გია ჯაჯანიძე საკუთარი პროდიუსერის “იმედიდან “ გაშვებაზე კომენტარს არ აკეთებს

Written by

in

“სხვა რაკურსის“ წამყვანი გია ჯაჯანიძე საკუთარი პროდიუსერის მაია სტეფნაძის „იმედიდან“ გაშვებაზე კომენტარს არ აკეთებს.

მომხდარზე განმარტებას არც ტელეკომპანია “იმედში” აკეთებენ. 

შეგახსენებთ, რომ გია ჯაჯანიძის პროდიუსერი, მაია სტეფნაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. თავად სტეფნაძე სამსახურიდან გათავისუფლებას საკუთარ ფეისბუქ პოსტს უკავშირებს. 

ჯაჯანიძის პროდიუსერმა ამის შესახებ განცხადება  ფეისბუქში გუშინ საღამოს დაწერა და  იმედის ხელმძღვანელობა ცენზურაში დაადანაშაულა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *