Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • რესტორანი „ზაზანოვა“  თიბისის მხარდაჭერით  სტუმრებს ახალ მისამართზე ელოდება

    რესტორანი „ზაზანოვა“ თიბისის მხარდაჭერით სტუმრებს ახალ მისამართზე ელოდება

    რესტორანი „ზაზანოვა“ სტუმრებს უკვე ორი თვეა ახალ მისამართზე იღებს. პოსტ-პანდემიის პერიოდში  „ზაზანოვა“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ეზოში გადავიდა, თუმცა დროებით.  თიბისის მხარდაჭერით სექტემბერში რესტორანს ახალი, მუდმივი მისამართი ექნება, სადაც „ზაზანოვა“ საქმიანობას უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით გააგრძელებს.

    როგორც „ზაზანოვას“ დირექტორი მარინა სალუქვაძე აღნიშნავს, მარტიდან ივნისამდე რესტორანი დაკეტილი იყო, კომპანიამ ყველანაირი დანაზოგი თანამშრომელთა ანაზღაურებისაკენ მიმართა. რესტორანში  15 ადამიანია დასაქმებული, ამას ემატება ის მუსიკოსები, რომლებიც ყოველ საღამოს მოსულ სტუმრებს ცოცხალ შესრულებას სთავაზობენ.

    „რთული პერიოდის მიუხედავად, რომელიც ყველამ გავიარეთ,  მომავლის გეგმები ოპტიმისტური გვაქვს.  ეს ალბათ, განპირობებულია იმ სიახლეებით, რასაც შევთავაზებთ მომხმარებელს. პირველ რიგში, ეს იქნება ახალი ლოკაცია, ახალი სივრცე, რომელსაც მალე შევატყობინებთ ყველას. რა თქმა უნდა, უცვლელი დარჩება ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული კარგი, ცოცხალი მუსიკისადმი,“ – ამბობს „ზაზანოვას“ დირექტორი.

    „ზაზანოვა“ უკვე 9 წელია არსებობს. როგორც მარინა სალუქვაძე ამბობს, სტუმრების 80 პროცენტი ქართველია,  20 პროცენტი კი უცხოელი. პოსტ-პანდემიის პერიოდში ქართველ მუსიკოსთა მხარდაჭერის მიზნით, „ზაზანოვამ“ ჯაზ-ფესტივალი დააარსა.

  • 10 რამ, რასაც თიბისი კონცეპტი მომხმარებელს სთავაზობს

    10 რამ, რასაც თიბისი კონცეპტი მომხმარებელს სთავაზობს

    თიბისი კონცეპტი  ახალი კონცეფციაა პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიოს მისთვის სასურველი მომსახურების ნაკრები. თიბისი კონცეპტის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.

    აქ.ახლა, თიბისი კონცეპტი მომხმარებელს 10 პროდუქტს/მომსახურებას სთავაზობს:

    1. Subscription მოდელი

    გამოწერის, ანუ subscription მოდელით თიბისი მომხმარებელს არჩევანის საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტოს, რა სჭირდება და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღოს პროდუქტებისა და სერვისების სასურველი ნაკრები.

    1. პერსონიფიცირებული მიდგომა

    თიბისი კონცეპტის საშუალებით თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საკუთარ საჭიროებებსა თუ მიზნებზე მორგებული კონცეპტის და ნაკრები აღმოაჩინოს და ამას შემოსავალი არ განსაზღვრავს.

    1. ციფრული ნაკრები

    თიბისიმ, საქართველოში პირველად, პერსონალური ციფრული საბანკო მომსახურების ნაკრები შექმნა. თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია და ვინც, არასაბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს აქტიურად იყენებს.

    1. პროფესიონალი ბანკირი

    თიბისი კონცეპტი მომხმარებელთან ურთიერთობის მეორე ფორმატს — პრემიუმ ნაკრებს გთავაზობთ, სადაც თქვენი სანდო პარტნიორი, შეუცვლელი დამხმარე და მრჩეველი პირადი ბანკირია. მისი მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა.

    1. მაღალი კლასის ბარათები სხვადასხვა უპირატესობით

    თიბისი კონცეპტით მომხმარებელი სხვადასხვა უპირატესობით სარგებლობს. აქვს  თანხის განაღდების უფრო მაღალი ლიმიტი,  ბარათზე დადებითი ნაშთის შემთხვევაში ერიცხება სარგებელი. ასევე, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია საერთაშორისო შეთავაზებებიც.

    1. გაუმჯობესებული პირობები საბანკო ოპერაციებზე

    თიბისი კონცეპტი მაღალი კლასის ბარათების გარდა, მომხმარებელს საბანკო და სადაზღვევო მომსახურებაზე გამორჩეულ პირობებს სთავაზობს. მისი მეშვეობით, ანაბარზე თანხის გადარიცხვასა და განაღდებაზე უფრო მეტი სარგებელის დარიცხვაა შესაძლებელი; გარე გადარიცხვებისთვის დაბალი საკომისიოა დადგენილი; საბანკო კურიერის ულიმიტო მომსახურებით სარგებლობა; ამონაწერისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოებაც კიდევ უფრო მარტივია; 24/7-ზეა ხელმისაწვდომი დისტანციური მომსახურების გუნდი; წვდომა გაქვთ მეილბანკინგზე; და რაც მთავარია, უფასო, 14-დღიანი სამოგზაურო დაზღვევითა და 10%-იანი ავტოდაზღვევით სარგებლობთ.

    1. კონცეპტ ასისტენტის მომსახურება

    თიბისი კონცეპტით სარგებლობისას მომხმარებელს კონცეპტ ასისტენტიც ეყოლება, რომელიც სასტუმროების დაჯავშნაში, სხვადასხვა ღონისძიების თუ სამოზაურო ბილეთების შეძენაშიც დაეხმარება და ამით  მომხმარებლის ყოველდღიურობის ისეთ დეტალებზე იზრუნებს, რომელშიც ის აქამდე დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავდა.

    1. საერთაშორისო აეროპორტების ლაუნჯებით სარგებლობა

    თიბისი კონცეპტით მომხმარებელს წვდომა აქვს LoungeKey პროგრამაზე, რომლის დახმარებით 1000-ზე მეტ აეროპორტში დამატებითი საწევრო ბარათის წარმოდგენის გარეშეა შესაძლებელი ლაუნჯით სარგებლობა. გარდა ამისა, ჩასხდომის  რიგში დგომის ნაცვლად, კონცეპტის მომხმარებელი პრიორიტეტული გასასვლელითაც ისარგებლებს.

    1. სპეციალური შეთავაზებები

    თიბისი კონცეპტით მომხმარებელს წვდომა აქვს მუდმივად განახლებად შეთავაზებებზე, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების სტილზეა მორგებული და ყველაზე მოთხოვნად ობიექტებში სხვადასხვა პროდუქტსა და სერვისზე ფასდაკლებებს მოიცავს.

    1. კონცეპტ შეხვედრები და მასტერკლასები

    თიბისი კონცეპტი არ არის მხოლოდ საბანკო-საფინანსო მომსახურება. ის მომხმარებლის თვითგანვითარებაზეც ზრუნავს. საგანმანათლებლო პლატფორმის — კონცეპტ შეხვედრების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს უზრიარებენ კონცეპტის მომხმარებლებს  იმ თემებზე, რომლებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო გარემოში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

    თიბისი კონცეპტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებელი პირად ბანკირს ან კონცეპტის ცენტრს (032 2 27 27 00) უნდა დაუკავშირდეს .

  • საბანკო დავალიანების მქონე პირებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარება არ ჩამოეჭრებათ

    საბანკო დავალიანების მქონე პირებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარება არ ჩამოეჭრებათ

    17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარებასაბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ.  შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა.

    შეთანხმების თანახმად თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან  სასესხო ვალდებულება აქვს, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად ამ  სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

    18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება. თანხების გაცემა კი 1 სექტემბრიდან დაიწყება.

  • „მეგრული ჩაი“ თიბისი მხარდაჭერით წარმოებას აფართოებს

    „მეგრული ჩაი“ თიბისი მხარდაჭერით წარმოებას აფართოებს

    კომპანია „მეგრული ჩაის“ დამფუძნებელმა ნანა ბიგვავამ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა და მარტვილის რაიონში 35 ჰა ფართობზე გაშენებული ჩაის პლანტაციები აღადგინა.  „მეგრული ჩაი“  უკვე მეორე წელია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ჩაის უშვებს.

    ნანა ბიგვავა, ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით, მოთხოვნა ხარისხიან ქართულ ჩაიზე მაინც მაღალია, ამიტომ ფერმერი წარმოების გაზრდასაც გეგმავს.

    საკუთარი პლანტაციების გარდა კომპანიას გადასამუშავებელი ქარხანაც აქვს, სადაც მხოლოდ პრემიურ ხარისხის ჩაის ყლორტს ამუშავებენ. წელს „მეგრულმა ჩაიმ“ თიბისის მხარდაჭერით ნედლი ჩაის რაოდენობა გაზარდა და ის ადგილობრივებისგანაც შეიძინა. ჩაის პლანტაციებში 50-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 50 -დან 60 ტონამდე ჩაი იკრიფება.

    „მეგრული ჩაის“ წელს პირველად გავიდა ექსპორტზე. ცოტა ხნის ბელორუსში 13 ტონა ჩაი გაიტანეს. კომპანია ამ  მიმართულებით გაფართოებასაც აპირებს და  უახლოეს მომავალში საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი გაიზრდება.

  • გურიაში ჩხავერის კულტურის აღდგენა თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება

    გურიაში ჩხავერის კულტურის აღდგენა თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება

    ჩხავერი გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშია, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის, გამორჩეულ ღვინოს აყენებენ.  გურიის რეგიონის გარდა ჩხავერი მოჰყავთ აჭარაშიც და იმერეთშიც. ბოლო წლებში საქართველოში კვლავ დაიწყო  გადაშენების პირამდე მისული ჩხავერის კულტურის აღდგენა.

    რევაზ ანთაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჩოხატაურში მამაპაპისეულ მიწაზე ჩხავერის მოყვანის ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტა. მან თიბისის მხარდაჭერით 3500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე 700 ძირი ჩხავერი დარგო.

    „ჩხავერი განსაკუთრებული ყურძენია და განსაკუთრებულ მოვლასაც მოითხოვს. ამ ადგილას ჩემს წინაპრებს ადრე ჰქონიათ ჩხავერი,  ვაპირებ, რომ  თანდათან 1 ჰა-მდე გავზარდო ჩხავერის ვენახები. ამას გარდა, ჩვენს მხარეში გავრცელებული სხვა იშვიათი ჯიშების მოყვანასაც ვგეგმავ, ისეთის როგორებიცაა –   ჯანი და სხილათობანი,“ – ამბობს რევაზ ანთაძე.

    ფერმერი პირველ მოსავალს 3 წელიწადში ელოდება. პირველ ეტაპზე რევაზ ანთაძე 5-დან 10 ტონამდე ღვინის წარმოებას გეგმავს. ჩხავერისგან დამზადებული ღვინო განსაკუთრებული ხარისხისაა. ღვინო ხასიათდება ღია ვარდისფერი შეფერილობით, ნაზი და ჰარმონიურია და გამოირჩევა ალკოჰოლისა და სიმჟავის ბალანსით. ყურძნის ამ ჯიშს იყენებენ ცქრიალა ღვინის დასაყენებლადაც. ბოთლში ჩამოსხმამდე მას 2 წლის მანძილზე ქვევრში ინახავენ.

  • თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელს ახალ აპლიკაციას სთავაზობს

    თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელს ახალ აპლიკაციას სთავაზობს

    თიბისი დაზღვევას კიდევ ერთი სიახლე აქვს. დღეიდან, ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ  აპლიკაციით და თავიანთი სმარტფონების მეშვეობით ციფრულად, სულ რამდენიმე წუთში მიიღონ სადაზღვევო სერვისები.

    აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ჩაეწეროს ოჯახის ექიმთან, მოითხოვოს ანაზღაურება ან საგარანტიო წერილი. ასევე გაიაქტიუროს სამოგზაურო დაზღვევით გათვალისიწინებული დღეები.

    კომპანიის მიზანია, დაზღვეულებმა აპლიკაციის საშუალებით ის მომსახურება მიიღონ, რომელიც სრულადაა მორგებული ადამიანის საჭიროებებზე და რაც მთავარია, ამისათვის მაქსიმალური ეფექტურობით მინიმალური დრო დახარჯონ.

    ახალი აპლიკაცია დაზღვეულების ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული, რაც აქ და ახლა, სადაზღვევო სერვისების კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მიწოდებას გულისხმობს.

    აპლიკაციის გადმოწერა ძალიან მარტივია. მომხმარებელმა IOS სისტემისთვის APP Store, ხოლო ANDROID სისტემისთვის Google Play უნდა გამოიყენოს. საძიებო ველში ჩაწერეთ  TBC Insurance, დააჭირეთ ჩამოტვირთვას და მიჰყევით ინსტრუქციას. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას  ნომერზე: 2 42 11 11

  • თიბისის მხარდაჭერით თბილისში ახალი რესტორანი იხსნებ

    თიბისის მხარდაჭერით თბილისში ახალი რესტორანი იხსნებ

    სექტემბერში თბილისს კიდევ ერთი ადგილი შეემატება, სადაც ჩამოსულ სტუმრებსა თუ ადგილობრივებს ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. „ნინიას ბაღი“ ასე ჰქვია ახალ რესტორნს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით აშენდა. რესტორანი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მოეწყო, მას აქვს ეზო ანუ ღია სივრცე სტუმრების მისაღებად და 150-მდე ადამიანის გამასპინძლება შეუძლია.

    „ნინიას ბაღის“ დამფუძნებელი შეფ-მზარეული და რესტორატორი მერიკო გუბელაძეა, ის ამბობს, რომ პანდემიის რთული პერიოდის მიუხედავად აღნიშნულ პროექტზე მუშაობა არ შეუჩერებიათ.
    „რესტორნის გახსნისთვის საუკეთესო დრო არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მშენებლობის პროცესი ბოლომდე მივიყვანეთ, ახლა კი მიმდინარეობს რესტორნის რემონტი და აღჭურვა. აქ იქნება ექსპერიმენტული სამზარეულო და მე თავად ვიქნები მზარეული ორ სხვა მზარეულთან ერთად,“ – ამბობს მერიკო გუბელაძე.

    „ნინიას ბაღი“ „შავი ლომის“, კაფე „ლეილას“ და „ლისი რესტის“ შემდეგ მეოთხე რესტორანია, რომელიც მერიკო გუბელაძემ დააფუძნა. მთლიანობაში ახალ რესტორანში 30-მდე ადამიანი დასაქმდება.

     

     

  • თიბისის მხარდაჭერით „ყაზბეგი ჯგუფმა“ სტეფანწმინდაში სასტუმრო ააშენა

    თიბისის მხარდაჭერით „ყაზბეგი ჯგუფმა“ სტეფანწმინდაში სასტუმრო ააშენა

    ყაზბეგი ტურისტულად ერთერთი ყველაზე აქტიური და მიმზიდველი მხარეა.
    საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტები აქაურობას ზამთრის სეზონზეც
    სტუმრობენ და ზაფხულშიც ირჩევენ დასასვენებელ ადგილად. მოთხოვნა
    დასასვენებელ ინფრასტრუქტურაზე წლიდან წლამდე იზრდება.

    „ყაზბეგი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად,
    სტეფანწმინდაში სასტუმროს აშენება გადაწყვიტეს. თიბისის მხარდაჭერით, სასტუმროს
    მშენებლობა პანდემიის პერიოდშიც გაგრძელდა და ამჟამად უკვე მოსაპირკეთებელი
    სამუშაოები და სასტუმროს აღჭურვა მიმდინარეობს.

    „ჩვენს მხარეში კონკურენცია დღითიდღე მატულობს, ბევრი ახალი სასტუმრო აშენდა,
    ბევრიც ამჟამად შენდება. ჩვენ ვეცდებით, რომ მომხმარებელს ხარისხიანი სერვისი
    შევთავაზოთ შეღავათიან ფასად. გათვლა გვაქვს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ
    ტურისტებზე, ვისაც სურს, რომ ბიუჯეტურად დაისვენოს,“ – ამბობს „ყაზბეგი ჯგუფის“
    დამფუძნებელი სტეფანე წიკლაური.

    სასტუმროში 13 ნომერი განთავსდება და 30-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. სტუმრებს
    გიდის მომსახურებას და საცხენოსნო ტურებს შესთავაზებენ. სამომავლოდ კი,
    დაგეგმილი აქვთ საკონფერენციო სივრცის მოწყობა, რათა კორპორატიული კლიენტების
    მომსახურებაც შეძლონ.

    „ყაზბეგი ჯგუფი“ მშენებლობის პროცესს 2 თვეში დაასრულებს, ზამთრის სეზონზე კი
    სასტუმრო პირველ სტუმარს მიიღებს.

  • „შატო მუკუზანმა“ თიბისის მხარდაჭერით საწარმო გააფართოვა

    „შატო მუკუზანმა“ თიბისის მხარდაჭერით საწარმო გააფართოვა

    მუკუზანი დაცული ადგიწარმოშობის დასახელების ღვინოა, რომელიც გურჯაანის რაიონში, მუკუზანის მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან იწარმოება. ღვინო „მუკუზანის“ წარმოება საქართველოში მე-19 საუკუნიდან დაიწყო, იგი ძველდება მუხის კასრში, სულ ცოტა 3 წლით.

    „შატო მუკუზანი“ მუკუზანის მიკროზონაში მდებარე კომპანიაა, რომელიც ძირითადად სწორედ ამ ცნობილ ქართულ ღვინოს აწარმოებს, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მათი ღვინოების ჩამონათვალში სხვა ცნობილი ქართული ღვინოებიც შედის: რქაწითელი, საფერავი და ქინძმარაული.

    კომპანია ბაზარზე უკვე 5 წელია არსებობს, წელიწადში საშუალოდ, 2-დან 3 ათას ტონამდე ღვინოს აწარმოებენ. წელს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, საწარმოს განახლება გადაწყვიტეს. თიბისის მხარდაჭერით „შატო მუკუზანმა“ ღვინის წარმოებისთვის საჭირო ახალი დანადგარები შეიძინა, წარმოების გაზრდას ვარაუდობენ, თუმცა რამდენით, ეს ყურძნის მოსავალზე იქნება დამოკიდებული.

    „ჩვენი საწარმო მუკუზანის მიკროზონაში მდებარებს, იქ, სადაც 100 პროცენტით ნამდვილი, კახური მუკუზანი იწარმოება. საკუთარი ვენახები ქარხნის ირგვლივ გავაშენეთ, თუმცა სრული წარმადობისთვის აქ მოწეული საფერავი საკმარისი არაა, ამიტომ ყურძენს გლეხებისგანაც ვყიდულობთ. წელს გვაქვს მოლოდინი, რომ კარგი რთველი იქნება,“ – ამბობს „შატო მუკუზანის“ ერთერთი დამფუძნებელი გიორგი მიტიჩაშვილი.

    კომპანია ღვინოს ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ბაზარზე ყიდის, უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე გასვლას აპირებენ.

     

     

     

  • თიბისი კაპიტალი: მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპი შემცირდება

    თიბისი კაპიტალი: მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპი შემცირდება

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია მიმოხილული. მიმოხილვაში ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა, ვაქცინის მხრივ მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლოსათვის ვაქცინას დაამტკიცებენ და მომდევნო წლის დასაწყისიდან ის ეტაპობრივად ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება.

    წლევანდელი და მომდევნო წლის ტურიზმის პროგნოზები გაუარესებულია, თუმცა გაუმჯობესებულია მოლოდინები ექსპორტის, გზავნილებისა და იმპორტის მიმართულებით. მთლიანობაში, მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპი კიდევ უნდა შემცირდეს, რაშიც უფრო მეტ როლს საგარეო დაფინანსებით გაზრდილი ფისკალური სტიმული შეასრულებს. ფისკალური სტიმული მომდევნო წელსაც მნიშვნელოვანი იქნება, სანამ მე-2 კვარტლის ბოლოს და მე-3 კვარტლის დასაწყისში ტურიზმის შემოდინებები მატერიალურად არ აღდგება.

    საბაზო სცენარით, რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი შემცირება მოსალოდნელია, თუმცა მხოლოდ ზომიერად. ასევე, მცირდება წლიური ინფლაცია, რასაც ძირითადად წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტი და ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით არსებულ დონეზე შენარჩუნება განაპირობებს.

    იხილეთ უფრო მეტი: tbccapital.ge