Category: არქივი

  • თბილისის ნაწილს არც წყალი მიეწოდება

    თბილისის ნაწილს წყალიც არ მიეწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალური განცხადებას ავრცელებს.

    „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით დღეს, 2 მაისს, 18:11 წუთზე 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი ავარიულად გაითიშა, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, მათ შორის თბილისის ნაწილს.

    ელექტროენერგია შეეზღუდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის, ნუცუბიძის, ვაზისუბნის I აწევის, მუხრანის და კაიშაურის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურებს, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

    ვაკე-საბურთალოს და კრწანისის რაიონების ნაწილს; ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ელიას და ლოტკინის დასახლებას.

    კომპანიის სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება აღდგება.

    წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

  • საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მზია თოდუას შეხვდა. 

    მზია თოდუამ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი დაათვალიერებინა, რომელიც 2013 წლის 15 მაისს, მოსამართლის დღეს, უზენაესი სასამართლოს შენობაში გაიხსნა.

    მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახით შენარჩუნებულია ისტორიული ე.წ. „1 დარბაზი“, რომელიც აღჭურვილია 70-იანი წლების ავეჯით. ამ დარბაზში იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის ე.წ. „თვითმფრინავის გამტაცებელთა“, ,,მხედრიონელთა“ და სხვათა საქმეები.

  • ვარკეთილში მხუთავი აირით 4 არასრულწლოვანი მოიწამლა

    ვარკეთილში  ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 4 არასრულწლოვანი მხუთავი აირით მოიწამლა. ბავშვები ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ექიმების თქმით მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.  ბუნებრივმა აირმა მაშინ გაჟონა, როდესაც სახლში წყლის გამათბობელი იყო ჩართული. შემთხვევის დროს, ოთხივე არასრუწლოვანი ერთ ოთახში იმყოფებოდნენ. მოზარდებს თავბრუს ხვევა და ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ.

    „შემოსვლისას გამოხატული იყო სისუსტე, ძილიანობა, პერიოდულად აღგზნება, ჭირვეულობა. სხვა პარამეტრები ისეთ განსაკუთრებულ ყურადღებას არ იპყრობდა. იყო ციანოზურები ფერმკრთალი კანით. ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები და დაიწყო შესაბამისი მკურნალობა. შემოსვლისას ცნობიერება უკვე აღენიშნებოდა ორივეს, მაგრამ გააქტიურდნენ, ადექვატურები არიან ამ ეტაპისათვის. მკურნალობა გრძელდება, დინამიკაში დაკვირვება გრძელდება, სავარაუდოდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – განაცხადა ექიმმა.

    როგორც ბინის მეპატრონე  ჰაიდა ალშაფეის აცხადებს, სახლში გაყვანილობის მხრივ ყველაფერი წესრიგში იყო. ადგილზე, ამ დროისთვის, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

    „იორდანელები იყვნენ და აქ დაქირავებული ჰქონდათ. ერთი ორი თვე იქნება. ზუსტად არ ვიცი, პატარა ბავშვები იყვნენ მარტო სახლში, დედამისს და მამამისს დაუტოვებიათ, წასულან სადღაც და პატარა ბავშვები იყვნენ და ეტყობა პატარა ბავშვს გაზი ჰქონდა ჩართული და მე მგონი, მოიწამლნენ. ყველაფერი წესიერად არის“ – განაცხადა ბინის მეპატრონემ.

  • ქვეყნის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

    ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც დედაქალაქისა და რეგიონების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დედაქალაქის რაიონების გარდა, ელექტროენერგია გათიშულია რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში. “გათიშვის მიზეზებს ვადგენთ. ეს ჩვენგან  გამოწვეული არ ყოფილა“-აცხადებენ თელასში.ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა.

  • “მეტს არაფერს არ აკეთებთ ქრთამის აღების გარდა”-მელია გახარიას

    “არაფერს არ აკეთებთ ქრთამის აღების გარდა”-“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გიორგი გახარიას მიმართა.

    “სანამ სარკაზმით დაიწყებდეთ საუბარს იმ უმტკივნეულეს საკითხებზე, რომელიც ასი ათასობით ადამიანს აწუხებს, კარგად დაფიქრდით ბატონო გახარია, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში თქვენ პრობლემების,სირარიბის და  კრიმინალის გარდა არაფერი არ მოგიტანიათ, რაც მინისტრი ხართ, 55 პროცენტით გაიზარდა დანაშაული. 90 პროცენტით ქრთამის აღების ფაქტი არის გაზრდილი საჯარო მოხელეების მხრიდან, თქვენივე გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით. მეტს არაფერს არ აკეთებთ ქრთამის აღების გარდა,თქვენ თვითონ რამდენს იღებთ საინტერესოა”-მიმართა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრს.

    შეგახსენებთ, რომ გახარიას მოსმენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფარგლებში მიმდინარეობს.

  • თიბისი უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს

    თიბისი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის „Payme“-ის შეძენით შევიდა. ამ ტრანზაქციით, თიბისი 50%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება. ამის თაობაზე დღეს, თიბისის სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომელსაც თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და Payme-ის დამფუძნებელი სარვარ რუზმატოვი ესწრებოდნენ.

    განხორციელებული ტრანზაქცია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან შესაბამისობაშია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა.

    ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. თიბისი ამჟამად უზბეკეთში ავითარებს ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით.
    „Payme“ უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1.3 მილიონ მომხმარებელს აწვდის. სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, P2P გადარიცხვების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე დაფუძნებული და ელექტრონული კომერციის შესყიდვების მომსახურებებს. „Payme“ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იზრდება და 2018 წელს სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა.

    ამ ტრანსაქციის პროცესში, თიბისი ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი Grant Thornton იყო, საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი – Baker & McKenzie LLP, ხოლო CentilLaw ადგილობრივი იურდიული მრჩეველი.

  • ტელეკომპანია “იმედიდან“ გათავისუფლებული პროდიუსერის საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის

    მაია სტეფნაძის საქმეს, რომელიც ტელეკომპანია “იმედიდან”, სავარაუდოდ,ფეისბუქის სტატუსის გამო გაათავისუფლეს, სახალხო დამცველი შეისწავლის.

    ნინო ლომჯარიასსაქმეში პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავს.

    „გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ სწორედ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში შევისწავლოთ ქალბატონი მაიას გათავისუფლების საქმე, ვინაიდან ის გარემოებები, რასაც ქალბატონი მაია საუბრობს, შეიცავს პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვისმინოთ ორივე მხარის განმარტება და უახლოეს პერიოდში ჩვენ დავიწყებთ აღნიშნული საქმის შესწავლას,“ – განაცხადა ლომჯარიამ.

    მაია სტეფნაძემ გათავისუფლების ფაქტის სესახებ სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს დაწერა. მისი მტკიცებით, სამსახურიდან გაშვების მიზეზი ფეისბუქზე გაკეთებული ის განცხადება გახდა, სადაც მან ხელისუფლება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო გააკრიტიკა.

  • “სამეფო კარის თამაშების” მაყურებელთა რეაქცია არიას მიერ ღამის მეფის მოკვლაზე

    ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ბარში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სერიალის “სამეფო კარის თამაშების” ჩვენებები იმართება.  ცნობილი სერიალის მესამე ეპიზოდი ყველასათვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი ეპიზოდის დასასრულს განვითარებული მოვლენები როდესაც არია სტარკმა ყველასათვის საზარელი ღამის მეფე ხანჯლით განგმირა.

  • “ეს იქედნური ღიმილი მოიშორეთ”-დაპირისპირება ბოკერიასა და ჩუგოშვილს შორის

    გიგა ბოკერიასა და თამარ ჩუგოშვილს შორის კამათი რეგლამენტის საკითხზე დაიწყო. ბოკერიამ, მინისტრის არყოფნის გამო, მოითხოვა მისი დრო მაშინ ჩართულიყო, როდესაც გახარია სხდომათა დარბაზში დაბრუნდებოდა. თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა რომ დროის დამატებას არ აპირებდა, რასაც ბოკერიას გაღიზიანება მოჰყვა.

  • “ორმაგი მოქალაქეობა არ მაქვს”-გახარია

    შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ის საქართველოს მოქალაქეა.

    გახარიას თქმით, მოქალაქეობა მას სააკაშვილმა მიანიჭა, ხოლო ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს.

    „ორმაგი მოქალაქეობა არ მაქვს და ბევრი წელია, არც მქონია. ამაზე ბევრჯერ გავაკეთე განცხადება და კიდევ გავაკეთებ. სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქეობა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა ისიც  ბევრი წლის წინ“, – განაცხადა გახარიამ.