Category: არქივი

  • 2 მარტამდე საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დღეიდან  2 მარტამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება.  მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში  თოვლი,  შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, შავ  ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატებით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს.

  • როგორ გავიგოთ ვართ თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული

    უკრაინელი დეპუტატი, ვიტალი ჟურავსკი საკუთარ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის თავიდან ასაცილებლად და დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, ავრცელებს იმ ექიმების რეკომენდაციებს, რომლებიც უშუალოდ ებრძვიან ახალ კორონა ვირუსს.

    • ნუ ჩავარდებით პანიკაში თუ გაციების გამო სურდო და ნახველი გაქვთ. კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია – ეს მშრალი ხველებაა სურდოს გარეშე. ეს არის დაავადების განსაზღვრის ყველაზე მარტივი ხერხი.

     

    • ვირუსი ვერ ცოცხლობს მაღალ ტემპერატურას და იღუპება 26-27 გრადუსზე. დალიეთ ბევრი ცხელი წყალი, ხშირად და დიდხანს იყავით მზეზე. ცხელი წყალი წამალი არ არის, მაგრამ ის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ეფექტურია ყველა ვირუსის შემთხვევაში.

    მოკლედ, კორონავირუსის შესახებ:

    ვირუსი ზომით საკმაოდ მოზრდილია, დაახლოებით 400-500 ნანომეტრი დიამეტრში და ჩვეულებრივ სამედიცინო ნიღაბს შეუძლია მისი გაფილტვრა. თუ ინფიცირებული თქვენ წინ დააცემინებს ან 3 მეტრის დაშორებით ჩაგივლით, ბაქტერია უბრალოდ ვერ მოგწვდებათ

    თუ ვირუსი ლითონის ზედაპირზე მოხვდება, ის 14 საათის განმავლობაში აქტიურია. ამიტომ თუ რაიმე ლითონის ზედაპირს შეეხებით, გულდასმით დაიბანეთ ხელები საპნით.

    რაც შეეხება ქსოვილს, მის ზედაპირზე ვირუსი აქტიურია 6-12 საათის განმავლობაში. ჩვეულებრივმა სარეცხის ფხვნილმა წესით უნდა გაანადგუროს ის. ვირუსებისგან გასაწმენდად ზამთრის სამოსს მზეზე გაშრობაც საკმარისია.

    დაავადების სიმპტომები

    ყელში შეღწევის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს სიმშრალე, როგორიც ანგინის დროს იცის, და ეს 3-4 დღის განმავლობაში გაგრძელდეს. ამის შემდეგ ვირუსი შეერწყმება ცხვირის სითხეს, მოხვდება ტრაქეაში, იქიდან კი ფილტვებში და შემდეგ გამოიწვევს ფილტვების ანთებას. ამ პროცესს სულ 5-6 დღე სჭირდება.

    კორონავირუსული პნევმონიის დროს დამახასიათებელია სხეულის მაღალი ტემპერატურა და გართულებული სუნთქვა. ცხვირი განსხვავებულადაა „გაჭედილი“, ადამიანს უჩნდება შეგრძნება, თითქოს წყალში იხრჩობა. 

    პროფილაქტიკის შესახებ

    ინფიცირების ყველაზე გავრცელებული მეთოდი – შეხებაა. ამიტომ ხშირად იბანეთ ხელები. ვირუსი ხელებზე 5-10 წუთის განმავლობაში ცოცხლობს და ამ მცირე ხნის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება მოხვდეს მგ.  მოისვათ ხელი თვალებზე ან შეეხოთ ცხვირს.

    გარდა ხელების ხშირი დაბანისა, შეგიძლიათ გამოივლოთ ყელში ბეტადინი, რათა მიკრობების მოქმედება მინიმუმამდე დაიყვანოთ მანამ, სანამ ის ჯერ კიდევ ყელშია და ფილტვებამდე არ მიუღწევია.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ში, სოფელ ირთან 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 10 კმ-ის სიღრმეზე , 19:15 საათზე მოხდა.

  • სარაგბო კლუბ ,,ბათუმში” მასაჟისტი, დაცვის უფროსი და ბავშვთა მწვრთნელი ერთი ადამიანია- აუდიტი

    სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ,,შპს სარაგბო კლუბ ბათუმში” მასაჟისტის, დაცვის უფროსისა და ბავშვთა მწვრთნელის თანამდებობას 1 ადამიანი იკავებს.

    ანგარიშში წერია, რომ სარაგბო კლუბში სულ 3 მასაჟისტია დამტკიცებული, თუმცა მათგან ორს სამუშაო არ შეუსრულებია და არც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ წარმოდგენილი. სახელმწიფო აუდიტის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი სამსახურში არასდროს გამოცხადებულა

    ,,მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და გაცემულია შრომის ანაზღაურება 4,750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ჯამში ორ პირზე გაცემულია ანაზღაურება 13,000 ლარი. აღნიშნული გარემოება წარმოშობს შპს-ის ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს”,- ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

    გარდა ამისა, აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ “შპს სარაგბო კლუბ ბათუმის“ მიერ სპორტსმენებისთვის ბინის დაქირავება, რიგ შემთხვევაში, განხორციელებულია საჭიროების დასაბუთების გარეშე, არაერთგვაროვანი მიდგომით და საბაზრო ფასებთან შეუსაბამოდ. შედეგად, შესაძლოა, შპს-ის მიერ ფულადი სახსრები არარაციონალურად დაიხარჯა.

  • ქართველ სტუდენტებს უნდა დავუბრუნოთ არქეოლოგიის გემო – სალომე ზურაბიშვილი

    პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არქეოლოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ქართველ სტუდენტებს ,,არქეოლოგიის გემო დაუბრუნონ, რომელიც ჰქონდათ და დღეს შენელებულია”.

    ზურაბიშვილმა შეხვედრაზე სამი ინიციატივა წარადგინა, რომლისთვისაც მუშაობას აპირებს: არქეოლოგიის მიმართ სტუდენტების ინტერესის და ჩართულობის გაზრდა, კონტაქტების გამოყენებით არქეოლოგიაში საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვა და პრეზიდენტის სასახლეში უცხოეთში მოქმედი ქართველი არქეოლოგიური ექსპედიციებისთვის სივრცის გახსნა.

    პრეზიდენტმა შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება შესთავაზა, რომელიც არქეოლოგიის სფეროს განვითარების კუთხით პრეზიდენტის როლის გამოკვეთაზე იმუშავებს და გარკვეული პერიოდულობით შეიკრიბება.

  • ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

    ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ბასრი საგნით დაჭრეს. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

    ზუგდიდის ჰოსპიტალის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები გულმკერდის და მუცლის არეში აღენიშნება.

    მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლის, პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • ,,ეს საფასურია, რომელსაც ვიხდით მიუკერძოებლობისთვის”- მაესტროს წამყვანს გადაცემა დაუხურეს

    ტელეკომპანია მაესტროზე ბიზნეს სიახლეების წამყვან ანა ცხოვრებავას გადაცემა დაუხურეს. მისი თქმით, ეს მისი მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი მუშაობის გამო მოხდა.

    ჟურნალისტმა ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ხვალიდან გადაცემა ეთერში აღარ გავა.

    “ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ თქვენ გადასახადების გადამხდელებს და ჩვენს მაყურებლებს გქონოდათ მიუკერძოებელი ინფორმაცია იმაზე, თუ რაზე იხარჯება თქვენს მიერ გადახდილი გადასახადები, ასევე, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის რეგულაცია და პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც. ვფიქრობ, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთმანეთს ამ ეთერში აღარ შევხვდებით. არხის მენეჯმენტმა ოფიციალურ მიზეზად დაასახელა ის, რომ იცვლება მაესტროს ფორმატი, თუმცა ეს ჩვენთვის არ ჟღერს დამაჯერებლად იმის გათვალისწინებით, რომ მას წინ უძღვოდა არაერთი მცდელობა ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის. ვფიქრობთ, ეს არის საფასური, რომელსაც ვიხდით მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერებისათვის”, ამბობს ანა ცხოვრებავა.

    გადაცემა ბიზნეს სიახლეები მაესტროზე 2017 წლის 13 ივნისიდან გადიოდა.

  • ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან გატაცებული კაცი თავისუფალია

    რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან გატაცებული 70 წლის ელდარ გუნდიშვილი თავისუფალია.

    ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს.

    ელდარ გუნდიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტში იმყოფება.

    ის საოკუპაციო ხაზიდან 27 თებერვალს გაიტაცეს.

  • “ვირუსის გავრცელება დაჩქარდა. მთელი მსოფლიო საფრთხეშია“– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    კორორნავირუსი 2019-nCoV შესაძლოა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში თუ არა, ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელდეს. ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაიის წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმეიერმა დღეს გააკეთა. რამდენიმე ქვეყანამ დღეს პირველი ინფიცირებულების შესახებ განაცხადა.

    “ეპიდემიის აფეთქება იზრდება. ჩვენ უკვე დიდი ხანია ყველას ვაფრთხილებდით სცენარის შესახებ, როცა კორონავირუსი მსოფლიოს ყველა ქვეყანას თუ არა, ქვეყნების უმრავლესობას მოედება“– ამბობს ის.

    სააგენტო როიტერის გათვლით, მსოფლიო ეკონომიკისთვით კორონავირუსით მიყენებულმა ზარალმა ამ დროისთვის 5 ტრილიონი დოლარი შეადგინა. დაავადებისგან მსოფლიო მაშტაბით 2 867 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი ანტარქტიდის გარდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა. დღეს დაინფიცირების შემთხვევები შესახებ ნიგერიამ და ახალმა ზელანდიამაც განაცხადეს. ნიგერია პირველი ქვეყანა გახდა საჰარის უდაბნოს სამხრეთით, სადაც ვირუსი დაფიქსირდა. ის იტალიელს აღმოაჩნდა, რომელიც ლაგოსში მილანიდან ჩაფრინდა. ის სტაბილურ მდგომარეობაშია და ვირუსის სიმპტომები მსუბუქი ფორმით ვლინდება.

    ახალ ზელანდიაში დაფიქსირებული დაინფიცირებული კი 60 წლის არის. მისი სქესი და ეროვნება არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ირანიდან ჩაფრინდა და ამჟამად ქალაქ ოკლენდის საავამდყოფოში იმყოფება.

    მონღოლეთის პრეზიდენტმა, ხალტმაგიინ ბატულგამ ორკვირიანი თვითიზოლაცია გამოაცხადა ჩინეთში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც სი ცხინპინს შეხვდა. ის პირველი სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ჩინეთს კორონავირუსის აფეთქების შემდეგ ესტუმრა.

    ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს 327 ახალი დაავადებულის შესახებ განაცხადა. ეს ბოლო თვის განმავლობაში დღე–ღამის მანძილზე დაავადებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

  • ,,აჭარის მაუწყებელში სუს-ია”- ჟურნალისტების წუთიერი დუმილი პირდაპირ ეთერში

    აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა პროტესტი წუთიერი დუმილით გაამოხატეს. მათი თქმით, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე შტურმი მიმდინარეობს, თანამშრომლებს დევნიან და აშანტაჟებენ სხვადასხვა ფორმით.

    “ჩვენ ახალი ამბების გუნდის, ჰეშთეგის და ბევრი სხვა გადაცემის სახელით გვინდა, ერთ წუთიანი დუმილის უფლებით ვისარგებლოთ და ამ დუმილის ფორმატით გამოვხატოთ პროტესტი, იმ პროცესის მიმართ რაც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარეობას. ჩვენ რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ღია მცდელობა, ღია შტურმი მიმდინარეობს. ადამიანებს დევნიან სხვადასხვა ფორმით. აშანტაჟებენ, ათავისუფლებენ სამსახურიდან და ამ ყველაფერში რათქმაუნდა ჩართულია მაუწყებლის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი ქართული ოცნებიდან. ჩვენი პროტესტი გვინდა გამოვხატოთ ერთ წუთიანი დუმილით” – განაცხადა გადაცემა “მთავარი”-ს წამყვანმა თეონა ბაკურიძემ.

    დღეს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

    თანამდებობა თვითონ დატოვა 4 დღის წინ საინფორმაციოს რედაქტორად დანიშნულმა ნინო ხაჟომიამ.