სწავლობს, ვითარდება და წინ მიდის, რაც გადამწყვეტია.  ის ბაზრის დიდი მოთამაშეა, რომელიც ცდილობს სხვა წევრებსაც გაუზიაროს გამოცდილება,“ – ამბობს ეფი ვან დენ ბორნე.

    როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ გამოწვევებს და აქციოს ისინი შესაძლებლობად და რატომ დგება ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის საჭიროება – ამ თემებზე თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ისაუბრა.

    „თიბისისთვის ცოდნის გაზიარება მისიის – გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება – განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ეჯაილ სტრუქტურაზე ერთი წელია რაც გადავედით, ბევრი რამ დაგვიგროვდა გასაზიარებელი. მთავარია, მიზანზე ორიენტირებულობა, კომპანიას უნდა ჰქონდეს მიზანი და აქედან დაიწყოს ტრანსფორმაცია. ეჯაილი იმდენად ფუნდამენტური ცვლილებაა, რომ რთული იქნება მისი განხორციელება თუ ეს პროცესი ზემოდან ქვემოთ არ დაიწყო, ანუ ვგულისხმობ მენეჯმენტიდან თანამშრომლებამდე. ეს არ არის მხოლოდ სტრუქტურული ცვლილება, არამედ ფილოსოფიური, კულტურული და ქცევითი ცვლილებებიც ახლავს თან.  სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მენეჯმენტის ერთიანობა და მხარდაჭერა და იმის გაცნობიერება, რომ ეს ის გზაა, რომელიც მიზნებამდე მიგვიყვანს. ჩვენ ეჯაილ ტრანსფორმაცის შედეგად გავხდით უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული, გავაბრტყელეთ სტრუქტურული ვერტიკალი, რითაც თავი დავაღწიეთ ზედმეტ ბიუროკრატიას, თანამშრომლებს მივეცით დელეგირება, რამაც მათი ბედნიერება 16 %-ით გაზარდა და გაგვიადვილდა ახალი ტალანტების მოზიდვა, 200-მდე ახალი კადრი მოვიზიდეთ ეჯაილ სტრუქტურებში, რომლებიც ძირითადად ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ,“   – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი გენერალური დირექტორი.

    კონფერენციაზე თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა  ეჯაილ სისტემაში კომუნიკაციის გადამწყვეტ როლზე და კულტურულ ცვლილებებზე ისაუბრა.

    „ეჯაილური მოწყობა დგას კორპორაციულ კულტურაზე, გუნდის კულტურაზე, რომელიც განაპირობებს იმას, თუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან, როგორ ვემსახურებით კომპანიის მთავარ მისიას, რომელიც პასუხობს კითხვას – რატომ ვარსებობთ? ეჯაილურ კულტურაში რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ღირებულებაა – არ უნდა გვეშინოდეს შეცდომების, თუ შეცდომები არ დაუშვი არ იქნება ინოვაცია; ძალიან ბევრჯერ უნდა დასვა კითხვა რატომ, მომხმარებელთან მუდმივი ინტერაქციას პირობებში შეძლებ იპოვნო ინსაიტი ანუ დედააზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს გაიგებ რა ამოცანა უნდა ამოხსნა. ეჯალი არ არის თვითამოცანა, არამედ ეს არის ამოცანის ამოხსნის საშუალება.

    როდესაც კომპანია იზრდება, ემატება დეპარტამენტები და ხალხი, იზრდება ბიუროკრატიაც, ეჯაილი კი ამას ანგრევს. კომპანიის ზომის მიუხედავად უნდა გვინდოდეს, რომ ისევ ის სტარტაპი ვიყოთ,  როგორიც მაგალითად თიბისი იყო 1992 წელს და ჰყავდა 10 კლიენტი.  ამომავალი პრინციპი ეჯაილში არის სიმარტივე, როგორ ვაკეთებთ საქმეს, როგორ ვურთიერთობთ მომხმარებელთან, როგორ ვაგვარებთ პრობლებებს, სწორედ სიმარტივე არის ის, რაც უზრუნველყოფს წარმატებას,“ – ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები კომანიებიდან: Mckinsey, Unicredit,  IT altris,  AgileLAB, Busuu, Siemens, HTS Solutions და სხვა.   გიორგი მამალაძემ,  რომელიც ამჟამად Siemens-ის მთავარი არქიტექტია, მონაწილეებს პირადი გამოცდილება გაუზიარა და თავისი ეჯაილ მოგზაურობის 5 ეტაპი გაიხსენა.

