“სატვირთო ავტომობილი გზამ შეჭამა” – წურწუმიას ქუჩაზე გზა ჩაინგრა (ვიდეო)

Written by

in

{{ARTICLEIMAGE}}

თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე, გზა მაშინ ჩაინგრა, როდესაც სატვირთო ავტომობილს სამშენებლო მასალები გადაჰქონდა. ადგილობრივების თქმით, ამ ქუჩაზე მეოთხე დღეა, წყლის მილია გამსკდარი, შესაბამის უწყებასაც მიმართეს, თუმცა ეს პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა – მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ სწორედამ პრობლემამ გამოიწვია გზის ჩანგრევაც.ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ამბობს, რომ “სატვირთო ავტომობილი გზამ შეჭამა”.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *