Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • აქ, ახლა თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა

    აქ, ახლა თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა

    დავით დავარაშვილის განახლებული სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა, 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალ მისამართზე – ლუბლიანას N13-ში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გაიხსნა და მზად არის მომხმარებლებისათვის სრული სერვისის უზრუნველსაყოფად.

    დავით დავარაშვილის კლინიკის მთავარი მიზანი, ინოვაციური მიდგომებითა და უნიკალური სერვისებით, საქართველოში სამეანო-გიკენოლოგიის დარგის განვითარებაა. პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომავალი დედებისა და ბავშვების უსაფრთხო და ჯანმრთელ მომავალს უზრუნველყოფს.

    ლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

    • გინეკოლოგია
    • რეპროდუქტოლოგია
    • მშობელთა სკოლა
    • სამეანო განყოფილება
    • ორსულთა მეთვალყურეობა
    • ექოსკოპიური გამოკვლევები
    • ლაბორატორია
    • ახალშობილის მეთვალყურეობა – პედიატრია

    ნაყოფის მედიცინის სერვისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული უახლესი და ინოვაციური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოში ექსკლუზიურად აღნიშნულ კლინიკაშია დანერგილი, რაც ნაყოფის უსაფრთხო განვითარებასა და დაბადებას უწყობს ხელს.

    დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა თიბისისა და ევექსის პოლიკლინიკების ქსელის მხარდაჭერით გაიხსნა.

    თიბისისთვის, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებს. თიბისის ჯანდაცვის სფეროში ჯამურად 260 მილიონი ლარის, ფარმაციის სექტორში კი – 73 მილიონი ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

    დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე – 2 42 42 52, ან ვებ-გვერდზე – www.ddc.ge

  • თიბისის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა

    თიბისის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა

    თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. ემიგრაციის მუზეუმის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დაესწრნენ.

    ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა, თუმცა მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა.

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ოფიციალური თანხმობით და რუსუდან შარაძის ძალისხმევით ქართული ემიგრაციის მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.

    მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა.

    ეროვნულ ბიბლიოთეკაში თიბისის მხარდაჭერით, ემიგრაციის დარბაზი 2015 წელს გაიხსნა. ემიგრაციის დარბაზში წარმოდგენილია ათობით ემიგრანტის პირადი არქივი, მათ შორის, ლევილის არქივი, გენერალ გიორგი კვინიტაძის, ორბელიანების, ზალდასტანიშვილების და სხვა ცნობილ ემიგრანტთა არქივები. ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის დღემდე უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილები თუ ფოტომასალა საქართველოში თიბისის დახმარებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა. ახლა კი, ემიგრაციის დარბაზში დაცული ფონდები ემიგრაციის მუზეუმში განთავსდება.

    „დღიდან დაარსებისა, თიბისი მუდამ იყო ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდამჭერი. თიბისი არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია და სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, როდესაც ხელს ვუწყობთ ჩვენი ეროვნული საგანძურის შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი საქმეების სიას ემიგრაციის მუზეუმიც შეემატა,“ – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე.

  • თიბისის მხარდაჭერით იმერეთში თაფლის წარმოება ფართოვდება

    თიბისის მხარდაჭერით იმერეთში თაფლის წარმოება ფართოვდება

    საქართველოში თაფლს განსაკუთრებული ხარისხი, უნიკალური არომატი და გემო აქვს, რაც მის წარმოებას ძალიან პერსპექტიულს და ხელსაყრელს ხდის. თაფლის წარმოება თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, ბოლო პერიოდში მეფუტკრეობას სულ უფრო მეტი ფერმერი მისდევს იმერეთის მხარეში.

    გიორგაძეების საოჯახო მეურნეობა, რომელიც ვანის რაიონში რამდენიმე სოფელში მდებარეობს, 300 სკას მოიცავს. მეფუტკრემ წელს  შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თიბისის მხარდაჭერით თაფლის ჩამოსასხმელი დანადგარები შეიძინა.

    „დანადგარების განახლება წარმოების გაზრდასა და ხარისხის გაუმჯობესაბაში დაგვეხმარება. თაფლის ხარისხის შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბიოწარმოებას, არამედ იმ სპეციალურ ტექნიკას, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებისათვის ვიყენებთ,“ –  ამბობს მეფუტკრე თენგიზ გიორგაძე.

    წლევანდელი მოსავალი უკვე მიღებული აქვთ, 5 ტონა ე.წ. მაისის თაფლი და 4 ტონა წაბლის თაფლი. რეალიზაციას ძირითადად საბითუმოდ ახდენენ, მცირე რაოდენობით საცალო გაყიდვებითაც, მომავალის გეგმებში კი, საკუთარი ეტიკეტირებით თაფლის ჩამოსხმა შედის.

  • თიბისი მომხმარებლებს მიმართავს

    თიბისი მომხმარებლებს მიმართავს

    გვსურს, მომხმარებლებს ვაცნობოთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში,  სახელმწიფო დახმარების მიღებასთან დაკავშირებით, თიბისის მხარეს  შექმნილი შეფერხება სრულად აღმოფხვრილია. მომხმარებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ კუთვნილი სახელმწიფო სუბსიდიით სარგებლობა.

    იმ შემთხვევაში, თუ  კომპენსაციის მიღებისას თიბისი ბანკის ანგარიშზე რაიმე სახის ხარვეზი კვლავ ფიქსირდება, დაგვიკავშირდით 24 საათიან ცხელ ხაზზე  – (032) 2 27 27 27 და მაქსიმალურად სწრაფად შევეცდებით პრობლემის მოგვარებას.

  • თიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა

    თიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ.ახლა, თიბისის მობაილბანკს კომუნალური გადასახადების დაჯგუფების და ერთიანად გადახდის ფუნქციონალი დაემატა.

    დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, არსებული ან ახალი  კომუნალური გადასახადების შაბლონები დააჯგუფოს და ის სასურველი ტიპის ჯგუფში გააერთიანოს.  ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც დაზოგავს მომხმარებლის დროს და მას ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

    კომუნალური გადასახადების დაჯგუფება ძალიან მარტივია. ფუნქციონალით სარგებლობისთვის  და გადასახადების ერთიანად გადასახდელად, მომხმარებელმა :

    • გადარიცხვების მენიუდან უნდა აირჩიოს კომუნალური გადახდები;
    • მონიშნოს შაბლონები, რომლის დაჯგუფებაც სურს;
    • შექმნას ჯგუფი და დაარქვას  მას სასურველი სახელი;
    • მარტივად, ერთიანად გადაიხადოს დაჯგუფებული გადასახადები;

    კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალით სარგებლობა თიბისის მობაილბანკთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა ინტერნეტბანკშიცაა შესაძლებელი.

  • თიბისი დაზღვევის სტრატეგიული პარტნიორი – კლინიკა „რეიმანი“ გაიხსნა

    თიბისი დაზღვევის სტრატეგიული პარტნიორი – კლინიკა „რეიმანი“ გაიხსნა

    თბილისში, საოჯახო მედიცინის ამერიკული ცენტრი  – „რეიმანი“ გაიხსნა, რომელიც თიბისი დაზღვევამ სტრატეგიულ პარტნიორად ჯერ კიდევ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის  გაშვებისას დაანონსა.

    თიბისი დაზღვევის მიზანი დაზღვეულების მაქსიმალური კმაყოფილება და მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაა, რასაც კლინიკა „რეიმანი“ 27 წლიანი გამოცდილებითა და მაღალკვალიფიციური მედპერსონალის დახამრებით უზრუნველყოფს.

    თიბისი დაზღვევა „რეიმანთან“ თანამშრომლობით, კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ადამიანებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას უმაღლესი სტანდარტების კლინიკასთან ერთად აგრძელებს.

    „რეიმანი“ ამერიკის წამყვანი კლინიკების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა და მომხმარებელს ამბულატორიული მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს:

    •  საოჯახომედიცინა
      •    პედიატრია
      •    ქალთა ჯანმრთელობა
      •    ROCHE-ს უახლესი ავტომატიზებული ლაბორატორია

    „რეიმანის“ მომსახურების მოდელია –  პაციენტი-ცენტრი,  რომლის მთავარი ღირებულება ადამიანის საჭიროებებსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, კომპანიის პრიორიტეტი ადამიანებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა, რასაც მაღალკვალიფიციურ მედპერსონალთან ერთად, გარემოც ქმნის.

    თიბისი დაზღვევის მომხმარებლებისთვის „რეიმანის“ მომსახურების მიღება ოჯახის ექიმების დახმარებით კიდევ უფრო მარტივი და კომფორტულია. კლინიკაში სასურველ სპეციალისტთან ჩაწერა შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: (032) 2 42 11 11 ან ვებგვერდის საშუალებით.

  • აჭარა ჯგუფის აკადემია, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას განახორციელებს

    აჭარა ჯგუფის აკადემია, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას განახორციელებს

    აჭარა ჯგუფის აკადემია, კულინარიის სკოლის ფარგლებში, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას იწყებს, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კულინარიის სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები კულინარიული ხელოვნების მათთვის სასურველ მიმართულებას შეისწავლიან: დამწყები მზარეული ან დამწყები კონდიტერი. შემოსული აპლიკაციებიდან პროგრამისთვის 30 სტუდენტი შეირჩევა.

     

    პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიულ ლექციებს ქართველი და უცხოელი შეფ-მზარეულები და დარგის სხვა სპეციალისტები წაიკითხავენ, რომლებმაც, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარეს.

    თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, პროგრამის პრაქტიკული სწავლება თბილისში, ყაზბეგში და ბაკურიანში, აჭარა ჯგუფის სხვადასხვა ობიექტების რეალურ სამზარეულოში გაგრძელდება. როტაციის პრინციპით, პროგრამის მონაწილეები სამზარეულოს ყველა სექციაში მოხვდებიან, სადაც მათ ინდივიდუალურ მენტორობას აჭარა ჯგუფის მზარეულები გაუწევენ. რეგიონებში გადანაწილებისას სტუდენტები საცხოვრებლად განთავსდებიან სასტუმროებში – Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta.

    „აკადემია“ აჭარა ჯგუფის საგანმანათლებლო მიმართულებაა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და ამჟამად ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს – სწავლებისა და განვითარების ცენტრსა და კულინარიის სკოლას.

     

    „ხარისხიანი განათლება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, აჭარა ჯგუფში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესებული დამწყები პროფესიონალებისთვის კარიერული და პიროვნული წინსვლის შესაძლებლობების შექმნა დავისახეთ მიზნად. მოხარულები ვართ, რომ თიბისიც ჩაერთო ჩვენს საგანმანათლებლო პროექტში. ამ მიმართულებით მრავალ მნიშვნელოვან წამოწყებას ვგეგმავთ ერთად“, – ვალერი ჩეხერია, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.

    ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსების  და, ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია.

    „თიბისი საიმედო პარტნიორია როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი, ქსელური ტიპის სასტუმროებისათვის როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის წამყვან კომპანიასთან – „აჭარა ჯგუფთან“ თანამშრომლობა და ისეთ ეროვნულ პროექტში ჩართულობა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და ადამიანებისათვის შესაძლებლობის მიცემას – მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება მათთვის საინტერესო სფეროში – ამ შემთხვევაში კულინარიაში. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ თიბისი აღნიშნულ სექტორს არაერთი ინიციატივით უჭერს მხარს იმისთვის, რომ სექტორის  ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    „აჭარა ჯგუფის“ აკადემიის კულინარიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: academy.adjaragroup.com

  • თიბისი  ბიზნესებს საბრუნავი საშუალებების ფინანსირების  ახალ პროგრამას სთავაზობს

    თიბისი ბიზნესებს საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალ პროგრამას სთავაზობს

    ბიზნესის მხარდასაჭერად, აქ.ახლა, თიბისიმ  საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალი პროგრამა შექმნა. პლატფორმის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა ის სასესხო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია საბრუნავი საშუალებების ფინანსირებისთვის და მომხმარებელს გაუმარტივოს ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პროდუქტებითა და გადახდის მოქნილი პირობებით სარგებლობა.

    საბრუნავი საშუალებების ფინანსირება მოიცავს:

    • სასაქონლო მარაგების და ნედლეულის შეძენას;
    • პროდუქტის ან მომსახურების მომწოდებლების მიმართ წარმოქმნილი დავალიანების გასტუმრებას;
    • საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა: იჯარის გადასახადი, კომუნალური გადასახადი, სახელფასო ხარჯი, ტრანსპორტირების ხარჯები, რეკლამის და მარკეტინგის ხარჯები და სხვა.

    „დღეს ბიზნესებისთვის ერთ-ერთი  ყველაზე მთავარი საჭიროება  საბრუნავი საშუალებების ფინანსირებაა. თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის მიზანი იყო  შეექმნა პროგრამა, რომლითაც შეძლებდა  ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას. პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზებთ განახლებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რაც მათ ბიზნესის უკეთესად მართვაში დაეხმარება“, – ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    საბრუნავი საშუალებების ფინანსირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე –  https://www.tbcbank.ge/web/ka/new-platform-for-working-capital-financing , სადაც დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსებაც შეუძლიათ.

  • კომპანიამ – „Georgia Global Utilities“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციები განათავსა

    კომპანიამ – „Georgia Global Utilities“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციები განათავსა

    საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ ჰოლდინგურმა კომპანიამ – „Georgia Global Utilities“ (რომელიც მართავს წყლის, წყალარინებისა და ენერგეტიკულ აქტივებს), თიბისი კაპიტალის დახმარებით, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციები განათავსა. ეს საქართველოდან განთავსებული პირველი მწვანე ობლიგაციაა.

    ობლიგაციების  სარგებელი 7.75%-ს შეადგენს, ვადა კი 5 წელია. ობლიგაციები Fitch-ისგან B+ (სტაბილური) რეიტინგით, S&P-სგან კი B (პოზიტიური) რეიტინგით შეფასდა. ისინი ნომინალურ ფასად გაიცემა და გაიყიდება, მიღებული სახსრები კი GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე წყალმომარაგებისა და სანიტარულ სექტორში კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

    აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების წამყვანი აგენტია J.P. Morgan-ი, თანამმართველი კი – თიბისი კაპიტალი. გარიგებაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიულ მრჩეველებს Freshfields Bruckhaus Deringer LLP და Baker & McKenzie LLP წარმოადგენდნენ. ობლიგაციების ემისია მხარდაჭერილია შემდეგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ: Deutsche Investitions und Entwicklungsgesellschaft mbH (DEG), the Netherlands Development Finance Company (FMO) და Asian Development Bank (ADB).

    „მოხარული ვარ, განვაცხადო, GGU-ს წარმატების შესახებ. ეს არის პირველი მწვანე ობლიგაციები საქართველოდან. გარიგებამ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს GGU-ს ფინანსურ პროფილს და ლიკვიდობას, ამასთანავე ხელს უწყობს ბიზნესის ჯანსაღ განვითარებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის საერთაშორისო პარტნიორებს – გერმანიის განვითარების ბანკს (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO), ისინი აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად ჩვენი წამყვანი ინვესტორები გახდნენ, ასევე ვულოცავ GGU-ს მთელ გუნდს ამ წარმატებას“, – ირაკლი გილაური, საქართველოს კაპიტალის გენერალური დირექტორი.

    აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში განთავსებული მეოთხე ევროობლიგაციაა.

    „მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი ევროობლიგაციის განთავსება მოხდა საქართველოდან, რაც კიდევ უფრო აღსანიშნავია მსოფლიოში არსებული სირთულეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით. ტრანზაქციას თიბისი კაპიტალის ინვესტორთა ბაზიდან დადებითი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა, რაც მოთხოვნითაც აისახა. მნიშვნელოვანია, რომ გარდა ადგილობრივი ტრანზაქციებისა, ბოლო წლების განმავლობაში,  თიბისი კაპიტალი აქტიურად არის ჩართული საქართველოდან განხორციელებული ევრობონდების განთავსებაში, რაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვისთვის ერთ-ერთი მთავარი წყაროა“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

  • თიბისის და მასტერქარდის ერთობლივი აქცია ვოლტის მომხმარებლებისთვის

    თიბისის და მასტერქარდის ერთობლივი აქცია ვოლტის მომხმარებლებისთვის

    აქ.ახლა, თიბისის და მასტერქარდის ერთობლივი ინიციატივით, მომხმარებლებს, რომლებიც ვოლტზე შეკვეთას თიბისის მასტერქარდის ნებისმიერი ბარათით განახორციელებენ, გადახდილი თანხის 20% ბარათზე უკან დაუბრუდებათ.

    აქციით სარგებლობა შესაძლებელია თბილისსა და ბათუმში. სპეციალური პირობები ვოლტის აპლიკაციაში განთავსებულ  კვების ყველა ობიექტზე ვრცელდება. მომხმარებლებს თანხა ანგარიშზე მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში დაუბრუნდებათ.

    აქციის პირობები არ ვრცელდება თიბისის მოსწავლის #1 ბარათსა და სტუდენტურ  ბარათზე – „შენი ბარათი“.

    თიბისის და მასტერქარდის ერთობლივი შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე : https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-mastercard-for-wolt-users