Category: არქივი

  • “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის სახლის მიმართულებით ისროლეს

    ანგარიშსწორება ჟურნალისტზე თუ ბრმად ნასროლი ტყვია. ტელეკომპანია “რუსთავი” 2 მის ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ იუწყება. არხის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. “რუსთავი 2” განმარტავს, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა ევროპის ჩემპიონს გეგა გეგეშიძე, რომელიც სწორედ “რუსთავი2”-ზე ამ კადრების გასვლის შემდეგ დააპატიმრეს.

  • კახა კალაძე: მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს გუნდის გაერთიანება

    თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარე შეხვედრებზე კომენტარი გააკეთა.  მმართველი გუნდის სხვა წევრების მსგავსად, კახა კალაძემაც ბიძინა ივანიშვილის როლზე გაამახვილა ყურადღება და მას მადლობა გადაუხადა. 

  • პრემიერი: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა პრინციპული განაცხადი გააკეთა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველ პარტიაში ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და პოლიტიკურმა გუნდმა პრინციპული განაცხადი გააკეთა მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე. 

  • ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    1987 წელს დაბადებული ბ.კ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

    შსს-ს ინფორმაციით, ვანის რაიონის სოფელ სულორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.კ.-ს სხეულზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ა.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,აცხადებენ შსს-ში.

  • ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალისქემა გამოავლინა – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

    “2 თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინეს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა და თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალის დასახლებაში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 ნარკორეალიზატორი დააკავა. პოლიციამ დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა განახორციელა”,განაცხადა ბოცვაძემ.


  • “სატვირთო ავტომობილი გზამ შეჭამა” – წურწუმიას ქუჩაზე გზა ჩაინგრა (ვიდეო)

    {{ARTICLEIMAGE}}

    თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე, გზა მაშინ ჩაინგრა, როდესაც სატვირთო ავტომობილს სამშენებლო მასალები გადაჰქონდა. ადგილობრივების თქმით, ამ ქუჩაზე მეოთხე დღეა, წყლის მილია გამსკდარი, შესაბამის უწყებასაც მიმართეს, თუმცა ეს პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა – მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ სწორედამ პრობლემამ გამოიწვია გზის ჩანგრევაც.ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ამბობს, რომ “სატვირთო ავტომობილი გზამ შეჭამა”.

  • ევროპის ჩემპიონი დათუნაშვილი: ფედერაციის სახელით მამაო გამომიგზავნეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი დარწმუნებულია, გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს. როგორც მან დღეს “მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დროის საქმეა, მაგრამ იცის და აქვს განცდა, რომ სიმართლე იზეიმებს. 

    “მე არ მომითხოვია არავის მხარდაჭერა. ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვარ. ეს ადამიანები ურეკავენ ძიუდოისტებს, რომ მოდით ხალხო და დაგვიდექითო და ასე აგროვებენ მხარდამჭერებს. მე კი ამ ეტაპამდე არ მივსულვარ. სიმართლემ უნდა იზეიმოს. თუ მივალთ მაგ ეტაპამდე, ჩემს მხარდამჭერებსაც დაინახავთ. მე არავინ დამკავშირებია ამ დღეების განმავლობაში. ფედერაციის სახელით მამაო გამომიგზავნეს, ის მეუბნებოდა, რომ ზურაბ, ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალ. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია-მეთქი, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში ასეთი პრივილეგიები. მან მითხრა, მოდი, გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. მე ვუთხარი, რატომ უნდა იყოს ასე?! ჩემი სურვილი რა შუაშია, ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანად-მეთქი”, განაცხადა დათუნაშვილმა.

     

  • უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხით ელჩები დაინტერესდნენ

    {{ARTICLEIMAGE}}
    უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხით დაინტერესდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის ელჩი, რომლებიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. როს უილსონმა და კარლ ჰარცელმა ირაკლი კობახიძეს საკუთარი ინიციატივები და რეკომენდაციები გააცნეს. მხარები შეთანხმდნენ, რომ პროცესის გამჭვირვალობისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობა გაგრძელდება.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერა საქართველოს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც რუსეთს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს. 

    რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანია სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის იმპლემენტაციის პროცესს და საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტს დადებითად აფასებს. მიღებული დოკუმენტის თანახმად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე მუშაობის პროცესს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტის გაძლიერების პროცესში, საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს ასამბლეის მხრიდან.