Category: არქივი

  • შეთანხმება ჰააგის სასამართლოსა და საქართველოს მთავრობას შორის: ტრიბუნალის მიერ მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ, სასჯელი საქართველოშიც მოიხადონ

    {{ARTICLEIMAGE}}
    24 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა (ICC) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება სასჯელების აღსრულების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ჰააგის ტრიბუნალის მიერ მსჯავრდებულმა პირებმა საპატიმრო სასჯელი შეიძლება, საქართველოშიც მოიხადონ, თუკი ასე გადაწყვეტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ამაზე თანხმობას განაცხადებს საქართველოს მთავრობა. შეთანხმებას ჰააგაში მოაწერეს ხელი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თვმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მოსამართლე რობერტ ფრემრმა.

    რომის სტატუტის თანახმად, ჰააგის ტრიბუნალის მიერ მისჯილი საპატიმრო სასჯელი “პირმა უნდა მოიხადოს სახელმწიფოში, რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებმაც გამოხატეს მსჯავრდებული პირების მიღების ნება”.

    ICC-ი ავრცელებს შეთანხმების ხელმომწერთა განცხადებებსაც. რობერტ ფრემრმა განაცხადა: “რომის სტატუტის მონაწილე ქვეყნების აქტიური მხარდაჭერა არის ფუნდამენტური პირობა სასამართლოს მიერ მანდატის განხორციელებისთვის. სტატუტით განსაზღვრული სავალდებულო თანამშრომლობის მიღმა, არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა მონაწილე ქვეყანამ იზრუნოს სასამართლოსთვის ნებაყოფლობითი თანამშრომლობის ფორმების შეთავაზებაზე”.

    საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა: “სასჯელების აღსრულებაზე შეთანხმების ხელმოწერა არის საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელებაში წვლილის შეტანით, ICC-ს, როგორც იურიდიული ინსტიტუციის გაძლიერებისთვის საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება. ეს შეთანხმება ქმნის აუცილებელ იურიდიულ ინფრასტრუქტურას ICC-ს მიერ მსჯავრდებული პირების საქართველოს ციხეებში განთავსებისთვის და საქართველოს პენიტენციური სისტემა შეუერთდება იმ ქვეყნების მცირე რიცხვს, რომლებიც თავიანთი მაღალი სტანდარტების გამო ICC-მ განსაზღვრა სასჯელების აღსრულების ადგილებად”.

    ICC-ს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მსგავსი შეთანხმებები სასამართლოს გაფორმებული აქვს:არგენტინის, ავსტრიის, ბელგიის, დანიის, ფინეთის, მალის, ნორვეგიის, სერბეთის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობებთან.

    აღნიშნულ თემაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:

    “დღეს ხელმოწერილი შეთანხმება დაფუძნებულია ე. წ. ორმაგი თანხმობის სისტემაზე: პირველ ეტაპზე სახელმწიფო აცხადებს ზოგად თანხმობას, ჩაერთოს ჰააგის სასამართლოს მიერ პირთათვის მისჯილი სასჯელების აღსრულების სისტემაში შეთანხმების დადებით, მეორე ეტაპზე კი, სახელმწიფოს რჩება უფლება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს სასამართლოს მიერ სასჯელშეფარდებული პირის სასჯელის აღსრულების მიზნით საკუთარ ტერიტორიაზე მიღების მიზანშეწონილობის საკითხი თანხმობის ან უარის განცხადების გზით”.

    იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, 24 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების გაფორმება “ჰააგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ჰააგაში ვიზიტისას 2015 წელს ითხოვა”.

    სამინისტრო აგრეთვე განმარტავს:

    “დღეისათვის ჰააგის სასამართლო იხილავს შესაძლო დანაშაულებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, სუდანში, კოტ დივუარსა და ცენტრალურ აფრიკაში. პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულების რაოდენობის სიმცირის გამო, ამ ეტაპზე ჰააგის სასამართლოს არ აქვს სასჯელის აღსრულებისათვის ქართული პენიტენციური სისტემის გამოყენების საჭიროება. ვითარების შეცვლის შემთხვევაში, საქართველოს პენიტენციურ სისტემას უკვე შეეძლება, დახმარება გაუწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და სასჯელშეფარდებული პირები საკუთარ ტერიტორიაზე მიიღოს”.

  • მელორ ვაჩნაძე ამბობს, რომ არა ფეხსაცმლის ქურდობის, არამედ პასპორტის არქონის გამო დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    პოლიტპატიმრის სტატუსით 2012 წელს გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე, გერმანიაში დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა უარყოფს ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ გერმანიის პოლიციამ არა ფეხსაცმლის ქურდობის – არამედ პასპორტის არქონის გამო დააკავა. მისივე ინფორმაციით, 15 იანვარს ჯარიმის სანაცვლოდ, “ყოველგვარი დაკავების მიზეზის ახსნა-განმარტების გარეშე გამოუშვეს სასამართლოდან”.

