ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსთაველის თეატრში დაგეგმილ ღონისძიებაზე მივიდა, ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. მედიას აინტერესებდა, რატომ ტოვებდა პოსტს და რატომ აღარ გადადგა თეა წულუკიანი, რას ფიქრობს თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიმართ აღძრულ ფულის გათეთრების საქმეზე და ანაკლიის პორტზე – თუმცა ივანიშვილმა კითხვებს არ უპასუხა. რუსთაველის თეატრში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც დღეს დილიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
Category: არქივი
-
ბაგრატიონთა დავა-დავით ბაგრატიონის ადვოკატის თქმით ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა
არსებობის 16 საუკუნის განმავლობაში ბაგრატოვანთა დინასტიის შიდა საგვარეულო დავა პირველად განიხილება სასამართლოში. სასამართლოში ნაცვლად ნივთმტკიცებებისა და მოწმეთა ჩვენებებისა ახლა მატიანეს ფურცლებს აანალიზებენ და ცდილობენ გაარკვიონ ვის ეკუთვნის სამეფო ტახტი.
სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია დღეს ისტორიკოსებისგან ბაგრატოვნათა დინასტიის წარმომავლობის შესახებ შემონახულ ცნობებს ისმენდა. დღევანდელ პროცესზე ისტორიკოსის სტატუსით დაიკითხნენ გიორგი ოთხმეზური და გიორგი ბიჭიკაშვილი.
გიორგი ოთხმეზურმა მკაფიოდ გამოხატა საკუთარი მოსაზრება და სასამართლოს განუცხადა, რომ საქართველოს მონარქიული მმართველობის შემთხვევაში სამეფო ოჯახი სწორედ ბაგრატიონ-გრუზინსკები იქნებოდნენ. იმავეს ამტკიცებს ისტორიკოსი იოსებ ბიჭიკაშვილი. მისი თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს დღეს ამის დასტურად ისტორიული დოკუმენტები წარუდგინეს.
როგორც ცნობილია, დედოფალი ანა ბაგრატიონი ყოფილ ქმარს დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის მათი სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენებისთვის უჩივის.
დავით ბაგრატიონის ადვოკატის თქმით, სასამართლოს გასარკვევი არ არის, ისტორიული წყაროების მიხედვით, ვის ეკუთვნის სამეფო გვარის მემკვიდრეობა. თუმცა, ადვოკატის თქმით, რაზეც სასამართლო რეალურად დავობს, მარტივი საქმეა.
„მთელი დღე სასამართლომ დაკარგა დრო იმაში, რომ გაერკვია, ვინ არის საქართველოს მეფე. შეგახსენებთ, საქართველო არის რესპუბლიკა და საქართველო ოფიციალურად არ აღიარებს არისტოკრატიულ ტიტულებს. სასამართლო არის შესული ჩიხში და დაადგა იმ გზას, რომელიც მისი საქმე არ არის, კერძოდ, ისტორიულ კვლევა ძიებას. არადა, საქმე არის ძალიან მარტივი – ერთი ფიზიკური პირი მეორე ფიზიკურ პირს ედავება, რომ შენ ჩემი სახელით უნებართვოდ ისარგებლეო. კეთილი ინებოს და დაადასტუროს მოსარჩელე მხარემ, როდის, სად, რა ვითარებაში გამოიყენა ჩემმა მარწმუნებელმა მათი სახელი. მათი სახელი კანონის საფუძველზე არის სახელი და გვარი,“ – აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.
მისივე თქმით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა.
„ქრონიკის“ კითხვაზე, რა შედეგით დასრულდა საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დე-ენ-ემ კვლევა, რომელიც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ჩაუტარდა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ კვლევის შედეგების მიხედვით გრუზინსკი არის სიხარულიძე და არა ბაგრატიონი. “ახლა წავიდნენ და სადაც უნდათ იქ მიჩივლონ”, – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ.
მომდევნო სხდომა 11 აპრილს ჩაინიშნა.
-
მოსარჩელე დედოფალმა სასამართლო უკოომენტაროდ დატოვა (ვიდეო)
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს სამეფო ოჯახის დავას განიხილავდა. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს უჩივიან და მას თაღლითობაში სდებენ ბრალს. ანა ბაგრატიონ გრუზინსკი აცხადებს, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ანუ მეფე, თაღლითია და ის სამეფო ტიტულს უკანონოდ იყენებს. საპასუხოდ, დედოფლის წარმომავლობაში ეჭვი შეაქვს მოპასუხე მხარეს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ანას მამა ნუგზარ ბაგრატიონი გვარს იბრალებს და ის რეალურად სიხარულიძეა.
{{VIDEO}}
-
სპეცოპერაცია ფონიჭალაში, დაკავებულია დედა და მისი ორი ვაჟი
ფონიჭალაში რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია დასრულდა. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სამართალდამცავებმა დედა და მისი ორი შვილი – 21 და 24 წლის მამაკაცები დააკავეს.სამივე მათგანს გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-გასაღებას ედავება.ქალი დღეს, დილით, თბილისში დააკავეს, ხოლო მისი შვილები დღის მეორე ნახევარში ფონიჭალაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს.
მეზობლებმა ახალგაზრდა მამაკაცების დაკავება გააპროტესტეს და შეეცადნენ, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.
საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცავებმა ერთ-ერთი მანქანიდან, რომელიც დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ეზოში იდგა, ნივთმტკიცებად რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა არ იციან, ვის ეკუთვნის ნარკოტიკული საშუალებები და როგორ მოხვდა ისინი მათ კუთვნილ მანქანაში.
„ჩემი მხარე ამბობს, რომ მისი არ არის. საიდან ვინ მოიტანა, არ იცის და ასე ვთქვათ, წესით და რიგით, რეალიზაციის თემა, თითქოს, ნარკოტიკული ნივთიერების ინფორმაცია იყო, ამ ეტაპზე არ დასტურდება. გარკვეული მოხმარების მიმართულებით შეიძლება, იყოს ეჭვები,“ – აცხადებს დაკავებულების ადვოკატი
-
34 წლის მეხანძრე ახმეტაში მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა
ახმეტაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა. 34 წლის მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.
შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში მოხდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველი სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, რა დროსაც სპეცდანიშნულების მანქანაზე ფეხი დაუცდა.შემთხვევის ადგილზე პოლიციას და კრიმინალისტიკურმა სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს .შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. -
ველოდებით ივანიშვილს, გაგვცეს პასუხი-მოკლული პოლიციელის ოჯახის ხმაურიანი პროტესტი (ვიდეო)
ხმაური ბათუმის საქალაქო სასამართლოში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის სამმართველოს უფროსის მკვლელობაში ბრალდებულისთვის 20 წლიანი სასჯელის გამოცხადებას მოყვა. მოკლული ბუტა ანთაძის ოჯახის წევრები მსჯავრდებულ, ბესიკ ტაკიძისთვის უვადო პატიმრობის მისჯას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ გამოტანილი განაჩენი არაადეკვატურია.ანთაძის ოჯახის წევრებმა ბათუმში სასამართლოს შენობიდან მახინჯაურში, გვირაბთან მისასვლელ გზასთან გადაინაცვლეს და მოძრაობა ჩაკეტეს. მათ აინტერესებთ, რატომ მოხდა პოლიციელის მკვლელობა იმ დროს, როცა სამართალდამცველებს ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასარგავად მორიგი ხე გადაჰქონდათ. მოკლულის ოჯახის წევრები ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მურად ანთაძე 2018 წლის ივნისში მოკლეს. ის თანასოფლელმა ბესიკ ტაკიძემ ზურგის არეში ცივი იარაღით მაშინ დაჭრა, როცა ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარადან მუხაესტატეს გზის გავლით, ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირება ხდებოდა. მურად ანთაძე, ადგილზე ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა და სწორედ ამ დროს ის სასიკვდილოდ დაჭრეს. -
ბიზნესმენი აჭარის მთავრობას ტერორში ადანაშაულებს
შპს „დექსტერ დეველოპმენტის“ დირექტორი ირწმუნება, რომ მის კომპანიაზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, რათა მოხდეს გაკოტრება და ბიზნესის მითვისება. ბიზნესმენი ამბობს, რომ ნინოშვილის 25 ნომერში 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ყველა შესაბამისი დოკუმენტი მოამზადა, თუმცა ბათუმის მერია ამ დრომდე მშენებლობის ნებართვას არ გასცემს. ლევან კანთელძე პროცესებში უშულოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ბათუმის მერს ადანაშუალებს. ასევე ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძე თვითთმამრთველობის საქმიანობაში ერევა. -
ულტიმატუმებს აქ არავინ აყენებს, თქვენ წარმოგიდგენიათ თეას გარეშე ჩვენი გუნდი? – ბახტაძე წულუკიანზე
რაზე მიდის დავა აღმასრულებელ ხელისუფლებაში და კონკრეტულად რა ულტიმატუმი წაუტყენა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრს, ამის შესახებ არც მამუკა ბახტაძე საუბრობს. პრემიერი აბობს, რომ არსებობდა ერთ-ერთი პროფესიული საკითხი, რაზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა და მსჯელობა, რაზეც, საბოლოოდ მოხდა პოზიციების შეჯერება და საკითხი გადაწყდა.„აქ ულტიმატუმებს არავინ აყენებს, წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე. გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანის პრეტენზია სამთავრობო გუნდის მიმართ ის იყო, რომ რაც სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტრიოს დაექვემდებარა, მაგრამ მას ამ სისტემის მართვის საშუალება არ ეძლეოდა. წულუკიანი გუშინ და დღეს დილით აცხადებდა, რომ თუ მის პოზიციას მთავრობა არ გაიზიარებს, თანამდებობიდან წავა, თუმცა ბახტაძის განცხადებამდე ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თანამდებობაზე რჩება. -
თათრეთში აქტივისტმა პუტინის საფლავის ინსტალაცია დადგა
10 მარტს თათრეთის ქალაქ ნაბერეჟნიში კარიმ იამადევმა საგამოძიებო კომიტეტის წინ პუტინის საფლავის ინსტალაცია დადგა. პუტინის ფოტოს ქვეშ “1952−2019” წერია. 1952 წელი ვლადიმერ პუტინის დაბადების თარიღია.
აქტივისტ კარიმ იამადაევს ჩელნის სასამართლომ 28 დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაციას “Currenttime” ავრცელებს.
-
სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია არ მაქვს, პრემიერისგან გავიგებთ – კობახიძე
გავრცელებულ ინფორმაციაზე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამის შესახებ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, სამთავრობო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. კობახიძე ამბობს, რომ ამ თემაზე პრემიერთან საუბარი არ ქონია, თუმცა უახლოეს დღეებში ექნებათ ამ თემაზე საუბრი და მისგან მოისმენს ინფორმაციას.