Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • აქ.ახლა – მარიო ვარგას ლიოსა

    აქ.ახლა – მარიო ვარგას ლიოსა

    თიბისის  საზაფხულო Live-სესიები – აქ.ახლა  სრულდება.

    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს  ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას სესიას თიბისის და საბას Facebook გვერდების დახმარებით. სესია ასევე ხელმისაწვდომი იქნება გამომცემლობა ინტელექტის და მწერალთა სახლის  Facebook გვერდებზე.

    სესია დიალოგის რეჟიმში ჩატარდება და მისი მოდერატორი მთარგმნელი – ლანა კალანდია იქნება.

    ინტერვიუ თიბისის ორგანიზებით, გამომცემლობა „ინტელექტთან“ და მწერალთა სახლთან პარტნიორობით დაიგეგმა. სესიის ფარგლებში მწერალი საკუთარი ბიოგრაფიისა და შემოქმედების საინტერესო დეტალებზე ისაუბრებს.

    მარიო ვარგას ლიოსა სამხრეთ ამერიკელი მწერალი, ესეისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტია. 2010 წელს ნობელის პრემია „ძალაუფლების სტრუქტურის დეტალური აღწერისა და ამბოხებული, მებრძოლი და დამარცხებული ადამიანის ხატოვანი ასახვისათვის” მიიღო.

    საყოველთაოდ აღიარებული და მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც, ნათარგმნია მისი რომანები: „ქალაქი და ძაღლები“ (1966), „საუბარი კათედრალში“ (1975), „დეიდა ხულია და სცენარისტი“ (1982), „ბოლო ჟამის ომი“ (1984), „ცუდი გოგოს ოინები“ (2007).

    მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა ძალაუფლება და სისტემის წინააღმდეგ აჯანყებული ადამიანია. სწორედ ამას ეძღვნება როგორც მისი ადრეული რომანები, ასევე ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი „ვაცის ნადიმი“ (2001) და „ხუთი კუთხე“ (2018). გარდა ლიტერატურისა, ლიოსა პოლიტიკოსის რანგშიც დაუპირისპირდა დიქტატურას, თუმცა პერუს მაშინდელ დიქტატორთან – ფუხიმორისთან 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.

    საქართველოში მისი რომანები „ინტელექტსა“ და „სულაკაურის გამომცემლობას“ აქვთ გამოცემული, მთარგმნელები კი ლანა კალანდია, მაკა გოგოლაშვილი, ელისაბედ ყვავილაშვილი და ამირან გაბესკირია არიან.

    მარიო ვარგას ლიოსა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორი და ინტელექტუალია, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მუდმივად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

  • აქ.ახლა, ბიზნესების მხარდასაჭერად, “საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა. ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „გეფერინმა“ ისარგებლა.     „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ თიბისი ბანკისა და „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება და ის ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს.     პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია,  მაქსიმალურ – 5,000,000 ლარი. პროგრამა  განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება  –  12 მლნ ლარს.     „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“  ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნა.  ასეთ ბიზნესებს შესაძლებობა აქვთ,  რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურით ისარგებლონ.     პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე –  https://www.tbcbank.ge/web/ka/businessloan, ასევე თიბისის ცხელი ხაზის (032) 2 27 27 27 საშუალებით და ფილიალში სტუმრობით.

    აქ.ახლა, ბიზნესების მხარდასაჭერად, “საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა. ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „გეფერინმა“ ისარგებლა. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ თიბისი ბანკისა და „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება და ის ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს. პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია, მაქსიმალურ – 5,000,000 ლარი. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება – 12 მლნ ლარს. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნა. ასეთ ბიზნესებს შესაძლებობა აქვთ, რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურით ისარგებლონ. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე – https://www.tbcbank.ge/web/ka/businessloan, ასევე თიბისის ცხელი ხაზის (032) 2 27 27 27 საშუალებით და ფილიალში სტუმრობით.

    აქ.ახლა, ბიზნესების მხარდასაჭერად, “საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა. ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „გეფერინმა“ ისარგებლა.

    „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ თიბისი ბანკისა და „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება და ის ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს.

    პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია,  მაქსიმალურ – 5,000,000 ლარი. პროგრამა  განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება  –  12 მლნ ლარს.

    „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“  ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნა.  ასეთ ბიზნესებს შესაძლებობა აქვთ,  რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურით ისარგებლონ.

    პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე –  https://www.tbcbank.ge/web/ka/businessloan, ასევე თიბისის ცხელი ხაზის (032) 2 27 27 27 საშუალებით და ფილიალში სტუმრობით.

  • თიბისიმ და McKinsey & Company-მ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლეს – “ტურიზმი – გზა სექტორის აღდგენისკენ”

    თიბისიმ და McKinsey & Company-მ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლეს – “ტურიზმი – გზა სექტორის აღდგენისკენ”

    თიბისიმ და წამყვანმა გლობალურმა საკონსულტაციო კომპანიამ – McKinsey & Company ერთობლივ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლეს – “ტურიზმი – გზა სექტორის აღდგენისკენ”.

    შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა – ლევან შავკაციშვილმა, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა – მერი ჩაჩანიძემ და McKinsey & Company-ის პარტნიორმა – ნათან საიცმანმა ისაუბრეს.

    გამომსვლელებმა განიხილეს ტურიზმის მიმართულებით როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტენდენციები – როგორ იცვლება ინდუსტრია და როგორ შეიძლება აღდგეს სექტორი.

    კონფერენციაზე წარმოდგენილი ადგილობრივი ტენდენციების თანახმად, წინა თვეებთან შედარებით ივლისში შიდა ტურიზმი გაიზარდა. შემცირებული ფასების პირობებში, უკანასკნელ პერიოდში რეგიონალურ სასტუმროებში დატვირთულობა გაზრდილია, თუმცა, ჩაკეტილი საზღვრების გამო, 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების უნაღდო ჯამური ხარჯვა 82%-ითაა შემცირებული.

    არსებული ჯავშნებით, ივლისში სასტუმროების დატვირთულობა თბილისში – 4%, ბათუმში – 13%, კახეთში კი 28%-ია. ვიზიტორების მოსაზიდად მომხმარებლებს რეგიონების დიდ სასტუმროებში საშუალოდ 30-45%-მდე ფასდაკლებებით შეუძლიათ სარგებლობა.

    ივნისი-ივლისში ქართველი ტურსიტები ძირითადად არჩევანს თბილისთან ახლოს დასვენებაზე აკეთებენ, განსაკუთრებით უქმეებზე. შესაბამისად, წლიური შემცირება უნაღდო ანგარიშსწორებაში კახეთში – 45%, მცხეთა-მთიანეთში კი 54% იყო, მაშინ როდესაც აჭარაში უნაღდო ანგარიშსწორება 75%%-ით არის შემცირებული, თბილისში ოთახების განთავსებიდან მიღებული ბრუნვა კი თითქმის განულებულია.

    McKinsey & Company-ს მონაცემების თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობის ძირითადი მოთხოვნებია ოთახის საფუძვლიანი დალაგება, 72 საათიანი შუალედი ოთახის ჯავშნებს შორის და ოთახის მომსახურების გაუქმება. ასევე, მათი დაკვირვებით წინასწარი ჯავშნების ხანგრძლივობა საგრძნობლად დამოკლებულია და მომხმარებელი დაჯავშნისას უპირატესობას მოქნილობას ანიჭებს (ჯავშნის გაუქმება ჯარიმის გარეშე).

    კონფერენციაზე საკონსულტაციო კომპანიამ ტურზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციებიც გააჟღერა, მათ შორის სასტუმროს სივრცეებისთვის ახალი ფუნქციების მინიჭება, სასტუმროში მოკლევადიანი დარჩენის შეთავაზებები და აქციები, ასევე მეტი უსაფრთხოებისთვის მასპინძლობის პროცესის დეტალური გაანალიზება.

    თიბისი კაპიტალის მოლოდინით, საქართველოში ტურიზმი 2019 წლის ნიშნულს 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება.

    ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსების  და, ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია.

    „თიბისი საიმედო პარტნიორია როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი, ქსელური ტიპის სასტუმროებისათვის როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. არსებულ რთულ პერიოდში, თიბისი პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან მათ საჭიროებებზე მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება იმისთვის, რომ სექტორის  ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება. მსხვილი პროექტების შემთხვევაში, აქტიურად ვეთანამშრომლებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რაც გვეხმარება დამატებითი რესურსების მოძიებასა და მომხმარებლებისთვის დაფინანსების პირობების გაუმჯობესებაში. ტურიზმის სექტორს სხვა არაერთი ინციატივითაც ვუჭერთ მხარს – მაგალითად, თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა. ამასთანავე, თიბისი კაპიტალი რეგულარულად აწვდის ბაზრის მოთამაშეებს განახლებებს ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, რაც მათ სწორ დაგეგმარებაში ეხმარებათ“, – ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

  • ნინო კასრაძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე  – აქ.ახლა – ხელოვანი თანამედროვე სამყაროში

    ნინო კასრაძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე – აქ.ახლა – ხელოვანი თანამედროვე სამყაროში

    თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

    23 ივლისს 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ნინო კასრაძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.

    ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი – ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

    სესიის – „აქ.ახლა – ხელოვანი თანამედროვე სამყაროში“ ფარგლებში, მსახიობი თავისი პროფესიის თავისებურებებზე და მისთვის აუცილებელ თვისებებზე, განვლილ შემოქმედებით გზაზე, თანამედროვე სამყაროში ადგილის ძებნის სირთულეზე, სხვაობაზე კინოსა და თეატრს შორის და ყოველდღიურ ცხოვრებაში პოეზიის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

  • ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკის აღდგენის გეგმებზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ

    ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკის აღდგენის გეგმებზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ

    პანდემიის გამოცხადებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპის კავშირის ლიდერები ბრიუსელში პირისპირ შეიკრიბნენ. საკარანტინო შეზღუდვების გამო, უმაღლესი დონის შეხვედრები ბოლო 5 თვეა ევროპაში ვირტუალურად მიმდინარეობს.

    ბლოკის 27 სახელმწიფოს შორის დღეს დაიწყო მოლაპარაკება კარანტინის დროს მძიმედ დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის შესახებ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო, მხარეები შეთანხმებას ერთ დღეში ვერ შეძლებენ და შეხვედრა უქმეებზეც გაგრძელდება.

    განხილვის მთავარი თემაა 750 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი, რომელმაც ბლოკის ქვეყნების ეკონომიკის სტიმულირებას უნდა შეუწყოს ხელი. ეკონომისტების შეფასებების მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკა, ბლოკის შექმნიდან დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ღრმა რეცესიას განიცდის.

    გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დღეს დაბადების დღე აქვს, ის 66 წლის ხდება. მერკელი უკვე 15 წელია გერმანიის სათავეშია და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და პატივსაცემ ლიდერად ითვლება. როტაციის პრინციპით, გერმანია წლის ბოლომდე ევროპის კავშირის საბჭოს

    ბევრი ანალიტიკოსი ევროკავშირის ამ შეხვედრას ანგელა მერკელის ლიდერობის კიდევ ერთ გამოცდად აფასებს. შეძლებს თუ არა, ფრთხილი და პრაგმატული ლიდერი მოკავშირეებს შორის არსებული წინააღმდეგობების დაძლევას? ამაზე იქნება დამოკიდებული არამარტო ეკონომიკური სტიმულირების გეგმაზე მოლაპარაკება, არამედ ევროპის კავშირის ახალი, შვიდწლიანი საბიუჯეტო გეგმის დამტკიცებაც.

    თუ ბლოკის წევრმა სახელმწიფოებმა შეთანხმება ვერ შეძლეს, თვის ბოლოსკენ კიდევ ერთი სამიტი დაინიშნება.

