Category: არქივი

  • მონაკომ ტიერი ანრი გაუშვა

    ფრანგულმა კლუბმა ტიერი ანრის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინა. ფრანგი ფეხბურთელი კლუბის სათავეში სულ რამდენიმე თვე იმყოფებოდა.

    მისი მთავარი მწრთნელის პოსტზე დანიშვნა გუნდის ძალიან ცუდმა შედეგებმა განაპირობა, თუმცა მან ვერ მოახერხა სიტუაციის გამოსწორება. არც თამაშის ხარისხს დაეტყო მისი ხელი და არც შედეგებს. ამასთანავე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მას კონფლიქტები ჰქონდა კლუბის მოთამაშეებთან. საბოლოოდ კლუბის მესვეურებმა მიიღეს გადაწყვეტილება ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა კლუბის საქმიანობისთვის ჩამოეშორებინათ.

    საინტერესოა ის, რომ ტიერი ანრის კვლავ მონაკოს ყოფილი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი ჩაიბარებს. შეგახსენებთ, სწორედ ის წვრთნიდა მონაკოს ანრის დანიშვნამდე და სწორედ მისი მუშაობით იყვნენ უკმაყოფილონი მონაკოს მფლობელები და გულშემატკივრები.

    ტიერი ანრის გათავისუფლება მონაკოს ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა.

  • მერაბ დვალიშვილმა მორიგი ბრძოლა ჩაატარა (ვიდეო)

    {{ARTICLEIMAGE}}მერაბ დვალიშვილმა დღეს გამთენიისას 06:00 საათზე გრეფლინგის წესებით იბრძოლა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ის შესვენებით ისარგებლა და თავისი ძალები სხვა სტილით ორთაბრძოლაში მოსინჯა. გთავაზობთ მის სრულ ბრძოლას რონი დავილასთან.

  • H1N1 -ით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა

    {{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1–ის ვირუსით პაციენტი გარდაიცვალა. ეს სამეგრელოში ღორის გრიპით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა. საავადმყოფოს ხელმძღვანელობის ინფორმაციით პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ამჟამად ზუგდიდის ჰოსპიტალში ამ ვირუსის სიმპტომებით 19 ადამიანი მკურნალობს. აქედან ერთი მართვით სუნთქვაზეა.

     

  • ეკა ბესელია უმრავლესობის სხდომის შემდეგ ღიად დარჩენილ საკითხზე მიუთითებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გამართული შეხვედრით ნაწილობრივ კმაყოფილია ეკა ბესელია. მისი თქმით, მოსაზრებების გაცვლის პროცესში ბევრ საკითხზე გუნდში მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ რჩება აზრთასხვადასხვაობა პრინციპულ საკითხებზეც, რაზეც მსჯელობა გაგრძელდება. 

    ბესელიას თქმით, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობის მოსამართლეთა სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ამის შემდეგ სწორედ პარლამენტმა უნდა მიიღს გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერს მხარს.

    საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა ამ ეტაპზე ღია დარჩა და განხილვა მომავალში გაგრძელდება.

    “საბჭომ უნდა წარმოადგინოს სია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს უფრო გრძელი სია, ვიდრე 10 ადამიანია ათ პოზიციაზე. საბჭოსადმი ნდობა არ არის დღეს მაღალი, ამიტომ პარლამენტმა უნდა აიღოს მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობა. აქ გვაქვს ცოტა განსხვავებული ხედვა და ვთქვით, რომ მოდი ეს საკითხი კიდევ გავაგრძელოთ სამსჯელოდ. პარლამენტმა უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობით სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. მაგალითად სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევ კანდიდატურებს როდესაც ვიხილავთ, ერთ პოზიციაზე სამი კანდიდატურა სახელდება”, განაცხადა ეკა ბესელიამ.

    როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს, ასევე მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია, რომ მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობდნენ, შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება.

    “მნიშვნელოვანია, პარლამენტში კრიტერიუმების განხილვის დროს ჩვენ შევჯერდეთ იმაზე, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობდნენ, რაც პარლამენტმა აღიარა 2012 წელს და თქვა პოლიტიკური აქტით, ასევე უნდა იყოს ერთ-ერთ გამომრიცხავი გარემოება. სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებში, სადაც ხვდება კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევები, ასევე ის მოსამართლეები, რომელთაც დაუდგინდათ ასეთი დარღვევები, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი გარემოება, რომელიც პარლამენტში გადმოტანილი პროცესის დროს გაფილტრავს ამ კანდიდატებს”, განაცხადა ეკა ბესელიამ.

    “ქართული ოცნების” ოფისში დღეს გამართული კონსულტაციები გუშინდელზე ხანგრძლივი აღმოჩნდა და შვიდ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.