Category: არქივი

  • ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე, ტყვარჩელის რაიონის მკვიდრი, 1962 წელს დაბადებული გ.ფ. დააკავეს.

    უწყების ცნობით, დაკავებულის ადგილსამყოფელის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობა და სხვა ტიპის საბრძოლო შეიარაღება. ოკუპირებული სოხუმის ინფორმაციითვე, დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 274 მუხლით [სხვა ქვეყნისთვის ჯაშუშობა, რაც გულისხმობს სხვა სახელმწიფოსთვის და მისი წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა] და ასევე 217-ე მუხლით [საბრძოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. ბრალდებულს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ის ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.

  • ჯეკ შეფერდს სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს ჯეკ შეფერდს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ მისი მიმალვის საფრთხის არარსებობის გამო, თავისუფლების აღკვეთა ჯეკ შეფერდისთვის აუცილებელ ღონისძიებას არ წარმოადგენდა.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 იანვარს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი და სამართალდამცავებს ნებაყოფლობით ჩაბარდა. ეს ფაქტი ასახა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა, რომელსაც ჯეკ შეფერდმა პოლიციაში გამოცხადებამდე ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

    ჯეკ შეფერდი მსჯავრდებულია 24 წლის შარლოტ ბრაუნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო. ბრიტანეთის სასამართლომ მის საქმეზე განაჩენი გამოიტანა გასული წლის ივლისში და ჯეკ შეფერდს დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსწლიანი პატიმრობა. ბრიტანული პრესის თანახმად, ივლისშივე შეფერდზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. საქართველოს შს სამინისტროს განცხადების თანახმად კი “ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით, ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა”.

  • “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის მორიგი სხდომა იმართება

    {{ARTICLEIMAGE}}
    მმართველი პარტიის, “ქართულ ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა კვლავ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით იმართება. ეს შეხვედრა გუშინდელი შეკრების გაგრძელებაა, რომელიც დეპუტატების თქმით, იმიტომ გახდა საჭირო, რომ ყველა დამსწრემ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითზე – ეს ის თემაა, რაზეც გუნდში აზრთასხვადასხვაობაა და რომლის გამოც მმართველ გუნდს მისი წევრები ეკა ბესელიას ლიდერობით დაუპირისპირდნენ. ეკა ბესელია, რომელიც პარტიის ლიდერის პოზიციით გუშინ კმაყოფილი იყო, დღეს ამბობს, რომ ოსამართლეთა უვადოდ დანიშვის წესი 2024 წლამდე არ უნდა იყოს გამოყენებული და მოსამართლეთა დანიშვა იქამდე უნდა შეჩერდეს, ვიდრე რეფორმა არ განხორციელდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია დადებითია. ბესელიას პოზიციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთ პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენა უნდა იყოს შესაძლებელი და პარლამენტმა მოსამართლის ათ პოზიციაზე არა 10-კაციანი სია, არამედ 20 ან 30-კაციანი სია მიიღოს და შემდგომში გაფილტროს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, შეხვედრიდან გამოსული დეპუტატები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებული როლი ითამაშა და მედიატორის, ლიდერის ფუნქცია კარგად შეასრულა. 

    რაც შეეხება დღეს განსახილველ საკითხებს, ბესელიას თანამოაზრე ლევან გოგიჩაიშვილიც ამბობს, რომ ერთ-ერთი საკითხი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერება იქნება. მისი თქმით, ამის საშუალებას კონსტიტუციური ჩანაწერი აძლევთ – როგორც ცნობილია, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში, უვადოდ განწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება, განწესდეს 3-წლის ვადით.

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა სურათი, რომ ერთ ვერსიაზე შეჯერების პოტენციალი არსებობს.

    “თუ ვერ მოხდა შეჯერება, მაშინ ალბათ, რამდენიმე ვერსია ჩამოყალიბდება. პარტიის თავმჯდომარე ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი წარიმართოს პოზიტიურად. გამამტყუნებელი განაჩენი სადაც დადგა სტრასბურგის სასამართლოში, იმ მოსამართლეებს უვადოდ მოსამართლეობის უფლება არ უნდა მიეცეთ. ყველაზე მთავარია ჩვენი მოსახლეობა თავისი გონებიდან გაგვრიცხავს თუ არა”, განაცხადა კობერიძემ.

     

  • თბილისის მერი: უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, თუმცა საიდან იყურებოდა, ჯერ ვერ დავაზუსტეთ

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერიამ ინვესტორთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. კახა კალაძე აცხადებს, რომ ქალაქისთვის დამაზიანებელი ნებართვა ყოფილმა მერმა გიგი უგულავა გასცა.

    “როგორც მოგეხსენებათ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს – 2013 წელს, ამ კონკრეტულ ადგილზე იქნა გაცემული სპეციალური ნებართვა, რომელიც არის უვადო და შემდეგ გაიცა ნებართვა 30-მეტრიან სასტუმროზე, რომელიც 8-9 სართულის სიმაღლის არის – მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა, ჯერ ვერ დავაზუსტეთ”.,განაცხადა კახა კალაძემ. 

  • კახა კალაძე: ვაკის პარკმა გაიმარჯვა, გილოცავთ, იქ არაფერი აშენდება

    თბილისის მერიამ ინვესტორთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. კახა კალაძე აცხადებს, რომ ქალაქისთვის დამაზიანებელი ნებართვა ყოფილმა მერმა გიგი უგულავა გასცა.

    დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებლებთან. იცით, რომ ამ თემაზე ვნებათაღელვა არ წყდება. ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა მოგილოცოთ. მინდა მივულოცო თბილისს და თბილისელებს, ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა და ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი აშენდება”, განაცხადა კალაძემ.

    რაც შეეხება სასტუმრო “ბუდაპეშტის” მფლობელის, გოგა ზაქაიძის პოზიციას, მისი თქმით, მერიის მიერ შემოთავაზებული ვარიანტები არის ადეკვატური, ამიტომ კომპანია დათანხმდა მერიის წინადადებას.

    “ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, რომ ამოვარჩიოთ ჩამონათვალიდან, რომელი ობიექტი უფრო გვაწყობს. რამდენიმე დღეში დავასრულებთ ამ პროცესს. ჩანაცვლება ან გამოსყიდვა ჩვენ გვაკმაყოფილებს, უბრალოდ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. მე შევხვდები ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს, რომ ერთად გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს წავა ჩვენი ინტერესი. ჩვენ შეგვეძლო სასამართლო პროცესებისკენ წასვლა, შევეცდებოდით მშენებლობის ნებართვის აღდგენას, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე შეთანხმების გაფორმება ვარჩიეთ. შემოთავაზებული ვარიანტები არის რეალობასთან ახლოს და ადეკვატურია, ამიტომ დავთანხმდით გაცვლაზე. ჩვენთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ბიზნესს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაკეთებთ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მთაწმინდაზე, ვარკეთილში თუ გლდანში. იქ არის საინტერესო ვარიანტები, თუმცა ამ ეტაპზე ადგილმდებარეობას ვერ დავაკონკრეტებ”, განაცხადა ზაქაიძემ.


  • სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას პატიმრობა შეეფარდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილებით, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    სახელმწიფო ბრალდების საპასუხოდ, რომელიც ლელა ქსოვრელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატმა ქსოვრელის მიმართ გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილის გამოყენება მოითხოვა.

    დღევანდელი სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა.

    სხდომის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ მიმართა და განაცხადა, რომ სასამართლოზე შესაძლოა, ისეთი ინფორმაცია გავრცელდეს, რომელიც დამნაშავისა და არასრულწლოვანი მსხვერპლის პერსონალურ მონაცემებს შეეხება. ამ  შუამდგომლობას, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა, დაცვის მხარეც დაეთანხმა.

    4 წლის გოგოს გარდაცვალების გამო მისი დედა დააკავეს

    რა პირობებში ცხოვრობს ოჯახი, სადაც 4 წლის ბავშვი გარდაცვლილი ნახეს (ვიდეო)

    მამინაცვალი 4 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზს ჰყვება (ვიდეო)

    4 წლის გოგონას გარდაცვალების ისტორია:შემზარავი დეტალები (ვიდეო)

    4 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მამინაცვლის პირველი კომენტარი

  • საქართველოს არ ემუქრება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე – მინისტრი

    {{ARTICLEIMAGE}
    დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა – ზავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ ემუქრება. მინისტრის განცხადებით, ქვეყანას არათუ ზემოხსენებული საფრთხე ემუქრება, არამედ ის ზედმიწევნით ასრულებს ევროკომისიის მიმართ საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

    “ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან და ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან სერიოზული და მკაფიო მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ ემუქრება ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე. ბოლო ანგარიშში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მისიის მხრიდან, არანაირი მინიშნება იმაზე, რომ საქართველოს ემუქრება რაიმე სახის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება არ არსებობს. უფრო მეტიც, იქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველო ზედმიწევნით კარგად ასრულებს ევროკომისიისა და ევროკავშირის ყველა მითითებას”. – განაცხადა მინისტრმა.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველო ითვალისწინებს ევროპელი პარტნიორების ყველა წუხილს და ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებები ძალისხმევას არ იშურებენ რათა გატარდეს პრევენციული ზომები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ თანამოქალაქეთა უკანონო გადინების წინააღმდეგ. დავით ზანკალიანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით როგორც შიდა ისე საერთაშორისო არენაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

    “ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, იგივე კომუნიკაციის სტრატეგია საზოგადოებასთან და უკეთ ახსნა, რომ თავშესაფრის მიკუთვნებასთან დაკავშირებით არცერთი მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრმა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების რიგში. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივი ქმედებების დაგეგმვის თვალსაზრისით და რაც მთავარია საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით პარლამენტთან ერთად საქართველოს მთავრობა ქმედით ნაბიჯებს დგამს რომ მოვახდინოთ იმ ადამიანების, უკანონოდ გადინების აღმოფხვრა, რომლებიც სამწუხაროდ არაკეთილსინდისიერად იყენებენ იმ დიდ მონაპოვარს, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი.”

    დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელისუფლება უფრთხილდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებას, რომელიც არის არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია.

    “მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ძალიან ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს, რომელიც არის არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია რაც კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპასთან”. – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

  • ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა.

    პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. 

    გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად 23 იანვარს წაუყენეს.

    საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

    “ჭიდაობაც ძალადობაა, რომ ვეჭიდავები, ვძალადობ” – მოჭიდავე ძალადობის მუხლით დაკავებული გეგეშიძის მხარდასაჭერად

    თბილისის მერი: ეს იყო ამაზრზენი რამ, რაც სატელევიზიო ეთერით ვიხილეთ