სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც სამხედრო კოლონების გადაადგილებაა ასახული , გორის სამხედრო აკადემიის იუნკერთა წვრთნებს უკავშირდება. „სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-კადრებში ასახულია სამხედრო წვრთნებიდან იუნკერების დაბრუნების პროცესი. გორის სამხედრო აკადემიის იუნკერები ნადარბაზევში გადიოდნენ სწავლებას. წვრთნები ორშაბათს 11 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა,“ – განაცხადეს სამინისტროში.
Category: არქივი
-
გამოდიან და გვაბოლებენ, რომ არაფერი არ ხდება ხურვალეთში, ეს არის თქვენი პოლიტიკა? – დავით ქაცარავა
რა მოხდა ხურვალეთში – იყვნენ თუ არა გადმოსულები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტები, რის შესახებაც დღეს ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია იუწყებოდა. ოფიციალური სტრუქტურები უარყოფენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღეს სოფლის იმ ნაწილში შემოიჭრა, რომელიც ქართული მხარის მიერააა კონტროლირებული. ამის დასტურად შსს-მ რამდენიმეწამიანი კადრები გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი მანამდე აცხადებდა, რომ ოკუპანტების შემოსვლა არ დასტურდებოდა. მას შემდეგ, რაც სუსმა- დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო, ქაცარავა სოფელ ხუვალეთის სესასვლელიდან ფესიბუქ ლაივით კიდევ ერთხე ჩაერთო. მისი განცხადებით, ის რომ ხურვალეთში არაფერი ხდება, სიცრუეა.
-
“რუსმა სამხედროებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები”-ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები.
ციხელაშვილი სოფელ ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები. ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს განცხადებები, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლის, წვდომის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,“ – ამბობს ციხელაშვილი.
-
ღარიბაშვილის პირველი შეხვედრა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის რანგში
„ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებას, ასევე არსებული გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით ტოივო კლაარმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.„ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ადრეც შევხვედრივარ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინიტრის პოსტს იკავებდა. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით. მე მას მივულოცე ახალ პოზიციაზე დანიშვნა. შეხვედრაზე ფართოდ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ჩემი მოვალეობები და ის ვითარება, რაც კონფლიქტების მიმართულებით არსებობს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობა. ჩემი, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგნლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარის მოვალეობა არის დიალოგის უზრუნველყოფა და დახმარება კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში“ – გაანაცხადა ტოვიო კლაარმა. -
დიდი ალბათობით ირაკლი კვარაცხელია არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა – ექსპერტი
ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია დიდი ალბათობის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ცენტრი „ემპათია“ აცხადებს, რომელიც კვარაცხელიას ინტერესებს იცავს. ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით კვარაცხელია რუსეთის სამხედრო ბაზაზე არაადამიანური პირობებში ე.წ. კარცერში ჰყავდათ. საბოლოოდ, რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, ამას კომპლექსური ექპსერტიზა დაადგენს, რომელიც სამხარაულის პირველადი ექსპერტიზისა და გამოძიების მასალების საფუძველზე ჩატარდება.
-
საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები, იდიოტიზმთან გვაქვს საქმე – ბობოხიძე მოსამართლეებზე
„კონსტიტუცია და კანონი მოსამართლეებს პოლიტიკური განცხადებების კეთებას უკრძალავს, შიდაპოლიტიკური განცხადებები კი არა, უკვე საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებების შეფასებები დაიწყეს. საერთოდ, იდიოტიზმთან გვაქვს საქმე“, – უვადოდ დანიშნული და დასანიშნი მოსამართლეების მისამართით ეს განცხადება „ევროპული სქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საპროცედურო საკითხთა და წესების კომისიაზე გააკეთა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებულ სამ ალტერნატიულ კანონპროექტს განიხილავენ. ოთარ კახიძის შემდეგ, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული კანოპროექტი წარადგინა, ეკა ბესლიას მოსუმინეს, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად შემუშავებულ კანონონპროქტზე ისაუბრა. ისევე, როგორც ოთარ კახიძის, ბესელიას კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების უმეტესობა. რაც შეეხება მესამე კანონპროექტს, ანუ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პროექტს, რომელსაც ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედგენილ დოკუმენტს უწოდებს, დეპუტატებს ანრი ოხანაშვილი გააცნობს.
-
რა ხდება ხურვალეთში – შსს კადრებს ავრცელებს
რა ხდება ხურვალეთში – ამ კადრებს შსს ავრცელებს, იმის დასტურად, რომ რამდენიმე საათის წინ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროების შესვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და სოფელში სიმშიდეა.
-
პარლამენტში ვართ, საბავშვო ბაღში კი არა? – კამათი პარლამენტში
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო.
ამ თემაზე სამი კანონპროექტია წარდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ირაკლი კობახიძეს და უმრავლესობის წევრებს ეკუთვნის, ერთი ეკა ბესალიას და მის თანაგუნდელებს და მესამე – „ევროპულ საქართველოს“.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კანონპროექტების განხილვა “ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული პროექტით დაიწყო, რომელიც ოთარ კახიძემ წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა, რა დროსაც დაპირისპირება და შელაპარაკება მოხდა „ევროპული საქართველოს“ წევრ ხათუნა გოგორიშვილსა და „ქართული ოცნების“ წერვრ, გურამ მაჭარაშვილს შორის. გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ დასმულ შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღო. „მეოცედ ამბობთ, პოლიტიკაზე ნუ ვილაპარაკებთო, პარლამენტში ვართ, პარლამენტში, რომ იცოდეთ!“ – განუცხადა გოგორიშვილმა მაჭარაშვილს. -
“ერევათ ოკუპანტებს ქართული ტერიტორიაა თუ არა”- გორის მერი
გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს.
“უბრალოდ სამი ნიღბიანი [არის], ნიღბები უკეთიათ ხოლმე [ოკუპანტებს], დგას ცოტა მოცილებით სოფლის განაპირას. ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას დაძაბულობა არ არის. შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებით და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ არა. უფრო სწორად იქეთა მხარე უნდა იყოს”, — განაცხადა თავზარაშვილმა.
კონსტანტინე თავზარაშვილმა ეს კომენტარი On.ge-სთან საუბრისას გააკეთა.
ადგილობრივი მაცხოვრებლების და დავით ქაცარავას ინფორმაციით,სოფელ ხურვალეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს დილით რუსი სამხედროები შევიდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ დასტურდება, რომ ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან.
-
დაკავება ახალწვეულის მიმართ ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე
ახალწვეულის ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა. ბრალდებულებს ბრალი წარედგინებათ, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. შეგახსენებთ, რომ ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკვე 5 თვეა კრწანისის სასწავლო ცენტრში გადის, სხვა ახალწვეულებს ოფიცრის თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.