Category: არქივი

  • რაც ახლა ხდება, 2008 წლის ომის დროს არ ყოფილა- სააკაშვილი კორონა ვირუსზე

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  კორონავირუსის ინფექციას ეხამურება. გუშინ საღამოს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსრიდა. 

  • კობახიძე ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს

    ,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კობახიძემ დიპლომატებთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის 110/40-ზე მანდატების განაწილება არ შეუთავაზებიათ.

    „დღეს გვქონდა დიპლომატების მიერ ორგანიზებული საუზმე და მათ ამისთვის რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ. ბუნებრივია, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან და განვიხილეთ ყველა აქტუალური საკითხი. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები. ბუნებრივია, ამაზეც იყო დისკუსია. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი”,- ამბობს კობახიძე.

    ასევე აღნიშნავს, რომ საუბარი იყო ოპოზიციის პოზიციაზე, რომ პარტია თუ იღებს 40 %-ზე ნაკლებს, მას არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის მიღების საშუალება.

    ,,ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ამავე შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” მანდატების 110/40-ზე პროპორცია შესთავაზეს, რაზეც უარს ამბობენ.

    პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ პროპორციის გარდა ,,არის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც განიხილეს და რაც ამ რიცხვებს მეორეხარისხოვანს ხდის”.

  • ოკუპანტებმა სოფელ აძვში მცხოვრები კიდევ ერთი მამაკაცი დააკავეს

    ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმმა, სოფელ აძვში მცხოვრები მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ. უწყების ცნობით, მამაკაცის გასათავისუფლებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

    „მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში.

  • მოლაპარაკების მაგიდაზე ჩვენი წინადადება პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანია- თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, წინადადება, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, პრაგმატული, სამართლიანი და კომპრომისულია.

    ,,მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაუბრუნდება დიალოგის მაგიდას და ჩვენ შევძლებთ საბოლოო შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ის წინადადება, რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი,”- თქვა არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

    მისივე თქმით, საუზმემ მოლაპარაკების პროცესზე დადებითი გავლენა მოახდინა. კითხვას, მმართველმა გუნდმა შესათავაზა თუ არა ოპოზიციას 110/40-ზე პროპორცია, ამბობს, რომ ,,არის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც განიხილეს და რაც ამ რიცხვებს მეორეხარისხოვანს ხდის”.

    ცოტა ხნის წინ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარების 110/40-ზე გადანაწილება შესთავაზა, რაზეც ოპოზიცია უარს ამბობს.

  • ტვ “პირველის” ჟურნალისტი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს

    ტვ “პირველის” ჟურნალისტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ “პირველის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში ავრცელებს.   ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, ჟურნალისტი სამოგზაუროდ იმყოფებოდა,.

    “ჩვენი ერთი თანამშრომელი წევს ინფექციურში, საღამოს იქნება პასუხ. ,იმედია, კორონა არ დაუდგინდება. სამოგზაუროდ იყო. მედგრად ვართ და ვმუშაობთ. კორონავირუსი შეგვაშინებს ჩვენ?” – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

  • “ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს” – ამირან გამყრელიძე

    ლუგარის ცენტრში, მოლეკულური კვლევებით 41 ნიმუშია გატესტილი, დადასტურებულია 1 შემთხვევა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    მისივე განმარტებით, სავარაუდო შემთხვევების მართვისთვის 4 სამედიცინო დაწესებულებაა გამოყოფილი, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის ინფექციური სტაციონარები. ყველაზე მეტი დატვირთვა თბილისზეა.

    „დღევანდელი მონაცემებით, თბილისში 10 ადამიანია, 5-ის პასუხი შუადღისთვის იქნება, დანარჩენი 5 გამოკვლეულია და როგორც ცნობილია, 1-ს დაუდასტურდა კორონავირუსი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, როგორც იცით, ჩინეთიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეების ჯგუფი მოვათავსეთ საჩხერის სამედიცინო ცენტრში, საიდანაც 3 ადამიანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ არიან თავიანთ საცხოვრებელ ბინებში. ეს პირობები წინასწარ იყო შესწავლილი და მათ მიეცათ უფლება თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    მანვე მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

    „ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს., რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

    საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

    30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

    21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

  • კაცი, რომელიც ქობულეთში დაჭრეს, გარდაიცვალა

    კაცი, რომელიც ქობულეთში დღეს დაჭრეს ოპერაციის პროცესში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ-25“ ავრცელებს.