  • კომპანია განვითარებას განაგრძობს:”ბილაინის” პასუხი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ბილაინი” ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მისი 1.3 მილიონამდე მომხმარებლის მომსახურებას, 350-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად. ამის შესახებ კომპანიაში აცხადებენ. 

    “2018 წელი კომპანიამ წარმატებით დაასრულა და განახორციელა 21 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარებაში და უფრო დიდ ინვესტიციას განახორციელებს 2019 წელს. ბილაინი დიდი ტელეკომ ჯგუფის ნაწილია და როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება, მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა – ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე ყიდვის, ან გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებისთვის”,აცხადებენ “ბილაინში”.

  • სხდომა “ოცნებაში” გუნდის წევრთა გარიცხვის გარეშე დასრულდა: ეპითეტები ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ

    {{ARTICLEIMAGE}}
    “გარიცხვაზე, წასვლასა და მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა საკითხები – ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს”, ეს განცხადება იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ მმართველი პარტია, “ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბესელიამ დღეს რამდენჯერმე გამოხატა მადლიერება და კმაყოფილება ბიძინა ივანიშვილის “სწორი პოზიციის” გამო და აღნიშნა, რომ დღეს პარტიის ლიდერთან საუბარი ძალიან მარტივი იყო: ძალიან მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, რადგან ამ პროცესის მედიაცია დღეს არ იყო ადვილი. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მედიატორის, ლიდერის ფუნქცია, რომლითაც შეძლო, ეს სხდომა წაეყვანა მაქსიმალურად ეთიკურად, კულტურულად და კოლექტიურად. მისი პოზიციაა, რომ მოვნახოთ კონსესუსი შიგნით”, თქვა ბესელიამ.

    დღეს იქცეოდა როგორც გამაერთიანებელი ლიდერი,
    როდესაც ცდილობდა, ყველასთვის მოესმინა – ეს კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის სიტყვებია ბიძინა ივანიშვილზე.

    “ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს არც პირად დროს და არც ენერგიას, რომ საზოგადოებასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება. მეც ვერ შევძელი საკუთარი აზრის დაფიქსირება და ვფიქრობ, ხვალაც გაგრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა”,თქვა ქუცნაშვილმა.

    ასევე ბიძინა ივანიშვილის როლზე გაამახვილა ყურაღება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ გუნდიდან ვინმეს გარიცხვის საკითხი არ დასმულა:

    სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ მან როგორც პარტიის თავმჯდომარემ და ჩვენი გუნდის დიდმა ლიდერმა უზრუნველყო, შეხვედრა ჩატარებულიყო ძალიან კონსტუქციულ გარემოში, ასევე, თუნდაც განსხვავებული არგუმენტის განხილვით. მან კიდევ ერთხელ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ პროცესი ბრუნდება ნორმალურ, სამუშაო კალაპოტში”,აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.  

    ძალიან პრაგმატული მედიატორი – მმართველი პარტიის ლიდერის მოქმედება სხდომაზე ასევე “პოზიტიურად შეაფასა” ვიცე-სპიკერმა გია ვოლკსიმ:

    “როგორც ბიძინა ივანიშვილს სჩვევია, რაც მახსოვს, 2012 წლიდან, თავის გადაწყვეტილებას ყველას მოსმენის შემდეგ ამბობს”,აღნიშნა ვოლსკიმ. 

    კოლეგების მსგავსად ბიძინა ივანიშვილის როლზე მოუწია საუბარი ჟურნსალისტებთან ეკა ბესელიას თანამოაზრეს ლევან გოგიჩაიშვილს, რომელიც მოსამართლეების საკითხზე ბესელიას პოზიციების აქტიური დამცველი იყო. 

    ” დღეს მას ჰქონდა რთული ფუნქცია, უწევდა მედიატორის როლის შესრულება. ისმენდა პოზიციებს და თავადაც გამოხატავდა პოზიციებს. თუ საჭიროდ ჩათვლის, ჩემზე უკეთ გამოხატავს, რა არის მისი პოზიცია”,თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

  • ძებნილი ნებაყოფლობით ჩაბარდა: დიდი ბრიტანეთი ქართულ პოლიციას მადლობას უხდის

    {{ARTICLEIMAGE}}
    დიდი ბრიტანეთის საელჩო თბილისში, “ბრიტანეთის მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით” მოკლე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

    ამ განცხადებას წინ უძღოდა “შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ” – სწორედ ამ სათაურით იკითხება ინფორმაცია შსს-ს ვებგვერდზე:

    “შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით, ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა. 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუფრთხილებლობით ერთი პირის სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა. ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები”.

  • ბესელია: დღეს ბიძინა ივანიშვილთან საუბარი ძალიან მარტივი იყო, მისი მადლიერი ვარ

    საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მიმდინარეობით და ამავე შეხვედრაში მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით ეკა ბესელია კმაყოფილია. იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ “ქართულ ოცნებაში” გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდში “კონსესუსის შანსი” დაინახა. 

    ივანიშვილი კარგად უძღვებოდა და კარგ მედიაციას უწევდა სხდომას – კითხვები გუნდიდან გარიცხვის, წასვლა-მოსვლის საკითხზე არ დასმულა და საუბარი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, თქვა ბესელიამ.

    “ძალიან კარგი, კონსტუქციული შეხვედრა იყო. პარტიის თავმჯდომარეს აქვს მზაობა და დიდი სურვილი, რომ პროცესი წარიმართოს მშვიდად, ერთმანეთთან დებატების გარეშე, დაძაბულობის გარეშე. ძალიან მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, რადგან ამ პროცესის მედიაცია დღეს არ იყო ადვილი. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მედიატორის, ლიდერის ფუნქცია, რომლითაც შეძლო, ეს სხდომა წაეყვანა მაქსიმალურად ეთიკურად, კულტურულად და კოლექტიურად. მისი პოზიციაა, რომ მოვნახოთ კონსესუსი შიგნით”,განაცხადა ბესელიამ. მისივე თქმით, პარტიის ლიდერს აქვს სწორი პოზიცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ გუნდი მოსამართლეების საკითხზე მსჯელობას ხვალ განაგრძობს.
    “ჩემთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილთან საუბარი ძალიან ადვილი იყო – ასევე ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ინტერესი ჰქონდა, ჩემგან რაღაც მოესმინა. სასურველია, ჩვენ შევთანხმდეთ, როგორი უნდა იყოს კრიტერიუმები. თუ ვერ შეთანხმდება პოზიციები, თავისუფლება რჩებათ ადამიანებს, რაც პრინციპულია, დარჩეს პრინციპულად – მე ვერავინ შემაცვლევინებს პოზიციას – ხმას არ მივცემ ადამიანებს, დაკავშირებულს რეჟიმთან, რომლის შეცვლისთვის ბევრი ვიბრძოლე და არც არავინ მთხოვს პოზიციის შეცვლას”,განაცხადა პოლიტიკოსმა.
    რაც შეეხება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, ბესელიას ინფორმაციით, მმართველი გუნდი ამაზე მსჯელობას განაგრძობს. “დღეს ვერ დავასრულეთ საუბარი, შეიძლება, რამდენიმე დღეც კი გახდეს საჭირო, რომ შევჯერდეთ საერთო პრინციპზე. არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე. კარგი შესაძლებლობა იყო, განსხვავებული შეხედულებები გაგვეზიარებინა. მე მაქვს იგივე პოზიცია ამ სიასთან და პროცესთან დაკავშირებით”,განაცხადა ბესელიამ, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე საპარლამენტო უმრავლესობისთვის საკუთარი ხედვის და პროექტის შეთავაზებას აპირებს.

  • APPLE-მა 200-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

    {{ARTICLEIMAGE}}APPLE-მა პროექტ TITAN-დან 200-მდე თანამშრომელი დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

    აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა უპილოტო ავტომობილის შექმნას. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს თანამშრომლები სხვა პროექტებზე სამუშაოდ გადაიყვანეს. მათი თქმით, ეს პროექტის განვითარებას ხელს არ შეუშლის და ამ დროისთვისაც ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა ჩართული ინოვაციური ავტომობილის შექმნაში. კომპანია ამ კუთხით 2019 წელს მნიშვნელოვან წინსვლას გეგმავს და სწორედ ამან განაპირობა ცვლილებები TITAN-ის პროექტში.

    2018 წლის აგვისტოში კომპანიამ TESLA-ს ვიცე-პრეზიდენტი და APPLE-ის ვეტერანი ჩაუყენა სათავეში აღნიშნულ პროექტს.

  • “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოსამართლეთა შერჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და პარლამენტს მიმართავს, არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატს და ჯგუფის შემადგენლობას, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

    მათივე განმარტებით, აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ თანამდებობები დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის ნომინირებაში. მათივე თქმით, სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად შეიქმნა, საზოგადოების ნდობა არ ექნება, რის გამოც მათი მხრიდან ამ ჯგუფში მათივე მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავენ.