“ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე”-ცქიტიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრების დაკავებაზე

Written by

in

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილი ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავების ფაქტს პოლიტიკურ დევნას არ უკავშირებს.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ოპონენტების დევნა. როგორც შსს-მ განმარტა, ეს პირები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და მგონი ერთ საათში და კიდევ უფრო ნაკლებ დროში გაათავისუფლეს. ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გუშინ, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და პარტიის წევრები: ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. გიორგი პატარაია საღამოს გაათავისუფლეს. დღეს დილით, პოლიციის შენობა ანი წითლიძემაც დატოვა. მანუჩარ ჩხეტია  ამ დრომდე დაკავებულია.მას  წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედება ბრალი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *