Category: არქივი

  • ხელისუფლებას სჭირს პარანოია–გრიგოლ ვაშაძე

    ამ ხელისუფლებას რომ შეეძლოს, მთელ ოპოზიციას ციხეში ჩასვამდა – ეს განცხადება „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს გააკეთა. კირკიტაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

  • საქართველოს ბანკის დაყაჩაღების საქმე გახსნილია

    შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, გლდანში საქართველოს ბანკის ფილიალზე მომხდარი თავდასხმის საქმე გახსნილია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ განმარტა, ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი – წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული კ.გ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    როგორც შსს-ში განაცხადეს, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. „დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. 

  • წულუკიანმა წასვლა გადაიფიქრა

    იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აღარ გადადგება გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    წულუკიანი ამბობს, რომ  სადავო საკითხზე გუნდში შეთანხმება შედგა. სწორედ სადავო საკითხებს ასახელებდა ის გუშინ და დღეს გადადგომის შესაძლო მიზეზად.

    “როგორც იცით, არსებობდა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჩერებულია და თემა არის ამოწურული და შესაბამისად, ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას”, — განაცხადა წულუკიანმა და ბრიფინგის ოთახი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებს კითხვის დასმის შესაძლებლობა აღარ მიეცათ.

  • სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

    ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე, მოსამართლემ  პატიმრობაში დატოვა. საქმის განხილვაზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეწყვეტას ითხოვდა.

    ადვოკატ კონდახაშვილის თქმით, მათ წარმოადგინეს 2000-ზე მეტი თავდები პირის ხელმოწერა, ხოლო სასამართლო სხდომაზე იმყოფებიან პარლამენტის თავდები წევრები. მან მოსამართლეს კირკიტაძის აიდი ბარათი და პასპორტი გადასცა.

    „მისი მხრიდან მიმალვის საფრთხეზე იყო აქცენტი გაკეთებული. წინა სხდომაზე წარმოგიდგინეთ ხელმოწერები, ამჯერად კი ეს ადამიანები წარმოვადგინეთ ადგილზე. პატიმრობის განგრძობადობის შესახებ არ არსებობს საფუძველი. რადგან თავდები პირები არ იყვნენ წარმოდგენილი და თქვენ თქვით, რომ არ იყო მზაობა მათი მხრიდან კირკიტაძის თავისუფლებისა და მისი შემდგომო მოქმედების პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ წარმოვადგინეთ პარლამენტის 11 მარტის მიმართვა სასამართლოსადმი და 2000-მდე ადამიანის ხელმოწერა. აქ წარმოდგენილია სია, არინ წარმოდგენილი პირადი ნომრით და შეგიძლიათ თითოეული მათგანი გამოკითხოთ.

    არ გაგიკეთებიათ განმარტება, თუ ანალოგიური ბრალდებით დაკავებულს უზრუნველყოფს გირაო, მაშინ კირკიტაძე, რომელიც თავისი ფეხით დაბრუნდა სხვა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, ეს ვერ გახდება მისი მხრიდან მიმალვის მიზეზი. აიდი და პასპორტი შესაძლებლობას მოუსპობს მას თუნდაც, ჰიპოთეტურად მიმალვის შესახებ. მას უნდა მიეცეს საშუალება პატიმრობის გარეშე სასამართლოს გაგრძელების საშუალება,“- განაცხადა კონდახიშვილმა.

    შუამდგომლობას არ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალდების მხარე. პროკურორ სანდრო გიორგაშვილის თქმით, ადვოკატმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი ახალი გარემოება, რაც პატიმრობის შეწყვეტას უკავშირდება.

    მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის გამო, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა კონდახიშვილსა და მოსამართლეს შორის. მოსამართლემ დაცვის მხარე პოლიტიკური განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა. რაზეც კონდახიშვილმა უპასუხა, რომ პოლიტიკოსების ადგილზე ყოფნა პოლიტიკური განცხადების გაკეთებას არ ნიშნავს.

    დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

  • არის რესურსი,თეასნაირი ადამიანები შენარჩუნებული იყვნენ გუნდში – კალაძე წულუკიანზე

    „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე ამბობს, რომ არაფერი იცის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და გუნდს შორის დაპირისპირება არსებობს, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემას ეხება. კალაძე თვლის, რომ არსებობს რესურსი თეა წულუკიანი გუნდში დარჩეს.
  • იუსტიციის მინისტრად შესაძლოა კახა კახიშვილი დაინიშნოს

    ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის წასვლის შემდეგ შესაძლოა კახა კახიშვილი დაინიშნოს. კულუარული ინფორმაცია ამის შესახებ ბოლო დღეებში ვრცელდება, თუმცა მას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს. კახა კახიშვილი 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის 15 ივლისამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იყო. ამჟამად კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს იკავებს.
  • ტოჩინოშინი ფორმაში არ არის – 2 მარცხი საწყის 3 ბრძოლაში

    იაპონიის ქალაქ ოსაკაში გაზაფხულის ბაშოს მე-3 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დებიუტანტ კომუსუბი ჰოკუტოფუჯის შეხვდა და ოშიდაშით დამარცხდა.

    ტოჩინოშინი დამაჯერებლად ვერ გამოიყურება და 3 ბრძოლის შემდეგ ქართველ სუმოისტს 1 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. როგორც ცნობილია ლევანს ტრავმა არ აწუხებს და ფიზიკურად მზად იმყოფება ორთაბრძოლებისთვის, თუმცა შედეგები სხვა რამეზე მეტყველებენ.

    ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინი წინაა – 3:2. ბოლო დაპისირპირებაში ნიშიკიგიმ უვატენაგეს ილეთით აჯობა ქართველს.

  • როცა მექნება თეთრი თმა და კოსა, მაშინ ვისაუბრებ ამ თემაზე – წულუკიანი წასვლას ადასტურებს, მიზეზებზე არ საუბრობს

    იუსტიციის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებისთვის კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და პრაქტიკულად დაადასტურა გუშინ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა თანამდებობიდან წავიდეს. წულუკიანი კვლავ არ აკონკრეტებს საკითხს, რის გამოც მასსა და სამთავრობო გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ამბობს, რომ თუ მისი პოზიცია მთავრობამ ამ საკითხში არ გაიზიარა, თანამდეობიდან წავა.

    წულუკიანი ამბობს, რომ ჯერჯერობით გადადგომას არ აპირებს, თუმცა მისი პოსტზე და გუნდში დარჩენა დამოკიდებულია გადაწყვეტილებაზე, რომელსაც პრემიერი მის ულტიმატუმთან დაკავშირებით მიიღებს.

    „იმ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა, რომელიც იყო გუშინ ჩემი მხრიდან კომენტარის საგანი არ არის საჭირო. ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს, არც იუსტიციასთან სასჯელაღსრულების გაერთიანების საკითხს. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ, გუშინაც საღამოს მქონდა ამ საკითხზე დისკუსია. ვთლი და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მალე დაიხურება და ვგეგმავ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს დელეგაციის წევრის სტატუსით გავუწიო დახმარება ერევანში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს. ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას, ბევრი სასაუბრო აღარაფერი დარჩა,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

    იუსტიციის მინისტრი  პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას ერევნიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს.

    “ბევრი სასაუბრო პრინციპში, არაფერი დარჩა. ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისია. ეს არ არის ის საკითხები, რაც გუშინ გავრცელდა. დისკუსია მაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს არის მინისტრის უფლებამოსილებების და სამინისტროს თემა, რომელზეც როგორც გუშინ ვთქვი, იყო აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსიები მაძლევს იმის იმედის საფუძველს, რომ ჩემი პოზიციები გაზიარებული იქნება.

    კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმაზე, რომ წულუკიანი შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან შეიძლება წავიდეს, მაგრამ ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს. მეშვიდე წელი დაიწყო, რაც მე ჩემს კოლეგა დავით სერგეენკოსთან ერთად ვაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას, კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ წულუკიანი შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან შეიძლება წავიდეს, მაგრამ ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს და როდესაცმე გამიჩნდა თავად სურვილი, რომ თუ ეს საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას, მაგრამ ამ თემაზე მე არ ვისაუბრებდი ეს ამავი გარეთ რომ არ გამოსულიყო, მაგრამ რაკი თქვენამდე მოვიდა და მედია გამოხატავს ინტერესს და , როცა ეს სიმართლეა, მე ვთვლიდი თავს გუშინ ვალდებულად რომ რაკი სიმართლე იყო გულწრფელად მეპასუხა. დანარჩენი სპეკულაციები იყო რეალობისგან შორს და ამიტომ კომენტარები არ ჩამითვლია საჭიროდ.

    როდესაც მექნება თეთრი თმა, გავიზრდი თმებს და და გავიკეთებ დიდ კოსას შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვთვლი საჭიროდ თემის დაკონკრეტებას, საერთოდ არ ვისაუბრებდი ღიად რომ არ გამოსულიყო გარეთ აზრთა სხვადასხვაობის შესახებ ეს ამბავი. რაკი გარეთ გამოვიდა და რაკი სიმართლეს შეესაბამებოდა თავი ვალდებულად ჩავთვალე დამედასტურებინა ეს ამბავი“– განაცხადა წულუკიანმა.

  • ქართველი ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

    საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი, შსს-ს თანამშომლებმა, ოჯახური ძალადობის ბრალდებით საკუთარ სახლში, მარნეულში დააკავეს. უწყების თანახმად, სამართალდამცავებმა ის 5 მარტს დააკავეს. ბრალდებულს მარნეულის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 22 აპრილამდე შეუფარდა. 

    გამოცემა “რეკორდერი” იუწყება, რომ ძიუდოისტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არაერთგზის დაარღვია. მისი დაპატიმრება კი, “რეკორდერის” თანახმად, კონკრეტულ მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც ნაგლიაშვილის ცოლმა პოლიციას წარუდგინა. ადვოკატის განმარტებით, თორნიკე ნაგლიაშვილი ბრალს არ აღიარებს და მეუღლეს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

    თორნიკე ნაგლიაშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრია, რომელიც სხვადასხვა ჯილდოს, მათ შორის, ევროპის თასის მფლობელია

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას.

  • შენ ხელმძღვანელობ ტროლებს! კიდევ ბევრი მტკიცებულება გვაქვს– ნოდარ მელაძე კოკა ყანდიაშვილს პასუხობს

    რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, შაბათის კურიერის წამყვანი ნოდარ მელაძე კოკა ყანდიაშვილის ფეისბუქ სტატუსს ფეისბუქზევე პასუხობს. შაბათის კურიერმა გააკეთა სიუჟეტი რუსთაველის 12 ნომერში მდებარე “ტროლების ფაბრიკის“ შესახებ, რომელსაც მათი ინფორმაციით კოკა ყანდიაშვილი ხელმძღვანელობდა. შაბათს გასულ სიუჟეტს კოკა ყანდიაშვილმა ორშაბათს უპასუხა და რუსთავი ორი “აღვირახსნილი ტყუილების ტირაჟირებაში დაადანაშაულა.“
    საპასუხოდ ნოდარ მელაძემ ფეისბუქზე სტატუსი დაწერა:
    “კოკა ყანდიაშვილი ორ დღიანი ფიქრის შემდეგ გადაგიწყვეტია პასუხის გაცემა. თუ პასუხები გქონდა, რომ გირეკავდა ავტორი გეპასუხა. ახლაც გიმეორებ იგივეს, შენ ხელმძღვანელობ ტროლებს!!! ზუსტად იცი რასაც გეუბნები, ისიც ვიცი ეგ ოფისი ვისთან ერთად იქირავე, წლების წინ. ძალიან კარგად იცი, შენი ტროლების ქარხნის “საგმირო საქმეები”, მემონტაჟეების ვაკანსიებს რომ აცხადებდი მუსიკალურ ვებ გვერდებზე, ხალხს გასაუბრებაზე რომ იბარებდი 1500 ლარიან ვაკანსიაზე, სხვა რომ ხვდებოდა შენი სახელით, პარალელურად ფბ პროფილებს შენ რომ გიგდებდნენ ინბოქსში და დისტანციურად ამოწმებდი იყო თუ არა სანდო. დაფაზე შენს ოფისში გასაშავებელთა სია, რომ გქონდა ჩამოწერილი მარკერით, მე ჩამოგიწერო გვარები, თუ შენით დაწერ? სანამ მარიამ გაფრინდაშვილზე რამეს დაწერ, შენი ტრილების ქარხნის სიას გადახედე, მორალურ ტერორს რომ უწყობდი ადამიანებს. ნუ ნერვიულობ კიდევ ბევრი მტკიცებულება გვაქვს, უფრო მეტი იქნება.
    P.S. ტროლების ქარხნის ბოლო სკანდალი გაიხსენე, ვისზე წერდით მანდედან, რის გამოც “გაიშარეთ” და ოფისი დაგაშლევინეს.
    გაგრძელება იქნება….“