ორთაჭალაში მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა – ერთი გარდაიცვალა

Written by

in

ორთაჭალაში მიმდინარე მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა,  ერთი  მათგანი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
რომელი კომპანია ახორციელებს მშენებლობას ჯერ-ჯერობით უცნობია. გამოძიება სსკ-ს 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *