პარლამენტში აქტივისტებსა და დეპუტატ მამუკა მდინარაძეს შორის შელაპარაკება მოხდა.სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრები პარლამენტში წითელი ბარათებით და ტრანსფარანტებით მივიდნენ.როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრი ანა ჭარხალაშვილი ამბობს, აქტივისტები სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აპროტესტებენ.წითელი ბარათების აქცია შაბათს ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართება.
Category: არქივი
-
მიუღებელია გამოხატვის თავისუფლება არ დაიცვას მედიასაშუალებამ- მესამე სექტორი სტეფანაძის განცხადებაზე
მესამე სექტორის წარმომადგენლები პროდიუსერ მაია სტეფანაძის განცხადებას გამოეხმაურნენ. გია ჯაჯანიძის პროდიუსერი, მაია სტეფნაძე გუშინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ სტეფნაძე ფეისბუქში წერს და იმედის ხელმძღვანელობას ცენზურაში ადანაშაულებს. სტეფნაძემ სამსახურდან გათავისუფლებამდე ფეისბუქ გვერდზე პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა.მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, ძალიან სახიფათოა, როცა მედიის ხელმძღვანელმა აზრის გამოხატვის გამო სამსახურიდან თანამშრომელი გაათავისუფლოს.სტეფნაძემ კონსულტაციების გავლა უკვე დაიწყო იურისტებთან. ის შეხვდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს.
„როდესაც ჟურნალისტს საკუთარი გამოხატვის გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ინტერესის საგანი. ჩვენ შევეცდებით, გავარკვიოთ, რეალურად რა მოხდა. მეტი დეტალი ამ წუთას არ გვაქვს, რაც თავად მაია სტეფნაძემ თქვა. ჩემი აზრით, ეს არის სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელი, როდესაც შეიძლება გამოხატვის თავისუფლება არ დაიცვას თავად მედიასაშუალებამ,“ – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა.
„ერთი მხრივ, ამ ტიპის გადაწყვეტილებები შეიძლება საგანგაშო იყოს, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რა წინაპირობები არსებობდა მთელ ამ პროცესში. გვახსოვს ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტების საქმეები, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაურკვევლ პირობებში გათავისუფლებული ჟურნალისტის საქმე. თუ ეს მხოლოდ დაკავშირებულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო გათავისუფლებას და საუბარი იმაზე, რომ ეს არ ემთხვევა არხის პოზიციას, ეს უფრო მეტად შემაშფოთებელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს,“ – განაცხადა „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
„ის, რაც გვესმის, ეს არის სწორედ პოლიტიკური გავლენები მედიაში, სამწუხაროა. პოლიტიკის გამო, არ უნდა ზიანდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მედიაში მუშაობენ,“ – განაცხადა ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა.
-
ბესელიამ ფარული ჩანაწერების საქმეზე გახარიას შეკითხვით მიმართა
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მინისტრ გახარიას პარლამენტის სხდომაზე შეკითხვით მიმართა.
“ამ დარბაზში ორმა ადამიანმა დასვა კითხვა პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფაზე. ერთი არის იმ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელთა დროსაც ეს უკანონო ჩანაწერი განხორციელდა, მეორე კითხვის ავტორი კი იმ ხელისუფლების წარმომადგენელია, რომლის დროსაც ეს უკანონო ჩანაწერი რამდენჯერმე გავრცელდა. ორივეს პასუხისმგებლობას ვხედავ ამ პროცესში.
რადგან ორივემ დასვა ეს კითხვა, აქ მე ვამატებ მესამეს, ამ სამი თვის თავზე გამოძიებას პასუხი არ აქვს მთავარ კითხვაზე – ვინ დაგეგმა და რა მიზნით. რაღაცეები შეიძლება იყოს სახელდებული.. ჩვენი მოქალაქეები მათი პირადი და ოჯახური საიდუმლოს კუთხით, დაცულები არიან თუ არა? “- მიმართა ბესელიამ შს მიმისტრს.
-
“არ გინდოდათ რძე და ყველი”-სააკაშვილი ზურაბიშვილზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აშშ-მ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტზე უარი უთხრა.
“აბა დაფიქრდით – ჩემი პრეზიდენტობის დროს 4ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და სამჯერ ვიცე-პრეზიდენტი, ინაგურაციაზე და ისედაც ბევრჯერ სახელმწიფო მდივანი. დამისახელეთ ისრაელის სახელმწიფო მდივნის გარდა,რომელიმე სხვა პატარა ქვეყანა,რომელსაც ერგო ამდენი პატივი..
ამაზეა ნათქვამი “არ გინდოდათ რძე და ყველი”… და ახლა გვაქვს აი ეს”- წერია სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე.
-
საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაპირისპირება ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ მოხდა. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მინისტრი გახარია კრიმინალებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
“უშუალოდ თანამშრომლობთ კრიმინალებთან. როგორ ბედავთ თქმას, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას? უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებს და თქვენ ხართ ასეთი ადამიანი“, – მიმართა ნიკა მელიამ შინაგან საქმეთამინისტრს.
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რუსეთისგან, დაკისრებული თანხის გადახდას მოითხოვს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რუსეთისგან, “დეპორტირებულების საქმეზე” სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. საქმე ეხება რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე განხორციელებულ ქართველების მასობრივ დეპორტაციას და მათი უფელებების შელახვის ფაქტს.
“იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან „დეპორტირებულების საქმის“ უახლოეს სხდომაზე გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა მოითხოვა.
„დეპორტირებულების საქმეზე“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით (რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო) რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა. ეს თანხა განაწილდება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ პირებზე.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ 3 თვიან ვადაში (2019 წლის 1 მაისამდე) რუსეთმა არ გადაიხადა დაკისრებული თანხა, იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან მყისიერად მოითხოვა საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და უახლოეს სხდომაზე დებატების გამართვა. მინისტრთა კომიტეტს აგრეთვე ეთხოვა ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით რუსეთისგან ოფიციალური განმარტების მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიღება.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება.”- ნათქვამია განცხადებაში
-
“სისტემური ხასიათი მიიღო პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობამ”-გახარიას პარლამენტში უსმენენ
“სისტემური ხასიათი მიიღო პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობამ”- გიორგი გახარიამ პარლამენტში მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სახელით დაიწყო და აღნიშნა რომ საზოგადოების ნაწილი ცდილობს პოლიცია მხარე გახადოს.
“შსს-ს პოზიცია არის რომ პოლიცია არის აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო, როდესაც ესეთ მცდელობებს აქვს ადგილი ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი..სისტემური ხასიათი მიიღო პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობამ, აქაც უნდა გავიხსენოთ რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა დავუფრთხილდეთ ყველა ერთად”
ამ წუთებში პარლამენტში გიორგი გახარიას “მინისტრის საათის” ფარგლებში უსმენენ.
ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. საპარლამენტო ოპოზიცია აპირებს მინისტრს მწვავეკითხვები დაუსვას,ძირითადი საკითხი არის 21 აპრილს პანკისში განვითარებული მოვლენები.
-
“თიბისი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ივანიშვილის მიერ გამოგონილი ამბავია”- ფადი ასლი
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი მიიჩნევს, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი მათ დისკრედიტაციას ემსახურება და ანაკლიის პროექტს მნიშვნელოვნად აზარალებს.
“გამოძიება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სავარაუდო ფულის გათეთრების საქმეზე, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოგონილ ამბავს, რომელიც მათი დისკრედიტაციის, ასევე ანაკლიისა და მისი კრედიტორების საქმიანობისთვის ზიანის მიყენების მიზნით არის შექმნილი. ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ გასცეს ინსტრუქცია ამ აბსურდული საქმის დახურვასან დაკავშირებით, რადგან ის ახდენს საქართველოს, ხელისუფლების და თავად ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. ამ საქმის მაგივრად პროკურატურამ უნდა გამოიძიოს თიბისი ბანკზე კიბერთავდასხმა. სრულიად მიუღებელუია, რომ თითქმის 9 თვის შემდეგ, არავინ იცის თუ რა მოხდა. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო კიბერთავდასხმაზე პრეზიდენტის ტვიტრერის გვერდზე, რაც ასევე აბსურდია,”-აცხადებს ფადი ასლი.
-
“დავითიანნი” არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს იხდის
ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი” 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოძრაობა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს იხდის.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომლებთანაც საბოლოო შეთანხმება ბოლომდე არ იყო მიღწეული.
“ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გარცელდა არასწორი ინფორმაცია და კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები რომელთანაც შეთანხმება ბოლომდე არ გვქონდა დასრულებული. სამწუხაროდ, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ იგი აღარ გადამოწმებულა.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ეს იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საჯარო სივრცისთვის არ იყო განკუთვნილი. მაინც იგი არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით.”-ნათქვამია განცხადებაში.