Category: არქივი

  • “ნინო გვენეტაძე ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა”-სახალხო დამცველი

    ნინო ლომჯარიამ პარლამენტში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით დეპუტატებს მოსაზრებები გააცნო.

    ომბუდსმენმა სიტყვით გამოსვლა სასამართლო სისტემაში არსებული ვიტარების შეფასებით დაიწყო.

    ნინო ლომჯარიამ სასამართლო სისტემაში  ზეწოლის ფაქტების არსებობაზე ისაუბრა  და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან მოულოდნელი გადადგომის ფაქტი გაიხსენა.

    „ალბათ, ყველას გვახსოვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე, ის სრულიად მოულოდნელად გასული წლის აგვისტოში გადადგა და მან მანამდე არაერთგზის გააკეთა განცხადება და აღნიშნავდა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი იუსტიციის საბჭოს მხრიდან. ეს არის მისი სიტყვებია. ჩვენ არ მოგვისმენია დამაჯერებელი განცხადებები მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გადადგომასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, მე პირადად შევხვედრილვარ ყოფილ მოსამართლეს, შევხვდი შარშან, რომელიც ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, რომელსაც, თავის მხრივ, ზურგს უმაგრებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს მოსამართლე საუბრობდა უამრავ პრობლემაზე, რომელსაც მას უქმნიდნენ და რაც აფერხებდა მის მოსამართლის მოვალეობის შესრულებას,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

  • “პრინციპულ საკითხად რჩება კანდიდატთა ნომინირების დასაბუთება და ფარული კენჭისყრის გაუქმება”-სახალხო დამცველი

    ამ წუთებში პარლამენტში სახალხო დამცველი  ნინო ლომჯარიას მოსმენა მიმდინარეობს.ლომჯარია  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს საკუთარ მოსაზრებას უზიარებს.

    ლომჯარიას შეფასებით, იუსტიციის საბჭომ კანდიდატები არა ფარული, არამედ ღია კენჭისყრით უნდა აირჩიოს.

    „პრინციპულ საკითხად რჩება კანდიდატთა ნომინირების დასაბუთება და ფარული კენჭისყრის გაუქმება. ასევე, კანდიდატებისთვის უფლებამოსილების მინიჭება, რომ გაასაჩივრონ პროცედურა, თუ ჩათვლიან, რომ დარღვეულია პროცედურა. ასევე, დაურეგულირებელი რჩება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნომინირების საკითხი, რომელიც ასევე წინ გველოდება. საბჭოს ყველა საერთაშორისო სტანდარტით ევალება, რომ დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლეების ნომინირებასთან დაკავშირებით. ეს არის ის სტანდარტი, რასაც ამბობს ყველა დასკვნა და ყველა საერთაშორისო დოკუმენტი, ამიტომ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ უზრუნველყოფს იმას, რომ არ იქნება თვითნებობა,“- განაცხადა ლომჯარიამ.

  • მშენებლობაზე დაღუპული 2 მუშის საქმეზე „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს “ხიმიჯ სერვის 2”-ის დირექტორი – 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

    მიმდინარე წლის 31 მარტს, შპს “ხიმიჯ სერვის 2”-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
    ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს “ხიმინჯ სერვის 2”-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.
    გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს “ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორს.
    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • “წარჩინებულ მოსწავლეებს მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ” – ბახტაძე

    პრემიერ – მინისტრის ინიციატივით,  წარჩინებულ მოსწავლეებს მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ.

    პრემიერის თქმით, სიახლე დღეიდან დაინერგა და დღევანდელ  მთავრობის სხდომას კომაროვის სკოლის ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული 5 მოსწავლე დაესწრო.

    „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ნებისმიერი შენობა, მათ შორის ადმინისტრაცია, იყოს ღია ყველასთვის, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. შესაბამისად, ვიწყებთ სპეციალურ ინიციატივას, რომელიც მოსწავლეებს აქ მოსვლის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ბახტაძემ.

  • ლიეტუვას პრეზიდენტი ეკონომ კლასით დაფრინავს

    ლიეტუვას პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე ეკონომ კლასით დაფრინავს. 

    ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე “მოგზაურთა კლუბის” ჯგუფში  ერთ-ერთი მგზავრის მიერ გადაღებული ფოტო გამოჩნდა. ფოტოზე თვითმფრინავის  სალონში ჩანს ლიეტუვას პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე, რომელიც ეკონომ კლასით მგზავრობს. პოსტის ავტორის ინფორმაციით, ლიეტუვას პრეზიდენტი  ლონდონში მიფრინავს.     

  • როდის გამოიდარებს საქართველოში-სინოპტიკოსების პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  2 დღის განმავლობაში დაბალი ტემპერატურა  შენარჩუნდება. 20 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსი იქნება.

    სინოპტიკოსების ცნობით, 21-22 აპრილს შედარებით დათბება  და ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს.

    გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე 20 აპრილს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი.

    21-22 აპრილს  ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია მცირე თოვლი.

  • ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენეს

    აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრთა უმრავლესობით დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძე გათავისუფლდა.

    საბჭოს ხუთი წევრიდან 4-მა წევრმა ხმა მისცა კაპანაძის თანამდებობიდან ვადამდელ გათავისუფლებას.

    11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის  უნდობლობის პროცედურის დასაწყებად.

    გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძის არჩევას აპირებენ.

    მანამდე კი დროებით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე ნათია ზოიძე შეასრულებს.

  • აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ

    აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა, თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ- ამის შესახებ ინფორმაციას  „ბათუმელები” ავრცელებს.

    “ბათუმელების” ცნობით, თორნიკე მჟავანაძე უკვე ოთხი წელია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მუშაობს. 

    ამ წუთებში ბორდის სხდომა მიმდინარეობს. თუკი  ნათია კაპანაძეს ბორდი გადააყენებს, 10 დღეში ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

    ტელევიზიის ახალი დირექტორის შარჩევამდე, დირექტორის მოვალეობას ავტომატურად კაპანაძის მოადგილე შეასრულებს.

    აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე მაუწყებლის განვითარების დარგში  ნათია ზოიძეა.