Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • თიბისის მხარდაჭერით ყველის ქარხანა „სანტა“ წარმოებას აფართოებს

    თიბისის მხარდაჭერით ყველის ქარხანა „სანტა“ წარმოებას აფართოებს

    ალბათ გსმენიათ 20 წლის წინ თბილისიდან სოფლად გადასახლებული ქალის შესახებ – დარეჯან კანთელაძემ წალკის რაიონის სოფელ სანტაში ფერმის მოვლა და ყველის წარმოება რომ წამოიწყო. მრავალი სირთულის მიუხედავად, აქ და ახლა საქართველოს სამხრეთში ალპურ ზონაში ევროპული სტანდარტების ქარხანა „სანტა“ ფუნქციონირებს და თიბისის მხარდაჭერით ის კიდევ უფრო ფართოვდება.

    დარეჯან კანთელაძემ შეღავათიანი აგროკრედიტით გერმანიაში საუკეთესო ჯიშის ძროხები შეიძინა და წალკაში ჩამოიყვანა.

    „ძროხები გერმანიიდან ერთი თვის წინ ჩამოვიყვანეთ, ტრანსპორტირება ხმელეთით მოხდა. ძროხები სპეციალურად შევარჩიეთ, რომ ჩვენს გარემოსა და ბუნებრივ პირობებს ადვილად შეგუებოდნენ. ფერმის გაფართოება დიდი ხანია მინდოდა და სწორედ ახლა, ეს შესაძლებელი გახდა. ამჟამად ჩვენი ფერმაში 232 სული ძროხაა,“ – ამბობს დარეჯან კანთელაძე, „სანტას“ დამფუძნებელი.

    ნამატი ფერმაში წარმოებული პროდუქციის მატებასაც ნიშნავს, ამჟამად „სანტაში“ თვეში საშუალოდ 10 – 12 ტონა ყველს აწარმოებენ. „ალპიას“ ბრენდის ქვეშ 5 სახეობის ყველი რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. უახლოეს მომვალში „სანტა“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასაც გეგმავს და რძის სხვადასხვა ნაწარმის დამზადებას აპირებს.

    „სანტაში“ 30-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. დარეჯან კანთელაძე თიბისის პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2018-ის“ გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის ქალი მეწარმე“.

     

     

  • 2020 წელს ევროპაში მაკდონალდსის პირველი რესტორანი  თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა

    2020 წელს ევროპაში მაკდონალდსის პირველი რესტორანი თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა

    „მაკდონალდს საქართველომ“, თიბისის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისში ორი ახალი ობიექტი გახსნა. ეს „მაკდონალდსის“ მიერ 2020 წელს ევროპის მასშტაბით გახსნილი პირველი ახალი ობიექტებია. „მაკდონალდსის“ უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს დედაქალაქის 2 მთავარ გასასვლელში, აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე  უმასპინძლებს.

    „მაკდონალდსთან“ ერთად ახალ რესტორნებში განთავსდა „მაკკაფეც“, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ ყავასა და დესერტებს სთავაზობს. ორივე ლოკაციაზე მოქმედებს მაკდრაივის 24-საათიანი სერვისი.

    „მაკდონალდსის“ ორივე ახლადგახსნილი რესტორანი 160-მდე სტუმარზეა გათვლილი და მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ტერასის ტიპის ღია სივრცეებს. რესტორანში დანერგილია ყველა ინოვაციური მომსახურება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიებისა და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ  და დახვეწილ მოდელს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ როგორც შესაკვეთი აპარატით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით, რომელიც გულისხმობს შეკვეთის სასურველ მაგიდასთან მიღებას. რესტორნების ინფრასტრუქტურა სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. „მაკდონალდსის“ ორი ახალი რესტორნის მშენებლობისთვის განხორციელებული ინვესტიცია 25 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.

    „ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, „მაკდონალდსი“ აგრძელებს აქტიურ საქმიანობას. ახალი რესტორნების გახსნით  ჩვენ მოვახერხეთ 150 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. განვახორციელეთ სოლიდური ინვესტიციები. Covid19-ის პირობებში, როდესაც მსოფლიოში გლობალური კრიზისია, ეკონომიკის გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს; ამიტომ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.“- აცხადებენ კომპანიაში.

     „თიბისი აქტიურად აგრძელებს კორპორატიული ბიზნესის მხარდაჭერას. ჩვენ პანდემიის პერიოდშიც  არ შეგვიწყვიტავს პროექტების დაფინანსება.  დღეს, დედაქალაქის 2 მთავარ გასავლელში მაკდონალდსის 2 ახალი რესტორნის გახსნა კარგი მაგალითია იმისა, რომ მაკდონალდსთან ჩვენი თანამშრომლობა, კრიზისის მიუხედავად, წარმატებით გრძელდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში მაკდონალდსის 7 ახალი რესტორანი გაიხსნა და ვიმედოვნებ, ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, – გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    „მაკდონალდსის“ რესტორნების ოფიციალური გახსნის ცერემონია 17 აგვისტოს კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანში გაიმართა.

    რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელი „მაკდონალდსი“ მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და ამჟამად  18 ობიექტს მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბით.

  • აქ და ახლა „ჩირუკას“ წარმოება თიბისის მხარდაჭერით ფართოვდებ

    აქ და ახლა „ჩირუკას“ წარმოება თიბისის მხარდაჭერით ფართოვდებ

    თუ გამხმარი ხილი გიყვართ, სუპერმარკეტების ქსელებში „ჩირუკას“ პროდუქცია ალბათ შემჩნეული გექნებათ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოყვანილ ვაშლს, ატამს, მსხალს, კომშს და ქლიავს საგანგებოდ თქვენთვის აქ, გორში „კულას“ საწარმოში აშრობენ და სარელიზაციოდ შეფუთვებში ანთავსებენ. ახლა კი უკვე „ჩირუკამ“ თიბისის მხარდაჭერით საკუთარი ახალი საწარმო ააშენა და დანადგარები შეიძინა. შესაბამისად, კომპანია უკვე შეძლებს წარმადობა გაზარდოს და ბაზარზე არსებულ მზარდ კონკურენციასას უპასუხოს.

    „ჩვენი ახალი საწარმოს მშენებლობისთვის პანდემიას ხელი არ შეუშლია. დანადგარების ნაწილი უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ, ნაწილი კი საქართველოში შევიძინეთ. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ საკუთარი ხილის ბაღები გავაშენოთ და იქ მოწეული ხილის გაშრობა მოვახდინოთ, მანამდე კი საჭირო პროდუქცია მთელი საქართველოდან ჩამოგვაქვს, მაგალითად, ატამს კახეთში ვყიდულობთ და ა.შ. ჩვენთან სეზონის მიხედვით 20-დან 35 ადამიანამდეა დასაქმებული,“ – ამბობს დავით გოგლიძე, „ჩირუკას“ ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი.
    კომპანია ხილის თითოეულ სახეობაში ყოველწლიურად 30 ტონამდე ჩირს ამზადებს და რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს. „ჩირუკას“ ბრენდის ქვეშ ჩირის გარდა რამდენიმე სახეობის ჩურჩხელაც მზადდება, ასევე, დაგეგმილი აქვთ ტყლაპის წარმოებაც.

    სხვადასხვა ხილისგან დამზადებული ჩირი ერთერთ ყველაზე სასარგებლო ნატურალურ ნუგბარადაა მიჩნეული. თანაც, გამხმარი ხილი ბევრად მეტ ვიტამინს ინარჩუნებს, ვიდრე მაცივარში სეზონურად შენახული. სწორად დაჩირვა კი ხილს ისე ინახავს, რომ მას სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნდეს. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაგისინჯავთ „ჩირუკას“ ნუგბარი, დროა უკვე დააგემოვნოთ – ის მთლიანად ქართული წარმოების ნატურალური პროდუქტია.

  • თიბისი კონცეპტი – თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურება

    თიბისი კონცეპტი – თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურება

    თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა და აქ, ახლა ის უკვე თიბისი კონცეპტია.

    თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი კონცეფცია აერთიანებს ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივებულ ფორმას, პერსონიფიცირებულ მიდგომასა და მოქნილ სისტემას და ის სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან: გაუმარტივოს ადამიანებს  ცხოვრება, მეტი დრო დაუტოვოს საკუთარი თავისთვის და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

    „ჩვენი პერსონალური საბანკო მომსახურება ყოველთვის მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე იცვლებოდა და ვითარდებოდა. საამაყოა ის შედეგები, რომელსაც წლების განმავლობაში მივაღწიეთ. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, მიდგომა და კონცეფცია, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს. ყველა ადამიანი განსაკუთრებულია სხვებისგან განსხვავებული სურვილებითა და მიზნებით, რაც საბოლოოდ მის უნიკალურ კონცეფციას ქმნის. სწორედ თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს მოვარგეთ ახალი მიდგომა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი მომხმარებელი პერსონალურად მასზე მორგებულ მომსახურებას მიიღებს. წლების მანძილზე ჩვენი სიძლიერე განპირობებული იყო გუნდის თავდაუზოგავი შრომით, მომხმარებლის მიმართ ემპათიურობითა და ლიდერობისკენ სწრაფვის სურვილით. ეს ტრანსფორმაცია ბუნებრივი გაგრძელებაა იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ, რა გვამოძრავებს, რა ღირებულებები გვაქვს და როგორი ძლიერები ვართ ერთად“, – თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    საწყის ეტაპზე კონცეპტი 2 პროდუქტს აერთიანებს – ციფრულ და პრემიუმ ნაკრებებს.

    აქ, ახლა ფიზიკური სივრცე აღარ განსაზღვრავს მომსახურების ხარისხს. თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია, ვინც ასევე აქტიურად მოიხმარს არასაბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს და ვისაც ურჩევნია დამოუკიდებლად, პერსონალური ბანკირის გარშე, დისტანციურად მართოს საკუთარი ფინანსები და საბანკო ოპერაციები.

    კონცეპტის მომხმარებელთან ურთიერთობის მეორე ფორმატი პრემიუმ ნაკრებია, სადაც ადამიანის სანდო პარტნიორი, შეუცვლელი დამხმარე და მრჩეველი პირადი ბანკირია, რომლის მთავარი ამოცანაც მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება, მისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების, შედეგად კი კმაყოფილებისა და კომფორტის უზრუნველყოფაა.

    თიბისი კონცეპტი მომხმარებელს სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებასა და მიზნების განხორციელებას. თიბისი კონცეპტის მომხარებელი სწორედ ისაა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არ ჩამორჩეს თანამედროვე სამყაროს ტენდენციებსა და პროცესებს.

    თიბისი კონცეპტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თქვენს პირად ბანკირს, ან დარეკეთ ნომერზე: 032 2 27 27 00

  • საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 7 თვეში 17.6 %-ით შემცირდა – საქსტატი

    საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 7 თვეში 17.6 %-ით შემცირდა – საქსტატი

    2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17,6 პროცენტით ნაკლებია.საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები  სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა.

    აქედან, ექსპორტი 1 758.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 272.1 მლნ. აშშ დოლარი (17.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივლისში 2 513.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტი შეადგინა.

    საგარეო ვაჭრობის ტენდენციები 2015-2020 წლებში ასეთია:

    სტატისტიკის მიხედვით, ივლისში გასულ თვესთან შედარებით ექსპორტი შემცირებულია 5.2%-ით, ხოლო იმპორტი გაზრდილია 20.3 %-ით.

    საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

     

  • გორში თიბისის დახმარებით მარწყვის სათბურები გაშენდება

    გორში თიბისის დახმარებით მარწყვის სათბურები გაშენდება

    ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მარწყვის სათბურების მფლობელია. თიბისის მხარდაჭერით ფერმერი მეურნეობას მნიშვნელოვნად აფართოებს და მეზობელ სოფელ რეხაში 15-მდე ახალ სათბურს აშენებს. შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობით ფერმერი ბაღების გაშენებას სოფელ კარალეთშიც აპირებს – 3 ჰა ფართობზე ჟოლოს, ხოლო 1 ჰა ფართობზე მსხლის ნერგების დარგვა იგეგმება.

    „ჩემი ამოცანაა, როგორც ფერმერის მაქსიმალურად ბიოპროდუქტი მივიღო და შევთავაზო ბაზარს, რადგან მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ნატურალურ და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. ბიზნესის განვითარებასაც ამ მიმართულებით ვგეგმავ,” – ამბობს ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი.

    მარწყვის ჯიში, რომელიც აქ არის გაშენებული, თურქეთში გამოიყვანეს ალბიონისა და სან-ანდრეასის შეჯვარების შედეგად. ახალი ჯიშის მარწყვი პირველად სწორედ გორის რაიონში დაირგო და როგორც ფერმერი ამბობს, ძალიან გაამართლა.

    „ჩვენი მარწყვი თითქმის მთელი წლის განმავლობაში მსხმოიარეა, მხოლოდ 3-დან 3 თვენახევარი ისვენებს, ისიც ზამთრის პერიოდში. ერთი ნერგი 800 გრამიდან 1 კილოგრამამდე მარწყვს გვაძლევს,“ – ამბობს ფერმერი.

    პროდუქციის რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს, ერთი კილოგრამი მარწყვის საბითუმო ფასი 10 ლარია. მომავალში ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, დასაფასოებელი დანადგარების შეძენასაც აპირებს, რომ ბიოლოგიურად სუფთა მარწყვის თუ სხვა ხილის საცალო გაყიდვებიც შეძლოს.

    ახლა მარწყვის სათბურებში ნერგების გამოყვანა მიმდინარეობს, რამაზ ყაყიტაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ნერგების შემოტანა შეფერხდა, ამიტომაც თავად გადაწყვიტა მათი გამოყვანა

  • თიბისის ციფრული ბარათი ონლაინ გადახდებისთვის

    თიბისის ციფრული ბარათი ონლაინ გადახდებისთვის

    აქ და ახლა თიბისი და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება.

    31 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ონლაინ სივრცეში, ქართულ თუ უცხოურ საიტებზე, ციფრული ბარათით გადაიხდისას, გადახდილი თანხის 10 % უკან დაუბრუნდებათ.

    ციფრული ბარათი, რომელიც თიბისიმ და ვიზამ მომხმარებლებს აპრილში შესთავაზა ინოვაციური პროდუქტია, ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის ალტერნატივაა და უამრავ უპირატესობას მოიცავს.

    ამასთანავე, ის პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

    რა უპირატესობები აქვს ციფრულ ბარათს:

    • მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
    • საჭირო აღარაა ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა
    • ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია, ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
    • ციფრული ბარათი არასოდეს დაგეკარგებათ;
    • ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში;ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;

    Apple Wallet-ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია Apple Pay-ით თანხის განაღდება.

  • „ჯუსოს მეღვინეობამ“ თიბისის მხარდაჭერით სოფელ შილდაში ვენახები გააშენა

    „ჯუსოს მეღვინეობამ“ თიბისის მხარდაჭერით სოფელ შილდაში ვენახები გააშენა

    ლაშა ხვედელიძე საოჯახო მარანს პაპის ტრადიციების დაცვით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უძღვება. „ჯუსოს მეღვინეობა“ არტიზანულ, ნატურალურ ქვევრის ღვინოს აწარმოებს ქართული ტრადიული წესით და მომხმარებელს რამდენიმე სახის ღვინოს სთავაზობს, მათ შორის არის რქაწითელი, მწვანე, საფერავი და ცოლიკოური.

    3 წელიწადში „ჯუსოს მეღვინეობის“ ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ჩამონათვალს წითელი ბუდეშურისგან და ქისისგან დამზადებული ქვევრის ნატურალური ღვინო დაემატება. სწორედ ყურძნის აღნიშნული ჯიშები გააშენა „ჯუსოს მეღვინეობამ“ ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თიბისის შეღავათიანი აგროსესხის ფარგლებში. სოფელ შილდაში ვენახები 4.5 ჰა ფართობზე გაშენდა.

    „ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ქვევრის ღვინის წარმოება. ჩვენს მცირე მარანში წლიურად 10-13 ტონამდე ყურძენი იწურება და ქვევრში ღვინის დაყენების მთლიანი პროცესი, დაწურვიდან ბოთლში ჩამოსხმამდე, ჩემი, ჩემი ძმის და ჩვენი მთავარი მეღვინის გიორგი ბარისაშვილის მნიშვნელოვანი ჩართულობით წარიმართება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატურალური ქვევრის ღვინის დაყენება და რაც მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. მსურს გამოვარჩიო “ჯუსოს მეღვინეობის” კოსტაფეს (რქაწითელი-ქისი-მწვანე-ბუერა) ჩამოსხმა, რომელიც ჩვენი პაპის ჯუსო მეზვრიშვილის 60 წლის წინ გაშენებული ვენახებიდან მოდის,“ – ამბობს „ჯუსოს მეღვინეობის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლაშა ხვედელიძე.

    გარდა კომპანიის სახელისა, ჯუსო პაპისგან ბევრი ისტორიაც დარჩათ, რომლითაც ოჯახი ამაყობს. მაგალითად, ის რომ ჯუსო მეზვრიშვილი საგარეჯოს რაიონში სახელგანთქმული მეღვინე იყო და მას საბჭოთა კავშირში ცნობილი ქართული ღვინის „მშობლიური 8 ნომერის“ დამზადების ისტორია უკავშირდება.

    ჯუსოს მარანი მოიცავს 18 ქვევრს (ჯამში 17 ტონის) და სადეგუსტაციო სივრცეს სტუმრებისათვის.

    ყოველწლიურად 7-დან 10 ათასმდე ბოთლ ღვინოს ასხამენ, რომელიც წარმატებით გადის ექსპორტზე აშშ-ში, გერმანიასა და იაპონიაში. ახალგაშენებული ვენახებიდან ყურძნის მოსავლის მიღების შემდეგ „ჯუსოს ღვინის“ წარმადობა და შესაბამისად, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც გაიზრდება.

    მანამდე კი, ვისაც ჯერ არ გაგისინჯავთ, „ჯუსოს ღვინოების“ შეძენა სხვადასხვა ღვინის მაღაზიებსა და ღვინის ბარებშია შესაძლებელი.

  • თიბისის მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა

    თიბისის მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა

    საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა.

    დღეს ჩაის პლანტაციების წილი შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის კულტურას ინარჩუნებენ.

    ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია „ლაზი“, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ პლანტანციების ნაწილის რებილიტაცია მოახდინა. „ლაზი“ საკმაოდ წარმატებით ოპერირებს საექსპორტო ბაზარზე, აქ მოყვანილი ჩაის 80% ჩინეთში, ხოლო 20% ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყიდება.

    კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2017-2018 წლები, როდესაც პლანტაციები ჩინელმა ინვესტორებმა მოინახულეს. აღმოჩნდა რომ ჩაის ის ჯიში, რომელიც წალენჯიხაში ხარობს, ჩინეთში უკვე თითქმის აღარ არსებობს. ხარისხით გამორჩეული ქართული ჩაისთვის შორეული აღმოსავლეთის ბაზარი კარგი საექსპორტო სივრცე აღმოჩნდა. ჩინელ პარტნიორებთან ერთად „ლაზიმ“ ადგილობრივებისთვის სასწავლო ცენტრიც გახსნა, სადაც დანადგარების გამოყენებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას უზიარებენ დაინტერესებულებს.

    წალენჯიხაში ჩაის კრეფას აპრილიდან იწყებენ და აგვისტოში ასრულებენ. ამ პერიოდში ერთმანეთს ანაცვლებს ხელით და დანადგარით კრეფა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით.

    „ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბულური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა. ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია,“ – ამბობს გონერი სალია, „ლაზის“ დამფუძნებელი.

    დღეს საქართველოში ჩაის პლატაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება დანარჩენი კი რეაბილიტაციას საჭიროებს. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული ჩაის ბიზნესი ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არსებობს. როგორც ლაზიში ამბობენ, მთავარია თანმიმდევრულობა და 2-3 წელში ჩაი განსაკუთრებული მადლიერებით გიპასუხებთ.

  • აქ და ახლა სასტუმრო „ესკიზი“ თელავში თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა

    აქ და ახლა სასტუმრო „ესკიზი“ თელავში თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა

    სასტუმრო „ესკიზის“ იდეა, რომელიც ლევან თორაძეს სამი წლის წინ გაუჩნდა, სისრულეში აქ თელავში და ახლა თიბისის მხარდაჭერით მოიყვანა. სასტუმროს გახსნით პოსტ-პანდემიურ პერიოდში ლევან თორაძე რისკზე წავიდა, მაგრამ რისკმა გაამართლა – დღეს 57 ადგილიან სასტუმროში შეიძლება ნომრის დაჯავშნა გაგიჭირდეთ. სტუმრები ძირითადად თელავში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული დამსვენებლები არიან, რომლებსაც „ესკიზი“ მოსწონთ განსაკუთრებული დიზაინის, კომფორტის და დასვენებისთვის საჭირო იმ ინფრასტრუქტურის გამო, რომელიც აქ არის.

    „რისკიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ამან გაამართლა, სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტზე მუშაობა. პროექტში იმხელა ინვესტიცია და შრომა ჩაიდო, რომ არ გვინდოდა ეს დაკარგულიყო. „ესკიზის“ კონცეფცია გასტრონავტს ეკუთვის, ხოლო დიზაინი ესმა ხეცურიანმა შექმნა, აქ ყველგან იგრძნობა მათი ხელწერა. ალბათ ამ კონცეფციამ და დიზაინმა განაპირობა მეტწილად ის მოწონება, რაც ჩვენმა სასტუმრომ მომხმარებლების მხრიდან დაიმსახურა,“ – აცხადებს „ესკიზის“ დამფუძნებელი ლევან თორაძე.

    „ესკიზის“ კონცეფცია შექმნილია მე-19 საუკუნეში არსებულ სახლებში შეკრების კულტურითა და ესთეტიკით, „ესკიზი თელავის“ შემთხვევაში შთაგონება ღვინო, ლიტერატურა, არქიტექტურა და ბიბლიოთეკა იყო. სასტუმროს ნომრები გაფორმებულია ძველი კავკასიური ხელით ნაკეთი ტექსტილით – სუზანით, ხოლო ამ თემატიკაზე შექმნილი ირმა შარიქაძის ფოტო კოლექცია კი სასტუმროს კედლებს ამშვენებს.

    „ესკიზის“ სტუმრებს აქ დახვდებათ: აუზი და სპა, ქართული მარანი და ვენახები, ორი რესტორანი, ტერასა და საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 120 ადამიანზეა გათვლილი.

    შემოდგომაზე „ესკიზის“ მარანში, რომელიც 16 ათას ლიტრს ღვინოს იტევს, ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან 5 სახეობის ღვინო დაიწურება. ამაჟამად „ესკიზში“ 70 ადამიანია დასაქმებული, რომლებმაც მასპინძლობის ხელოვნებაში სპეციალური ტრენინგები გაირეს.

    უახლოეს მომავალში, „ესკიზის“ ახალი კონცეპტუალური სასტუმროების ბრენდს კიდევ ორი სასტუმრო შეემატება თბილისსა და გუდაურს.