Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • თიბისი ბიზნესებს ინვოისების მართვას უმარტივებს

    თიბისი ბიზნესებს ინვოისების მართვას უმარტივებს

    აქ, ახლა თიბისი კონცეპტის მომხმარებლისთვის, საუკეთესო დროა ბინის შესაძენად.

    თიბისის მისია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა. სწორედ ამიტომ, თიბისი კონცეპტის პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის  შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.

    დამატებით, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელწიფო პროგრამაშია ჩართული, რაც 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობისათვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის  შესაძენად, იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია.

    თიბისი კონცეპტი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, ბინის შესაძენად განსაკუთრებულ პირობებს მომხმარებელს წამყვანი დეველოპერული კომპანიების სამშენებლო პროექტებში სთავაზობს: გრინჰილ რეზიდენსი, ანაგი – Sea Home ბათუმში, ანაგი – Park Home ვაკეში, ელთ ბილდინგი, კონსტრუქსუსი, კოხტა მიტარბი, მწვანე ქალაქი ლისზე, მარშალ გუდაური, ენსიდი, პრემიუმ ჯგუფი, კინორ ინვესტმენტი, რედკო – ახალი გუდაური, რედკო – Bamboo Beach Tsikhisdziri, რედკო – Green Home კრწანისი, ალფა სახლი ბაგებში, თბილისი ჰილსის რეზიდენცია, ვაკე ჰილსი.

    დეტალური ინფორმაციის მიღება და სასურველი კომპანიისა და პროექტის შერჩევა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-concept-mortgage

    აღნიშნულ პლატფორმაზე ყოველკვირულად შეგიძლიათ გაეცნოთ თიბისი კონცეპტის განახლებულ შეთავაზებებს.

    პროცესის გამარტივებისთვის და მეტი კომფორტისთვის, ბინის შეძენასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარებაში ციფრული ნაკრების მომხმარებლებს – კონცეპტ ცენტრი, პრემიუმ ნაკრების მომხმარებლებს კი პერსონალური ბანკირი დაეხმარება.

  • თიბისი ბიზნესებს ინვოისების მართვას უმარტივებს

    თიბისი ბიზნესებს ინვოისების მართვას უმარტივებს

    თიბისი ბიზნესებს მხარდაჭერის მიზნით, ინვოისინგის ახალ სერვისს
    სთავაზობს, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს იმ რუტინას, რომლის
    შესრულებაც კომპანიებს ყოველდღიურად უწევთ.

    ახალი ფუნქციონალის მეშვეობით შესაძლებელია ინვოისების, ჩარიცხვების და
    გადარიცხვების ეფექტური კონტროლი და რეპორტინგი. ეს ბიზნესს საშუალებას
    მისცემს უზრუნველყოს გაწეული მომსახურების თანხის კომპანიის ანგარიშზე
    დროულად ჩარიცხვა.

    ინვოისების მართვის მოქნილი სქემა, რომელიც invoice.ge-მ შექმნა,
    ინტეგრირებულია თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკთან. მისი მეშვეობით
    მომხმარებელს ბიზნეს ინტერნეტბანკში შეუძლია ნახოს კომპანიის სახელზე
    გამოწერილი ინვოისები და გადაიხადოს ისინი.

    ორი კვირის განმავლობაში აღნიშნული სერვისით სარგებლობა უფასოა, ხოლო
    შემდეგ კომპანიებს 5, 15 და 35 ლარიანი პაკეტების შეძენა შეეძლებათ.

  • თიბისის ბიზნეს აპი IBAN სკანერის ფუნქციით

    თიბისის ბიზნეს აპი IBAN სკანერის ფუნქციით

    თიბისიმ კომპანიების ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების კიდევ უფრო
    გასამარტივებლად ბიზნეს აპი შექმნა — მენეჯერული აპლიკაცია, რომელიც რამდენიმე
    ახალ ფუნქციას მოიცავს: ერთზე მეტი დავალების ერთი დიჯიპასით დადასტურებას,
    ბიზნეს ანგარიშებს შორის გადართვას და IBAN სკანერს.