    შეგახსენებთ, რუსთაველის ქუჩაზე დილით სროლის ხმა ისმოდა, რა დროსაც ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა.

    ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

  • ხელისუფლებამ მანდატების 110/40-ზე განაწილება შემოგვთავაზა- გიორგი ვაშაძე

    ,,ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს ,,ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას მანდატების 110/40-ზე განაწილება შესთავაზა.

    მისი თქმით, ამ პროპორციას ოპოზიცია არ ეთანხმება, რადგან შეთანხმება მხოლოდ იმ პროპორციაზე შედგება, რომლითაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკური ძალა უმრავლესობის ფორმირებას ვერ შეძლებს, 110/40-ზე პროპორცია კი ,,ამ ტესტს” ვერ გადის.

    „სიახლე არის ის, რომ ხელისუფლებამ ახალი პროპორცია თქვა – 110/40-ზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან შეთანხმება მხოლოდ ორი კომპონენტის შემთხვევაში იქნება – პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უარის თქმა და რაც მთავარია, პროპორციული მისწრაფების მაქსიმალურად გათვალისწინება. ეს არის ის, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვისაც აქვს, მას არ შეეძლოს დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირება. 110/40-ზე ამ ტესტს არ გადის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით. თუმცა, საუბრობენ რაღაც დამატებით კომპონენტებზე, რაზეც მსჯელობა მიდის ახლა. ვნახოთ, დაველოდოთ კიდევ რას იტყვიან. 110/40-ზე, ამ ციფრების განლაგებას არავინ ეთანხმება, ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს საუბრის დროს”, – განაცხადა ვაშაძემ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან, სადაც ოპოზიციის, უმრავლესობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებოდნენ.

    გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ოპოზიციამ მმართველ ძალასთან მოლაპარაკება შეწყვიტა. ისინი 10 თებერვალს ,,ქართული ოცნებისთვის” 130/20 განაწილების შეთავაზებას აპირებდნენ.

  • რა აფერხებს პირბადეების მარაგის შევსებას აფთიაქებში

    მსხვილ სააფთიაქო ქსელებში პირბადეები ფაქტობრივად აღარ იყიდება. მოქალაქეების უმრავლესობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაააქტიურდა, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 

    “ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, ბაზაში პირბადეების მარაგი მხოლოდ კლინიკებისთვის არის დარჩენილი და მათ ქსელებში ფაქტობრივად პირბადეების დეფიციტია.პრობლემაა მომწოდებლებთან ურთიერთობაც. როგორც ლალი ბრეგვაძე აცახდებს, ისინი პირბადეებს წარმოუდგენლად ძვირ ფასად სთავაზობენ.

    „ვერ გვაწვდიან, იმიტომ რომ ჩინეთი და თურქეთია მწარმოებელი და მთელი ეს რესურსი მიმართულია ჩინეთისკენ. ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომ შემოვიტანთ უახლოეს დღეებში, თუმცა ვდცილობთ, რომ დეფიციტი არ შეგვექმნას. არის აფთიაქები, სადაც არის პირბადეები დარჩენილი, თუმცა გარკვეულ აფთიაქებში აღარ არის. ბაზაში გვაქვს დარჩენილი კლინიკებისთვის, რადგან მათ რომ არ მივაწოდოთ, არ შეიძლება. მოლაპარაკებები გვაქვს, უბრალოდ ძალიან ძვირ ფასს გვთავაზობენ, არანორმალურად ძვირ ფასს. 39 ცენტად გვთავაზობენ ანუ 1,10 ლარი გამოდის თვითღირებულება“, – აცხადებს ლალი ბრეგვაძე.

    პირბადეების დეფიციტია პსპ-ს სააფთიაქო ქსელებშიც. 

    “პირველივე გაჟღერების მომენტიდან აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი მარაგების შექმნაზე, რადგან მოსალოდნელი იყო, რომ მოთხოვნა გაიზრდებიდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაშთი საკმაოდ დიდი იყო… გუშინდლამდე მოვიტანეთ ნაშთი, დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ცოტა დღესაც შეივსო აფთიაქები, რისი საშუალებაც არის დღეს მიმდინარეობს მოლაპარაკება და იმედია, 1-2 დღეში რაიმე რესურსი გამოჩნდება, რომ დეფიციტი შეივსოს“, – განაცხადა პსპ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა. 

    წყარო : bm.ge

  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.