Category: არქივი

  • ავსტრალიაში სამთვალიანი გველი იპოვეს

    მარტში ავსტრალიაში რეინჯერებმა ქალაქ დარვინთან ახლოს რეინჯერებმა სამთვალიანი გველი იპოვნეს. სამთვალიანი გველის ფოტო ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის პარკებისა და ველური ბუნების დაცვის სამსახურმა გაავრცელა.

    BBC“-ს ცნობით პატარა პითონი მარტში ავტომაგისტრალზე იპოვნეს და პოვნის შემდეგ რამდენიმე კვირაში მოკვდა.

    პითონის სიგრძე 40 სანტიმეტრია როგორც ექპსერტები ამბობენ გველის თავზე მესამე თვალი ბუნებრივი მუტაციის შედეგია.

    {{PHOTOGALLERY}}

  • გია ჯაჯანიძე საკუთარი პროდიუსერის “იმედიდან “ გაშვებაზე კომენტარს არ აკეთებს

    “სხვა რაკურსის“ წამყვანი გია ჯაჯანიძე საკუთარი პროდიუსერის მაია სტეფნაძის „იმედიდან“ გაშვებაზე კომენტარს არ აკეთებს.

    მომხდარზე განმარტებას არც ტელეკომპანია “იმედში” აკეთებენ. 

    შეგახსენებთ, რომ გია ჯაჯანიძის პროდიუსერი, მაია სტეფნაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. თავად სტეფნაძე სამსახურიდან გათავისუფლებას საკუთარ ფეისბუქ პოსტს უკავშირებს. 

    ჯაჯანიძის პროდიუსერმა ამის შესახებ განცხადება  ფეისბუქში გუშინ საღამოს დაწერა და  იმედის ხელმძღვანელობა ცენზურაში დაადანაშაულა.

  • “რა გზავნილია ეგ?” – ბოკერიამ გახარიას „რეალითი შოუდან“ პარლამენტში კადრები აჩვენა

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მყოფ შინაგან საქმეთა  მინისტრს,  „ევროპული საქართველოს“  ლიდერმა გიგა ბოკერიამ წინასწარ მომზადებული ვიდეოკოლაჟი აჩვენა.

    „ეს არის კადრები რეალით შოუდან, თქვენ აქ საუბრობდით დისკრედიტაციის კამპანიაზე პოლიციის წინააღმდეგ და აპოლიტიკურობის პრინციპზე. იცით, თუ არა, რომ ამ კოლაჟში მოცემულ ინციდენტებზე მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ ესხმოდნენ თავს, პოლიციელებს ესხმოდნენ ფიზიკურად თავს და აღბეჭდილია ვიდეოზე. რამდენი ადამიანი დაისაჯა სისხლის სამართლებრივი წესით და რამდენი იხდის სასჯელს?! – არცერთი. ეს ფაქტი უწყობს თუ არა ხელს პოლიციის დისკრედიტაციას, რომ არ ისჯებიან ასეთი ინციდენტებისთვის?! ამ ინციდენტებისთვის, სადაც აღბეჭდილი არიან პოლიციელები როგორ ურტყამენ და ამისთვის ისინი არ ისჯებიან. რა გზავნილია ეს კანონის უზენაესობისთვის?!“, – განაცხადა ბოკერიამ.

  • სოციალური ქსელები შეფერხებით მუშაობს

    სოციალური ქსელები შეფერხებით მუშაობს. ფეისბუქი და ინსტაგრამი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სრულად გათიშული იყო.

    ამ დროისთვის შეფერხებით მუშაობს  ფეისბუქის სასაუბრო ფუნქცია მესინჯერიც, რომელზე წვდომაც მომხმარებელს ამ ეტაპზე საერთოდ არ აქვს.

    შეფერხების მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

  • პრეზიდენტმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა.

    „საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს დილით ხელი მოაწერა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს, რომელიც გადმოგზავნილი იქნა საქართველოს პარლამენტიდან. პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად დოკუმენტში მეორე მოსმენით გათვალისწინებულ იქნა ის პრინციპული რეკომენდაციები, რომელიც ასახული იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში. განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე შერჩევას და პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს რომ ზურაბიშვილმა აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე უარი მიიღო

    საგარეო საქმეთა სამინისტრო  უარყოფს ფაქტს რომ  საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე უარი მიიღო.უწყების თანახმად, პრეზიდენტის ვიზიტზე დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს მუშაობა და თარიღებზე საუბარი ნაადრევია.  კურიერის” ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან უარი მოუვიდა.

    სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 31 იანვარს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა მანამდე სურდა, სანამ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდებოდა. ზურაბიშვილის განაცხადებით, ამ თხოვნით მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა მიმართვა გაგზავნილი. გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს აშშ-ში ვიზიტზე უარი უთხრეს.

    „არის შეტანილი თხოვნა ვაშინგტონში, რომ სამუშაო ვიზიტი გაიმართოს, რამდენად ეცლება ჩემთვის ვერ გეტყვით“, – ასე ციტირებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

  • გახარია დეპუტატების კითხვებს ცარიელ დარბაზში პასუხობს

    გიორგი გახარია დეპუტატების კითხვებს თითქმის ცარიელ დარბაზში პასუხობს.

    შესვენების შემდეგ გახარია დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს, თუმცა დარბაზში უმრავლესობის წევრები არ იმყოფებიან.

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ეს ფაქტი პარლამენტის მიმართ უპატივცემულობად შეაფასა, რასაც ირაკლი კობახიძეც დაეთანხმა და იმედი გამოთქვა რომ დეპუტატები სხდომას  შემოუერთდებიან.

    შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში იმყოფება.

  • “მეუფე იობ! რასაც აკეთებთ და ამბობთ არაა პარტიოტიზმი”-უგულავა მეუფე იობს აკრიტიკებს

    “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მეუფე იობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

    „თუ ასე გაგრძელდა რელიგიური კონფლიქტი გარდაუვალია, რა დროსაც ჩვენს წმინდა მიწას ჩვენი ძალით დავიცავთ,“ – მეუფე იობი. ეს განცხადება არის უმაღლესი დონის პროვოკაცია. ყველა აქცენტი რაც მეუფე იობმა გააკეთა არის მიმართული შუღლის გაღვივებაზე და არა პრობლემის მოგვარებაზე. ნაცლად საკუთარი უვარგისი მთავრობის პასუხისმგებლობისა (რომელიც მხოლოდ სიტყვის მასალად იხმარა მეუფე იობმა), მოვისმინეთ გაკვირვებული მოწოდება – რატომ არ გადავიდნენ ჩვენი მესაზღვრეები იქეთ მხარეს.
    მეუფე იობ! რასაც აკეთებთ და ამბობთ არაა პარტიოტიზმი. დღეს თქვენ საზოგადოებას მღვდელი გაპონი გაგვახსენეთ. სირცხვილია!”-განაცხადა უგულავამ.

    მეუფე იობმა მეუფე იობმა დავით გარეჯთან დაკავშირებით მწვავე განცხადება გააკეთა და  ქართველი მესაზღვრეები  გააკრიტიკა. მისი თქმით,  მათ ტერიტორია ვერ დაიცვეს.

    „მე გაოცებული ვარ, რატომ ვერ შეძლეს ჩვენმა მესაზღვრეებმა იქით გადასულიყვნენ და დაეცვათ ეს ტერიტორია. პირიქით, ისინი ზემოთ ამოდიან და უკვე მათთვის ეს ადგილი ყოფილა სამხედრო თვალსაზრისით, სტრატეგიული დანიშნულების ადგილი. სიმაღლეები არის და ფაქტობრივად, ეს რისთვის სჭირდება ამ მესაზღვრეებს, აზერბაიჯანის მხარეს? სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაკონტროლონ იქით. თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, მუსულმან ქვეყნებზე, რომ ჩვენი მეგობრები და ჩვენი ძმები არიან. ეს იცით, რას ნიშნავს, რომ ქრისტიანმა თქვას, რომ ეშმაკის მიმდევარი და ეშმაკის მსახური ჩვენი მეგობარია. მათზე არის სულიერი დამღა მუსულმანობის და ისტორიული მეხსიერება ჩვენ არ გვღალატობს და გვახსოვს, რომ ყოველთვის განსაცდელები ასეთი ქვეყნებიდან მოდიოდა. ტაო-კლარჯეთი თურქეთში, ყარაის ველი და ჰერეთი აზერბაიჯანში, ლორე-ტაშირი სასომხეთში, სოჭი, აფხაზეთი, ახლა სამაჩაბლო რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია,“ – განაცხადა მეუფე იობმა.

  • “გამოუყავით ადგილი, რომელიც ქვეყნის გამარჯვებებთან და სიწმინდეებთან კავშირში არაა”-დეპუტატი ლგბტ თემზე

    პატრიოტთა ალიანსის წევრმა, გიორგი ლომიამ შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვა,  რომ ლგბტ თემს მსვლელობისთვის გამოუყონ ცალკე  ისეთი ადგილი, რომელიც ქვეყნის გამარჯვებებთან და სიწმინდეებთან დაკავშირებული არ არის. ჰომოფბიური შინაარსის განცხადება დეპუტატმა პარლამენტში გააჟღერა.

    “მინდა გთხოვოთ, მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს მდგომ საზოგადოებას შორის. დაელაპარაკოთ ამ მსვლელობის ორგანიზატორებს, რომ უარი თქვან მსვლელობაზე, რათა ამან არ გამოიწვიოს ვნებათაღელვა ქვეყანაში, გთხოვოთ რომ  გამოუყოთ ადგილი,სადაც ისინი შეგროვდებიან, ოღონდ ის ადგილი არ უნდ აიყოს დაკავშირებული  ქვეყნის გამარჯვებებთან და არც ჩვენ სიწმინდეებთან”, — განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ლომიამ.

    შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას “მინისტრის საათის” ფარგლებში პარლამენტში უსმენენ.

  • “რატომ არ იძიებთ იმ საქმეებს, სადაც ხელისუფლების ზონდერები მონაწილეობენ?”- გოცირიძე გახარიას

    რომან გოცირიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს   ის საქმეები ჩამოუთვალა, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია. დეპუტატის აზრით, უამრავ დანაშაულში ჩართული თავად მთავრობაა.

    „ხელისუფლება სჩადის უამრავ დანაშაულს და ჩვენ ვისწავლეთ, თქვენი გამონათქვამებიდან ამოვიცნოთ, როდის არის ამა თუ იმ შემთხვევაში ხელისუფლება დამნაშავე. დამნაშავეა მაშინ, როდესაც არ იძიებს საქმეებს და როდესაც თქვენი განმარტება იწყება ასე: დაველოდოთ „გამოძიებას“. „დაველოდოთ გამოძიებას“ ნიშნავს, რომ საქმე არ იქნება გამოძიებული, „დაველოდოთ გამოძიებას“ ნიშნავს, რომ გამოსაძიებელი საქმე ეხება ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულს“, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.