Category: არქივი
-
რა გაფრთხილება მიიღო ივანიშვილმა აშშ–დან
საქართველოში მყოფი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერი ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში შეხვდა. ინფორმაციას და კადრებს შუშის სასახლეში ვოლკერის ვიზიტის შესახებ კურიერი ავრცელებს. კურიერის ინფორმაციითვე სასაუბრო თემა TBC ბანკთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები იყო და ვოლკერმა დღეს საქართველოს მთავრობა გააფრთხილა, რომ ბრძოლის ასეთი მეთოდებით ცეცხლს ეთამაშება და შესაძლოა ქვეყანა ინვესტორების გარეშე დატოვოს. ივანიშვილთან აუდიენციას წინ უძღვოდა შეხვედრა პრემიერ ბახტაძესთან.კურტ ვოლკერმა შეხვედრის შემდეგ კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:„მთავარია, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, კონტრაქტები, როგორ აღიქვამენ ინვესტორები საქართველოში არსებულ გარემოს. ესეც მნიშვნელოვანია თქვენი მომავალი რეპუტაციისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მხრიდან ჭკვიანი ხალხი კანონის უზენაესობის დაცვით, სწორად მოაგვარებენ ამ საკითხს. ასე უნდა მოხდეს. დასავლეთი დიდ იმედებს ამყარებს საქართველოზე და ამიტომ, მისგანაც დიდი მოლოდინები აქვს. ანაკლიის პორტი, პირველ რიგში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია. როდესაც ვფიქრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რაღა თქმა უნდა, იგულისხმება სამხედრო უსაფრთხოება, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერება, რეფორმები, ეკონომიკის ზრდა, ტვირთების გადაზიდვა, ვაჭრობა. შესაბამისად, ამ პორტს აქვს პოტენციალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოებისთვის. თქვენ ახსენეთ ამ პროექტში ჩართული ამერიკული კომპანიები. ვაშინგტონის აზრით, ჩვენ კი არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ანაკლიის მიმართ, არამედ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, საქართველო იყოს წარმატებული, პროგრესული და დაცული ქვეყანა. ამ პროექტს შეუძლია ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს,“ – განაცხადა კურტ ვოლკერმა.ვოლკერი რუსეთის ეჭვებზეც საუბრობს, რომ პორტმა შესაძლოა ამერიკული წყალქვეშა გემებიც მიიღოს. ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ პორტი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მან როგოც გემები, ასევე წყალქვეშა ნავებიც მიიღოს.„პორტი, თავის თავად ნიშნავს, რომ უნდა მიიღოს გემებიც და წყალქვეშა ნავებიც. ამაში ახალი არაფერია,“ – აღნიშნა ვოლკერმა.კურტ ვოლკერი იმედს გამოთქვამს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განვითარების გზას დაადგება.„მე მჯერა, რომ ეს პროექტი წინ წავა. ეს საქართველოს ინტერესებშია, რადგან ყველა მხარეს სურს. დარწმუნებული ვარ, ქართველები ამ პროექტის განხორციელების გზას გამოძებნიან,“ – აცხადებს კურტ ვოლკერი.კურტ ვოლკერი ამერიკელი კარიერული დიპლომატია. 2008–2009 წლებში იყო აშშ–ს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში. 2011 წლიდან მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორია. 2017 წლის ივლისიდან კი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში.საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზი სავარაუდოდ ის შეშფოთებაა, რომელიც დასავლეთში საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების სერიოზული დარღვევებით ჩატარება, მედიასთან, ბიზნესთან, სასამართლოსთან და ზოგადად დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ მან ივანიშვილს ამ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ–ს გზავნილები გადასცა. მისი მოვლინება საქართველოში სავარაუდოდ იმიტომ გახდა საჭირო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში უკვე ერთი წელია ელჩი არ ყავს. იან კელის ვადის ამოწურვის შემდეგ აშშ საქართველოში ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა ეს პროცესი შეფერხდა. თავდაპირველად კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ დაბლოკა მოგვიანებით სოლიდურმა უცხოურმა გამოცემებმაც გაიმეორეს. საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ინფორმირებული წყაროების ცნობით ბრინკის სავარაუდო დაბლოკვის მიზეზი ის შეხედულება გახდა, რომ ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება და ამასთან, ვაშინგტონში რესპუბლიკური პარტიის მაღალ ეშელონებთან მყარი პერსონალური კონტაქტები არ აქვს. აშშ–ს ხელისუფლებამ ბრიჯიტ ბრინკი სხვა კანდიდატურით აღარ ჩაანაცვლა და საქართველოში ელჩის მოვალეობის შემსრულებლად 2018 წლის ნოემბერში როს უილსონი მოავლინა. -
ზიდანი მადრიდის რეალში დაბრუნდა
ზინედინ ზიდანი სანტიაგო სოლარის ნაცვლად მადრიდის რეალის მწვრთნელად დაინიშნა. ფრანგი მწვრთნელის დაბუნების შესახებ მადრიდის რეალმა თავის ვებგვერდზე დაწერა.“ ფრანგი დაბრუნდა კლუბში, რომელშიც ისტორიას ქმნიდა როგორც მოთამაშე და როგორც მწვრთნელი“ –წერია კლუბის პრეს სამსახურის განცხადებაში.
ზიდანთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე ვადით დაიდო. ზიდანი მადრიდის რეალს წარსულშიც წვრთნიდა– 2016 დან 2018 წლამდე. სამი სეზონის მანძილზე მან კლუბთან ერთად სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ერთი ესპანეთის ჩემპიონატი, ორი კლუბური მსოფლიო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი.
2018/19 წლის სეზონი რეალისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან და ესპანეთის თასიდან გამოვარდა და პრაქტიკულად დაკარგა ეროვნული ჩემპიონატის მოგების შანსი.ზიდანმა რეალი 2018 წლის მაისში დატოვა. მას შემდეგ ის უმუშევარი იყო. -
სააკაშვილი ხაზარაძეს მონასტერში წასვლას ურჩევს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძეს დღის ბოლოს კიდევ ერთ სტატუსს უძღვნის.
“ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში, ჩემი პირადი ქონება პრაქტიკულად არ გაზრდილა, ჩემივე პრეზიდენტობის დროს, ხაზარაძის ქონება გაიზარდა მინიმუმ ხუთჯერ და ახლა ეს “კაცი” და სინამდვილეში უმადური ….მე მადანაშაულებს მის ბიზნესზე ზეწოლაში და ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ყველაფერს ართმევს და საკუთარ ჯიბეში მიაქვს. კარგი რა, სამართალიც კარგი საქონელია. მე, ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და საპრეზიდენტო “არჩევნებში” ივანიშვილის მხარდაჭერას.“ – წერს სააკაშვილი მის ფეისბუქ გვერდზე.
სააკაშვილის მხრიდან კრიტიკა დღეს მამუკა ხაზარაძემ პალიტრასთან ინტერვიუს გამო დაიმსახურა. ინტერვიუში თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ წერილს, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოაქვეყნა დღესაც ხელს მოაწერდა. საუბარია წერილზე, რომლის დაწერასაც მისგან იმ მუქარის წერილში ითხოვდნენ, რომელიც ხაზარაძის თქმით შს მინისტრმა გაუგზავნა და რომელიც საუბარი იყო იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის რევანში დაუშვებელია.
ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როცა ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი – სააკაშვილი ხაზარაძეზე -
მავთულხლართების ზონა:ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფ ხაზებზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა
„მავთულხლართების ზონა“ ასე ქვია ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშს, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე დაფიქსირებულ ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზეა საუბარი.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში ძირითადად, ეყრდნობა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას. კვლევის მიმდინარეობისას ორგანიზაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან განლაგებულ 27 სოფელში 8 ვიზიტი განახორციელა. შეხვედრები გაიმართა ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. გამოკითხვის გზით და სხვადასხვა საჯარო ინფორმაციის მიღების შედეგად გამოვლენილი პრობლემები გაანალიზდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით.
ანგარიში ასახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე მიმდინარე მასობრივ უფლებადარღვევებს, მათ შორის, თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, უკანონოდ დაკავებულ პირთა მიმართ არაჰუმანური მოპყრობის, გადაადგილებისა და განათლების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე ადამიანთა დაკავება ხშირად ხდება ე.წ. გამყოფი ხაზების მიღმა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაკავებებს აქვს შემთხვევითი ხასიათი და მოსახლეობისათვის რთულია პროგნოზირება, თუ რა ტერიტორიაზე შეიძლება მოხდეს მათი დაკავება. დაკავების გარკვეულ იზოლატორებში არ არის სათანადო პირობები. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაკავებულ პირთა მიმართ ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობას.
აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა. რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000-ს ადამიანს შეადგენდა.
გალში მცხოვრები მოსახლეობისათვის პრობლემურია სათანადო დოკუმენტაციის მიღება, რაც მათ უზღუდავს გამყოფ ხაზზე თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას. ეს შეზღუდვები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც დეტალურად არის განხილული ანგარიშში.
ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ.
-
ბიძინა ყოფილა თქვენი საოცნებო მოძალადე – ნიკა მელია ხაზარაძეს მიმართავს
კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ის დღესაც ხელს მოაწერდა იმ წერილს, რომელიც არჩევნების მეორე ტურის წინ გაავრცელა და რომლის გავრცელებასაც მისგან მუქარის წერილით ითხოვდნენ, ნიკა მელია პასუხობს:
“მამუკა ხაზარაძე ბიძინა ყოფილა თქვენი საოცნებო მოძალადე – გაძალებთ იმის თქმას და დაწერას, რასაც ფიქრობთ.
მოდი ახლა და გაიგე, რასაც თქვენ ამბობთ, ამას ისევ გაძალებენ თუ თვითონაც ასე ფიქრობთ და უბრალოდ დესერტად გაძალებენ.
ჰიპოთეტური საფრთხე გაშინებთ – აი, საააკაშვილი რომ საქართველოში დაბრუნდება და ‘გაგაკულაკებთ‘ მაგის გეშინიათ და ბიძინამ რომ უკვე გაგაკულაკათ, ამის სულაც არ გეშინიათ“ – წერს ფეისბუქ–გვერდზე ნიკა მელია.
-
თეა წულუკიანმა თანამდებობიდან წასვლა პრაქტიკულად დაადასტურა
იუსტიციის მინისტრმა დღეს კომენტარი გააკეთა თანამდებობიდან მის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.“შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმდგარვარ. თუმცა არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ჩემი მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას მიმდინარეს ამჟამად თუნდაც პარლამენტში არ ეხება.ეს არის ჩემთვის ძალიან მაშტაბური და მნიშვნელოვანი საკითხი და თუ ვნახე, რომ ჩემი პოზიცია არ იქნა გაზიარებული და ფასეულობათა წინააღმდეგობა იქნება, მე რა თქმა უნდა არ ვიფიქრებ არცერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, რადგან თანამდებობა არ არის ფასეულბა.ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში გადასაჭრელი თემა. ეს არ ეხება რომელიმე რეფორმას და რომელიმე პროცესს მათ შორის პარლამენტში მიმდინარეს. ამიტომაც თავს შევიკავებ ღიად საუბრისგან.შიგნით ვმსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში ამ თემაზერაიმე ტრაგიკული არ ხდება . ეს არის ჯანსაღი პროცესი. თუ ვნახე რომ ჩემი პოზიცია არ იქნა გაზიარებული ვიტყვი რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებას.“ – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეა წულუკიანს თანამდებობიდან უშვებენ უკვე ერთი კვირაა ვრცელდება. ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით ახლო მომავალში ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს. -
რა შუაშია ანაკლია? პოლიტიკური კონტექსტი მოვაშოროთ „თიბისის” საქმეს – კალაძე
თბილისი მერის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს ანაკლიის პროექტთან. კახი კალაძე ამ საქმესთან დაკავშირებით ვერც საპარლამენტო საგამოძიებო კიმისიის შექმნის აუცილებლობას ხედავს .
-
“აღვირახსნილი ტყუილების ტირაჟირება“– კოკა ყანდიაშვილი რუსთავი2–ს პასუხობს
ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი, რომელიც რუსთავი 2–ის ინფორმაციით რუსთაველის 12 ნომერში მდებარე სახელისუფლო ტროლების ფაბრიკას ხელმძღვანელობდა, ტელეკომპანიის ეთერში, შაბათის კურიერში გასულ რეპორტაჟს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პასუხობს.ის ადასტურებს, რომ რუსთაველის 12–ში ოფისი მართლაც იქირავა, თუმცა მისი განცხადებით იქ მისი ტურისტული სააგენტო მუშაობდა, შემდეგ სტუდია, ახლო მომავალში კი მისი ონლაინ გამოცემის რედაქცია განთავსდება.კოკა ყანდიაშვილის სტატუსი:“რუსთავი 2-ის სიუჟეტი კლასიკური მაგალითია, “ბოტობის”, “ტროლობის”, ცილისწამების, ბოღმისა და ღვარძლის, აღვირახსნილი ტყუილის ტირაჟირების, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მარიამ გაფრინდაშვილისგან კი, ისედაც არაფერი მიკვირს – სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიის რეალური ტროლია და არა ჟურნალისტი.
* მერამდენედ ცდილობთ ჩემს მოკვლას – თუ დაგითვლიათ? Rustavi 2* თი ბი სი ბანკთან არასდროს მქონია პრობლემა. 30 წელზე მეტია პირადად ვიცნობ მამუკასაც, ბადრისაც, ვახოსაც და პაატასაც – ამიტომ, ოდესმე, რაიმე კითხვა რომ გაჩენილიყო აუცილებლად ვიქნებოდი საქმის კურსში.* ათეულობით პოსტი დაგიწერიათ ჩემზე თქვე უსაქმურებო – ნათელაშვილ-კილაძე-ჩარკვიანებო ყველას ვერ ჩამოგთვლით…. შალიკომ ისე გაუბერა, რომ ასლან აბაშიძის მკვლელობის მცდელობაც კი დამაბრალა, “ლაზერული წამლებით”.• ახლა კი მოკლედ იმის შესახებ რა “ფაბრიკის” დირექტორი ვარ.კადრები, რომელსაც რუსთავი 2 გაჩვენებთ – ნამდვილად ჩვენი ოფისია, რომელშიც არაერთი ცნობილი სახე, მსახიობი, რეჟისორი თუ უბრალოდ გამოჩენილი ადამიანია ნამყოფი, მათ შორის რ2-ის სახეებიც. სწორედ ამ ოფისს ვამზადებთ, ახლახანს შევიძინეთ ახალი სავარძლები, მაგიდები 6-ში დაგვიმზადეს და მოგვიტანეს, (კადრებში კარგად ჩანს, რომ ყველაფერი ახალია) კარადები კი 15-ში იქნება. სარედაქციო ჯგუფი სრულად არაა ჩამოყალიბებული, ჯერ სულ რამდენიმე თანამშრომელი ვართ და ოფისის გამართვამდე სახლიდან ვმუშაობთ. რუსთავი2-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში – (ეტყობა გამორჩათ) მეც კი არ ვარ ჩაწერილი.იმედი მაქვს, ძალიან მალე მოგიწვევთ ამ პროექტის პრეზენტაციაზე. (მანამდე შეგიძლიათ ნახოთ და შეგვიფასოთ ჩვენი ახალი მულტიმედია პორტალი,რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს). espersona.ge 2015 წელს ვიქირავეთ ერთ-ერთი ოფისი რუსთაველის 12-ში.ჯერ ტურისტული სააგენტო – Georgia OK შევქმენით.შემდეგ სტუდია, რომელიც რამდენიმე სერიალზე და ტელეპროექტზე მუშაობდა.• 2018 წელს გადავწყვიტეთ, მეგობრებთან ერთად, ახალი მულტიმედია კომპანია დაგვეფუძნებინა. პირველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი სააგენტო “ეS-პერსონაა”, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ასეულობით ცნობილ ადამიანს, მათ შორის რ2-ის ჟურნალისტებსა და პროდიუსერებსაც დავუგზავნეთ, მაგრამ რუსთავი 2 რისი რუსთავი 2-ია, ჩვენი ოფისისთვის “ტროლების ფაბრიკა”, ხოლო თანამშრომლისთვის “ტროლები” არ დაერქმიათ.• რაც შეეხება სააკაშვილის სტატუსს, ეს არის იმის დამადასტურებელი თუ რამდენად სწორად მივლია დღემდე, ცხოვრების გზაზე. რა გასაკვირია, რომ ჩემზე დიდი ნაძირალა მას ცხოვრებაში არ შეხვედრია, არც კი იცნობს – მერაბიშვილს, ახალაიებს, ადეიშვილსა თუ, მეგის ქარდავას…. აქვე დავაზუსტებ – სანამ პირში სული მიდგას, მიშა სააკაშვილო – არ მოგასვენებ! და როგორც ღიად გებრძოდი 2003 წლიდან – ისე გავაგრძელებ მომავალშიც!ყველაზე საცოდაობა ისაა, რომ ის ადამიანები, ვინც საქართველოში პროფესია ჟურნალისტი გააუქმეს, აკრძალეს და პროკურორი გვარამია გახადეს, სიმართლისა და ქართული ჟურნალისტიკის სიმბოლო – საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, პარტიული საჭიროებისამებრ მიაწებონ სამარცხვინო იარლიყები სხვებს. “ტროლები” და “გნომები” თქვენსკენ მოიკითხეთ, ჟურნალისტის მანტიას ამოფარებულო ნაძირლებო, რომლებიც თავს ყველაფრის უფლებას აძლევთ! ჯერ იყო და “კგბ-ის” გენერალი გამხადეთ, შემდეგ ჯიჰადის ვიდეოები, მაესტროსა და საზმაუს შეჭმა ჟიჟილაშვილიანად, ახლა “ქართული ოცნების” პრეს/პიარ სამსახურის უფროსობა, ლაზერული ტაბლეტები და “ტროლების ფაბრიკა” – ჰკითხეთ მიშას, მის მახინჯ ფანტაზიებში, რა იქნება შემდეგი?ბოლოს კი, მინდა დიდი სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენს გუნდში არიან ახალგაზრდა, მოტივირებული და უნიჭიერესი ადამიანები, ვისთვისაც ამოსავალი წერტილი წესიერება, პატიოსნება და ჟურნალისტური პრინციპებია! რაც თქვენთვის საერთოდ არარსებული, უცხო – საშიში ხილია!• მედიას კი თხოვნით მოგმართავთ, 14-ში ვბრუნდები თბილისში და მზად ვარ გესტუმროთ ყველა იმ ეთერში, რომელიც ამ საკითხითაა დაინტერესებული“– წერს კოკა ყანდიაშვილი. -
პარლამენტში მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა
როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების შერჩევის წესი – პარლამენტში დღეს ორი ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირდა. პირველი პროექტის ავტორი მმართველი ძალა, კერძოდ კი ირაკლი კობახიძეა. მეორე კანონპროექტი კი ქართული ოცნებიდან წამოსულ ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს ეკუთვნით. ქართულმა ოცნებამ უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების შერჩევის ამერიკული მოდელი შეარჩია. პარტიაში ამბობენ, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება. ირაკლი კობახიძის ავტორობით მომზადებულ პროექტით 18 მოსამართლის შერჩევა ხუთ ეტაპად წარიმართება. პროცესი იუსტიციის საბჭოში დაიწყება და კანდიდატებს პარლამენტი დაამტკიცებს.საკუთარი კანონპროექტის მხარდაჭერის იმედი აქვს ეკა ბესელიას, რომელმაც ქართული ოცნება სწორედ მოსამართლეების თემაზე არსებული დაპისპირების გამო დატოვა. ამბობს, რომ მისი ინიციატივა პროგრესულია. ბესელიას კანონპრექტშიც მოსამართლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს, თუმცა კანდიდატების მხარდასაჭერად საჭიროა საბჭოს არამოსამართლე წევრების მხარდაჭერაც. ამის შემდეგ პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. დაუჭრს თუ არა მხარს ბესელიას პროექტს ოპოზიცია, ჯერ არ არის ცნობილი, საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს კი ოპოზიციის მხარდაჭერა ნამდვილად არ ექნება. ამბობენ, რომ ცვლილებები ფასადურია და მისი მთავარი მიზანი მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გაძლიერებაა. ევროპულ საქართველოს კი მოსამართლეთა დანიშვნის წესის ალეტრანტიული კანონპრექტი აქვს. ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას კანონპროექტებს არ ექნება დამოუკიდებელი დეპუტატის – დავით ჭიჭინაძის მხარდაჭერა. ჭიჭინაძე, რომელიც ეკა ბესელიას თანამოაზრედ განიხილებოდა დღეს ამბობს, რომ ორივე პროექტში მოსამართლეთა კანდიდატებს კვლავ იუსტიციის საბჭო არჩვეს რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. -
ტელეკომპანია იბერიას 18 ჟურნალისტის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ტელეკომპანია “იბერია”-ს 18 ჟურნალისტის სარჩელი, რომლებიც ტელეკომპანიის მოულოდნელი დახურვის და ხელშეკრულების გაუფრთხილებლად შეწყვეტის გამო კომპენსაციას ითხოვდნენ.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შრომის კოდექსი 2 თვიან კომპენსაციას, 1 კვირის სახელფასო დავალიანებას და 0,07% პირგასამტეხლოს ითვალისწინებდა.
ამ დრომდე სასამართლოს განხილვაშია კიდევ 11 ჟურნალისტის სარჩელი, მათ შორის არიან ტელეკომპანია “იბერიას” რეგიონული ჟურნალისტები.
ყოფილ თანამშრომლებს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” უწევს.
ტელეკომპანია “იბერია“ გასული წლის ოქტომბერში დაიხურა. დახურვამდე ტელეკომპანიის მფლობელი და თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ ომეგა ჯგუფზე ფინანსური ზეწოლით ტელეკომპანიის არსებობას შეუქმნა საფრთხე.