ინფექციური საავადმყოფოს ბოქსებში 28 პაციენტი იმყოფება

Written by

in

ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს 20 ბოქსირებულ პალატაში 28 პაციენტი იმყოფება – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს.

„სულ შემოვიდა 17 პაციენტი, მათგან კვლევა ჯერჯერობით, 11-ს ჩაუტარდა. კვლევები უკვე სამ ეტაპად ტარდება.17-18 პაციენტის შემოსვლა ერთდროულად ბევრია, რადგან თითოეული ტესტის აღებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება, ანუ სპეციალური პროტოკოლური ტესტის შევსება, რომელიც დროს მოითხოვს. ამიტომ, იმისთვის, რომ მოხდეს ყველა პაციენტის გამოკვლევა დღის განმავლობაში, გუშინ უკვე სამ ეტაპად გადავწყვიტეთ ანალიზების ჩატარება. პირველმა ორმა ეტაპმა, რომელიც დილას და შუადღით იყო, გვიჩვენა, რომ 11 პაციენტის პასუხი უარყოფითია, დანარჩენი ტესტები, რომელიც დღის მეორე ნახევარში დაიწყო და კეთდება, ხვალ დილისთვის, ან შუადღისთვის იქნება ცნობილი.

ჩვენს სტაციონარში სიტუაცია სტაბილურია, ყველაფერს ვაკონტროლებთ,“ – ამბობს ეზუგბაია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *