Category: არქივი

  • ბაკურიანში თხილამურით სრიალში საბავშვო შეჯიბრი გაიმართა

    ბაკურიანში თხილამურით სრიალში საბავშვო შეჯიბრი გაიმართა.შეჯიბრში მონაწილეობა 10-დან 13 წლამდე ბავშვებმა მიიღეს.ღონისძიება ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა და  65 ბავშვი მონაწილეობდა  აქედან კი რვა სპორტსკოლის მოსწავლე იყო.დაჯილდოვდა 18 ბავშვი, რომელებსაც საჩუქრად სამახსოვრო სიგელები და სათხილამურო ატრიბუტები გადაეცათ.

    {{ARTICLEIMAGE}}

    სპორტსკოლა „Ikiski/იკისკის” გადაეცა სპეციალური ჯილდო გუნდური თამაშისთვის, რომლის აღსაზრდელებმაც ყველაზე მეტი მედალი მიიღეს.

    გამარჯვებულები გოგონები არიან:1. ​ანასტასია ახალკაცი; 2. კესო ლაპიაშვილი; 3. მაშო გამცემლიძე.

    გამარჯვებული ბიჭები არიან: 1.ნიკალა ხაფავა; 2. ალექსანდრე როყვა; 3. გიორგი დიაკონოვი.

  • ელისო კილაძე კახა კალაძეზე შეტევას აანონსებს

    გაზეთ ქრონიკა+ –ის რედაქტორი, ელისო კილაძე ფეისბუქზე ვრცელ სტატუსს უძღვნის კვირიკაშვილი–ხაზარაძე–ივანიშვილის ურთიერთობებს და კულუარულ პროცესებს. მისი აზრით ხაზარაძესთან დაკავშირებული პროცესი ივანიშვილის შურისძიებაა იმის გამო, რომ მან კვირიკაშვილთან ერთად პოლიტიკური თამაში და მნიშვნელოვანი გავლენის მოპოვება სცადა. ელისო კილაძის აზრით რიგში შემდეგი კახა კალაძეა, რომელიც მისი თქმით 2018 წლის მაისის აქციების უკან იდგა და გიორგი გახარიას ებრძოდა.

    გთავაზობთ სტატუსს სრულად:

    “პრემიერობის ბოლო წელს კვირიკაშვილი შეეცადა ბოლომდე გაეკონტროლებია სიტუაცია და დაიწყო პარტია “ქართული ოცნების ” ვერტიკალის დალაგება(პარტიის თავმჯდომარეები გახდნენ მერები )

    გეგმა იყო მარტივი:

    კვირიკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი,პრემიერ-მინისტრი მამუკა ხაზარაძე.( უცხოეთში ვიზიტებისას,რომელსაც ხაზარაძის ლობისტები უწყობდნენ,პრემიერი უკვე ღიად საუბრობდა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე).

    შს მინისტრი ბალასტი მღებრიშვილიც მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდა თავს კვირიკაშვილის ფრთებქვეშ (კახელების კარტელი მიაყიდა )
    ამ ჯგუფისთვის სრულიად მოულოდნელად,ივანიშვილი ორ მინისტრს ცვლის-შს მინისტრად ნიშნავს გიორგი გახარიას,კაბინეტში შეყავს მამუკა ბახტაძე ( ჩემს გარდა ორმა კაცმა იცის ამ საკადრო ცვლილების რეალური მიზეზი)

    იწყება დიდი წინააღმდეგობა ხელისუფლების შიგნით-კვირიკაშვილი ხვდება რომ გეგმა აერია.საჭიროა მოქმედება.
    13-14 მაისი ,რუსთაველზე “თეთრი ხმაურის” მიტინგი იყო კვირიკაშვილ-კალაძის რევანში გიორგი გახარიას წინააღმდეგ,რომელშიც ჩართული იყო სუსის გოგაშვილის ფრთა(ქართული მარშის კონტრაქციები)

    რევანში არ შედგა !

    17 მაისი საერთოდ ჩაიშალა !

    მერე იყო ზაზა სარალიძის აქციები ,რომელიც კვირიკაშვილმა ირაკლი შოთაძის გადასაყენებლად გამოიყენა(გაირკვა რომ შოთაძის სპეცჯგუფი კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ,ალავიძის კორუფციულ სქემებს იძიებდა)

    პარალელურად,კვირიკაშვილი შეეცადა გახარიას ცნობილი #ბოდიშისგანმეორებას,მაგრამ მას აქციაზე ბოთლები ესროლეს.
    ივანიშვილი დაბრუნდა და იმ ცნობილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე,პირველად გაჟღერდა ხაზარაძის გვარი(აქციის დამფინანსებლის რანგში),ქუმსიშვილს მაგიდაზე დაუდეს ჩანაწერი გოგიტა ვაშაძესთან,რომელიც აქციის დაფინანსებას და გაგრძელებას ეხებოდა !
    კვირიკაშვილი გადააყენეს !

    ხაზარაძეს კი რომელმაც პოლიტიკურ ველზე თამაში მოინდომა,ძველი საქმეები ამოუქექეს.

    მისი გალომება და გახარიას წერილზე საჯარო განცხადება კვირიკაშვილის კორუმპირებული ჯგუფის შურისძიებაა -ვა ბანკზე წავიდნენ !

    რიგში შემდეგი კახი კალაძეა ,რომელიც ასევე იდგა 13-14 მაისის აქციების უკან (ვერც დამალა “თეთრ ხმაურთან” მისი მეგობრობა)
    ივანიშვილი გადავიდა მოქმედებაზე და სხვა გზა არც დაუტოვეს-მშვიდად ვერ დაელოდებოდა,როდის დაამხობდა კვირიკაშვილ-ხაზარაძე !
    შემდეგი არეულობის მცდელობა-თბილისი პრაიდია !

    რაც შეეხება ტვ პირველს,პირველი რეიდერული შეტევა ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო და მასში დიმიტრი ქუმსიშვილი და თემურ უგულავა მონაწილეობდნენ( შეგნებულად არ ვკონკრეტდები რატომ წავიდა ტელევიზიიდან ნინო შუბლაძე და ვინ მოყავდათ მის ადგილას,რა გეგმა ქონდა სოსოს და ვის ამუშავებდა ჟურნალისტებთან),ეს გეგმა სხვათა შორის,ივანიშვილმა ჩაშალა ,მას მერე რაც ქუმსიშვილის მესიჯების ამბავი გაიგო !

    p.s.ამჯერად,მართალია დანაკარგებით,მაგრამ ივანიშვილი არ დამარცხდა,თუ რადიკალური ცვლილებები არ გაატარა,მას სერიოზული პრობლემები შეექმნება,და უკვე არა ხაზარაძესთან,( კვირიკაშვილთან,ალავიძესთან და ა.შ. )ქართველ ხალხთან მოუწევს მძიმე საუბარი. “

  • ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტში ბრუნდება

    ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ბრუნდება. ამჯერად ის ეკა  კომიტეტის წევრად დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით შევა.

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ნატო ჩხეიძე იყო გაწევრიანებული, თუმცა მან კომიტეტი დატოვა. როგორც ჩანს ადგილი ეკა ბესელიას დაუთმო.  ბიურომ ცნობად მიიღო ნატო ჩხეიძის იურიდიული კომიტეტიდან გასვლა და კომიტეტში დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით ეკა ბესელიას შესვლა.

    ბესელიამ კომიტეტის წევრობა მას შემდეგ დაკარგა, რაც ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა. მანამდე ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან თავად გადადგა, როგორც თვითონ ამბობდა მოსამართლეთა სკანდალური სიის ჩაგდების მიზნით.

  • ბატონო ფადი ასლებო, იერიშის შანსს არ მოგცემთ, გაფრთხილებთ – ფიფია ბიზნესის თავისუფლებაზე

    ბიზნესემნი გოჩა ფიფია ბოლო პერიოდის მოვლენებს ეხმაურება და იმ ბიზნესმენებს პასუხობს, რომლებიც აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან წნეხის ქვეშ არიან. ფიფიას თქმით, ეს ბიზნესემენები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ახორციელებენ და თავს ესხმიან სახელმწიფოს. ფიფია ირწმუნება, რომ საქართველო ბიზნესის კეთების თავისუფლებით, უკანასკნელი შვიდი-რვა წლის განმავლობაში, გამორჩეულია.

    „პირველ რიგში, მოგმართავთ თქვენ, ქართული საბანკო სისტემის ე.წ. დამფუძნებელ მამებს, თქვენ არ გაქვთ არანაირი უფლება, გონორით ისაუბროთ ბიზნესის თავისუფლებაზე, რადგანაც არ მახსოვს თქვენი ხმა მაშინ, როცა ბიზნესისა და ბიზნესმენების მკვლელობების პროცესები მიმდინარეობდა, როცა ბიზნესმენებს კლავდნენ, როცა ბიზნესმენები თავს იკლავდნენ, როცა ბიზნესმენებს სასტიკი გზებით ბიზნესებს ართმევდნენ, ხომ არ თანამონაწილეობდით თქვენც ამ პროცესებშიც? რაც შეგეხებათ თქვენ, ბატონო „ფადი ასლებო“, თქვენ ტიპური წარმომადგენლები ხართ იმ ნაცისტური, ე.წ. ნაციონალური მოძრაობის, რომელმაც თავის დროზე, გასაქანი მისცა თქვენნაირ ფსევდობიზნესმენებს, რომელთაც მოახერხეს, მექრთამეობითა და სიყალბით მიაღწიეს სიმაღლეებს, საიდანაც დღეს გვესაუბრებით. ჩვენ, ქართველი ბიზნესმენები ასეთი იერიშის შანსს არ მოგცემთ და გაფრთხილებთ ნაციზმთან და ე.წ. ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გადაგვეღობება წინ, უგუნური მოყვარე თუ გონიერი მტერი“, – აცხადებს გოჩა ფიფია.

  • კურიოზული მომენტი ბუნდესლიგაში – ლევერკუზენი გაშვებული გოლისგან თოვლმა იხსნა (ვიდეო)

    ბუნდესლიგის 25-ე ტურში ერთმანეთს ლევერკუზენის ”ბაიერი” და ”ჰანოვერი” უპირისპირდებოდნენ.

    32-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო ”ბაიერის” სასარგებლოდ, მატჩში კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი ერთზე გასულმა ჰანოვერის ფეხბურთელმა მეკარე ჩამოიშორა და ცარიელი კარისკენ დაბალი დარტყმით გადაგზავნა ბურთი, თუმცა გაზონზე არსებულმა თოვლმა ბურთი კარის ხაზის გადაკვეთამდე შეაჩერა.

    საბოლოო ჯამში, მატჩი ლევერკუზენის გამარჯვებით დასრულდა 3:2, თუმცა ვინ იცის რა მოხდებოდა ეს გოლი რომ გასულიყო.

  • დემნა გვასალიას ჰუდი გაყიდვებიდან ამოიღეს

    ბრიტანულმა მაღაზიამ „Harrods“-მა გაყიდვიდან ამოიღო დემნა გვასალიას ჰუდები. ჰუდზე წარწერა „иди на х**” მისი გაყიდვებიდან ამოღების მიზეზი გახდა, რომელიც გვასალიას Vetements-ის კოლექციიდანაა.ინფორმაციას, ბრიტანული გამომცემლობა The Sun-ი ავრცელებს.

    რუსმა ჟურნალისტმა მაქს სედონმა Twitter-ზე დაწერა, რომ „Harrods-ი, რომელიც ყიდის ჰუდებს „ქართული ასოებით“ უკომპრომისო დამოკიდებულებას გულისხმობს. სინამდვილეში აქ რუსულად წერია „Go fuck yourself“ – განმარტავს რუსი ჟურნალისტი. Harrods-ს მომხმარებლებმა საჩივრების წერა დაიწყეს. ამის შემდეგ მაღაზიის თანამშრომლებმა ჰუდი გაყიდვიდან ამოიღეს. ცნობისთვის, ჰუდი წარწერით „иди на х**“ 680 ფუნტ სტერლინგად იყიდებოდა, რომელიც დაახლოებით 2,363 ლარია.