    კომპანიებს ხშირად უწევთ ინვოისების გადახდისთვის ფურცელზე დაბეჭდილი
    მრავალრიცხვიანი ანგარიშის ნომრის ხელით შეყვანა, ზოგჯერ კი ელექტრონული
    დოკუმენტები ისეა შედგენილი, რომ ამ ციფრების კოპირებას ვერ ახერხებენ, სწორედ ამ
    პრობლემის გადასაწყვეტად შეიქმნა ახალი ფუნქციონალი IBAN სკანერი, რომლის
    მეშვეობითაც მობილურის ფოტოკამერა ანგარიშის ნომრებს "კითხულობს" და მას
    ავტომატურად სვამს გადარიცხვის შაბლონში.

    დასაწყისისთვის აპლიკაციაში IBAN ნომრის ამოცნობისთვის ფოტოკამერის დამიზნებაა
    საჭირო, სამომავლოდ კი აპლიკაცია აღნიშნული ნომრის "წაკითხვას" უკვე გადაღებული
    ფოტოს ატვირთვითაც შეძლებს.

    ახალი ბიზნეს აპით უკვე სარგებლობს ქართული კომპანია „კაშკაში“, რომელიც
    საქართველოში შექმნილი სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების ბრენდია. „კაშკაში“
    მომხმარებელს სერტიფიცირებული ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებულ,
    უნიკალური ფორმულებით შექმნილ ნაწარმს სთავაზობს.

    კომპანია ბაზარზე 2018 წლის ივლისიდან გამოჩნდა და დღეისათვის მისი პორტფოლიო
    სახისა და სხეულის მოვლის 3 განსხვავებულ ხაზს მოიცავს. „კაშკაშის“ ფორმულები
    მხოლოდ ვეგანური და ვეგეტარიანული ინგრედიენტებისგან შედგება და შექმნილია
    სწრაფი, ურბანული ტემპით მცხოვრები მომხმარებლისთვის, რომელსაც დროის სიმცირის
    მიუხედავად, მაინც სურს თავის მოვლის პროცესისგან სიამოვნების მიღება.
    თიბისის ბიზნეს აპზე საუბრისას „კაშკაშის“ დამფუძნებელი ქეთო გიორგობიანი ამბობს,
    რომ IBAN სკანერი კიდევ უფრო მეტ დროს დაუზოგავს და ადამიანური შეცდომის რისკსაც
    მინიმუმამდე დაიყვანს.

    „როდესაც რამდენიმე მიმართულებაზე ერთდროულად გიწევს ფიქრი, იზრდება
    მექანიკური შეცდომების დაშვების ალბათობა. ასეთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი
    დეტალების ავტომატიზაცია ქმნის შეგრძნებას, რომ გყავს ერთგვარი უხილავი
    ასისტენტი, რომლის დახმარებასაც მუდმივად გრძნობ", — აღნიშნავს ის.
    ბიზნეს აპი კიდევ მრავალ ფუნქციას შეიძენს და გახდება მეტი, ვიდრე უბრალოდ
    ფინანსების მართვის აპლიკაციებია. სამომავლოდ ამ აპლიკაციის გამოყენებით ბიზნესის
    წარმომადგენლები შეძლებენ, თავიანთი საქმიანობის გარშემო მიიღონ და გასცენ
    ინფორმაცია.

  • კომპანიამ „360 სარეკლამო სივრცე“ თიბისის მხარდაჭერით მომსახურება გააფართოვა

    კომპანიამ „360 სარეკლამო სივრცე“ თიბისის მხარდაჭერით მომსახურება გააფართოვა

    ბრენდირებული პროდუქცია და სარეკლამო მასალები კორპორაციების იმიჯისა და
    იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიის
    შერჩევა, რომელიც ამ დელიკატურ საქმეს მაღალი ხარისხითა და სანდოობით
    შეასრულებს. ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე რამდენიმე სარეკლამო კომპანია
    გამოჩნდა, რომელიც ბიზნესს მრავალფეროვან მომსახურეობას სთავაზობს, რაც
    მთავარია დროულად და ხარისხიანად.

