Category: არქივი

  • “უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე”-მევლუდ მელაძე ტრაგედიის შესახებ

    ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ, ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასარიდებლად.

    “ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა, როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია. უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია. დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას” – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მელაძე.

    შეგახსენებთ, 16 აპრილს თბილისთან მომხდარ ავარიას ავტომრბოლელ მევლუდ მელაძისა და „აგროჰაბის“ მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანის 16 წლის  შვილის სიცოცხლე ემსხერპლა.

  • „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, ბრალდებულებმა, რომლებსაც ევალებოდათ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს, შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან, ე.წ. „ატკატის“ სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2 440 ლარი.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მუშების მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად კომპანიების პასუხისმგებლობა არ უნდა გამოირიცხოს – EMC

    “პანორამა-თბილისის”   მუშების მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად კომპანიების პასუხისმგებლობა არ უნდა გამოირიცხოს – ამ განცხადებას “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში” აკეთებენ.

    EMC-ში მუსების  განცხადებებს ეხმაურებიან,რომლებმაც განაცხადეს რომ უსაფრთხოების ზომები თავად არ დაიცვეს და კომპანია არაფერ შუაშია.

    არასამტავრობოში ამბობენ, რომ მათი  ამ განცხადების მიუხედავად,  კანონის შესაბამისად, პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოებასა და ზოგადად სამშენებლო უსაფრთხოებაზე უშუალოდ დამკვეთს ეკისრება.

    „თუ რეალურად გამოიკვეთება მუშების პასუხისმგებლობა, არ გამოირიცხება კომპანიის პასუხისმგებლობა, რადგანაც კომპანიას გააჩნია კანონმდებლობის თანახმად შრომის უსაფრთხოებაზე და სამშენებლო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განხორციელების ვალდებულება. ამ შემთხვევაში ასევე უნდა შეფასდეს, რატომ გახდნენ მუშები მსგავსი განცხადების გაკეთების იძულების ქვეშ. შესაძლებელია ფაქტობრივი გარემოებები აიძულებდნენ მუშებს, მსგავსი პოზიცია დაიკავონ,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ეთო გვრიტიშვილი.

  • ბერა ივანიშვილი შვილს ელოდება

    ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერა ივანიშვილმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად გადაღებული ფოტო დადო. ფოტოზე წყვილს ხელში პატარა ბავშვის წინდები უჭირავს. ბერა ივანიშვილი წერს, რომ ისინი ბავშვს ელოდებიან. „ჩვენი  პატარა ანგელოზი გზაშია“ – წერს ბერა.
    ბერა ივანიშვილმა და მოდელმა ნანუკა გუდავაძემ გასული წლის 11 ნოემბერს იქორწინეს.
  • “სვავის გეგმაა საქართველო ქართველების გარეშე“–სააკაშვილის ჩართვა ემიგრანტებთან

    მიხეილ სააკაშვილი დღეს იტალიის ქალაქ ბარიში ქართველ ემიგრანტებს შეხვედრაზე სკაიპით ჩაერთო. ინფორმაციას და მოკლე ვიდეოს ამის შესახებ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს:
    “ჩავერთე და ერთი საათი ვესაუბრე ჩვენს ულამაზეს ქალბატონებს იტალიის ქალაქ ბარიში. სვავის გეგმა არის “საქართველო ქართველების გარეშე” ჩვენი ამოცანაა “საქართველო ქართველებით და ე.ი ივანიშვილის გარეშე”.ქვეყნის მტერი მთავრობა, რომელიც მთელ ძალას ახმარს უცხოეთში თანამოქალაქეების გაყრას და უცხოეთის მთავრობებს ელაპარაკება, რომ როგორმე მათ ქართველები დაასაქმონ რათა აღარ მოუნდეთ საქართველოსკენ გახედვა. როგორცკი ივანიშვილს მოვაშორებთ, მაშინვე შევთავაზებთ ქართველებს დაბრუნების ღირსეულ პირობებს. გაიხსენეთ- ჩემი პრეზიდენტობის დროს სტატისტიკურად მეტი ქართველი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა ,ხოლო ივანიშვილის დროს ერთმა მილიონმა ადამიანმა მიატოვა მშობლიური კერა.“– წერს სააკაშვილი.

  • ზუგდიდში “ქართული ოცნების” ოფისთან 28 წლის მამაკაცი დაჭრეს

    ცოტა ხნის წინ,ზუგდიდში სოფელ გრიგოლიში 28 წლის ახალგაზრდას სამი ტყვია ესროლეს.ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2 “ავრცელებს.  დაჭრილი ბესიკ ლაგვილავას მდგომარეობა მძიმეა, დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აღენიშნება.

    „112-ის მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში. შინაგანი ორგანოების დაზიანებით. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში“ – აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი, მაია ესებუა.

    შემთხვევა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსია.

    ჯერჯერობით უცნობია, დაპირისპირების მიზეზი. თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებაში სამი პირი მონაწილეობდა, რომლებსაც სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდათ ერთმანეთში.

    შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

    უწყების ცნობითვე, დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

  • მორიგი შეფერხება მეტროში:სამგორიდან ვარკეთილის მიმართულებით გადაადგილება შეჩერდა

    მორიგი შეფერხება თბილისის მეტროპოლიტენში. საღამოს 22 საათისთვის ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებელი მგზავრებისგან დაცალეს და შესამოწმებლად ჩიხში გადაიყვანეს.  ისნის მეტროში მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს. მიზეზი ამჯერადაც ტექნიკური გაუმართაობაა.
    შეჩერდა  სამგორიდან ვარკეთილის მიმართულებით მეტროს გადაადგილება.მატარებლები მოძრაობდნენ ისნიდან სამასი არაგველის მიმართულებით.

  • “მე მგონია, რომ ივანიშვილი სისტემის მძევალი გახდა “-ეკა ბესელია

    “მე მგონია რომ სისტემის მძევალი გახდა ივანიშვილი”-ეს განცხადება ეკა ბესელიამ ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში გადაცემა “ბარიერში” გააკეთა.

    ბესელიამ “ქართული ოცნებიდან წამოსვლის მიზეზებსა  და ყოფილ თანამებრძოლებთან პრინციპულ განსხვავებებზე ისაუბრა. მისთვის მთავარი პრობლემა,  მოსამართლეთა სია და ის კანონპროექტია, რომლის განხილვა პარლამენტში დღესაც მიმდინარეობდა.

    დეპუტატმა ივანიშვილთან პოზიციების თანხვედრაზეც ისაუბრა.ბესელიას  აზრით, ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეთა კლანის მძევალია და სწორედ ამიტომ ვერ იღებს პრონციპულ გადაწყვეტილებას.

    “ესეთი განცდა მაქვს მე პირადად, რომ ის ნაწილი მოსამართლეების, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს ასრულებდა უკანონო დავალებებს, მათ ისე მოიძლიერეს თავი, რომ ამ სისტემის მძევალი გახდა ივანიშვილი”-განაცხადა ბესელიამ.

    ბესელიამ სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობაზეც ისაუბრა და პროგნოზი გააკეთა, რომ “ქართულ ოცნებას” კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს.

  • გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა

    გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განივითარების მინისტრის აღარ არის.  ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.  პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ,  ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას ნათია თურნავა შეცვლის.

    გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

  • პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო

    პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო. 

    ნინო ლომჯარიას პარლამენტში  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან  დაკავშირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა ესაუბრა, თუმცა  დებატების გამო, ომბუდსმენის მოსმენა ვერ მოესწრო.

    ლომჯარიას პარლამენტში  სავარაუდოდ, ხვალ მოუსმენენ.

    ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.