    „ეჯაილი სამუშაოს ეფექტურად უზრუნველყოფის ხელსაწყოა, რომელშიც არ არსებობს მზა რეცეპტები, ახალ სიტუაციაში  წარსული გამოცდილების გამოყენება არ ხდება. ეჯაილი  ევოლუციური მექანიზმია, რომელიც ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში სხვადასხვა გადაწყვეტას გვთავაზობს, მხოლოდ მიდგომა უნდა შევინარჩუნოთ ერთი:  გააკეთე, გაანალიზე და გააუმჯობესე,“ – ამბობს გიორგი მამალაძე.

    კომპანიის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა – „თეგეტა მოტორსის“ დამფუძნებელმა თემურ კოხოძემ  და კომპანია „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად აბულაძემ თავიანთი ბიზნესის განვითარების გზასა და ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს.

     

     

  • “ვენდი” და “პიცა-ჰატი” გაკოტრდა, თუმცა კაფეები ჯერ არ იხურება

    “ვენდი” და “პიცა-ჰატი” გაკოტრდა, თუმცა კაფეები ჯერ არ იხურება

    კომპანიამ “ენ-პი-სი” გაკოტრებაზე განაცხადი ტეხასის სასამართლოში ოთხშაბათს შეიტანა. 1962 წელს დაარსებული კომპანია ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის ოპერატორად ითვლება. “ენ-პი-სი” შეერთებულ შტატებში მართავს 1 200-ზე მეტ “პიცა-ჰატის” და 400-მდე “ვენდის” ობიექტს.

    კომპანიის სრული დასახელებაა NPC International, Inc. მისი გაკოტრება კორონავირუსის პანდემიას და ბიზნესის თვეობით შეჩერებას უკავშირდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ “პიცა-ჰატის” და “ვენდის” კაფეები იხურება. “ენ-პი-სი” არ კარგავს სიტუაციის გამოსწორების იმედს, აცხადებს, რომ მუშაობას კვლავ აგრძელებს და პრობლემების მოგვარებას შეეცდება.

    კომპანიას დღეს $903 მილიონის ოდენობის დავალიანება აქვს. ტეხასის სასამართლოს დოკუმენტებში არსებული გეგმის მიხედვით, “ენ-პი-სი” ვალების ნაწილს ქსელის მფლობელობაში მყოფი კაფეების გაყიდვით გაისტუმრებს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ირაკლი კვირიკაძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე – აქ.ახლა – ქართული კინოს ახალი თაობა

    ირაკლი კვირიკაძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე – აქ.ახლა – ქართული კინოს ახალი თაობა

    თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

    2 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს  ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ირაკლი კვირიკაძის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი – ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

    სესიის – „აქ.ახლა –  ქართული კინოს ახალი თაობა“ ფარგლებში, ირაკლი კვირიკაძე ისაუბრებს პროფესიულ გამოცდილებაზე – თუ რა თვისებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა მსახიობს, რომელსაც ჰოლივუდში წარმატების მიღწევა სურს; როგორ შეიცვალა მსოფლიო კინობიზნესის მოთხოვნები დროსთან ერთად და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მსოფლიო კინოინდუსტრიაში მუშაობა.

  • ლაგოდეხში, თიბისის მხარდაჭერით, თხილის  საწარმო – „აგრითრეიდი“ გაიხსნა

    ლაგოდეხში, თიბისის მხარდაჭერით, თხილის საწარმო – „აგრითრეიდი“ გაიხსნა

    თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში, თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო – შპს „აგრითრეიდი“ გაიხსნა.

    პროექტი თიბისისა და USAID-ის თანადაფინანსებით განხორციელდა და ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს.

    შპს „აგრითრეიდი“ თვეში 1000 ტონა გაუტეხავ თხილს გადაამუშავებს, რომელიც ექსპორტზე – ძირითადად ჩინეთში, ისრაელსა და მექსიკაში რეალიზდება. საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს.

    შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.

    თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული  და ამ სფეროს დაფინანსების მიმართულებით ის ლიდერი ბანკია.

  • თიბისის აპლიკაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

    თიბისის აპლიკაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

    თიბისის აპლიკაციების კონკურსის 3 გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია. ჟიურის გადაწყვეტილებით, 11 ფინალისტს  შორის საუკეთესოდ შემდეგი გუნდები დასახელდნენ:

    • I ადგილი – Inventors – მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილისთვის  საჭირო ნაწილების მოძიებას, მისი მდგომარეობის განსაზღვრას, რელევანტურ ფასს, გარანტიას, ნაწილის მიწოდებას და ელექტრონულ ტრანზაქციას;
    • II  ადგილი –  Payze – ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმაა;
    • III ადგილი – Typline – რიგის მართვის ქლაუდ სისტემაა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა რიგში ადგილი ონლაინ დაჯავშნოს. მომხმარებელი მობილური აპლიკაციით ნახულობს თუ რამდენი ადამიანია რიგში, იკავებს ადგილს და მიდის მაშინ, როცა მისი მომსახურების დრო მოვა.

    ჟიურის წევრებმა საუკეთესო გუნდები შემდეგი კრიტერიუმებით გამოავლინეს: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია და  ბიზნესმოდელი.  გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ და ის აპლიკაციების სრულყოფას და პროტოტიპების დასრულებას მოხმარდება. I ადგილი –

    30 000 ლარი, II და III ადგილი – 15 000 ლარი.

     

    აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ გუნდმა ორი წლის წინ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება.

    პროექტი სამ ეტაპად მიმდინარეობდა და მის ფარგლებში, მონაწილეებს ისეთი პროექტები უნდა წარედგინათ, რომლებიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებასა და პროცესების ავტომატიზირებას შეუწყობს ხელს.

    თიბისის აპლიკაციების კონკურსის მხარდამჭრები არიან –  FMO და GITA.

  • თიბისი ფეი 1 ლარიან საკომისიო გადასახადს აუქმებს

    თიბისი ფეი 1 ლარიან საკომისიო გადასახადს აუქმებს

     აქ.ახლა, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისი ფეი სწრაფი გადახდის აპარატებიდან თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე (ფიზიკური პირები) თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს სრულად აუქმებს. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო.

    სიახლე თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ თიბისის სწრაფი გადახდის ტერმინალებს შეეხება. ამ დრომდე, მომხმარებელს 1 ლარიანი საკომისიო გადასახადი ფილიალის გარეთ განთავსებული აპარატებით სარგებლობის დროს, თიბისის ანგარიშზე თანხის შეტანისას ერიცხებოდა.

    „თიბისი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენი სტრატეგიაა ისეთი ციფრული სერვისები და პროდუქტები შევქმნათ, რომლებიც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას გაუმარტივებს და დაუზოგავს  დროს. არსებული გამოწვევის ფონზე, თიბისი მაქსიმალურად ცდილობს კიდევ უფრო წაახალისოს მომხმარებლები, ისარგებლონ ციფრული პროდუქტებით/სერვისებით და დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე  განახორციელონ სასურველი საბანკო ოპერაცია. საკომისიო გადასახადის გაუქმებაც ამ სტრატეგიის ნაწილია“, – ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    თიბისის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებზე ახალი პირობებით სარგებლობას მომხმარებლები უკვე დღეიდან  შეძლებენ.

  • 2 ივლისს საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ ჩატარდება

    თიბისის და მასტერქარდის ორგანიზებით საქართველოში პირველად ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

    კონფერენციაში „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“  მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი პროფესიონალები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს.

    კონფერენციის მონაწილეებს შორის არის ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი ეფი ვან დენ ბორნე, რომელიც საერთაშორისო ჰოლანდიური ბანკის ING – ის ეჯაილ ტრანსფორმაციაზე ისაუბრებს.

    თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის გზაზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი ისაუბრებენ. ისინი შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა, როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ გამოწვევებს და აქციოს ისინი შესაძლებლობად და რატომ დგება ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის საჭიროება.

    „ეჯაილი მუშაობის განსაკუთრებულად ეფექტური სისტემაა. ახალი სტრუქტურა საშუალებას იძლევა პროცესები უფრო სწრაფად და მოქნილად ვმართოთ. ამ პრინციპით მუშაობა თანამშრომლებს მეტ თავისუფლებას აძლევს და ასე უფრო წარმატებული პროდუქტი და მომსახურება იქმნება. დელეგირებული ბიზნესპროცესების და ავტონომიის საშუალებით ჩვენმა ეჯაილ გუნდებმა ბოლო თვეებში არაერთი წარმატებული პროდუქტი შესთავაზეს მომხმარებელს. ვფიქრობთ, რომ ორგანიზაციული ტრანსფორმაციის კუთხით ძალიან ბევრი დაგვიგროვდა, რის გაზიარებასაც ვაპირებთ ამ კონფერენციაზე,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

    კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები კომანიებიდან: Mckinsey, Unicredit,  IT altris,  AgileLAB, Busuu, Siemens, HTS Solutions და სხვა.

     

    კონფერენცია მიეძღვნება შემდეგ თემებს:

    • რა არის ეჯაილი და როგორ მუშაობს ის სინამდილეში;
    • კომუნიკაცია და კულტურული ცვლილებები ეჯაილის დროს;
    • რატომ ირჩევენ ორგანიზაციები ტრანსფორმაციისთვის ეჯაილს;
    • რაში ეხმარება ეჯაილი  ორგანიზაციებს;
    • ეჯაილ ფრეიმვორკების სპეციფიკა;
    • რა არის ბიზნეს ეჯაილი;
    • ექსპერიმენტული კულტურა;
    • დევოპსი და ეჯაილი;
    • ორგანიზაციული ტრანსფორმაციის წარმატებული ქეისები.

     

    ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „თეგეტა მოტორსის“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე  და კომპანია „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად აბულაძე.

     

    კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აინტერესებს ეჯაილი და ცვლილებები ორგანიზაციაში – სტუდენტები, ტექნოლოგიური კომპანიები, დიდი და პატარა ბიზნესების წარმომადგენლები.

     

    დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია tkt.ge-ზე. დასწრება თავისუფალია.

     

  • მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა

    მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა

    საქსტატის ინფორმაციით, მაისში მშპ 13.5%-ით შემცირდა, წლის პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელი –5.4%-ია.

    “2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში,”- წერია საქსტატის ანგარიშში.

    საქართველოს მთავრობა 2020 წელს 4%-იან ეკონომიკურ ვარდნას ელოდება.

  • გლობალური ბოიკოტი “ფეისბუქის” წინააღმდეგ: მსხვილი კომპანიები ქსელში რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ

    “ფეისბუქის” წინააღმდეგ დაწყებული სარეკლამო ბოიკოტი, რომელსაც უმსხვილესი კომპანიები უერთდებიან, გლობალურ ხასიათს მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ კამპანიიის ორგნიზატორებმა განუცხადეს.

    “ფეისბუქის” წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის გამოცხადებით, კამპანიის მონაწილეები, სოციალურ მედიაზე ზეწოლის გაზრდას ცდილობენ, რათა პლატფორმამ სიძულვილის ენის წინააღმდეგ რეალური ზომები მიიღოს.

    კამპანია „Stop Hate for Profit”, მსხვილ ევრიოპულ კომპანიებს მოუწოდებს, “ფეისბუქის” წინააღმდეგ წამოწყებულ ბოიკოტს შეუერთდნენ. უმსხვილეს სოციალური მედიის პლატფორმას ბოიკოტს, მიმდინარე თვის დასაწყისის მონაცემებით, უკვე 160-ზე მეტი კომპანია უცახდებს.

    აშშ-ში, რამდენიმე ორგანიზაციამ და მათთან ერთად უფლებადამველმა ჯგუფებმა, ორგანიზაციის წინააღმდეგ კამპანია, სამართალდამცავების მიერ დაკავების დროს, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეთან დაკავშირებული პროცესების შემდეგ დაიწყო. კამპანიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ “ფეისბუქი” სოციალურ ქსელში გავრცელებული სიძულვილის ენის წინააღმდეგ უუნარო აღმოჩნდა.

    დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია ევროპული უწყებებიც. ივნისში, ევროკომისიამ ტექნიოლოგიური კომპანიებისთვის, მათ შორის, “ფეისბუქისთვის”, ახალი მითითებები გამოსცა. სახელმძღვანელო ნორმები, გულისხმობს ყოველთვიურ ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება კონკრეტული კომპანია, კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებს.

    კამპანიის საპასუხოდ, “ფეისბუქი” აცხადებს, რომ სიძულვილის ენასთან საბრძოლველად მეტი მუშაობა სჭირდება, მათ შორის, უფლებადამცველებთან და ექსპერტებთან. ამასთან, კომპანიის თქმით, ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული ინვესტიცია, მას საშუალებას აძლევს, სიძულვილის შემცველი კონტენტის 90% იქამდე ამოიცნოს, ვიდრე მას მომხმარებლები „დაარეპორტებენ“.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • თიბისიმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება დაიწყო

    თიბისის პირველი მომხმარებელი უკვე უზბეკეთშიც ჰყავს. ბანკმა საბანკო ოპერაციების განხორციელება  დღეიდან დაიწყო.  ამ ეტაპზე თიბისი უზბეკეთში ე.წ. ‘’Friends and Family” რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც საბანკო ოპერაციების  მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობისთვის შესრულებას გულისხმობს. ბანკი მიმდინარე წლის აგვისტოდან უკვე ყველა მსურველს მოემსახურება.

    თიბისის პირველი ფილიალი უზბეკეთში უკვე გაიხსნა. ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული სტრატეგიით, ბანკი მომხმარებელს ძირითადად ონლაინ პლატფორმის, SPACE-ის საშუალებით მოემსახურება. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ფილიალები კი მომხმარებლებთან ურთიერთობის და მათი საჭიროებების გადაწყვეტისთვის იქნება გამოყენებული.

    “უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელების დაწყება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, როგორც თიბისის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის,  ისე ბანკის ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტრატეგიის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა გვეძლევა,  წვლილი შევიტანოთ უზბეკეთში საბანკო სექტორის განვითარებაში და უზბეკეთის მოსახლეობას მაღალი დონის თანამედროვე საბანკო სერვისები შევთავაზოთ,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

    “ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა პროექტის წარმატებით განხორციელება. 2020 წლის აპრილიდან საბანკო ლიცენზიის მიღების შემდეგ, დავაკმაყოფილეთ ყველა საოპერაციო და მარეგულირებელი მოთხოვნა და მზად ვართ, გადავიდეთ დახურული ბეტა ტესტირების ეტაპზე,  ფართო საზოგადოებისთვის მომსახურების შეთავაზებას კი აგვისტოში ვგეგმავთ“, – სანდრო რთველაძე, უზბეკეთში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი:  

    წელს თიბისი უზბეკეთში მომხმარებლებს (ფიზიკურ პირებს) შემდეგ სერვისებს და პროდუქტებს შესთავაზებს:

    • მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები;
    • ნაღდი ფულით და ხელფასით უზრუნველყოფილი სესხები;
    • ბარათები, მობაილ ბანკინგი, ფულადი გადარიცხვები და ტრანზაქციები (მაგ., P2P ტრანზაქციები, კომუნალური გადახდები);
    • სავაჭრო ობიექტებზე POS ტერმინალით მომსახურება.