Category: არქივი

  • ხანძარი დიღომში

    ხანძარია დიღომში. სავარაუდოდ ცეცხლი ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარედ ტექნიკის საწყობს გაუჩნდა. თავდაპირველი ინფორმაციით დაიწვა  600 კვ. მ. ფართობი. ხანძარს 11 სახანძრო ბრიგადა აქრობდა. მეხანძრეებმა საწყობიდან ერთი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლი 1800 კვ. მ. ფართობზე გავრცელდა. ხანძრის ჩასაქრობად კი 23 სახანძრო ბრიგადის მობილიზება მოხდა.

  • დადის თუ არა კვიციანი პარლამენტში ნასვამი. სიცრუის დეტექტორმა დეპუტატს არ დაუჯერა

    პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა გადაცემა სიცრუის დეტექტორში მიიღო მონაწილეობა და სულ 9 შეკითხვას უპასუხა, უფრო სწორად მეცხრე შეკითხვაზე ჩაიჭრა. სწორედ რიგით მეცრე იყო კითხვა – ყოფილა თუ არა ის პარლამენტის სხდომაზე არაფხიზელ მდგომარეობაში, რომელზეც დეპუტატმა უპასუხა რომ არა, თუმცა სიცრუის დეტექტორმა ეს პასუხი არასწორად ჩაუთვალა.
    კვიციანმა აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც გულ–სისხლძარღვთა პრობლემები აქვს, ყოველ დილით ერთ ჭიქა საფერავს სვამს, თუმცა ეს დილის 6–7 საათზე ხდება და მისი აზრით სხდომის დაწყებამდე ალკოჰოლი აღარ მოქმედებს. შესაბამისად თვლის, რომ პარლამენტის სხდომაზე ნასვამი არასოდეს ყოფილა.
  • საოკუპაციო ზოლთან 21 წლის ბიჭი გაიტაცეს

    საოკუპაციო ზოლთან,  გორის რაიონის სოფელ დიციდან 21 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული.
    ადგილობრივების ინფორმაციით, გივიკო ბერუაშვილი იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბაღში იმყოფებოდა და მიწას ამუშავებდა. ბაღი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.
    მომხდარ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.
  • “ჩვენი არშეშვებით რუსეთს “უსწორებთ“–დავით ქაცარავა ხურვალეთში დღესაც არ შეუშვეს

    დღეს ხურვალეთში მოძრაობის – “ძალა ერთობაშია“ წევრი დავით ქაცარავა კიდევ ერთხელ ჩავიდა, თუმცა არც ამჯერად შეუშვეს. საღამოს შვიდი საათისთვის მან ფეისბუქ გვერდზე ლაივი ჩართო და სტატუსი დადო:

    “ამ წუთას ვიმყოფებით ხურვალეთის შესასვლელში, ხანდაზმულთა თავშესაფრისთვის სურსათ-სანოვაგე ჩამოვიტანეთ და სავარაუდოდ უკან წაღება მოგვიწევს.

    პოლიცია გვიცხადებს, რომ არავის უშვებენ ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა. ჟურნალისტებიც კი არ შევუშვით ხურვალეთშიო. ბრძანებაა ასეთიო. სხვა მიზეზი არ გვითხრეს.

    ჟურნალისტებო, არ გაგიჩნდათ კითხვა რატომ არ გვიშვებენ ხურვალეთში? რა ხდება იქ ისეთი, რატომაც არ გვეძლევა საშუალება იქ შესვლის და ინფორმაციის გამოტანის?

    არა, რუსები იქ დღეს არ დგანან, განსხვავებით 15 მარტისგან,(სურათს შეხსენებისთვის თან დავურთავ, პატ. ტროლები რომ არ შეწუხდნენ ზედმეტად)კვირაა, ისვენებენ ეტყობა..

    მაგრამ ჩვენი ხურვალეთში არ შეშვება რუსების არგაღიზიანების პოლიტიკაა, ამაში რატომღაც დარწმუნებული ვარ.
    ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების სოფელში არ შეშვებით შეიძლება რუსებს “უსწორებთ”, მაგრამ ჩვენ კი გვიმძაფრდება შეგრძნება რომ რუსები ასე მარტივად არ შეეგუებიან 15 მარტის მარცხს და მალე ბატონისაშვილის და ხუროშვილის ბაღების ოკუპაციის კიდევ ერთი მცდელობა ექნებათ.

    მოკლედ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი მიწა-წყლისთვის, ეს ჩვენი გასაკეთებელია და ამას ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს.“ – წერს დავით ქაცარავა.
  • საბერძნეთში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

    საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 4 ქართველი დააკავეს. ბერძენი სამართალდამცავების ინფორმაციით ისინი საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
    დაკავებულებს შორის ერთ-ერთი კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძეა, მეტსახელად “თავა”. დაკავებულებს ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ედებათ ბრალად.
  • ქართველმა მორაგბეებმა რუსეთი კრასნოდარში 22:6 დაამარცხეს

    >საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა. წლევანდელ „რაგბი ევროპაზე“ “ბორჯღალოსნებმა” ხუთივე მატჩი მოიგეს რაგბი ევროპის გამარჯვებულებიც გახდნენ. მატჩი კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო და პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 10:3 მოიგეს. მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ანგარიშით 22:6 მოიგეს. ამ მატჩს ბორჯღალოსნები ჩემპიონის სტატუსით შეხვდნენ და შედეგი სატურნირო მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენდა. თუმცა რუსეთის ნაკრებთან თამაში ქართველი მორაგბეებისთვის ყოველთვის პრინციპულია და სპორტზე უფრო მეტ დატვირთვას ატარებს. 

  • გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკში დაკრძალეს

    ოკუპირებულ გალის რაიონში რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ირაკლი კვარაცხელიას პარაკლისი სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში  გადაუხადეს. დაკრძალვაზე ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ, თუმცა ხელისუფლების პირველი პირები სენაკში არ ჩასულან.

    29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა  სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. ის ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს. საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.

  • “ნიკას გარეშე არსებობა ვერ წარმომედგინა“–სააკაშვილი ნიკა რურუას დაბადების დღეს სტატუსს უძღვნის

    დღეს ნიკა რურუას დაბადების დღეა. ის 51 წლის გახდებოდა.  ნიკა რურუას მისი მეგობრები და თანამებრძოლები იხსენებენ. საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მეგობარს ფეისბუქ სტატუსი მიუძღვნა და 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს გადაღებული ფოტო დადო:

    “დღეს ნიკა რურუას დაბადების დღეა.ის იყო ზოგჯერ ძალიან უხეში და ბევრჯერ მაგრად გვიჩხუბია..და შემდეგ ყოველთვის ვრიგდებოდით .იმიტომ,რომ ნიკას გარეშე არსებობა,მაინც ვერ წარმომედგინა და ყველაფერს რაც არ მომწონდა ვივიწყებდი….ვერ წარმომედგინა იმიტომ,რომ ის იყო სახელმწიფოებრიობის და პატრიოტიზმის ზუსტი საზომი და ახალი იდეების უშრეტი წყარო.მისი სიკვდილიც ხანდახან მისი მორიგი გამოხტომა მგონია და მინდა დავურეკო,კარგი მოდი,დავივიწყოთ და ხვალ შემომიარეთქო…ამჯერად, შერიგება აღარ გამოგვივა.უბრალოდ მისმა გარდაცვალებამ ის მასწავლა,რომ დრო ძალიან ცოტაა და მისი გაფლანგვის ფუფუნება არავის გვაქვს .საქართველო უკვე მეშვიდე წელს ფლანგავს ფუჭად…“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • საპროტესტო აქცია დუშეთში

    დუშეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც სამარშუტო ტაქსებზე მგზავრობის ღირებულების გაიაფებას ითხოვენ, გზის გადაკეტვა სცადეს. ისინი გზის სავალი ნაწილიდან ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა.

    ამ დროისთვის სამანქანო გზა გახსნილია და მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან.

  • ბაბურინს, ზატულინს და მიგრანიანს “აფხაზეთის უნივერსიტეტის“ საპატიო წოდება მიანიჭეს

    ეგრეთწოდებული “აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სამეცნიერო საბჭომ რუს პოლიტიკოსებს – სერგეი ბაბურინს და კონსტანტინ ზატულინს, ასევე პოლიტოლოგ ანდრანიკ მიგრანიანს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება მიანიჭა.
    “სპუტნიკ აფხაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უნივერსიტეტის რექტორი, ალეკო გვარამია ზატულინს ბაბურინს და მიგრანიანს “ასუ“–ს მეგობრებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი ყოველთვის იცავენ “რესპუბლიკის“ ინტერესებს.
    “კონსტანტინ ფიოდოროვიჩ ზატულინი ომის შემდეგ მალევე მოვიდა ჩვენს უნივერსიტეტში ,სტუდენტებს რამდენიმე ლექცია ჩაუტარა, შემდეგ კი იყო რამდენიმე მრგვალი მაგიდა რუსეთში და იქ ზოგიერითი ცრუპატრიოტი ცდილობდა ეთქვა, რომ ასუ რაღაც გაუგებარი უნივერსიტეტია, რაზეც ზატულინმა ურჩია ის გზა გაევლოთ, რაც ამ უნივერსიტეტმა გაიარა და მერე შეედარებინათ “ასუ“ თავისი სასწავლო დაწესებულებებისთვის.“ – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი და ყვება, რომ ზატულინი ბევრჯერ იმყოფებოდა აფხაზეთში და ყოველთვის ინტერესდებოდა უნივერსიტეტში არსებული ვითარებით.
    რაც შეეხება სერგეი ბაბურინს ალეკო გვარამიას თქმით ის ჯერ კიდევ 1990–იან წლებიდან მჭიდროდ არის დაკავშირებული აფხაზეთთან, მხარს უჭერდა მის დამოუკიდებლობას და კონკრეტულად მათ უნივერსიტეტს. საპატიო ტიტულიც ამისთვის დაიმსახურა.
    რაც შეეხება ანდრონიკ მიგრანიანს, “ასუ“ ს რექტორის თქმით “მისი მრავალრიცხოვნი ინტერვიუები აფხაზეთთან დაკავშირებით მეტყველებს, რომ ის ობიექტური ადამიანია“.
    “ის შემპირდა, რომ ჩამოვა და ჩვენს სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავს.“ თქვა გვარამიამ.
    საპატიოდოქტორის სტატუსის მინიჭების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორი ნომინანტებისგან სხვადასხვა ფორმით დახმარებას ელის.
    რაც შეეხება თავად ნომინანტებს, მიგრანიანი ამ წოდების მიღებას სასიამოვნო მოულოდნელობას უწოდებს.
    “ყოველთვის ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მადლიერი ერი აფხაზი ერია. “
    მიგრანიანი კი ამობს, რომ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც აფხაზეთში მისთვის შეიძლებოდა გაეკეთებინათ.მისი აზრით აფხაზები გულწრფელად მადლიერნი არიან იმის გამო, რომ ის კეთილგანწყობით და უანგაროდ ეკიდება რესპუბლიკას და აფხაზი ხალხის პრობლემებს.
    შეგახსენებთ, რომ სამივე ზემოთჩამოთვლილი პერსონა საქართველოს და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ წლების მანძილზე აგრესიული პოზიციით და მძაფრი ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა.