Category: არქივი

  • ათიდან ოთხი იტალიელი საკუთარ სქესში დარწმუნებული არ არის

    “თავს მამაკაცად ვთვლი, თუმცა ნაწილობრივ ქალად“ – ასე პასუხობს ათიდან ოთხი იტალიელი მათი სქესის შესახებ დასმულ კითხვას.
    გენდერული თვითიდენტიფიკაციის საკითხში იტალიელთა დიდი ნაწილი მერყეობს . გამოკითხულთა მხოლოდ 61 % ამობს, რომ ზუსტად აიგივებს საკუთარ თავს თავის დომინანტ სქესთან და ამ საკითხში არანაირი ეჭვები არ გააჩნია. დანარჩენები კითხვას სხვაგვარად პასუხობენ: 36 % ამბობს, რომ საკუთრ იდენტობაზე ვერ ჩამოყალიბდნენ, ათიდან ერთი იტალიელი ამბობს, რომ საერთოდ არ გააჩნია სქესი, 3% კი ამბობს, რომ საწინააღმდეგო სქესის იდენტობა აქვს, ანუ საკუთარ ჰომოსექსუალობას აღიარებს.
    გამოკითხვა იტალიელების სექსუალური იდენტობის შესახებ სახელწოდებით “იტალიელები და სექსი“ კვლევითმა ცენტრმა Italiani.coop ჩაატარა მომხმარებელთა კოოპერატივების ნაციონალურ ასოციაციასთან ერთად, რომელიც იტალიელებს შორის მიმდინარე სოციალურ–ეკონომიკურ ცვლილებებს აანალიზებს.
    კვლევას საფუძვლად დაედო 18 –დან 65 წლამდე ასაკის 7000 იტალიელის გამოკითხვა.
    კვლევის ერთ–ერთი ავტორი, ალბინო რუსო ამბობს, რომ იტალიელებისთვის სექსი ტაბუს აღარ წარმოადგენს, რაც იმითაც მტკიცდება, რომ გამოკითხულები თავისუფლად საუბრობდნენ საკუთარ თავზე, ღიად საუბრობდნენ საკუთარ სექსუალურ სურვილებზე და გენდერულ იდენტიფიკაციაზე.
    მკვლევარები ამბობენ, რომ სტატისტიკური ცდომილება ძალიან მცირეა და კვლევა ძალიან ზუსტად ასახავს იტალიურ საზოგადოებაში არსებულ სურათს და ტენდენციებს.
    იტალიურ საზოგადოებაში მკაფიოდ ფორმირდება “აგენდერების“ კატეგორია, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებისგან შედგება. 35 წლამდე მამაკაცების 22% თავს სწრედ ასეთად თვლის. კვლევის ავტორების თქმით სწორედ ახალგაზრდა მამაკაცებშია ყველაზე ნაკლებად გამოკვეთილი სექსუალური იდენტიფიკაცია. ამის ერთ–ერთ მიზეზად მკვლევარებს გენდერის საკითხების მიმართ ამჟამინდელ კულტურაში უფრო თავისუფალი დამოკიდებულება მიაჩნიათ, ვიდრე უფროს თაობების მსოფლმხედველობის ფორმირების დროს იყო.
    ახალგაზრდების დიდი ნაწილი თავს არა მხოლოდ “აგენდერად“ თვლის, არამედ ზოგადად ნაკლებ სექსუალურ აქტივობას ამჟღავნებს.
    ყოველი მეოთხე იტალიელი ამბობს, რომ აქტიურ და მისთვის დამაკმაყოფილებელ სექსუალურ ცხოვრებას ეწევა, თუმცა მილენიალების, ანუ 35 წლამდე ახალგაზრდების 17% ამბობს, რომ სექსუალური ურთიერთობები საერთოდ არ აქვთ და არც აინტერესებთ.
    მკვლევარების თქმით ე.წ. “ბეიბი ბუმერების“ თაობაშიც კი, რომელთა ასაკი ამჟამად 56–65 წელია, 28 % ასკეტია, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ როლს სავარაუდოდ ბიოლოგიური და ჰორმონალური შემადგენელი თამაშობს, რომელიც ასაკთან ერთად სექსუალური აქტივობის დაქვეითებას იწვევს. რაც შეეხება ახალგაზრდებს, აქ მიზეზი სავარაუდოდ უფრო ფინანსური დამოუკიდებლობის არარსებობა და ოჯახთან ერთად ცხოვრებაა. მკვლევარები ამბობენ, რომ ახალგაზრდობას შორის უმუშევრობის მაღალი დონე მათი ოჯახიდან დამოუკიდებლად ცხოვრების შანსებს ამცირებს და შესაბამისად ამცირებს აქტიური სქესობრივი ცხოვრების შანსსაც. იტალია ევროპის ქვეყნებში ლიდერია ახალგაზრდობის უმუშერობის მხრივ. ამ ქვეყანაში 35 წლამდე ახალგაზრდების 26% უმუშევარია და არც არსად სწავლობს. არადა ევროპაში ამ თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებელი 15% –ია. ამის მიუხედავად მკვლევარების აზრით ეს ერთადერთი მიზეზი არ არის და გარკვეულ როლს შეიძლება თამშობდეს სექსის მიმართ შიშის, უხერხულობის, დაბნეულბის განცდა , მითუმეტეს რომ კვლევა ადასტურებს მკაფიო და ნათელ ცვლილებებს წარსულის კლიშეებთან შედარებით, რომლებიც შესაძლოა მკაცრი იყო, მაგრამ სრულიად მკაფიო და მარტივი.
    კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ეკონომიკური სტატუსი უშუალოდ ახდენს გავლენას საკუთარი სექსუალური აქტივობის აღქმაზე. იმ ადამიანების 71 %, რომლებსაც წლიური შემოსავალი 90 ათას ევრზე მეტი აქვთ, საკუთარი სექსუალური ცხვორებით კმაყოფილია. იმ ადამიაბს შორის კი, ვინც წელიწადში 30 ათას ევროზე ნაკლებს გამოიმუშავებს, საკუთარი სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილი მხოლოდ 58 პრცენტია. მართალია ფინანსებსა და სექსს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს, მაგრამ როგორც ჩანს გარემოებები, რომლებიც ხშირად ფინანსებზეა დამოკიდებული სექსუალური თვითშეფასების და სექსუალური ცხოვრების ხარისხზე მაინც მოქმედებს.
    თუმცა მკვლევარები ვერ პასუხობენ კითხვას – რაც უფრო ხშირად აქვს ადამიანს სექსი მით უფრო ბედნიერად გრძნობს თავს და წარმატებულია თუ პირიქით, ბედნიერება და წარმატება მისი სექსუალური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას იწვევს.
  • განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებში ინპექტირებას პოლიტიკური მიზნით ატარებს-საია

    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებში ინპექტირებას საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მიზნით ატარებს.საიას ხელმძღვანელის ინფორმაციით 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც ინსპექტირება მხოლოდ 7-ში ჩაატრდა. 7 შემთხვევიდან 6 კი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ჩატარდა, რაც 2018 წელს ჩატარებული მთელი ინსპექტირებების 85%-ზე მეტს შეადგენს. 

    საიაში განაცხადეს, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლას, რომლის დირექტორიც – ია კერძაია, როგორც მისი შვილი ამტკიცებს, სწორედ ინსპექტირების პროცესს ემხსვერპლა. საიაში ამბობენ, რომ ამ სკოლაში ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებულ განცხადებაში, მხოლოდ ზოგად ეჭვებზე იყო მითითება და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტზე, დარღვევაზე, და შესაბამისად, არც ინსპექტირების ჩატარების რაიმე საჭიროება იყო. ორგანიზაცია ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლოს, იყენებს თუ არა განათლების სამინისტრო სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს საარჩევნო მიზნებისთვის

  • მოსამართლე მეთოფიშვილი ბესელიას ტყუილსა და ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს

    სერგო მეთოფიშვილი ეკა ბესელიას ტყუილსა და ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს. მეთოფიშვილის თქმით, ბესელიამ სასამართლოს თემა იღლიაში ამოიდო და ასე დაიწყო სასამართლოს ლანძღვა-გინება. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი ამბობს, რომ ეკა ბესელიას პარტიაში შეექმნეა პრობლემები და სასამართლოს ირგვლის განვითარებული მოვლენები რეალურად არ აინტერესებს. მეთოფიშვილმა გაიხსენა, რომ ეკა ბესელიამ 2018 წელს ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან შეხვედრის დროს სასამართლოში არსებულ მნიშვნელოვან პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

  • მამუკა ხაზარაძე ივანიშვილთან ბოლო შეხვედრაზე ალაპარაკდა

    გაზეთ “კვირის პალისტრისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე ივანიშვილთან ერთ–ერთ ბოლო შეხვედრას იხსენებს, რომელზეც
    ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა.

    „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტის კითხვაზე – არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ ჯერ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც თქვენ გაიმარჯვეთ და შემდეგ ჩაიწერა ანაკლიის პორტის შესახებ კონსტიტუციაში. მოკლედ, არის მოსაზრება, რომ თქვენ ანაკლიის პროექტში უკონკურენციოდ ჩაერთეთ…

    მამუკა ხაზარაძე პასუხობს:

    „კონსტიტუციაში ეწერა ლაზიკა და შემდეგ შეიცვალა ანაკლიით, რაც შეეხება ვითომდა უკონკურენციობას, ეს ტყულია – 12 საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა კონკურსში. ბოლოს დავრჩით ჩვენ, ამერიკელებთან ერთად და ჩინური კომპანია. მე ვარ ბიზნესმენი და როდესაც დავინახე, რომ შეიძლება სინერგია მოხდეს, მივმართე ეკონომიკის სამინისტროს, რომ ჩვენ და ამერიკელები ჩინელებთან გავერთიანებულიყავით, თუმცა ამ შეთავაზებაზე პასუხიც არ გამცა ჩინურმა მხარემ და ბოლოს ჩვენ გამოვცხადდით გამარჯვებულად. ანაკლიაზე ატეხილ ხმაურს ერთი დადებითი შედეგი ის მოჰყვა, რომ მგონი, ყველამ გაითავისა, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის.

    სხვათა შორის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე სამი კვირით ადრე, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ანაკლიასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. მას ბიძინა ივანიშვილთან ერთად ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მაია ცქიტიშვილიდა მეც. შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს არავინ შეუშლიდა. სამი კვირის შემდეგ კვირიკაშვილი მოხსნეს…“, -აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე.

  • ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როცა ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი – სააკაშვილი ხაზარაძეზე

    მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას პასუხობს, რომელიც მან კვირის პალიტრასთან ინტერვიუში გააკეთა. თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ წერილს, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოაქვეყნა დღესაც ხელს მოაწერდა. საუბარია წერილზე, რომლის დაწერასაც მისგან იმ მუქარის წერილში ითხოვდნენ, რომელიც ხაზარაძის თქმით შს მინისტრმა გაუგზავნა და რომელიც საუბარი იყო იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის რევანში დაუშვებელია.
    “იმ წერილს დღესაც ხელს მოვაწერ. გულწრფელი ვიყავი. ერთი მხრივ, ყოფილი ლიდერი გაკულაკებით გვემუქრებოდა, მეორე ამბობდა, რომ გადავჭამეთ მოსახლეობა“ – განუცხადა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალისტრას“.
    კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ განცხადების გავრცელებით მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილის ერთ-ერთი პირობა შეასრულა, თუ მართლა გულწრფელად ფიქრობდა რევანში საფრთხეზე, ბიზნესმენი პასუხობს, რომ ის აბსოლუტურად გულწრფელი იყო.
    მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში მამუკა აზარაძეს ინტერვიუს საპასუხოდ უჭკუოს და უთავმოყვარეოს უწოდებს:
    “თურმე კრედიტორებზე წნეხის შემცირების მოთხოვნა და ზემოგებებზე უარის თქმა “განკულაკება” ყოფილა და არა ცივილიზებული საბანკო ურთიერთობები. მინდა მათ ვუთხრა, ვინც ხაზარაძეში ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. იგივე შეცდომა დავუშვი მე, როდესაც პატარკაციშვილის საფრთხის გამო, ივანიშვილის საფრთხეზე თვალები დავხუჭეთ. ერთი ყაჩაღით მეორეს ჩანაცვლება, არ შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი. ამოცანა ყაჩაღების მოშორება და მტაცებლებისგან და რეკეტირებისგან ბიზნესის და საზოგადოების გათავისუფლებაა.
    რაც შეეხება ხაზარაძეს, ამ ადამიანს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი. და თუ არ შეახრამუნებს, ისინი ყოველთვის გარიგდებიან, ქართველი ხალხის ხარჯზე.“ – წერს სააკაშვილი.
    მამუკა ხაზარაძე გამოცემასთან ინტერვიუში საუბრობს წერილის დაწერის მოტივებზე და მიზეზებზე:
    „იმ წერილში, რომელიც გამოვაქვეყნე, გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა „ნაციონალების“ დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ“.– ამბობს ხაზარაძე.
    რაც შეეხება მუქარის წერილის დანარჩენი მოთხოვნების შესრულებას, ხაზარაძე ამბობს, რომ მათი შესრულება არც უფიქრია:
    „როგორც კი წავიკითხე წერილი, რომელიც მივიღე, იმ საღამოსვე დავწერე ზემოხსენებული განცხადება. მივხვდი, რომ არჩევანის წინაშე მაყენებდნენ და რაღაც უნდა გამეკეთებინა, დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, არ გამივლია თავში, რომ რომელიმე ტელევიზიის საქმიანობაში ჩავრეულიყავი, მივსულიყავი ავთო წერეთელთან და მეთქვა, იცი, მე პრობლემები მაქვს პროკურატურასთან და ამიტომ შენზე ზეწოლა უნდა მოვახდინო-მეთქი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რატომ იყვნენ ასე დარწმუნებული, რომ ამას გავაკეთებდი, არ ვიცი. ეტყობა, ეჭვობდნენ, რომ „ტვ პირველთან“ რაღაც კავშირი მაქვს“, – აცხადებს ხაზარაძე.
  • დავა სამეფო ოჯახში. ბაგრატიონები საქმეს სასამართლოში არჩევენ

    ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივლეს.მოსარჩელე მხარის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით დავა “დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთას ეხება.
    იურიდიული კომპანია საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს:
    “სასამართლო დავა ნუგზარ და ანა ბაგრატიონ გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ ‼️‼️‼️
    როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის უკვე ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახლის სახელის უნაბერთვოდ სარგებლობის აღკვეთის თაობაზე.
    დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით – მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი.
    მომდევნო სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატაუსით მოწვეული ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსების – როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა.
    სასამართლო სხდომები საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად დაესწრონ. სხდომა გაიმართება ა.წ. 12 მარტს 15:00სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს #42 სხდომათა დარბაზში.
    მოსარჩელეების ნუგზარ და ანა ბაგრატიონ გრუზინსკების ინტერესებს სასამართლოში იცავს იურიდიული კომპანია „სამართლის გზის“ მმართველი პარტნიორი, ადვოკატი ლევან გორელაშვილი. “ – წერია განცხადებაში.
    ანა ბაგრატიონ გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ მუხრანელმა პატრიარქის ინიციატივით 2009 წელს იქორწინეს. მათ ჯვარი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. ეკლესია არ მალავდა , რომ ეს ქორწინება საქართველოში მონარქიული წყობილების აღდგენის საფუძველი უნდა ყოფილიყო და ბაგრატიონების ორი შტოს ქორწინებით გაერთიანება ამიტომაც მოხდა, რათა ამ ქორწინებაში დაბადებული ბავშვი ბაგრატიონთა ტახტის მემკვიდრე გამხდარიყო.თუმცა სამეფო ოჯახმა დიდხანს ვერ გაძლო. წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს.
    გარკვეული დროის შემდეგ სამეფო წყვილი შერიგდა და 2011 წელს მათ შვილი – გიორგი ბაგრატიონ–ბაგრატიონი შეეძინათ. ბავშვი მადრიდში დაიბადა. მისი დაბადებით ბაგრატიონთა ორი შტო – გრუზინსკები და მუხრანელები შეიკრა და ამიტომაც ბავშვი ბაგრატიონი–ბაგრატიონის გვარს ატარებს. 2013 წელს ბავშვი პატრიარქმა მონათლა და ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოცხადდა.
    ჯერჯერობით უცნობია დავის დეტალები. მოპასუხე მხარის უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქმე აბსურდულია და არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

  • მიტოვებულმა ქალმა საყვარელი ცოცხლად დაამარხინა

    64 წლის იტალიელმა ქალმა სიცილიური მაფიის ბოევიკები დაიქირავა ყოფილ საყვარელთან ანგარიშსწორებისთვის, რომელმაც მას ძვირფასეულობა მოპარა და მიატოვა. დაქირავებულმა მკვლელებმა მილანის პროვინციაში მდებარე ვილაზე ის ცოცხლად ჩამარხეს ბეტონის სვეტში.
    41 წლის ალბანელი ლამაი ასტრიდი, რომელიც 2013 წელს გაუჩინარდა გამოძიებამ ახლახანს აღმოაჩინა, როცა კალტანისეტას პროვინციაში მაფიის წინააღმდეგ გამოძიებას ატარებდა.
    ასტრიდის მკვლელობის და მისი სხეულის გადამალვის ბრალდებით ოთხი მკვლელი დააკავეს, რომლებიც გავლენიანი მაფიოზურ ოჯახზე – რიეზებზე მუშაობენ. როცა მოკლულის ყოფილმა საყვარელმა მისი ცხედრის აღმოჩენის შესახებ გაიგო, გენუის აეროპორტის გამოყენებით გაქცევა სცადა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა.
    ამ ისტორიის დეტალებს გამოცემა გარდიანი წერს. გამოძიების ვერსიით ქალმა გადაწყვიტა ყოფილი საყვარლისთვის, რომელმაც ის მიატოვა და გაძარცვა სამაგიერო გადაეხადა და ამისთვის მან რიეზის მაფიასთან თავისი კონტაქტები გამოიყენა.
    მამაკაცის სხეული მისი სამოსის ნარჩენებით ამოიცნეს, რომელიც ბეტონის კოლონიდან ამოიღეს.
  • “შემინდეთ და მომიტევეთ“ – სალომე ზურაბიშვილი

    „კითხვებზე არ ვპასუხობ. დღეს არის შენდობის დღე და შემინდეთ, მომიტევეთ და მე მგონი, რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ,” – განუცხადა დღეს სამების ტაძრიდან გამოსულმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს. თუმცა, პრეზიდენტმა ჟურნალისტების ყველა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. მათ შორის ისიც, მიუტევა თუ არა მან მამა გიორგი მამალაძეს.
    მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს აღნიშნავს. საკვირაო ქადაგება სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ლიტურგიას ესწრებოდა პრეზიდენტიც.
    შენდობის დღეს ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს, მორწმუნეები კი მარხვის დაწყებამდე ერთმანეთს მიტევებას სთხოვენ.
    საგანგებო ღვთისმსახურება საღამოს სრულდება, რის შემდეგაც მისი უწმინდესობა მრევლსა და სასულიერო პირებს შენდობას სთხოვს. სააღდგომო მარხვა ხვალიდან იწყება ის 28 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.
  • ავიაკატასტროფა ეთიოპიაში. დაიღუპა 157 ადამიანი

    157 ადამიანი დაიღუპა ეთიოპიაში,, ავიაკომპანია “ეთიოპიის ავიახაზების“ თვითმფრინავის , ბოინგ 737 –ის ჩამოვარდნის შედეგად. თვითმფრინავი რომელიც ადის აბებადან კენიის დედაქალაქში მიფრინავდა კვირას დილით ეთიოპიაში ქალაქ დებრე–ზეიტის სიახლოვეს ჩამოვარდა.

    სააგენტო როიტერის ცნობით ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა. სულ ბორტზე 157 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ეკიპაჟის 8 წევრი და 149 მგზავრი. ბორტზე 32 კენიელი, 18 კანადელი, 8 ამერიკელი, 7 დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და რუსეთის 3 მოქალაქე იყო.

    ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს სამძებრო–სამაშველო სამუშაოები.