ტელეკომპანია იბერიას 18 ჟურნალისტის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა

Written by

in

სასამართლომ  სრულად დააკმაყოფილა ტელეკომპანია “იბერია”-ს 18 ჟურნალისტის სარჩელი, რომლებიც ტელეკომპანიის მოულოდნელი დახურვის და ხელშეკრულების გაუფრთხილებლად შეწყვეტის გამო კომპენსაციას ითხოვდნენ.

ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შრომის კოდექსი 2 თვიან კომპენსაციას, 1 კვირის სახელფასო დავალიანებას და 0,07% პირგასამტეხლოს ითვალისწინებდა.

ამ დრომდე სასამართლოს განხილვაშია კიდევ 11 ჟურნალისტის სარჩელი, მათ შორის არიან ტელეკომპანია “იბერიას” რეგიონული  ჟურნალისტები. 

ყოფილ თანამშრომლებს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” უწევს.

ტელეკომპანია “იბერია“ გასული წლის ოქტომბერში დაიხურა. დახურვამდე ტელეკომპანიის მფლობელი და თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ ომეგა ჯგუფზე ფინანსური ზეწოლით ტელეკომპანიის არსებობას შეუქმნა საფრთხე.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *