Category: არქივი

  • “ივანიშვილი დარბის ხიბულაში, რომ იმათხოვროს ხმებისთვის”-თინა ბოკუჩავა

    “ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში” – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს და ენმ-ს წევრების დაკავებას ეხმაურება

    „ადამიანი, რომელიც მართლაც დასაჭერი იყო გუშინ, ეს იყო ირაკლი ფაცაცია, ზუგდიდის პოლიციის უფროსი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რაც უნდა გააკეთოს პოლიციელმა. სანდრა რულოვსის შტაბის წევრებზე და თავად სანდრა რულოვსზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი, მათშორის შეხვედრების დროს და როდესაც აღნიშნული შეამჩნიეს შტაბის წევრებმა და გამოიძახეს პოლიცია მიიღეს ის პროვოკაცია და ის საქციელი რაც ვიხილეთ ირაკლი ფაცაციას მხრიდან. სადაც ძალადობდნენ პირდაპირ ანა წითლიძეზე, ქალზე რომელიც არის ჩვენი ზუგდიდის რაიონის ხელმძღვანელი, გიორგი პატარაიაზე, რომელიც მრავალი წელია ჩვენი პრესსამსახურის უფროსია. ეს არის თავზე აღებული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში. ამიტომ დარბის ხიბულაში იმისთვის, რომ იმათხოვროს ხმებისთვის. ამიტომ მიუქსია ფაცაციას სახით და გახარიას ზონდერები სანდრა რულოვსის კამპანიას,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

    ვითარება ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, მათ მთელი დღის განმავლობაში უცნობი პირები უთვალთვალებდნენ. დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ გაერთიანებული ოპოზიციის სამი წევრი დააკავა. მათ აყვანაში ზუგდიდის პოლიციის უფროსი მონაწილეობდა.

  • “კიდევ ერთხელ ნუ გაიმასხარავებენ თავს, ამჯერად ევროპის მასშტაბით”- დავით ბაგრატიონის ადვოკატი

    სამეფო ტიტულისთვის ბრძოლა შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდეს-ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა განაცხადა.

    ამ ფაქტს დავით ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან ჩხეიძე გამოეხმაურა.

    „მათ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ნუ გაიმასხარავებენ თავს ამჯერად ევროპის მასშტაბით უკვე. ჩემი რჩევა იქნება, დაანებონ სისულელეებზე ფიქრს თავი, ძალადობის ნაწილშიც იგივე პერსპექტივა ელოდება ზუსტად. ეს არის ხანდაზმული დავა“-განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

    სამეფო ტიტულის გარდა დავა ძალადობისა და ქონების გაყოფის საქმეზეც მიმდინარეობს.

    დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის განცხადებით, ანა ბაგრატიონის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქონების გაყოფაზე არ შესრულდება, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქონება მემკვიდრეობით მიღებული ფულით შეიძინა.

  • ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციაა – გამჭვირვალობის ახალი კვლევა

    მოქალაქეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებელი მაღალია და მაღალჩინოსნები თანამდებობებს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ- “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მორიგი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.

    კითხვაზე – იყენებენ თუ არა საჯარო მოხელეები ბოროტად თავიანთ თანამდებობას შემდეგი მიზნებისთვის, გამოკითხულთა 91% აფიქსირებს, რომ ხელისუფლების წევრები თანამდებობას ბოროტად იყენებენ ახლობლების დასაქმებისთვის.

    მოსახლეობის 86% კი ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები თანამდებობას თავიანთი ბიზნესის მფარველობისთვის იყენებენ.

    გარდა ამისა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 51 პროცენტი ამბობს, რომ ხელისუფლება გავლენიან ადამიანებთან დაკავშირებით კორუფციის ფაქტებს არ იძიებს.

    კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 48 პროცენტი თვლის, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს ოთარ ფარცხალაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს და ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელს.

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2000 მოქალაქე გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2,3% ია.

  • დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში  დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

    მოსამართლემ პროცესის გახსნის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

    დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, პროცესების დახურულ რეჟიმში გამართვის არავითარი  სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

    სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების განხილვა და მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

    დავით კირკიტაძის  სასამართლო სხდომა 3 აპრილს  დაიხურა. მიზეზი დამსწრე საზოგადოების მხრიდან  ხმაურიდა სიცილი გახდა. სხდომის დახურვამ   „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პროტესტი გამოიწვია.

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 2018 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

  • ხელჩართული ჩხუბი ბათუმის საკრებულოში

    ბათუმის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.ოპოზიციასა და “ქართული ოცნების” წევრებს შორის  დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციის მოთხოვნა გახდა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბათუმის მერიაში აიპებში დასაქმებული ადამიანების სიები მოითხოვეს, მათ ეჭვი აქვთ რომ ხალხი სამსახურში პარტიული ნიშნით არის დასაქმებული. ოპოზიციის ამ მოთხოვნას საკრებულოს სხდომაზე ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

    ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ “ბათუმის წყალს”, სანდასუფთავებასა” და სხვა აიპებში ნეპოტიზმია. მათი თქმით, აღნიშნულ სახელმწიფო დაწესებულებებში, ხელმძღვანელი პირების ნათესავები არიან დასაქმებული.
    ოპოზიციური პარტიის წევრები “ქართული ოცნების” დეპუტატს სიის გადაცემას სთხოვდნენ, რაზეც ნატალია ზოიძემ უარი განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები პერსონალურ ინფორმაციას ითხოვენ რისი გაცემაც დაუშვებელია.ოპოზიცია მან სასამართლოში გადაამისამართა, თუმცა საკრებულოს სხდომაზე წარადგინა ენმ-ს მიერ უწყებებისთვის გაგზავნილი წერილები, რომელსაც თანდართული ჰქონდა, თანამშრომლების სიაც, რასაც ხმაური მოგყვა.

  • უგულავამ ექადიას ოლქში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

    “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ შუალედურ არჩევნებში მაჯორიტარობის კანდიდატად კობა ზაქარეიშვილი  წარადგინა. ზაქარეიშვილი, 2004-2007 წლებში ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. გიგი უგულავა ოზურგეთში მოსახლეობას ზაქარეიშვილთან ერთად შეხვდა და ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუც განიხილა.

    „ხალხს ყელში ამოუვიდა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მეშვიდე წელს ისევ სერიალების გადაღებას ჰპირდება. ამიტომ ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით უპატრონოდ დატოვებული რეგიონები და რაიონები, ემზადებიან „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ამ სიცრუისთვის, ამ გადაგედბულობისთვის, ამ უპატრონობისთვის, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და გურიაში ხდება,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

  • “ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე”-ცქიტიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრების დაკავებაზე

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილი ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავების ფაქტს პოლიტიკურ დევნას არ უკავშირებს.

    „რა თქმა უნდა, ეს არ არის ოპონენტების დევნა. როგორც შსს-მ განმარტა, ეს პირები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და მგონი ერთ საათში და კიდევ უფრო ნაკლებ დროში გაათავისუფლეს. ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

    გუშინ, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და პარტიის წევრები: ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. გიორგი პატარაია საღამოს გაათავისუფლეს. დღეს დილით, პოლიციის შენობა ანი წითლიძემაც დატოვა. მანუჩარ ჩხეტია  ამ დრომდე დაკავებულია.მას  წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედება ბრალი.

  • ტაქსის მძღოლების ულტიმატუმი კახა კალაძეს

    დღეს ტაქსის მძღოლები თბილისის მერთან შეხვედრას  ულტიმატუმით აპირებენ. ისინი რეგულაციების გადავადებას მოთხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მძღოლებს ასევე აინტერესებთ  აქციის მიმდინარეობისას რატომ გადაიყვანეს აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციის განყოფილებაში. 

    „გვინდა, რომ მარჯვენა “რულიანები” დაიშვას აუცილებლად 2021 წლის ჩათვლით და გვქონდეს ტაქსის დამადასტურებელი ნიშნის ტარების უფლება. თუ არ დაგვიტოვებენ იმის საშუალებას რომ ჩვენი ოჯახები გამოვკვებოთ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გადაინაცვლებს პერმანენტულ აქციებში,“-განაცხადა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა არჩილ არჯევანიძემ.

    „გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული იყო ორი ადამიანი. სინამდვილეში ეს ესე არ ყოფილა და დაკავებულ ყოფილა 4 ადამიანი. ჩვენ ამ დაკავებებს პირდაპირ ვუკავშირებთ დაშინებას. და ვთხოვთ მერიას განგვიმარტოს რატომ მოხდა მაშინ როდესაც ვაპირებდით ჩვენ მშვიდობიან აქციას დაკავება,“-განაცხადა ლევან ხუზაურაშვილმა.

  • ნენსკრაჰესის ასაშენებლად კომპანია „ნენსკრაჰიდროს” მიწის ნაკვეთი 1 დოლარად გადაეცა

    კომპანია „ნენსკრაჰიდროს“,  ნენსკრაჰესის ინვესტორია, რომელსაც ზემო სვანეთში მიწის ნაკვეთები გადაეცა.ნაკვეთები  მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში მდებარეობს.  ასევე კომპანიას არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით სოფელ ჭუბერსა და ხაიშის მიმდებარედაც გადაეცა, რომლის ფართობი 310 კვ.მ-ია. კომპანია ქონებაში სიმბოლურ ფასს – ერთ დოლარს გადაიხდის, სარგებლობაში გადაცემის პირობა კი „ნენსკრა ჰესის“ აშენებაა.

  • წყნეთში მამის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ 37 წლის სოსო ცერექაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.საქმე წყნეთში მომხდარ მკვლელობას ეხება. როგორც ცნობილია ბრალდებულმა საკუთარ მამას  65 წლის გივი ცერექაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

    შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, სოსო ცერექაშვილმა მამას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკეთას ითვალისწინებს.