    ასეთია „360 სარეკლამო სივრცე“, რომელიც უკვე მეორე წელია ბაზარზე თავის
    დამკვიდრებას ცდილობს. კომპანიამ თიბისის სტარტაპერის პროგრამის ფარგლებში
    ბიზნესის მხარდაჭერით ისარგებლა და რამდენიმე დანადგარი შეიძინა, რომლებსაც
    სარეკლამო მასალების ბეჭდვისთვის იყენებენ.

    „360 სარეკლამო სივრცე“ მომხმარებელს 50 სახეობის ნივთის ბრენდირებას სთავაზობს,
    ასევე, ბანერების და სხვადასხვა სარეკლამო მასალის ბეჭდვას. მასალების იმპორტს
    ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან ახორციელებენ. ამჟამად კომპანიაში 6 ადამიანია
    დასაქმებული, მაგრამ წლის ბოლომდე თანამშრომელთა გაორმაგებას გეგმავენ.
    „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობა მოვიპოვოთ,
    დროულად და ხარისხიანად ჩავაბაროთ პროდუქცია. პანდემიის პერიოდში სამი თვით
    კომპანიის დახურვა მოგვიხდა, მაგრამ როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, ჩვენც
    განვაახლეთ მუშაობა. განსაკუთრებით მადლიერი ვართ ჩვენი ერთგული
    მომხმარებლების, რომლებმაც ისევ გააგრძელეს ჩვენთან თანამშრომლობა,“ – ამბობს
    კომპანიის დამფუძნებელი ლიკა მიქაბერიძე.

    ამჟამად „360 სარეკლამო სივრცე“ 100-მდე კომპანიას უწევს სარეკლამო მომსახურებას
    და ამარაგებს ბრენდირებული პროდუქცით, მათ შორის, მსხვილი სუპერმარკეტების
    ქსელები და სადაზღვევო კომპანიებიც არიან.

  • თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 22-27 სექტემბერს ჩატარდება

    თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 22-27 სექტემბერს ჩატარდება

    საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 22-27 სექტემბერს, „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

    პოსტპანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდი გახანგრძლივდა და საგამოფენო სივრცე ტრადიციული 4 დღის ნაცვლად 6 დღის განმავლობაში უმასპინძლებს მსურველებს. აღნიშნული ცვლილება აუცილებელია ფესტივალზე მაქსიმალურად ბევრი მკითხველის მისაღებად, ვინაიდან „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ერთდროულად დასაშვები ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება. სტუმრობის მსურველთათვის კი წინასწარი რეგისტრაციის სისტემა იარსებებს.

    ფესტივალი მომხმარებელს წიგნების შეძენის ტრადიციული ფორმის გარდა, ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, წიგნების უშუალოდ გამომცემლობების სტენდებზე შეძენა; ექსპო ჯორჯიას ეზოში, მე-11 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (პავილიონში შესვლის გარეშე), წინასწარ შერჩეული წიგნების  გამომცემლობების ოპერატორებთან შეძენა; წიგნების შეძენა ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს წიგნის გამომცემლეთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე – www.gpba.ge

    ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად 40-ზე მეტი გამომცემლობა დარეგისტრირდა. თითოეული მონაწილე ტრადიციულად სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს.

    ფესტივალის ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამისთვის მთავარი სცენა „ექსპო ჯორჯიას“ ეზოში, ღია ცის ქვეშ განთავსდება და ექვსივე საფესტივალო დღის განმავლობაში სრულად იქნება დატვირთული. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ახალი წიგნების პრეზენტაციებსა და ქართველ მწერლებთან შეხვედრებს; უცხოელი ავტორების ვიდეოჩართვებს; საბავშვო პროგრამას; საგამომცემლო-პროფესიულ პროგრამას და სხვა. ფესტივალზე დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.

    ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს ყველა აუცილებელი ინსტრუქცია ჯანდაცვის სამინისტროსგან.

    თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა.

    თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და  მწერალთა სახლი.

  • თიბისის ბიზნეს აპი – დაადასტურეთ ერთზე მეტი დავალება ერთი დიჯიპასის კოდით

    თიბისის ბიზნეს აპი – დაადასტურეთ ერთზე მეტი დავალება ერთი დიჯიპასის კოდით

    თიბისიმ ბიზნესის მხარდასაჭერად დამოუკიდებელი აპი შექმნა, რომელიც
    მნიშვნელოვნად გაუადვილებს ბიზნესს ოპერირებას და საქმიანობის მართვას.
    ახალი აპი ბიზნესს სამ ახალ ფუნქციონალს სთავაზობს: ერთი დიჯიპასის კოდით ერთზე
    მეტი დავალების დადასტურება, IBAN სკანერი და ბიზნესანგარიშების გადართვა
    აპლიკაციიდან გაუსვლელად.

    დიჯიპასი უნიკალური ერთჯერადი კოდია, რომელზე წვდომა მხოლოდ კომპანიის
    ხელმძღვანელს ან შესაბამის პასუხისმგებელ პირს აქვს. ის ერთგვარი უსაფრთხოების
    კოდია, რომლითაც კომპანია დაცულია.

    ერთი დიჯიპასით ერთზე მეტი დავალების დადასტურება აქამდე მხოლოდ ბიზნეს
    ინტერნეტბანკში იყო ჩაშენებული, ამიერიდან კი ეს ფუნქცია აპშიც ხელმისაწვდომია და
    მომხმარებლებს რამდენიმე წამში შეუძლიათ, მრავალი ფინანსური ოპერაცია
    შეასრულონ.

    ბიზნესს უკვე შეუძლია ახალი აპის გამოყენება. მარკეტინგულ სააგენტო Connect-ში
    ბიზნეს აპის გამოყენება მისი დანერგვის დღიდან დაიწყეს. კომპანიის დამფუძნებელი
    დავითი რიკიაშვილი ამბობს, რომ თავადაც, როგორც ფიზიკური პირი, თიბისის
    აპლიკაციის აქტიური მომხმარებელია, ხოლო ბიზნეს აპი კომპანიის ჭრილშიც მისთვის
    დიდი კომფორტია.

    Connect-ის ძირითადი საქმიანობა ინტერნეტ მომხმარებლისთვის თანამედროვე და
    ადვილად გამოყენებადი ვებგვერდების, პლატფორმებისა და პროგრამების შექმნაა.
    Connect საქართველოში მსხვილი და საშუალო ბიზნესებისთვის სერვერულ მომსახურებას
    უზრუნველყოფს.

    "წარმოიდგინეთ, როდესაც გაქვს რამდენიმე ტრანზაქცია გასაკეთებელი — თუნდაც
    ხელფასები უნდა ჩარიცხო თანამშრომლებისთვის — და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ
    ერთხელ იყენებ დიჯიპასს. ვისაც ხელფასები ერთხელ მაინც გადაურიცხავს, მიხვდება, რა
    კომფორტზეც ვსაუბრობ. ბიზნეს აპი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
    კმაყოფილი ვარ, რომ მის გასავითარებლად პროფესიონალი და ბიზნესზე
    ორიენტირებული ადამიანები ზრუნავენ. ამ ყველაფერს ვგრძობთ აპლიკაციის
    გამოყენების პროცესში",— ამბობს დავით რიკიაშვილი.

    მისი თქმით, აპლიკაცია შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად მხოლოდ მაშინ, როცა ის
    ნამდვილად მოერგება მომხმარებლის სურვილებს. Connect-ში ამბობენ, რომ აპთან
    ყოველდღიური შეხებით გარკვეულ სტატისტიკას ქმნიან და სამომავლოდაც დიდი
    ინტერესით დაელოდებიან ბიზნეს აპის განახლებას, რადგან ყველა ის სიახლე უყვართ,
    რაც ბიზნესს მხარს უჭერს და ავითარებს.

    ბიზნეს აპს კიდევ მრავალი ფუნქცია დაემატება და ის ერთგვარი მენეჯერული აპლიკაცია
    გახდება, სადაც ბიზნესის მფლობელები და ხელმძღვანელები არა მხოლოდ ფინანსური
    ოპერაციების შესრულებას ან ინფორმაციის მიღებას შეძლებენ, არამედ სხვა
    მნიშვნელოვანი პროცესების მართვასაც.

  • თიბისიმ ბიზნესის მხადასაჭერად ბიზნეს აპი შექმნა

    თიბისიმ ბიზნესის მხადასაჭერად ბიზნეს აპი შექმნა

    თიბისი აქ და ახლა ბიზნესს სპეცილურად მათთვის შექმნილ მობაილბანკის აპლიკაციას
    სთავაზობს. თიბისიმ ბიზნეს აპი ბიზნესის მხარდასაჭერად, მათი მოთხოვნებისა და
    საჭიროებების გათვალისწინებით შექმნა. ბიზნესს ახლა უკვე შეუძლია ისარგებლოს
    აპით, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმიანობას, ფინანსურ ოპერაციებსა თუ
    კომპანიის მართვას.

    „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით ბიზნესებს, ვსწავლობდით თუ რა
    სჭირდებოდათ საქმიანობის გასამარტივებლად, რა ოპერაციებს ასრულებდნენ ყველაზე
    ხშირად და სად იყო გამარტივების შესაძლებლობა. ამას გარდა, მუდმივად ვიღებდით
    მათგან უკუკავშირს, რომ გაგვეგო როგორი მობაილბანკი სურდათ. დღეიდან უკვე მათ
    შეუძლიათ სპეციალურად მათთვის შექმნილი, დამოუკიდებელი ბიზნეს აპით
    ისარგებლონ,“ – ამბობს ლევან უგრეხელიძე, თიბისის ბიზნეს მობაილბანკის გუნდის
    კაპიტანი.

    ახალი აპი ბიზნესს სამ მთავარ სიახლეს სთავაზობს. პირველი ფუნქცია, რომელიც
    მნიშვნელოვნად გაამარტვივებს გადარიცხვების ტრადიციულ პროცესს არის ერთზე მეტი
    დავალების დადასტურება ერთი დიჯიპასის კოდით. თუ აქამდე საჭირო იყო ყველა
    დავალებისთვის ცალკე დიჯიპასის კოდი, ახლა უკვე შესაძლებელია დავალებების
    გაერთიანება/მონიშვნა და მათ დასადასტურებლად ერთი კოდი საკმარისი იქნება. ამ
    ფუნქციით შესაძლებელია კომპანიაში თანამშრომელთა ხელფასების გადარიცხვის
    დადასტურებაც.

    მეორე ფუნქცია არის IBAN სკანერი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მარტივად
    ანგარიშის ნომრის დასკანერება ფურცლიდან ან ეკრანიდან. IBAN სკანერი ანგარიშის
    ნომრის აკრეფასთან დაკავშირებულ რისკებს საგრძნობლად შეამცირებს.
    მესამე ფუნქცია არის ბიზნესანგარიშების გადართვა აპიდან გაუსვლელად. როდესაც
    ერთზე მეტი ანგარიშის მფლობელი ხართ, განსაკუთრებით მოსახერხებელია, დარჩეთ
    აპლიკაციაში და ისე განახორციელოთ ოპერაციები სხვა ანგარიშებზე ან უბრალოდ
    შეამოწმოთ ისინი.

    „თიბისი ყოველთვის სთავაზობს ბიზნესს ისეთ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობას
    უმარტივებთ. ეს პლატფორმაც ბიზნესის მხარდასაჭერად შევქმენით, რომ უკეთ
    მოვუსმინოთ მათ, მუდმივად ვიყოთ მათთან კომუნიკაციაში და გავიგოთ რა
    სჭირდებათ და რა არა. ამასთან ერთად, ბიზნეს აპი არის ინსტრუმენტი
    მენეჯერებისთვის ყოველთვის საქმის კურსში იყვნენ რა ხდება მათ კომპანიაში.
    თიბისის გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესს საუკეთესო გამოცდილება შეუქმნას,“
    – ამბობს ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
    ბიზნეს აპი მუდმივად განახლდება და მას ახალი ფუნქციონალები დაემატება, იმისდა
    მიხედვით თუ რა საჭიროებებები გამოიკვეთება. ბიზნეს აპით სარგებლობა უკვე
    შესაძლებელია, იგი ხელმისაწვდომია როგორც Android ისე iOS მომხმარებლებისთვის.

  • თიბისის მხარდაჭერით ყაზბეგში ოქტომბერში ახალი სასტუმრო გაიხსნება

    თიბისის მხარდაჭერით ყაზბეგში ოქტომბერში ახალი სასტუმრო გაიხსნება

    ყაზბეგის რაიონში, დაბა სტეფანწმინდაში პანდემიის პერიოდის მიუხედავად, ვახტანგ და შალვა ქირიკაშვილებს სასტუმროს მშენებლობა არ შეუჩერებიათ. უკვე არსებული გესტ ჰაუსის გაფართოვება გადაწყვიტეს და თიბისის მხარდაჭერით ახალი სასტუმროს მშენებლობა წამოიწყეს. ამჟამად მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

    „სასტუმროს გახსნას ოქტომბერში ვგეგმავთ, გვინდა, რომ ზამთრის სეზონს მომზადებული შევხვდეთ. გათვლას ძირითადად უცხოელ ტურისტებზე ვაკეთებთ. დაახლოებით 30 სტუმრის მიღებას შევძლებთ, რომლებსაც სრულ მომსახურეობას ვთავაზობთ, მათ შორის, ძალიან მოთხოვნად საცხენოსნო თუ საავტომობილო ტურებს ყაზბეგში,“ – ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი შალვა ქირიკაშვილი, რომელიც მამასთან ერთად უკვე 15 წელია სტეფანწმინდაში სასტუმრო ბიზნესს უძღვება.

    სასტუმროს აქვს საკუთარი რესტორანი და ვერანდა, სადაც მუდმივად 10-მდე ადამიანი დასაქმდება, სეზონურად კი დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

    სასტუმრო სტეფანწმინდის ერთერთ უძველეს დასახლებაში მდებარეობს. სასტუმროს ეზოში დამსვენებლებს ყაზბეგში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ჩოფიკაშვილების საგვარეულო ციხის ნახვაც შეეძლებათ.

  • „ვილა მთაში – დაისვენე ოთხივე სეზონზე

    „ვილა მთაში – დაისვენე ოთხივე სეზონზე

    არა აქვს მნიშვნელობა წელიწადის რომელ დროს და როგორ თავგადასავალს ეძებთ, „ვილა მთაში“ ყოველთვის გელით ბაკურიანში და ოთხივე სეზონზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გთავაზობთ. სასტუმრო 11 ე.წ. „ლაქშერი“ ტიპის კოტეჯისგან შედგება, სადაც შესაძლებელია, როგორც მეგობრებთან ერთად აქტიური დასვენება და გართობა, ისე ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში დროის გატარება.

    კოტეჯები 4 წლის წინ აშენდა კომპანია „სტრადიქს ფროფერდიზის“ მიერ. თავიდანვე „ვილა მთაში“ გათვლილი იყო მაღალსეგმენტიან უცხოელ დამსვენებლებზე.

    კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი ზაზა ზედგენიძე ამბობს, რომ წელს პანდემიის პერიოდიდან გამომდინარე საკუთარი სტრატეგიის გადახედვა და უფრო ადგილობრივ დამსვენებელზე მორგება მოუწიათ. თუმცა, ამის მიუხედავად, სასტუმროს მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავალი. თიბისის მხარდაჭერით კი, „ვილა მთაში“ კოტეჯების გარე ინფრასტრუქტურის გაფართოებას და მოწესრიგებას გეგმავს და ზამთრის სეზონისთვის მოემზადება.

    „სასტუმროს 80-მდე ადამიანის მიღება შეუძლია, ვაპირებთ, რომ კოტეჯების ეზო უფრო მოვაწესრიგოთ, რათა მეტი კომფორტი შევთავაზოთ დამსვენებელს. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კოტეჯები არ გავაჩეროთ, ამიტომ მოგვიწია ადგილობრივ დამსვენებელზე მორგება. ზამთრის სეზონისთვის, ვაპირებთ დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას,“ – ამბობს ზაზა ზედგენიძე.

     

     

  • აქ, ახლა – ტრადიციული ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხლე

    აქ, ახლა – ტრადიციული ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხლე

    აქ, ახლა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილი პროდუქციის შეძენა უკვე შესაძლებელია. ონლაინ მაღაზია – Qsovili.ge სხვადასხვა ქართველი დიზაინერისა თუ სტარტაპერის მიერ, უნიკალური ქსოვილების მოტივებზე შექმნილ კოლექციებს აერთიანებს.

    ტრადიციულ ქართულ ქსოვილთან და ტექსტილთან დაკავშირებული პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად შექმნა და მიზნად ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ტრადიციების აღდგენა და მათი თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრება დაისახა.

    ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენისა და შესწავლის პროექტი მუზეუმმა 2016 წელს დაიწყო. 2 წლის განმავლობაში მხატვრებისა და მკვლევარების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარა, ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატა და მათი შესწავლა დაიწყო.

    2018 წელს გამოიცა წიგნი – „ქსოვილი საქართველოდან“, სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან, 300-მდე პატერნია თავმოყრილი. წიგნში შეკრებილი მასალა კარგად ასახავს, თუ რამდენად ფერადი, თანამედროვე და მრავალფეროვანი იყო საუკუნეების წინანდელი საერო, თუ სადღესასწაულო სამოსი. ასევე, როგორი იყო სხვადასხვა პერიოდში ჩაცმის კულტურა ქვეყანაში და რა ახდენდა მასზე გავლენას.

    მემკვიდრეობა და ახალი თაობა თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტებია, სწორედ ამიტომ, პროექტის მიზანი ქართული ტრადიციული ქსოვილის ყოველდღიურობაში გადმოტანა, მისთვის ახალი სიცოცხლისა და დანიშნულების მიცემა იყო.

    იმისთვის, რომ ქართული ქსოვილის ნიმუშები ყოველდღიურობაში ინტეგრირებულიყო და მათ თანამედროვე სახე და გამოყენება ჰქონოდა, თიბისიმ, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, დაინტერესებულ დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა წიგნში თავმოყრილ პატერნებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახის პროდუქცია შეზღუდული რაოდენობით შეექმნათ.

    თიბისიმ პროექტის ფარგლებში 20-მდე მეწარმეს და მათ საქმიანობას დაუჭირა მხარი. საბოლოო პროდუქცია და Ready to wear კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და აქ – Qsovili.ge, ახლა, შემდეგი დიზაინერებისა და სტარტაპერების მიერ შექმნილი სამოსის, აქსესუარებისა და ნივთების შეძენა შეგიძლიათ: დარაია, ლაკო ბუკია, Rose Moda,  მუზარადი, Side Size, კერამიკ სტუდია, ლაკოიაჟ, Spilow, Why not gallery და სხვა.