Category: არქივი

  • “ეს მაგარი ნაგაზი შერჩა მიშას” – ჩერგოლეიშვილი ჩარკვიანზე

    ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმაურება.

    “ეს მაგარი ნაგაზი შერჩა მიშას 

    ქუჩა ქუჩაო – იქიდან ყვიროდა, ქუჩა დადგა და მის სახელს ვერ ახსენებდნენ, იშლებოდა.

    ერთიანი ფრონტიო – მის გარშემო ერთიანობას გულისხმობდა, თორემ იდეა მას არ ჰქონია – შეიკრა ერთიანი ფრონტი, ოღონდ არა ხელოვნურად, რომელიმე პერსონის გარშემო, არამედ ბუნებრივად – პროპორციულ არჩევნებზე და ლეიბორისტების ოფისში.

    ახლა ეს გამოაგდო და პროცესის ჩაშლას ჩალიჩობს მონაწილეების მოღალატეებად გამოცხადებით.

    მიზეზი ერთია – არ აინტერესებს სააკაშვილს ივანიშვილის დამარცხება, თუ თვითონ არ მოდის აბსოლუტური უმრავლესობით და პროპორციული არჩევნები არ უნდა, იმიტომ რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ვერ ჩაიგდებს ხელში.

    “ბოკერია ჩაერთო საქმეში მიშას ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდა იმიტომ კი არ შეიქმნა, რომ საქმის გაკეთება უნდოდა პროპორციულთან დაკავშირებით, არამედ მიშა სააკაშვილის ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშია” ჯინაზე გაკეთდა. ჯინაზე წარმართული საქმეები ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ ბრუნდება ხოლმე” – წერს თამარ ჩერგოლიშვილი.

    შეგახსენებთ,პარტია „კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ “ბოკერია  საქმეში მიშას ჯინაზე ჩაერთო”.

  • ჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და მოკლა

    ჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და, სავარაუდოდ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფით მოკლა.

    გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით დაიწყო.

    შსს-ს ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

  • ინფექციური საავადმყოფოს ბოქსებში 28 პაციენტი იმყოფება

    ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს 20 ბოქსირებულ პალატაში 28 პაციენტი იმყოფება – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს.

    „სულ შემოვიდა 17 პაციენტი, მათგან კვლევა ჯერჯერობით, 11-ს ჩაუტარდა. კვლევები უკვე სამ ეტაპად ტარდება.17-18 პაციენტის შემოსვლა ერთდროულად ბევრია, რადგან თითოეული ტესტის აღებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება, ანუ სპეციალური პროტოკოლური ტესტის შევსება, რომელიც დროს მოითხოვს. ამიტომ, იმისთვის, რომ მოხდეს ყველა პაციენტის გამოკვლევა დღის განმავლობაში, გუშინ უკვე სამ ეტაპად გადავწყვიტეთ ანალიზების ჩატარება. პირველმა ორმა ეტაპმა, რომელიც დილას და შუადღით იყო, გვიჩვენა, რომ 11 პაციენტის პასუხი უარყოფითია, დანარჩენი ტესტები, რომელიც დღის მეორე ნახევარში დაიწყო და კეთდება, ხვალ დილისთვის, ან შუადღისთვის იქნება ცნობილი.

    ჩვენს სტაციონარში სიტუაცია სტაბილურია, ყველაფერს ვაკონტროლებთ,“ – ამბობს ეზუგბაია.

  • ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს-„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

    არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას აქვეყნებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს.

    „იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე და ბანკის სოლიდური ვალი გააჩნდა, მან და მისმა მეუღლემ ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს 5 უძრავი ქონების – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და 216.778 კვ.მ. მიწის – საეჭვოდ დაბალ ფასში შეძენა.

    ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ხელმძღვანელობდა; შემდეგ იგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა; 2018 წლის იანვრიდან ჭიკაიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს.

    ყოფილი თანამდებობის პირის სწრაფი გამდიდრება თავისთავად აღძრავს ეჭვებს ამ პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსანდრე ჭიკაიძე არაკეთილსინდისიერად ავსებდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს.

    “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერიოდულად იკვლევს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, რათა გამოავლინოს უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის სავარაუდო შემთხვევები,” – ნათქვამია განცხადებაში.

  • კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

    ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს. ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში, სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები, რომლებიც ბანკებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

  • ლიეტუვაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    ლიეტუვაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ქალს, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნდა. პაციენტი იტალიის ჩრდილოეთ ქალაქ ვერონაში იმყოფებოდა.

    კორონა ვირუსის მქონე პაციენტი კარანტინში იმყოფება.

    ლიეტუვა ბალტიის რეგიონის მეორე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა.ინფიცირების პირველი შემთხვევა ესტონეთში გუშინ დაფიქსირდა.

  • ქობულეთში მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

    სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

    გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

  • ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

    „რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

    გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, 28 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

    კომპანიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქსოვრელის, დიდი-ჯიხაიშის, ზედაზენის, ილურიძის, იმერეთის, ლომთათიძის, ილორის და სვირის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, ვიქტორ კუპრაძის და ღლონტის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალას, სოფელი ჭალას, მარნეულის, შოთა ნიშნიანიძის, ჭალადიდის და სოღანლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის და გიორგი მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, იორის, ისნის, მეტეხის, რუისის, ფერიცვალების, ჩეხოვის, მეფე სოლომონ ბრძენის, ალიხანიანის, ლაგოდეხის, სევანის, ფაღავას, ირბახის, წურწუმიას, ლადო მესხიშვილის, გონაშვილის, ცისკრის, ბოროდინის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის, ხერხეულიძის, ღვინის აღმართის, ურბნისის, დუტუ მეგრელის, გურჯაანის, მარტყოფის, მთავარანგელოზის, ნასაკირალის, კონსტანტინე ერისთავის, მახათას და ონაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აწყურის, დოესის, კასპის, წინანდლის, ავლიპ ზურაბიშვილის, ნოსირის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, კობარეთის, ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმბრის, სამრეკლოს, ბუხაიძის, კუმისის, ტირიფონის, თვალჭრელიძის, ურიცკის, ბარაკონის და ჯორჯაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18 :00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფხოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, პეკინის II კვარტლის, გამსახურდიას I, II კვარტლების, გოთუას, იოსებიძის, კოსტავას, შარტავას, ანაგის, არჩილ სულაკაურის, ხვიჩიას, საბურთალოს, ვახტანგ ჭაბუკიანის და ბროლოსანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ჭელიძის და ქართველიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სტანისლავსკის ქუჩის ( ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.