Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • თიბისი  ღვინის საწარმოებს  პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში  გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს

    თიბისი ღვინის საწარმოებს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს

    აქ.ახლა, აგრობიზნესის მხარდასაჭერად, თიბისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ღვინის წარმოებაში ჩართულ პირებს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ინიციატივის მიზანი მეღვინეების  საქმიანობის გამარტივება და მათთვის შესაძლებლობის მიცემაა, მომზადებულები შეხვდნენ 2020 წლის რთველს.

    კერძოდ, პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“  გაუმჯობესებული პირობებით, ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ, საწარმოს გადაიარაღებისთვის, ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე, საბრუნავი საშუალებებისთვის ყურძნის შესაძენად ისარგებლონ 20 000 ლარიდან – 15 000 000 ლარამდე სესხით. პროექტის  განახლებული პირობები ითვალისწინებს აღნიშნული სექტორის 48 თვემდე ვადით, სესხზე დარიცხული წლიური პროცენტის 11% -მდე თანადაფინანსებას და მას  ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო უზრუნველყოფს.

    სიახლეა ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების მიმართულებითაც. აღნიშნულ სფეროში ჩართულ საწარმოებს  წელს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით ჩაის ნედლეულის შესაძენად. პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთწლიანი კულტურების, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, მრავალწლოვანი ბაღების დაფინანსებას.

     

    პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ასევე, გაუმჯობესებული პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/agro-credit-better-conditions

     

    „შეღავათიანი აგროკრედიტი“  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანი ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფაა,  რაც სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

    თიბისი უკვე 7 წელია პროექტის პარტნიორია და  მის ფარგლებში 11 000-ზე მეტი ფერმერი და გადამამუშავებელი საწარმო დააფინანსა.

  • ლარი დოლართან გამყარდა

    ლარი დოლართან გამყარდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0614 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0614 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0624 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4673 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4593 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0080 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ნანა ექვთიმიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე  – გრძელი ნათელი დღეები  აქ.ახლა

    ნანა ექვთიმიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე – გრძელი ნათელი დღეები აქ.ახლა

    თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

    9 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს  ვირტუალურად დაესწროს რეჟისორის და მწერლის – ნანა ექვთიმიშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

    ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

    სესიის – „გრძელი ნათელი დღეები – აქ.ახლა“ ფარგლებში, ნანა ექვთიმიშვილი ისაუბრებს შემოქმედებით პროცესზე, რომელსაც ის იდეის დაბადებიდან ფილმის გადაღებამდე გადის; რა ადგილი აქვს ქართულ კინოს მსოფლიო რუკაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებასთან წვდომა. ასევე გიამბობთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ახალ  წიგნსა და ფილმს უკავშირდება.

  • თიბისი FTSE4Good ინდექსში გაწევრიანდა

    თიბისი ბანკის ჯგუფი (PLC) FTSE4Good ინდექსის სერიებში გაწევრიანდა.  FTSE4Good-ი მდგრადი ინვესტირების გლობალური ინდექსია, რომელიც იმ კომპანიების ინდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით ძლიერ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პრაქტიკას ავლენენ.

     

    „მოხარული ვარ, რომ თიბისი FTSE4Good ინდექსში მოხვდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს  უსვამს ჩვენს დამოკიდებულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისადმი. თიბისი საქართველოში უდიდესი ფინანსური ინსტიტუტია, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაგალითი მივცეთ სხვა კომპანიებსაც. სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს პასუხისმგებლობას საზოგადოების და გარემოს წინაშე, რათა ყველა ჩართულ მხარესთან პირნათელი და ანგარიშვალდებული ვიყოთ,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

    FTSE4Good ინდექსის სერიები საერთაშორისო სარეიტინგო ინდექსია, რომელიც თანამედროვე კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი როლს ასრულებს. იგი ორგანიზაციებს თავიანთი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობით პრაქტიკების მიხედვით ზომავს და ინდექსს ანიჭებს. გამჭირვალე მენეჯმენტი და მკაფიოდ განსაზღვრული გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა ის კრიტერიუმებია, რომელიც კომპანიების საინვეტიციო პოტენციალს განსაზღვრავს.

    კომპანიები FTSE4Good ინდექსს ძირითადად შემდეგი მიმართულებით იყენებენ: ისეთი ფინანსური პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც ფოკუსირებულია მდგრად ინვეტიციებზე, სხვა გარემოსდაცვითი და სოციალურად მდგრადი კომპანიების აღმოსაჩენად და მდგრადი ინვესტიის პორტფელების შესადარებლად.

  • სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის დეველოპერული კომპანიისგან – „რედკო“

    სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის დეველოპერული კომპანიისგან – „რედკო“

    თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია – „რედკო“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. სტატუსის მომხმარებლებისათვის, „რედკოს“ პროექტში – „ახალი გუდაური“, მინიმუმ 33 კვ.მ ბინის შეძენის შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ღირებულება 2886 ლარია.

    კომპანია „რედკოს“ პროექტი – „ახალი გუდაური“ გუდაურში, საბაგირო გონდოლადან 100 მეტრის დაშორებით, 50 ჰექტარზე გაშენებული საცხოვრებელ-დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც 16 აპარტ-ოტელს, ჯამში 2300-მდე აპარტამენტს და სასტუმრო “Radisson Blu”-ს აერთიანებს. კომლექსის დამსვენებლები სარგებლობენ კონსიერჟის მომსახურებითა და სადღეღამისო დაცვის სერვისით,  სპა ცენტრებითა და საუნით, სავარჯიშო დარბაზით, ღია და დახურული საცურაო აუზებით, ლაუნჯით, მიწისქვეშა პარკინგით, რესტორნებით, სათხილამურო ინვენტარის მაღაზიითა და ბავშვთა გასართობი სივრცეებით.

    აღნიშნულ შეთავაზებასთან ერთად, თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შეუძლიათ იპოთეკური სესხების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იპოთეკურ სესხზე 5 წლის განმვალობაში 4%-იანი სუბსიდირებით ისარგებლონ. დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად ინიცირებული პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდა.

    პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა – 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი – 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით  შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად.  პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.

    პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.

    კომპანია „რედკოს“ შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ პირად ბანკირს ან სტატუს ცენტრს. იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ კი დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  თიბისის ვებ-გვერდზე – Tbcbank.ge, ცხელ ხაზზე – (032) 2 27 27 27  და ასევე,  ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

  • ევროკავშირი პროგნოზებს ცვლის:ეკონომიკური რეცესია იმაზე ღრმა იქნება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ

    ევროკავშირი პროგნოზებს ცვლის:ეკონომიკური რეცესია იმაზე ღრმა იქნება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ

    ევროკავშირი აცხადებს, რომ ევროპაში ეკონომიკური რეცესია იმაზე ღრმა იქნება, ვიდრე გაზაფხულზე ვარაუდობდნენ. ევროკომისიამ 2020წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. წინა გათვლები არ ითვალისწინებდა იმას, რომ საკარანტინო ზომები ასე ნელა და თანდათანობით მოიხსნებოდა.

    ევროკომისიის ზაფხულის პროგნოზში ნათქვამია, რომ ევროზნის მშპ 2020 წელს 8.7 %–ით შემცირდება და 2021 წელს 6.1%–ით გაიზრდება. ევროკავშირის ეკონომიკა 2020 წელს 8.3%–ით შემცირდება, 2021 წელს კი 5.8%–ით გაიზრდება.

    ამგვარად, ვარდნა მოსალოდნელზე ბევრად ძლიერი იქნება – 7.7% ევროზონისთვის და 7.4% მთლიანად ევროკავშირისთვის. 2020 წელს ზრდა ასევე ნაკლებად მდგრადი იქნება, ვიდრე გაზაფხულზე პროგნოზირებდნენ.

    ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში განაცხადა, რომ ყველაზე მეტად მისი სამშობლო, იტალია, ასევე ესპანეთი და საფრანგეთი დაზარალდებიან.

    “ყოველ ევროპულ ქვეყანაში წელს უარყოფითი ზრდის მაჩვენებელი იქნება, მომავალ წელს კი ეკონომიკურ ზრდისკენ წავალთ“– აცხადებს პაოლო ჯენტილონი.

    ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული აღდგენის გეგმა ყველა ქვეყნისთვის დახმარებას ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, როგორ დაზარალდნენ ისინი პანდემიისგან. თუმცა ბრიუსელი ცდილობს ჩამორჩენილებს უფრო დაეხმაროს, ვიდრე მდიდრებს და ევროკავშირის კეთილდღეობის მაჩვენებელი გაათანაბროს.

    ამიტომაც ევროკომისარს აშფოთებს ის, რომ ზოგიერთი ქვეყანა კრიზისს თავს სხვებზე ცუდად ართმევს.

    “ევროპულ ქვეყნებში დაუშვებელია იდეა იმის შესახებ, რომ ეს განსხვავებებიმომავალში კონსოლიდირდება და შენარჩუნდება, იმიტომ რომ ეს პრობლემებს შექმნის ჩვენი ერთიანი ბაზრისა და ევროზონის სიმყარისთვის.“

    ბრიუსელისთვის მთავარ პრობლემად გაურკვევლობა რჩება. პროგნოზები არ ითვალისწინებს კორონავირუსის მეორე ტალღის შესაძლებლობას. თუმცა, ჯენტილიონი მის წინააღმდეგ მთავარ იარაღად ევროპულ თანამშრომლობას თვლის. ევროკომისარი ამბობს, რომ ოპტიმისტია და დარწმუნებულია, რომ ყველა სახელმწიფოს მეთაური საერთო ევროპული რეაქციის აუცილებლობას აცნობიერებს. ამიტომაც აღდგენის გეგმის შემუშავება რთული იქნება, თუმცა შეთანხმება შესაძლებელია.

  • თიბისის დისტანციურ და ფიზიკურ არხებში სამომხმარებლო სესხის აღება კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის დისტანციურ და ფიზიკურ არხებში სამომხმარებლო სესხის აღება კიდევ უფრო გამარტივდა

    აქ, ახლა თიბისის სამომხმარებლო სესხის აღება კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს საშუალება აქვს არჩევანი თავად გააკეთოს და სესხი თიბისის შემდეგი არხების დახმარებით  აიღოს.

    დისტანციური არხები:

    • Tbccredit.ge
    • 24 საათიანი სატელეფონო ქოლ ცენტრი: 032 2 27 27 27
    • ინტერნეტ და მობაილბანკი – მათ, ვისაც სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და დამატებითი თანხის მიღება სურთ, მოთხოვნას მარტივი განაცხადის შევსებით დააფიქსირებენ.

    ასევე, სესხის აღება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილიალში.

    სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება აქვს  6 თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლოსაღნიშნული პირობა არ ვრცელდება მხოლოდ Tbccredit.ge-დან აღებული სესხის შემთხვევაში.

    სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ლიმიტი 60 000 ლარია; Tbcrcedt.ge-ზე მინიმალური თანხა –  100, სხვა არხებში კი – 500 ლარია.

    სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 48 თვეა, თუმცა მისი დაფარვა, მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, აღნიშნული პერიოდის გასვლამდე ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

    სამომხმარებლო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია აქ: https://bit.ly/38yz3w4

  • შესაძლოა, საზღვრის გახსნის შემთხვევაში, შემოსავალი არ გაგეზარდოთ და შეგიმცირდეთ – მაჭავარიანი მეწარმეებს

    შესაძლოა, საზღვრის გახსნის შემთხვევაში, შემოსავალი არ გაგეზარდოთ და შეგიმცირდეთ – მაჭავარიანი მეწარმეებს

    “შესაძლოა, საზღვრის გახსნის შემთხვევაში, შემოსავალი არ გაგეზარდოთ და შეგიმცირდეთ”- ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში გააკეთა და მეწარმეები ეკონომიკის მოსალოდნელ კლებაზე გააფრთხილა.

    “მინდა ყველა ქართველ მეწარმეს ვუთხრა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გახსნის შემთხვევაში მას მოემატება შემოსავლები, ცდებიან იმიტომ, რომ გახსნის შემთხვევაში, იქნება ძალიან მცირედი ნაკადი ტურისტების. ეს საკმარისი იქნება კოვიდის გასავრცელებლად, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის, რამე მატერიალური სიკეთე რომ მოიტანოს.  ჩვენ დღეს გვაქვს სერიოზული პრობლემა ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკა მინუსდება, როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, -6%-ზე ავა, მაგრამ უკონტროლო გახსნის შემთხვევაში -7%, -8% იქნება, ჩვენ დათვლილი გვაქვს.

    შეიძლება ეს არ იყოს დიდი გავრცელება და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფა, შეიძლება ჩვენმა ჯანდაცვამაც გაუძლოს და სიკვდილიანობაც დაბალი იყოს, მაგრამ ის, რომ თითო-ოროლა შემთხვევა იქნება აჭარაში, კახეთში ან სხვაგან, ქართული შიდა ტურიზმის სენტიმენტებსაც ისე დააქვეითებს, როგორც ეს არის მსოფლიოში დაქვეითებული.

    ეს ნიშნავს სინამდვილეში რას შიდა მეწარმისთვის, ვისაც აქვს რესტორანი, კაფე, პატარა საასტუმრო რეგიონში და ა.შ.? ეს ნიშნავს იმას, დღეს რა შემოსავალიც აქვთ, რამდენი კლიენტიც და სტუმარიც შედის, შეიძლება, იმაზედ ნაკლები მიიღონ. უყურეთ რა პარადოქსია. შეიძლება ვინმე შეგვედავოს, რომ კონტრინტუიტიურია ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ასეა.”- განაცხადა მაჭავარიანმა.

  • თიბისის მობაილბანკით სარგებლობა უკვე ინტერნეტის გახარჯვის გარეშეა შესაძლებელი

    თიბისის მობაილბანკით სარგებლობა უკვე ინტერნეტის გახარჯვის გარეშეა შესაძლებელი

    აქ.ახლა, თიბისის მობაილბანკით სარგებლობა კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან,  მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობაილბანკში სასურველი საბანკო ოპერაცია შეასრულონ მაშინაც კი,  როცა მობილურ ტელეფონში ინტერნეტპაკეტი ან მეგაბაიტები ამოწურული აქვთ. ისინი ისარგებლებენ მობაილბანკის უფასო ინტერნეტით და არ დაეხარჯებათ საკუთარი თანხა ან ინტერნეტპაკეტი.

    სიახლე თიბისიმ მომხმარებლის ცხოვრების გასამრტივებლად შეიმუშავა. უინტერნეტო მობაილბანკით სარგებლობისთვის, მომხმარებელს მობილურ ტელეფონში  ინტერნეტი  –  ე.წ. Cellular data უნდა ჰქონდეს  ჩართული. აპლიკაციის გამოყენებას კი ის ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებს.

    „მობაილბანკის გუნდი მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებს ისეთი სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ, რაც მათ ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

    აღნიშნული ცვლილებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თითოეული ჩვენგანი ალბათ, ხშირად ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როცა  მობილურის ბალანსი გვეწურება, არ გვაქვს  ინტერნეტპაკეტი გააქტიურებული და ბალანსის შესავსებად მობაილბანკში შესვლა გვჭირდება. დარწმუნებული ვართ, სიახლე მომხმარებელს ამ პრობლემებს გადაუჭრის და კიდევ უფრო გაუმარტივებს სასურველი საბანკო ოპერაციის შესრულებას“,  – თეა კობახიძე, თიბისის მობაილბანკის გუნდის წევრი.

    სიახლით სარგელობას თიბისის მობაილბანკის  მომხმარებლები უკვე დღეიდან შეძლებენ.

  • თიბისი  იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

    თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

    2020 წლის 1 ივლისიდან, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად წამოიწყო, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს, ხუთი  წლის განმავლობაში.

    პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა – 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი- 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით  შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად.  პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.

    პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.

    „თიბისისთვის სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორებში მხოლოდ 2019 წლის ივლისიდან  2020 წლის ივნისამდე პერიოდში 721 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ სექტორის განვითარებას წაახალისებს. იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ერთი მხრივ,  დაეხმარება მომხმარებლებს, შეიძინონ სასურველი ბინა, მეორე მხრივ კი, დეველოპერული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორს ბევრ სხვა ინდუსტრიასთან აქვს გადაკვეთა. ამიტომ, ვფიქრობ, ინიციატივა მნიშვნელოვნად წაახალისებს, როგორც დეველოპერული, ისე სხვა სექტორების წარმატებულ საქმიანობას და  დასაქმებას“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

    იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  თიბისის ვებ-გვერდზე –https://www.tbcbank.ge/web/ka/tbc-joins-subsidization-program ; ცხელ ხაზზე – (032) 2 27 27 27  ასევე,  ბანკის ნებისმიერ ფილიალში