    ასეთი რამ პირველად არ ხდება თებერვლის დასაწყისსში დემნა გვასალიას კოლექციაში არსებულ მაისურს წარწერით ” иди на хуй ” რუსების გაღიზიანება მოჰყვა.თუმცა პროდუქტი მაშინ გაყიდვებიდან არ ამოუღიათ

     

  • ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებული ჩინოვნიკების ცოლები. კვლევის შედეგები

    პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველო“ რამდენიმე თვის მანძილზე იკვლევდა ნეპოტიზმის შემთხვევებს მთელი საქართველოს მაშტაბით. კერძოდ, ქალაქების მერების მეუღლეების, მინისტრების და მინისტრის მოადგილეების ცოლების დასაქმების სფეროები და თანამდებობები. ორგანიზაცია კვლევის შედეგად ამბობს, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან და ჩინოვნიკების ცოლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმება ერთეული შემთხვევები არ არის.
    აღმოჩნდა, რომ მინისტრის მოადგილეების ცოლები საჯარო სამსახურებში მას შემდეგ დასაქმდნენ, რაც მათი ქმრები მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ:
    1. კახაბერ საბანაძის -(შს მინისტრის მოადგილე) ცოლი, ანა ვახტანგაშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ მთ.სპეციალისტი
    2. ლევან კაკავა- -(შს მინისტრის მოადგილე) ცოლი, ნანა აბშილავა – მთავარი პროკურატურა-მრჩეველი
    3. ლევან იზორია – ცოლი, ლანა მანჯგალაძე – სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსი (კორპორაციის აქციათა 100%-ს სს “საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანიის მართვის უფლება მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, რომელიც 2018 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა.)
    4. ნუკრი გელაშვილი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) ცოლი – მარიამ მანველიშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი)
    5. ალექსანდრე ხვთისიაშვილი – (საგარეოს მინისტრის მოადგილე) . – ცოლი, ნინო თათანაშვილი – შსს მომსახურების სააგენტო, მთავარი ინსპექტორი
    6. გიორგი კაკაურიძე – (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) – ცოლი, ადა ეკიზაშვილი – ცესკო
    7. ნიკოლოზ გაგუა – (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) -ცოლი, თბილისის მერია. მთავარი სპეციალისტი
    8. მამუკა ცოტნიაშვილი – (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე) – ცოლი, მარეხი მთვარელიძე – ლტოლვილთა სამინისტრო
    9. გიორგი ბუთხუზი – (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) ცოლი, მაკა მაისურაძე – ჯანდაცვის სამინისტრო , სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამმართელოს უფროსი
    10. ლევან ხარატიშვილი (განათლების მინისტრის მოადგილე) ცოლი, ირინე ბაღდადიშვილი – კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
    11. ზაალ კაპანაძე (თავდაცვის მინისტრის მპადგილე) ცოლი მარინა სუქნიძე – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა.სოც.სამსახურის უფროსი.
    კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ამ ადამიანების შესანახად ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ვიხდით 200 ათას ლარზე მეტს. ისინი მიმართავენ თითოეულ უწყებას, სადაც ეს პირები არიან დასაქმებულნი და მოითხოვენ განმარტებას, რის საფუძელზე და რა კრიტერიუმებით მოხდა მათი სამსახურებში აყვანა და გაიარეს თუ არა კონკურსი. ასევე მოითხოვენ გასაჯაროვდეს ტესტირების და გასაუბრების შედეგები.
  • გიორგი შერმადინი თებერვლის თვის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

    საქართველოს ნაკრებისა და უნიკახას 29 წლის ცენტრი გიორგი შერმადინი თებერვალში ACB-ლიგის MVP-ად დაასახელეს, შესაბამისი ჯილდო ახლახან გადასცეს.

    დაჯილდოება 22-ე ტურის დაწყებამდე მოედანზე გაიმართა. ჯილდო გიორგის ლიგის წარმომადგენლებმა პირადად გადასცეს და მომავალში წარმატებები უსურვეს.

    ქართველი კალათბურთელი, ესპანურ ლიგაში თებერვლის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ 18-ე და 19-ე ტურების უმაღლეს დონეზე ჩატარებისათვის დააჯილდოვეს, სადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-ს შეადგენდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი გასულ ორ ტურში მხოლოდ სან პაბლო ბურგოსის ამერიკელ ლეგიონერს ჰქონდა.

  • ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

    რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა ინფორმაცია, რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge-ზე ელექტრონულად უნდა გაიარონ.

    აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა.

    3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება.

    ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა. შ. ასევე გამოიცა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც („ცნობარი აბიტურიენტისათვის“).

    ამასთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

    2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება.

    „წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებულ კანდიდატებს ტესტის ტიპის შეცვლა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.