Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • თიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს  უზრუნველყოფის გარეშე

    თიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს უზრუნველყოფის გარეშე

    პირველად საქართველოში, ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის  გასამარტივებლად, თიბისიში უკვე შესაძლებელია 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობა ქონების და ძირითადი საშუალებების  უზრუნველოფის გარეშე.

    შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შავსონ, რის შემდეგაც მათ თიბისიდან დაუკავშირდებიან. სესხის დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურია და ის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება.

    „საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბიზნესებს სჭირდებათ ფინანსური რესურსი, როგორც საქმიანობის გასაგრძელებლად, ისე განვითარებისთვის. თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებელს ცხოვრება, ამიტომ  მუდმივად ვმუშაობთ მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებისა და პროცესების გამარტივების კუთხით. ამ დრომდე, საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის  ლიმიტი 50 000 ლარი იყო, ჩვენ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე ავწიეთ. დარწმუნებული ვართ, ახალი ფინანსური რესურსის გაჩენა ბაზარზე დადებით გავლენას მოახდენს და ბიზნესებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება არსებული გამოწვევის ფონზე საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად“, – ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    250 000 ლარამდე ბიზნესსესხის შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე განაცხადის შევსება, შესაძლებელია ბმულზე:
    https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan  .

  • ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო

    ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო

    ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში
    სასელექციო მასალად იყენებენ და რომელიც დაცულია კოლექციებში, როგორც
    მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა. ხორბლის ეს ჯიში
    გავრცელებული იყო რაჭა-რეჩხუმში, ამჟამად კი, ის გადაშენების პირასაა.
    სწორედ ლეჩხუმიდან დაიწყო მანონი ახვლედიანმა ზანდურის სახეობის
    აღდგენა და პოპულარიზაცია.

    თიბისის მხარდაჭერით, მან ლეჩხუმის რაიონის სოფელ ღვირიშში
    ეთნოგრაფიული სივრცე მოაწყო, რომელიც აერთიანებს საოჯახო სასტუმროს
    „ზანდურის სახლი“, უძველეს მარანს, სადაც ავთენტური გემოების კერძებით
    გაგიმასპინძლდებიან და ეთნოგრაფიულ მასალებს ზანდურის ჯიშის ხორბლის
    შესახებ. რაც მთავარია, მანონი ახვლედიანს უკვე მეორე წელია მცირე ფართობზე
    ზანდურის ჯიშის ხორბალი მოჰყავს.

    „ეს უნიკალური ქართული ენდემური ჯიშის ხორბალია. ჩვენი მიზანია, რომ
    მოხდეს თესლის სერთიფიცირება, რის შემდეგაც მსოფლიოში მხოლოდ აქ, ჩვენს
    რეგიონში მოყვანილ ზანდურს შეიძენენ. საქართველო ხორბლის კულტურის
    უძველესი კერაა და ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ჩვენმა ქვეყანამ
    ეს სახელი აღიდგინოს,“ – ამბობს მანონი ახვლედიანი.

    ახლა მეწარმე ხორბლის მესამე მოსავლის დასათესად ემზადება, მიღებულ
    თესლს ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად ურიგებს, რითაც ლეჩხუმში
    ზანდურის გავრცელებას უწყობს ხელს. ზანდურის საწარმოო გამოყენებისთვის
    და მისგან პურის დასამზადებლად ორი რამ არის აუცილებელი: ერთი, მოსავლის
    რაოდენობის გაზრდა და მეორე, სპეციალური ტექნიკა, რომლითაც ხორბალი
    დაიცეხვება. მანონი ახვლედიანის უახლოეს ბიზნეს გეგმებში სწორედ ეს
    მიზნები შედის.

  • თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

    თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

    აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში  გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით – 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი.

    თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება  მომენტალური პრიზით, მათ შორის:  PSP-ს, „ნიკორას“ და“ სუფთა სახლის“ ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით  – 50 და 100 ლარის ნომინალით, ინტერნეტ მეგაბაიტებით და  0%-იანი საკომისიო ტარიფით – ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ გადახდებზე.

    აქციის სუპერ პრიზს –  20,000 ლარს მიღებს ის ორი მომხმარებელი, რომელიც თიბისიში ფულად გზავნილს 3-ჯერ და მეტჯერ გაანაღდებს ან გაგზავნის.

    თიბისიში ფულადი გზავნილის განაღდება მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი:

    • ინტერნეტ და მობაილბანკიდან – www.tbconline.ge
    • ცხელ ხაზზე დარეკვით, ნომერზე – 032 2 272727

    გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილილიდან და სერვის ცენტრიდან.

    თიბისიში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და, გაგზავნონ შემდეგი საერთაშორისო გზავნილები: INTEL EXPRESS, RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT,  ისრაელის გზავნილები World com finance.

    აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/moneytransfercampaign

  • აქ.ახლა, აღმოაჩინე “საქართველო – მუზეუმი”

    აქ.ახლა, აღმოაჩინე “საქართველო – მუზეუმი”

    თიბისიმ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, ანიმაციური ვიდეორგოლი – „საქართველო – მუზეუმი“ შექმნა.

    ანიმაციისთვის სცენარი მწერალმა – აკა მორჩილაძემ დაწერა. პროექტზე სტუდია „ანიმატორმა“ იმუშავა, სამხატვრო მიმართულება thecrux.tvს ეკუთვნის. სპეციალურად ვიდეორგოლისთვის დაიწერა საუნდტრეკი, რომლის მუსიკა NIMIT_TA-მ, ტექსტი კი ერეკლე დეისაძემ შექმნა. ანიმაციაში ასევე გამოყენებულია Kayakata-ს Sisona Darchia [TBA Rework].

    ანიმაციის მიზანი მუზეუმის საცავებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებაში პოპულარიზაცია და ახალი თაობისთვის მისი თანამედროვე და ინოვაციური გზით გაცნობაა.

    „საქართველო – მუზეუმი“ მთავარი მოქმედი გმირის – ნიკოს და მასთან ერთად მაყურებლის საქართველოს წარსულში მოგზაურობაა. ანიმაცია სამუზეუმო ექსპონატების დახმარებით გვიამბობს  საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა ჩვენი ერის ისტორია დასაბამიდან დღემდე.

    მართალია, ანიმაციის მთავარი გმირი წარმოსახვით მოგზაურობაშია, თუმცა ის ექსპონატები, რომელსაც ის აღმოაჩენს და შემდეგ მათთან ერთად ახალ გზებზე მიდის,  აქ და ახლა, ჩვენთან სულ ახლოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია დაცული.

    ზეზვა და მზია, მცირე ზოლებიანი ვეშაპის ჩონჩხი, შესაბნევები ცხენის გამოსახულებით, დიადემა და სასაფეთქლეები, არწივის ფიგურა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი,  თამარ მეფის სანაწილე გულსაკიდი ჯვარი, თრიალეთის თასი, დავით კაკაბაძის იმერული „პეიზაჟი“, ფიროსმანის „გოგონა ბუშტით“, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ასლი და სხვა – ანიმაციაში გამოყენებული ამ არტეფაქტებისა თუ ექსპონატების აღმოჩენა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია შესაძლებელი.

    „ანიმაცია თავისთავად რაღაც ხალისს გულისხმობს. სისწრაფესაც, მოქნილობასაც. დროც ცოტა აქვს.  ცოტა თამაშსაც უნდა ჰგავდეს. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ამბის სწრაფად და ხალისიანად მოსაყოლად კომპიუტერული თამაში გამოდგებოდა – იპოვი ნივთს და ახალი კარი გაიღება. რაღაცით, ჩვენი ისტორიაც ასეა: ყველა ეპოქას თავისი გასაღები აქვს. საინტერესო საფიქრალი იყო. ჩვენი თავგადასავალი მართლაც დიდია და რამდენიმე წუთში ანიმაციური სისხარტით მისი გადმოცემა თუ გამოვიდა, ხომ კარგი“, – მწერალი, აკა მორჩილაძე.

    ანიმაცია – „საქართველო – მუზეუმი“ თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა, კულტურული მემკვიდრეობა და ციფრული ტექნოლოგიები.

    საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისის მიზანია მუზეუმის საცავებში დაცული საგანძური, რომელიც საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ცენტრალური შემადგენელი ნაწილი და წარსულის საუკეთესო მატიანეა, ინოვაციური ინსტრუმენტების დახმარებით ციფრულ ფორმატებში გადაიყვანოს და ახალ თაობას მისთვის გასაგები, სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი ფორმით გააცნოს.

    აღმოაჩინე „საქართველო – მუზეუმი“ აქ, ახლა

  • თიბისი კაპიტალმა განახლებული, რიგით მეოთხე მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

    თიბისი კაპიტალმა განახლებული, რიგით მეოთხე მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

    თიბისი კაპიტალმა მეოთხედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და  მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.

    თიბისი კაპიტალის სცენარის მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკის კრიზისამდელ მაჩვენებელთან დაბრუნებაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკი გააგრძელებს სავალუტო ინტერვენციებს, ვინაიდან სავალუტო შემოდინებების დანაკლისი მთავრობის მიერ მოზიდული სახსრებით საკმარისად კომპენსირდება და არსებული ინტერვენციების შემდეგ, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არათუ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც. სავალუტო ინტერვენციები ასევე აუცილებელია ინფლაციის მიზნობრივ დონემდე შემცირებისათვის.

    კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურიზმის სექტორის აღდგენა მომავალი წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება. კრიზისამდელ მაჩვენებელს კი სექტორი 2022 წლიდან დაუბრუნდება.

    2020 წლის პირველ 8 თვეში, ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი ფართის ბინები გაიყიდა. აღნიშნულ პერიოდში დედაქალაქში სულ 16 000 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8 000 ბინით, ანუ 34%-ით ნაკლებია. ძველი ბინების ფასები დოლარში კლებას აგრძელებს, ახალი ბინების ფასი კი აგვისტოში გაიზარდა, რაც ამ სეგმენტში მოთხოვნის დაბრუნებას უკავშირდება.

    კომერციული უძრავი ქონების სექტორში გამოკითხულ კომპანიებს შორის, სავაჭრო მოლებში შემოსავლების მეტი კლება ფიქსირდება, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტებზე გაქირავებულ ფართებში. წლის განმავლობაში, სექტორში დოლარში საიჯარო შემოსავლის 20-25%-ით კლებაა მოსალოდნელი.

    მშენებლობის სექტორში 2020 წლის მეორე კვარტალში დიდი კლება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბრუნვაში დაფიქსირდა, ინფრასტრუქტურის მშენებლობამ კი მეტი მდგრადობა შეინარჩუნა. წლის მანძილზე სამშენებლო სექტორის ჯამური ბრუნვის წ/წ 15%-ით შემცირებაა მოსალოდნელი.

    ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ FMCG სექტორმა 2020 წელს 2019 წლის დონე შეინარჩუნოს.

    კვლევაში აღნიშნულია, რომ თებერვალ-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურებისა და HORECA სექტორებში შეინიშნება, თუმცა რაოდენობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული.

    მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა წლიურად 2%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა. კლება მეტწილად დაბალანაზღაურებადი სეგმენტის (<1200 ლარი) შემცირებითაა განპირობებული. მაშინ, როდესაც სხვა საშემოსავლო კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით ზრდის დინამიკას აჩვენებს.

    თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Tbccapital.ge

  • თიბისის მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე  SEED გაიხსნა

    თიბისის მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე SEED გაიხსნა

    თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ მხარდაჭერით, თბილისში, გ.ტაბიძის 24 ნომერში ცოტა ხნის წინ  ახალი  ვეგანური კაფე  – SEED გაიხსნა, რომელიც გამორჩეული ადგილია ჯანსაღი და გემრიელი კერძების, სასიამოვნო გარემოსა და ახალი გემოების აღმოჩენის მოყვარულებისთვის. SEED-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს – აქ სტუმრებს დამფუძნებლები დეტალურად აცნობენ თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და მისი მომზადების პრინციპებს.

    ”სიჯანსაღე ჩვენი აღქმით,  გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული სახის  დიეტა ან ვარჯიში. ეს არის მთლიანი ცხოვრების სტილი. ჩვენი მთავარი მისიაა ადამიანების ცხოვრების ტრანსფორმაციაში შევიტანოთ თუნდაც ძალიან მცირე როლი. ვაჩვენოთ ყველას, რომ ვეგანური სამზარეულო არც რაიმე დიეტის ჩამნაცვლებელია და არც რომელიმე კერძის კონკურენტი“,  – ამბობს SEED-ის დამფუძნებელი, ლაშა ყანჩაველი.

    Seed-ის მენიუ ჯანსაღი, მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ამჟამად კომპანიის გარშემო 6 ადამიანი ერთიანდება. გუნდის მიზანი კი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კერძების მომზადება და შეთავაზებაა.

    SEED-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ წინ დიდი გეგმები აქვთ. უახლოეს მომავალში კომპანია Glovo-სა და Wolt-ზეც გამოჩნდება, რაც მომხმარებელს ვეგანური კერძების სახლიდან გაუსვლელად დაგემოვნების შესაძლებლობას მისცემს.

  • 2020 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 12,3%-ით შემცირდა

    2020 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 12,3%-ით შემცირდა

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებით 11 210.0 მლნ. ლარი იყო. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 12.3% შეადგინა, ხოლო მშპ დეფლატორი 6.3%-ით გაიზარდა.

    დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ზომის შემცირებასთან ერთად, იკლო ერთ მოსახლეზე მშპ-მაც და მან 3,016 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 200 ლარით ნაკლებია.

    ყველაზე მეტად მშპ შემდეგ დარგებში შემცირდა:

    • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – შემცირდა 54.7%-ით
    • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 40.0%
    • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 28.8%
    • მშენებლობა – 24.5%
    • ხელოვნება, გართობა და დასვენება – 24.1%
    • ტრანსპორტი და დასაწყობება – 22.6%
    • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 15.5%
    • ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 13.2%
    • დამამუშავებელი მრეწველობა – 12.1%

    ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში”

    • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 14.3%
    • განათლება – 11.7%
    • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 4.7%
    • სამთომოპოვებითი მრეწველობა – 6.4%

    მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.6%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.7%). შემდეგ პოზიციებს კი იკავებს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.2%), დამამუშავებელი მრეწველობა (9.9%), სახელმწიფო მმართველობა (7.5%), მშენებლობა (6.8%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1%), განათლება (5.6%).

    დაზუსტებული მონაცემებს საქსტატი 2020 წლის 16 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

  • საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მასპინძლობს, რომლის გენერალური მხარდამჭერი თიბისია

    საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მასპინძლობს, რომლის გენერალური მხარდამჭერი თიბისია

    საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიების გენერალური სპონსორია თიბისი, როგორც ლიდერი ბანკი ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსებისა  და ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.

    აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი.

    გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას უზრუნველყოფს და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.

    ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მართვის კუთხით, საქართველოს გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ამ მხრივ, მაღალი რანგის შეხვედრის მასპინძლობა, კიდევ უფრო ამყარებს იმ ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებას, რომელსაც უსაფრთხოდ, ყველა სტანდარტის დაცვით შეუძლია საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების ჩატარება. ასევე, აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და საზღვრების გახსნისა და პანდემიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხო დანიშნულების ადგილის იმიჯის განმტკიცებას.

    მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში, ტურიზმის მიმართულებით საინვესტიციო პანელიც გაიმართა, რომელში მონაწილეობითაც საქართველომ საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიას – საკუთარი ბიზნეს-ხედვები, პოტენციურ პარტნიორებს კი, მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.

    საინვესტიციო პანელის ფარგლებში, საქართველოში პოსტ-კოვიდური პერიოდის ტენდენციებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, სხვა გამომსვლელებთან ერთად, თიბისის გენერალურმა დირექტორმა – ვახტანგ ბუცხრიკიძემაც ისაუბრა.

    თიბისის მიმდინარე პორტფელი აღნიშნულ სექტორში 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს, რომელიც ჯამში 1405 სასტუმროს (13 000 ოთახი) აერთიანებს. აქედან 214 სტარტაპ სასტუმროა. თიბისის დაფინანსებული პორტფელის 81% რეგიონებზე მოდის.

    „ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია, სწორედ ამიტომ, ის თიბისისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. თიბისი საიმედო პარტნიორია აღნიშნული მიმართულების როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი წარმომადგენლების, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. არსებულ რთულ პერიოდში, თიბისი პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან მათ საჭიროებებზე მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება იმისთვის, რომ სექტორის  ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება. ტურიზმის სექტორს არაერთი ინციატივით ვუჭერთ მხარს, მათ შორის პროფესიული განვითარების მიმართულებითაც. თიბისისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა და ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩართულობა, რომლის მასპინძლობაც კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა ტურისტული მიმართულებით ინვესტორების მოსაზიდად და რომელიც ხაზს უსვამს, რომ საქართველო, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში, საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში ირკვევა“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

    მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას აქტიურად აშუქებენ ისეთი საერთაშორისო მედიასაშუალებები, როგორებიცაა: „ნიუ იორკ თაიმსი“, „ბიბისი თრეველი“, „ევრონიუსი“, ესპანური „ფორბსი“, „EFE News“, „დიპლომატი“, „ელ ესპანიოლი“ და სხვა.

    საქართველოს UNWTO-სთან ურთიერთობის წარმატებული ისტორია აქვს. ორგანიზაციამ, საქართველოს აქტიური ჩართულობით, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც პანდემიის პირობებში ტურისტულად აქტიურები არიან, გზამკვლევი შეიმუშავა.

    UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად, თბილისი შეარჩია, რითიც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.

  • როგორ აფასებენ ინვესტორები სტარტაპებს?

    როგორ აფასებენ ინვესტორები სტარტაპებს?

    თუ გინდათ, გაიგოთ როგორ აფასებენ ინვესტორები სტარტაპებს, შემოუერდით აქ და
    ახლა სტარტაპერის Facebook და თიბისის Instagram გვერდებს, სადაც 17 სექტემბერს
    20:00 საათზე დაიწყება ინტერვიუ Pegasus Tech Ventures-ის პარტნიორთან ბილ
    რაიქერთთან.

    ბილ რაიქერთი არის Garage Technology Ventures-ის ერთერთი დამფუძნებელი. სხვადასხვა
    დროს მან მონაწილეობა მიიღო ვენჩურული კაპიტალით დაფინანსებული სტარტაპების
    განვითარებაში, მათ შორის ისეთების, როგორიც არის Trademark Software, The Learning
    Company და Academic Systems.

    რაიქერთმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, M.B.A. სტენფორდის
    უნივერსიტეტში მიიღო. ის იყო Churchill Club-ის დამფუძებელი და თავმჯდომარე, ასევე
    ორგანიზაცია Silicon Valley Association of Startup Entrepreneurs – ის თანადამფუძნებელი.
    ბილ რაიქერთთან ინტერვიუ Startup World Cup-ის ფარგლებში ჩაიწერა და მას თიბისის
    გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანი უძღვება.

  • „ნიბა“ რძის წარმოებას აფართოვებს

    „ნიბა“ რძის წარმოებას აფართოვებს

    თბილისთან ახლო, სოფელ კუმისში მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ მდებარეობს,
    სადაც ყოველდღიურად ადგილობრივი ბაზრისთვის საშუალოდ 3 ტონა ნედლ რძეს
    აწარმოებენ. ფერმაში ამჟამად 200 სულ ძროხას 6 ადამიანი უვლის. „ნიბა 2008“-ის
    დამფუძნებელი ბაკურ ეჯიბაშვილი ამბობს, რომ მალე საქონლის რაოდენობა
    გაიზრდება, შესაბამისად, ფერმას რამდენიმე ახალი ადამიანი დაემატება. „ნიბა“ თიბისის
    შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით დაარსდა და განვითარდა. 2017 წელს ის
    თიბისის პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ ნომინაციაში „წლის აგრობიზნესის“
    გამარჯვებული გახდა.

    ბაკურ ეჯიბაშვილის, როგორც ფერმერის, ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება, თავიდან
    ის მეცხვარეობით იყო დაკავებული, ხოლო შემდეგ ქართული ჯიშის ძროხების მოშენება
    გადაწყვიტა. რამდენიმე წლიანი საქმიანობისა და და ევროპული ფერმების ნახვის
    შემდეგ, მან საქართველოში ჰოლანდიური ჯიშის ძროხების მოშენება დაიწყო. დღეს
    უკვე „ნიბას“ სოფელ კუმისში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი, თანამედროვე
    ფერმა აქვს, სადაც მსხვილფეხა საქონლის მოვლის პროცესიც ავტომატიზებულია და
    ადამიანის ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი.

    „ჩვენი კომპანიის წარმატება თანამედროვე მიდგომებმა, ცოდნამ და დაუღალავმა
    შრომამ განაპირობა. ჩვენ დავინახეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებშია გამოსავალი.
    ვაპირებთ კიდევ გავაფართოვოთ ფერმა, რადგან ნედლ რძეზე მოთხოვნა საქართველოში
    კვლავაც დიდია,“ – ამბობს ბაკურ ეჯიბაშვილი.

    მისი თქმით, ქვეყანაში რძის წარმოების კუთხით უდიდესი პოტენციალი არსებობს,
    რადგანაც მწარმოებელი ფერმა სულ რამდენიმეა. ბაზარი აუთვისებელია და ქვეყანაში
    რძე საკმარისი რაოდენობით მხოლოდ გაზაფხულზეა, დანარჩენ პერიოდში კი დეფიციტი
    იმპორტირებული რძის ფხვნილით ივსება.