Category: არქივი

  • „ქართულ ოცნებას“ არჩევნების ეშინია – დავით ბაქრაძე ზუგდიდის ინციდენტს აფასებს

    „ქართულ ოცნებას“ ეშინია და სამართლიანად ეშინია არჩევნების,“ – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის წევრების დაკავებას აფასებს.

    „ქვეყანაში, სადაც ყოველ დღე მატულობს კრიმინალი, პოლიციის მთავარი დავალება გახდა პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ივანიშვილის სასახლის დაცვა. ეს არის პოლიციის დანგრევა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანება „ქართული ოცნების“ მხრიდან. მაგრამ რაც არის მთავარი. ეს არის შიშის გამოხატულება. „ქართულ ოცნებას“ ეშინია და სამართლიანად ეშინია არჩევნების. იმიტომ, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ არჩევნებს, მაგრამ მინდა, ვუთხრა, პოლიციის ძალით მოგებული არჩევნები არ არსებობს. რაც უფრო მეტად ცუდად მოიქცევიან დღეს, რაც უფრო მეტად დააზიანებენ საარჩევნო პროცესს,  უფრო მეტად ჩამოშლიან სახელმწიფო ინსტიტუტებს საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, მით უფრო გარდაუვლად და მწარედ წააგებენ ხვალ,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

    სამართალდამცველებმა გუშინ ოპოზიციის წევრები ინციდენტის დროს დააკავეს, რომელიც სოფელ ნარაზენში მოხდა.

    დასახლებაში საარჩევნო შეხვედრებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იყო ჩასული, რომლის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.

    ინციდენტის დროს დაკავებული 3 პირიდან 1 ამ დრომდე პოლიციის იზოლატორში რჩება,მას წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედება ბრალი.

  • ოფიციალურად: ჰარი კეინისთვის სეზონი დასრულებულია

    ლონდონის ტოტენჰემის ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ SKY SPORTS წერს.

    გავრცელებული ინფორმაციით, კეინს კოჭის ტრავმის სრულ რეაბილიტაციას 3 თვე დასჭირდება.ინგლისელმა თავდამსხმელმა ფაბიან დელფთან შეჯახების დროს მარცხენა ფეხის კოჭი დაიზიანა, რის გამოც სტადიონის დატოვება ყავარჯნების დახმარებით მოუწია.

    მიმდინარე სეზონში ჰარი კეინი შესანიშნავად გამოიყურებოდა. მან პრემიერ ლიგის 28 მატჩში 17 გოლის გატანა და 5 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

  • UFC-ში რომან დოლიძის სადებიუტო ბრძოლა დაიგეგმა

    შერეული სტილით ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე UFC-ში პირველ ბრძოლას 30 ივნისს ღამით გამართავს. 30 წლის ქართველის პირველი მეტოქე 29 წლის ბრაზილიელი ვინისიუს მორეირა (კასტრო) იქნება. მის ანგარიშზე 9 მოგება და 2 მარცხია.

    მორიერაც რომან დოლიძის მსგავსად გრეპლერია და მისი 9 გამარჯვებიდან 8 მტკივნეული ილეთით მოიპოვა.

    ბრძოლა მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში გაიმართება.

    დოლიძეს UFC-ში სადებიუტო ბრძოლა 20 აპრილს, რუსეთში უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი შეხვედრა რუს ჰაჯიმურად ატინგულოვთან, რუსეთის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ჩაეშალა.

  • “ასე მუშაობა არის შეუძლებელი”-სანდრა რულოვსი განცხადებას აკეთებს

    სანდრა რულოვსი  გუშინ  დაკავებული აქტივისტის, მანუჩარ ჩხეტიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა  ბრიფინგზე განაცხადა.

    რულოვსი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, მიმდინარე პროცესს დააკვირდნენ, რათა მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდეს.

    „ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი ზუგდიდელი აქტივისტი, მანუჩარ ჩხეტია გაათავისუფლონ ყოველგვარი სანქციის გარეშე. ჩვენ მთელი ღამე ვიყავით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში. აბრალებდნენ მცირე ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. ეს არის სისულელე. მე უკვე ორი კვირაა ვიმყოფები ზუგდიდში. ვატარებ მშვიდობიან შეხვედრებს მოსახლეობასთან, ვისაც აქვს სურვილი ჩემთან შეხვედრის, დაგვყვებიან გადაცმული პოლიციელები, პროვოკაციაზე მოდიან და გვიშლიან ხელს. ნაცვლად იმისა, რომ ის პირები დაეკავებინათ, ვინც უკანონო ქმედებაში იყო შემჩნეული, დააკავეს ჩვენი სამი წევრი. ორი რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს, ხოლო მესამის გათავისუფლებას ვითხოვთ სასწრაფო წესით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას, რომელიც არის დაგეგმილი. მათ ძალიან გაუჭირდებათ ხელის შეშლა. საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს, რომლებიც უკვე იწყებენ მონიტორინგს, მოვუწოდებ, რომ ამ პროცესს ძალიან კარგად დააკვირდნენ. ასე მუშაობა არის შეუძლებელი და ეს არის კანონის დარღვევა,“ – აღნიშნა რულოვსმა.

    ” ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრი გუშინ ღამე დააკავეს. მათგან ერთ-ერთი პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია საღამოსვე გაათავისუფლეს. დღეს დილას პოლიციის შენობა კიდევ ერთმა დაკავებულმა ანი წითლიძემ დატოვა. მანუჩარ ჩხეტია კი პოლიციის იზოლატორში რჩება, მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

  • ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი? – კითხვას ბათუმის საკრებულოში ცემა-ტყეპა მოჰყვა

    ფიზიკური დაპირისპირება და კამათი ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვისას, ​”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის მირდატ ქამადაძის კითხვას მოჰყვა.

    ჩხუბის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი პატარიძე საუბრობდა იმაზე, რომ ბათუმში დაგეგმილია პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის გახსნა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტი და არა პროზაიკოსი. ამ შენიშვნით გაღიზიანებულ პატარიძესა და ქამადაძეს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაშიგადაიზარდ, ჩხუბში  სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

    ჩხუბის შედეგად დაშავდა  საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” როინ ზოიძე , სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

    ”კითხვა დავსვი, განმარტებით ბარათშიც უწერია და მოხსენების დროსაც თქვა, რომ დიდ პროზაიკოსს ვუდგამთ ბიუსტს. ვკითხე პროზაიკოსია თუ პოეტი? ან დამისახელე ერთი პროზაული ნაწარმოებითქო. ამას მოჰყვა აგრესია, იმიტომ რომ არ აქვს ინტელექტი ადამიანს და გადმოდის აგრესიაზე” – თქვა ჟურნალისტებთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.

  • დუისში შეხვედრაზე მაია ცქიტიშვილს კითხვა მაჩალიკაშვილზე დაუსვეს

    სოფელ დუისში ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  პანკისის ხეობის მკვიდრებს შეხვდნენ.

    შეხვედრაზე მინისტრებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისა შესახებ  კითხვები დაუსვეს.

    მექა ხანგოშვილმა ჰკითხა მინისტრს, რა აუცილებლობას წარმოადგენდა მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია და არის თუ არა გამართლებული მაშინ, როცა საერთაშორისო ტერორისტი ბრეივიკი ციხეში განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება. შეხვედრას ესწრებოდა  თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი.

    “თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი, თუნდაც, დავუშვათ და მას რამე დანაშაული ჰქონოდა. ბრეივიკი ციხეშია, ის განათლებას იღებს და იმასაც კი აპროტესტებს, ყავა რატოა ცივი და არა ცხელი. თუნდაც, 20 წელი მჯდარიყო ციხეში, თუ ბრალი დაუმტკიცდებოდა, ოღონდაც დედას ის ცოცხალი ჰყოლოდა”- განაცხადა ხანგოშვილმა.

    მაია ცქიტიშვილის განმარტებით, კითხვაზე რატომ მოხდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია, პასუხის გაცემა გამოძიების დასრულებამდე არ შეუძლია.

    მინისტრებთან შეხვედრა დუისის საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობდა.

  • ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატ როინ ზოიძეს თავი გაუტეხეს

    მორიგი ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.  ბათუმის საკრებულოში ინციდენტის შედეგად “ნაციონალური მოძრაობის” წევრს როინ ზოიძეს თავი გაუტეხეს. დეპუტატის დაშავების შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

    ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. დაშავებული საკრებულოს წევრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

    ფიზიკური დაპირისპირება და კამათი ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვას მოჰყვა. დადგენილების პროექტში ტერენტი გრანელი მოხსენიებული იყო, როგორც ქართული პროზის გამორჩეული წარმომადგენელი. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ატარაძემ ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია, რის შემდეგაც ოპოზიციამ მოითხოვა განმარტება, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, თუ უმრავლესობა ტერენტი გრანელს როგორც პროზაიკოსს იცნობს. ​​

    ფიზიკური დაპირისპირება კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”” წევრის მირდატ ქამადაძის კითხვას მოჰყვა. დეპუტატმა განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი.

    ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

  • ბათუმის საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ

    ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში გრძელდება, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს უკვე მეორედ, ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მირდატ ქამადაძესა და „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი პატარიძეს შორის მოხდა.დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.მ წუთებში ბათუმის საკრებულოში სამართალდამცავები იმყოფებიან,. სხდომაზე შესვენებაა გამოცხადდა.

    დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი პატარიძემ ბათუმის საკრებულოში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება, მირდატ ქამადაძემ კი მას შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტია. აღნიშნულს ირაკლი პატარიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგად კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

    ბათუმის საკრებულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეუძლოდ გახდა საკრებულოს წევრი როინ ზოიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც დღეს საკრებულოში მომხდარი მეორე ინცინდენტის მონაწილე იყო.

    ექიმების თქმით, საკრებულოს წევრს მაღალი არტერიული წნევა აქვს და იგი კლინიკაშია გადაყვანილი.

    შეგახსენებთ, რომ დღეს  ბათუმის საკრებულოში ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაახლოებით 12 საათზე დაუპირისპირდა.

  • NGO-ები უარყოფითად აფასებენ აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის ინიციატივას

    არასამთავრობო სექტორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მოთხოვნას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ, მკვეთრად უარყოფითად აფასებს.

    „აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზებულ მედიაგარემოში.

    დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

    არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ამ პროცესებში“, – ნათქვამია განცახდებაში.

    განცხადებას ხელს აწერს:

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
    მედიაკლუბი;
    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
    ღია საზოგადოების ფონდი;
    რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
    ლიბერალური აკადემია თბილისი;
    საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
    სატელევიზიო ქსელი;
    საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;
    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ორმა წევრმა ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა,-ინფორმაცია ამის შესახებ ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბორდის ორ წევრი ნათია კაპანაძეს უნდობლობას უცხადებს და მის გადადგომას მოითხოვს

  • ბორდის ორმა წევრმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა

    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ორმა წევრმა ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა,-ინფორმაცია ამის შესახებ  ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბორდის ორ წევრი ნათია კაპანაძეს უნდობლობას უცხადებს და მის გადადგომას მოითხოვს.

    „ვაცნობიერებთ რა, პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, აუცილებლად მიგვაჩნია ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. 2019 წლის 11 აპრილს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა (ირაკლი დარცმელიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ჩხარტიშვილი – „ქართული ოცნება“) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს მიმართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის უნდობლობის პროცედურის დასაწყებად. მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია 10 დღის ვადაში განიხილოს ეს განცხადება. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ბოლო წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ იგი აუდიტორიას აწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ორგანიზაციამ შეძლო შეექმნა პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა. მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭო სიფრთხილით მოეკიდება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რადგან საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება”, – ნათქვამია განცხადებაში.