Category: არქივი

  • საგარეჯოში მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა

    საგარეჯოში,  სოფელ ყანდაურაში, 85 წლამდე მამაკაცმა, შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე დაჭრილია მისი მეუღლეც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი.

    როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ შვილს და რძალს ესროლა,შემდეგ კი,  დასახმარებლად შესული მეზობლები მოკლა.

    ადგილობრივების თქმით, მომხდარი შემთხვევის გამო  ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

  • “ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე” – ევროკავშირის ელჩი

    საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი უზენაესი  მოსამართლეების შესახებ კანონის მიღებაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უმრავლესობამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო.  

    „ძალზე მნიშვნელოვანია გამჭირვალე და სანდო პროცედურების არსებობა, როდესაც საქმე მოსამართლეების დანიშვნას ეხება. ჩვენ, ევროსაბჭოსა და შეერთებულ შტატებთან ერთად აქტიურდ ვიყავით ჩართულები ამ პროცესში, რჩევების გაცემის კუთხით. რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, თანხვედრაშია იმ მიზნებთან რომელთა მიღწევა ჩვენ ვცადეთ. ვფიქრობ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე.

    მოცემულ ვითარებაში მნიშვნელოვანია განაცხადების მიღების პროცესი წინ წავიდეს. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე განაცხადების მიღების პროცედურებთან დაკავშირებით პარლამენტს და მის ცალკეულ წევრებს დაეკისრება. ეს პროცესი შეიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც კანდიდატების კვალიფიკაციასა და რეპუტაციას ეხება,”- განაცხადა  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა.

  • თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის შედეგად თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა- ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ეს საქმე პირველია საქართველოში, რომელშიც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს ვალდებულება მოახდინოს თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორ ფემიციდის ფორმის პრევენცია.

    საიას სარჩელის საფუძველზე ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმის გამო, რომ მიუხედავად პოლიციისათვის არაერთგზის მიმართვისა ვერ მოხერხდა ოჯახში სისტემატური ძალადობისა და ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის პრევენცია.

    აღნიშნულ საქმეზე, თვითმკვლელობის ფაქტამდე, ქალს 16-ჯერ ჰქონდა სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართული ოჯახში ძალადობის გამო. საია შსს-ს და პროკურატურას ამ მიმართვებზე არასათანადო რეაგირების გამო ედავებოდა, რომელსაც ტრაგიკული შედეგი – თვითმკვლელობამდე მიყვანა მოჰყვა.

    ეს არის მესამე საქმე, რომელზეც საია სახელმწიფო ორგანოებს ფემიციდის გამო ზიანის ანაზღაურებაზე ედავება. პირველი ორი საქმე ოჯახში ძალადობის შედეგად განზრახ მკვლელობას ეხებოდა, რომლის პრევენცია სახელმწიფო ორგანოებმა ვერ მოახდინეს.

  • დღეს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

    დღეს, პარლამენტში პლენარულ სესიაზე სუს-ის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

    გომელაური ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.სხდომა კითხვა-პასუხის დროს დახურული იქნება. ნახევრადდახურული ფორმატი მიუღებელია ოპოზიციიასთვის.

    უმრავლესობის განმარტებით, რომ სხდომის დახურვა იმ ინფორმაციების გასაჯაროების თავიდან აცილების მიზნით ხდება, რამაც შესაძლოა, სახელმწიფო ინტერესების დააზიანოს.

    ვახტანგ გომელაურის დეპუტატების წინაშე პარლამენტში 12:00 საათზე წარსდგება.

  • ზუგდიდში “ქართული ოცნების” ოფისს მეხი დაეცა

    ზუგდიდში, მეუნარგიას ქუჩაზე “ქართული ოცნების” ოფისს მეხი დაეცა, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ეკიპაჟი. ვიდეოს ერთ-ერთი ადგილობრივი ავრცელებს.

  • თამარაშვილის ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა

    თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. იყო ქვების ცვენა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან.

  • “ივანიშვილის შნირები ესეთ ადგილებში ვერ გულაობენ“–სააკაშვილი ემიგრანტებს მიუნხენში ეპატიჟება

    მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა მიუნხენში, ქალაქის ცენტრში მდებარე ხელოვნების ცენტრში 12 მაისს შედგება. ანონსის მიხედვით შეხვედრას ევროპის კონფერენცია ქვია. სააკაშვილმა შეხვედრის წინ ვიდეომიმართვაც ჩაწერა, რომელშიც ამბობს, რომ მთელი ევროპიდან ჩასული ქართველები იმსჯელებენ ბევრ თემატურ საკითხზე, რომელც ეხება საქართველოს გადარჩენას.
    “როგორ პრაქტიკამ გვაჩვენა ივანიშვლის შნირები, მათივე ტერმინებით რომ ვილაპარაკოთ, ვერ გულაობენ ესეთ ადგილებში. გერმანული პოლიცია ძალიან მაგრად იცავდა შეხვედრებს ჰანოვერში, ბერლინში და განსხვავებით ბელგიისგან და საფრანგეთისგან იქ იქნება აბსოლუტური წესრიგი, რომ კარგად ვიმუშაოთ. “ – ამბობს სააკაშვილი.

  • საპატრიარქო ემიჯნება მეუფე იობის განცხადებებს, რომელიც რელიგიურ კონფლიქტზე და სისხლისღვრაზე ალაპარაკდა

    საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ემიჯნება მეუფე იობის დღევანდელ რადიკალურ განცხადებებს დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

    საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია:

    „ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად.

    გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

    ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ.

    ვიმედოვნებთ, ჩვენს სულიერ ლიდერებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობას ჩრდილი ვერ მიადგება და სამართლიანობა, კეთილგონიერება და მეგობრობა გაიმარჯვებს.“

    დღეს დილით წმინდა სინოდის წევრი, მეუფე იობი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩავიდა და აღდგომის ტაძარში იქადაგა. ქადაგება ძირითადად დავით გარეჯში გამწვავებულ ვითარებას ეხებოდა. რუის ურბნისის ეპისკოპოსი დღეს რადიკალური განცხადებებით გამოირჩეოდა და მეზობელ აზერბაიჯანს დაემუქრა. 

    მეექვსე საუკუნის ტაძრის ამბიონიდან მიმართვის დროს მეუფე იობმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა და სისხლისღვრაც ახსენა:

    “თუკი საქმეს დაჭირდა სისხლი, პირველ რიგში ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს.“ – განაცხადა მან.

    მეუფე იობის კრიტიკის ობიექტი დღეს მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ ყოფილა. მან უმოქმედობაში დასდო ბრალი საქართველოს მთავრობასაც. მეუფე იობი დღეს 40-წუთიან ქადაგებაში აზერბაიჯანის ხელისუფლებას რამდენიმეჯერ დაემუქრა და შეახსენა, რომ მათი შემოსავლის მთავარი გზა -ნავთობისა და გაზის მილსადენები საქართველოზე გადის.

    მღვდელმთავარს დღეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც არ დავიწყებია, მეუფე იობმა ახსენა ყველა ის ადგილი რომელიც ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა, თუმცა დღეს ან ოკუპირებულია ან სხვა ქვეყნის ნაწილია.

    მძიმე მოსასმენი და პოლიტიკური გზავნილებით სავსე ქადაგება საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებსაც ეხებოდა.

    მიტროპოლიტი იობი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში და უდაბნოს მონასტერში საკუთარი ეპარქიის სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად ჩავიდა. ქადაგების შემდეგ მან განაცხადა, რომ გარეჯში პატრიარქის კურთხევით იმყოფებოდა.

  • “თქვენ ხართ კრიმინალი, რომელსაც აუცილებლად დაადებენ ხელბორკილებს” – მელია გახარიას

    „თქვენ ხართ კრიმინალი, რომელსაც მალე დაადებენ ხელბორკილებს“ – ამ სიტყვებით ნიკა  მელიამ გახარიას მიმართა.

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი უწყების ხელმძღვანელ გახარიას არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

    ნიკა მელიამ მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მყოფ შინაგან საქმეთა  მინისტრს ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული დანაშაულები ჩამოუთვალა და ამ საქმეების გამოუძიებლობის გამო მას პასუხისმგებლობა დააკისრა.

    „სანამ სარკაზმით ისაუბრებდეთ, იმ უმტკივნეულო საკითხებზე, რაც ასიათასობით ადამიანს აწუხებს, კარგად დაფიქრდით! რაც მინისტრი ხართ 55 პროცენტით გაიზარდა კრიმინალი. 90 პროცენტით არის გაზრდილი ქრთამის აღება საჯარო სამსახურებში. ამ ყველაფერზე მოგიწევთ პასუხისგება. ასეთი დათრგუნული, დაღლილი, ილაჯგამოლეული შს მინისტრი, რომელსაც არანაირი პასუხი არ გააჩნია, არის საშიში სახელმწიფოსთვის“ – განუცხადა მელიამ შინაგან საქმეთა  მინისტრს.