თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ორი მანქანის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია ავტომანქანის წინა ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ და მეხანძრე–მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს.
Category: არქივი
-
ორთაჭალაში მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა – ერთი გარდაიცვალა
ორთაჭალაში მიმდინარე მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა, ერთი მათგანი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
რომელი კომპანია ახორციელებს მშენებლობას ჯერ-ჯერობით უცნობია. გამოძიება სსკ-ს 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. -
დაპირისპირება პარლამენტში.ზარდიაშვილმა და კახიძემ ერთმანეთს წარსული გაუხსენეს
იურიდიულ კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტს გაანიხილავდნენ. კანონოპროექტის ერთ-ერთი ვერსია „ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის, რომლის განხილვისას ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე და „ოცნების“ წევრი ვანო ზარდიაშვილი დაუპირისპირდნენ. ზარდიაშვილი დაინტერესდა, 2012 წლამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილეობისას აძლევდა თუ არა თავად დავალებებს სასამართლოს კახიძე და ვინ აძლევდა მოსამართლეებს დავალებას. კახიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია პერსონა, ვინც სასამართლოს დავალებას აძლევდა და ზარდიაშვილს ურჩია, მურუსიძე–ჩინჩალაძისთვის ეკითხა, ვისგან იღებდნენ დავალებებს. “მე სამართლებრივი წერის ტრენინგს ვატარებდი პროკურორებისთვის“ – ამბობს კახიძე, თუმცა ზარდიაშვილი ამტკიცებს, რომ ევროპული საქართველოს წევრი პროკურორებს ტრენინგს უტარებდა, როგორ წაეყენებინათ ბრალი ერთი ჩვენების საფუძველზე. საპასუხოდ, კახიძემ ზარდიაშვილს წარსული გაახსენა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში პროკურატურაში მის მუშაობას უკავშირდებოდა. -
გირჩმა “ბიბლიური თავისუფლების“ იუბილე ირაკლი სესიაშვილის გამოსახულებიანი ტორტით და პრეზერვატივებით აღნიშნა
გირჩის მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება“ იუბილარია. ორგანიზაცია 2 წლის წინ შეიქმნა. მან კანონში არსებული ჩანაწერით ისარგებლა, რომლითაც სასულიერო პირები სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან და ამ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანების გზით ათასობით ახალგაზრდა სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლა. გირჩში ამობებენ, რომ ამ ხნის განმავლობაში 15000 ახალგაზრდა გადაარჩინეს ჯარში გაწვევისგან და ამ ახალგაზრდებზე ინფორმაციას ახალ საიტზე დაწერენ.რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლითაც სამხედრო სამსახურისგან მხოლოდ მართლმადიდებელი ღვთისმსახურები გათავისუფლდებიან. ამ ინიციატივას არა მხოლოდ გირჩის და “ბიბლიური თავისუფლების“, არამედ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა უკმაყოფილებაც მოჰყვა.
დღეს “ბიბლიური თავისუფლების“ იუბილე გირჩმა ირაკლი სესიაშვილის გამოსახულებიანი ტორტით და სპეციალურად დამზადებული პრეზერვატივებით აღნიშნა, რომელზეც ირაკლი სესიაშვილია გამოსახული.


-
„დეტროიტ პისტონსმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „დეტროიტ პისტონსმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. „დეტროიტ პისტონსმა“ საკუთარ დარბაზში ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ 111:97 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულია რომელიც „დეტროიტ პისტონსის“ ცენტრის პოზიციაზე თამაშობს, მატჩში მხოლოდ 9:16 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ხსენებულ დროში 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 1-დან 1 ორქულიანი, ხოლო 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.ანდრე დრემონდიმ 19 ქულა დააგროვა და 23 ფარიდან მოხსნა.
რეჯი ჯექსნმა,რომელიც მატჩის შეხვედრაში გამოირჩეოდა, შეხვედრა 20 ქულით დაასრულა. 23 ქულა იყო ლენგსტონ გელოვეის ანგარიშზე, ხოლო ბლეიქ გრიფინმა „პისტონსს“ 15 ქულა და 9 პასი შეაშველა.
„ლეიკერსის“ რიგებში არ უთამაშია ლებრონ ჯეიმსს, ხოლო მის გარეშე „ანგელოზებს“ ჯავალ მაკგიმ ლიდერობდა 20 ქულითა და 13 მოხსნით.„დეტროიტს“ 35 მოგება აქვს და 33 წაგება აქვს. შედეგებით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. „პისტონსი“ მომდევნო შეხვედრას 18 მარტს, შინ „ტორონტო რეპტორსთან“ ჩაატარებს.
-
თბილისში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
თბილისში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 15 მარტს თბილისში, სანერგეს 1-ლი ჩიხის ტერიტორიაზე, ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ორივე მათგანი ადგილზე დააკავა. სამართალდამცავებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები არიან. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით ბრალდებული ორი დღის წინ , ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატის საცხოვრებელ ბინაში შევიდა, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში თანხა და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა. სამართალდამცველებმა, ნაქურდალი თანხა და იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სამართალდცველები რეაგირების კუთხით მოწოდების სიმაღლეზე
-
აქცია პარლამენტთან მიგრანტთა წინააღმდეგ
საქართველოში მიგრანტების ჩამოსახლების წინააღმდეგ პარლამენტთან ქართული დასის აქცია გაიმართა. ჯონდი ბაღათურიამ მმართველი გუნდი გაეროს მიგრანტთა პაქტზე ხელმოწერის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოში აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების ჩამოსახლება იგეგმება. მისი ინფორმაციით ხელისუფლება მიგრანტებისთვის პირადობის მოწმობების გადაცემას და სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფასაც აპირებს, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ქართული დასის აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. -
ტრამპმა კონგრესის რეზოლუციას, რომელიც მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას აუქმებდა ვეტო დაადო
დონალდ ტრამპმა კონგრესის რეზოლუციას, რომელიც მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას აუქმებდა ვეტო დაადო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დოკუმენტს თეთრ სახლში, ადმინისტრაციის წევრების თანდასწრებით მოაწერა ხელი. ტრამპმა პრეზიდენტობის განმავლობაში ვეტოს უფლება პირველად გამოიყენა. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში ხმათა 2/3 -ია საჭირო. დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა მექსიკასთან საზღვარზე 15 თებერვალს გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც კონგრესმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად, მას 6 მილიარდი დოლარი არ გამოუყო. საგანგებო მდგომარეობის შემოღება კი ტრამპს საშუალებას აძლევს კონგრესის გვერდის ავლით გამოიყენოს საჭირო თანხები.