  • ლარი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

    ლარი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0652 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0652 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0651 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5049 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ეთგარ კერეთი და დათო ტურაშვილი  – შემოქმედებითი წერა აქ.ახლა

    ეთგარ კერეთი და დათო ტურაშვილი  – შემოქმედებითი წერა აქ.ახლა

    თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

    16 ივლისს 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს  ვირტუალურად დაესწროს მწერალ ეთგარ კერეთის სესიას თიბისის (https://www.facebook.com/tbcbank) და საბას (https://www.facebook.com/saba.com.ge) Facebook გვერდების დახმარებით.

    ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება და მისი მოდერატორი მწერალი დათო ტურაშვილი იქნება.

    ეთგარ კერეთი მსოფლიოში აღიარებული ისრაელელი მწერალია, რომელიც მოთხრობებით და გრაფიკული რომანებითაა ცნობილი, ის ასევე წერს სცენარებს ფილმებისთვის და სატელევიზიო გადაცემებისთვის. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 45-ზე მეტ ენაზე მსოფლიოს მასშტაბით.

    ქართულ ენაზე ავტორი ორჯერ გამოიცა. 2007 წელს, გამომცემლობამ M Publishing პროზაული კრებული „ნებროთმა გარეკა“ გამოსცა, ხოლო 2015 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ კრებული – „უეცრად კარზე აკაკუნებენ“, ორივე წიგნი თამარ ბაბუაძემ თარგმნა.

    სესიის – „შემოქმედებითი წერა – აქ.ახლა“ ფარგლებში, ეთგარ კერეთი ისაუბრებს წლების განმავლობაში გავლილი სამწერლო გზის, მკითხველებთან ურთიერთობის, მსოფლიოში მოგზაურობის და იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც იზოლაციაში შეიცვალა და რამაც, მას როგორც ავტორს, სრულიად ახალია აღმოჩენების გაკეთების საშუალება მისცა.

     

     

  • თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“  პროგრამის მხარდამჭერი გახდა

    თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“  პროგრამის მხარდამჭერი გახდა

    თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა. მხარდაჭერის ფარგლებში, 30 პროფესიონალი – მათ შორის თიბისის პარტნიორი 10 სასტუმროს წარმომადგენელი გადამზადების 18 კვირიან პროგრამას გაივლის და სასტუმროების ოთახების მართვის მიმართულებით კვალიფიკაციას აიმაღლებს.

     

    აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოში ერთერთი წამყვანი შვეიცარიული მასპინძლობის სკოლის – SHL-ის მიერ. ეს პროგრამა ხორციელდება დარგის წამყვანი კომპანიების, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო პარტნიროების მხარდაჭერით.

     

    პროგრამის კურსდამთავრებულები საქართველოსა და შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სერთიფიკატს მიიღებენ.

     

    საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანამშრომლობით დაარსდა.

    ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსებისა და მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია. არსებულ რთულ პერიოდში თიბისი პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან, მათზე მაქსიმალურად მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება. გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი რეგულარულად აწვდის მათ განახლებებს ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, რაც მათ სწორ დაგეგმარებაში ეხმარებათ.

    „ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ, ის თიბისისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. არსებული გამოწვევებისა და სირთულეების პერიოდში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ სფეროში კვალიფიციური, მაღალი დონის კადრების არსებობა იმისთვის, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო მეტი ტურისტისთვის იყოს სასურველი მიმართულება და ქართულმა სასტუმროებმა ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ სტუმრებს. სწორედ ამიტომ საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდაჭერა ვფიქრობთ რომ ინდუსტრიისთივის არის ძალიან დროული და რელევანტური “, – ლევან შავკაციშივილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

     

     

    აღნიშნული პროექტი თიბისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და ტურიზმის სფეროში პროფესიონალიზმის ამაღლებას ემსახურება

  • პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაციაზე AWS თავის ვებგვერდზე წერს

    პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაციაზე AWS თავის ვებგვერდზე წერს

    იდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი – სფეისი გაეშვა. ამაში კრიტიკული როლი ითამაშა ამაზონის ვებ სერვისებმა, რომელსაც სფეისი ახლა უკვე ორი წელია იყენებს. ცოტა ხნის წინ, AWS-მა თავის ვებგვერდზე ე.წ. case study გამოაქვეყნა, რომელიც სფეისის მიერ მათი სერვისების გამოყენებას ეხება.

     

    Amazon Web Services არის Amazon-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და სახელმწიფო სტრუქტურებს სთავაზობს ღრუბლოვან კომპიუტერულ პლატფორმებსა და პროგრამულ ინტერფეისებს.  ამ სერვისების დახმარებით ააშენა სფეისმა ოპტიმალური ინფრასტრუქტურა და აწვდის მომხმარებელს 24 საათიან სტაბილურ მომსახურებას.

    „წარსულში, არასამუშაო დროს საბანკო ტრანზაქციის შესრულება ფანტასტიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. დღეს კი მომხმარებლებს ამ სერვისებზე მყისიერი წვდომა აქვთ. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ AWS-ის ღრუბლოვანი პლატფორმის დამსახურებით,”  – აცხადებს სფეისის გენერალური მენეჯერი, ლაშა გურგენიძე, – “ერთ თვეში უკვე 40,000 მომხმარებელი გვყავდა. დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია მართო სრულად ციფრული ბანკი, ფილიალების გარეშე, მთლიანად ღრუბლოვანი სერვისებით გამოყენებით.“

    “ნეობანკ სფეისის სერვისები: სესხები, დეპოზიტები, ბარათები – ყველაფერი სრულად ციფრულია. მაგალითად, ანგარიშის გახსნის პროცესში, საჭიროა ახალი მომხმარებლის იდენტიფიკაცია, ამაში სფეისი Amazon Rekognition-ის სახის ამოცნობის ფუნქციას იყენებს, რომ შეძლოს გადაღებული ფოტოს შედარება პასპორტის ან პირადობის ფოტოსთან.” – ნათქვამია სტატიაში.

    “შიდა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ყველა კომპონენტის მიღებას  შეიძლება 6 თვეზე მეტი დრო დასჭირდეს”, – ამბობს გურგენიძე. ”AWS– ის გამოყენებით კი, 6 წუთიც საკმარისია. ეს გაგვიადვილებს ახალ ბაზრებზე გასვლასაც, მაგალითად ამ წლის ბოლოს – გერმანიაში ექსპანსიას. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია საქართველოში შექმნილი ინფრასტრუქტურის კლონირება.“

    სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში. ბანკი – ფილიალებისა და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც აპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებობს. სფეისის მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი საბანკო მომსახურების შექმნა, დიზაინსა და მომხმარებლებზე ზრუნვაზე განსაკუთრებული აქცენტით.

  • თიბისის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის კიდევ ერთი საწარმო – „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება

    თიბისის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის კიდევ ერთი საწარმო – „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება

    რუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო – „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება. 14 ივლისს, 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 20 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი.

     

    შ.პ.ს „ქართული ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. ქსელის სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო ქარხანაში სპორტული სამოსი შეიკერება, რომელიც ექსპორტზე გავა. საწარმოში 2000-მდე ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება.

     

    პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, საიდანაც 10 მილიონ ლარს თიბისი სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“  პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს.

     

    ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდანაა ჩართული და დღემდე ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში სამ სამკერვალო ქარხანას აერთიანებდა, სადაც ჯამში 3500 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სპორტული პორდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს და ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, Under Armour და სხვა.

    საწარმოებში სპორტული სამოსი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო, მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შევიცარია) იკერება.

    ჯგუფი წლიურად 10 000 000 ერთეულ სპორტულ პროდუქტს ქმნის, რუსთავში ახალი ქარხნის ამოქმედებით კი წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

    „თიბისისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. ჩვენთვის საამაყოა იმ პროდუქციის შექმნაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე Made in Georgia-ს ეტიკეტით გადის. „აჭარა ტექსტილის“ დამსახურებით საფეხბურთო ჩემპიონატებზე არაერთი გუნდი სწორედ საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობს. არსებულ კრიზისულ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ ბიზნესსექტორის და ზოგადად, ქართული ეკონომიკის უწყვეტი ფუნქციონირება. გვიხარია, რომ გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე ახალი რეალობის მიუხედავად, ეროვნული წარმოება გრძელდება და ფართოვდება კიდეც“, – ლევან შავკაციშივილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.