„საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

Written by

in

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბრალდებულებმა, რომლებსაც ევალებოდათ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს, შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან, ე.წ. „ატკატის“ სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2 440 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *