“წარჩინებულ მოსწავლეებს მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ” – ბახტაძე

Written by

in

პრემიერ – მინისტრის ინიციატივით,  წარჩინებულ მოსწავლეებს მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ.

პრემიერის თქმით, სიახლე დღეიდან დაინერგა და დღევანდელ  მთავრობის სხდომას კომაროვის სკოლის ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული 5 მოსწავლე დაესწრო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ნებისმიერი შენობა, მათ შორის ადმინისტრაცია, იყოს ღია ყველასთვის, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. შესაბამისად, ვიწყებთ სპეციალურ ინიციატივას, რომელიც მოსწავლეებს აქ მოსვლის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ბახტაძემ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *