ბათუმში 13 წლის გოგონას ეძებენ. მოზარდის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციაში გუშინ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ბათუმში 13 წლის გოგონას ეძებენ. მოზარდის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციაში გუშინ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის მასშტაბით მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში, “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის” მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 10 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად, შეამოწმებს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406 ან მოგვწეროთ – [email protected]“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი დღესასწაულს აღნიშნავს. პრინცესა შარლოტა 4 წლის გახდა.
დაბადების დღესთან დაკავშირებით სამეფო ოჯახის ოფიციალურმა გვერდმა მილოცვასთან ერთად, შარლოტას 3 ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის საკუთარი სახლის, კენსინგტონის სასახლის ეზოშია გადაღებული.



ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი გუაიდო საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ “ბიბისი”ავრცელებს.
კარაკასში დემონსტრაციები გრძელდება. გუშინ არეულობის შედეგად მომიტინგეები დაშავდნენ. ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციაზე დაშავდა ქალი,რომელიც შემდეგ გარდაიცვალა. ეს ფაქტი გუაიდომაც დაადასტურა.
ვენესუელაში განვითარებული მოვლენები რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის მიზეზიც გახდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მადურო ქვეყნის დატოვებას აპირებდა, თუმცა რუსეთმა მას ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო.
დღეს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მოუსმენენ.
გახარია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
გია ჯაჯანიძის პროდიუსერი, მაია სტეფნაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ სტეფნაძე ფეისბუქში წერს და იმედის ხელმძღვანელობას ცენზურაში ადანაშაულებს.
“ამ ნათია თურნავას დანიშვნიდან 2-ე დღეს პანკისში ჰესის მშენებლობაზე მეტი პრობლემა არ ქონდა მოსაგვარებელი რომ დაგვაქცია ქვეყანა თავზე? თუ ამ პირობით დანიშნეს? და ეხლა მის ატეხილ ამბავზე გახარია რომ პასუხობს ჰესის აშენების თემაზე სწორია? ძალადობით უნდათ ხალხი თავიანთი მიწებიდან აყარონ და თურმე ხმა რატომ ამოიღეს და წესები რატომ დაარღვიეს რით ვერ გაძეხით ამ ფულით” – წერდა მაია სტეფანაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
პანკისის მცხოვრებლები პატრიარქს შეხვდნენ. პანკისელების თქმით, მათ ილია მეორეს სთხოვეს, რომ მთავრობას მიმართოს შუამდგომლობით, რათა პანკისელები არ დააკავონ. მათი განცხადებით, პატრიარქმა განუმარტა, რომ ეს არ არის საპატრიარქოს პრეროგატივა.
პანკისის მცხოვრებლების განცხადებით, პატრიარქმა მისცა მათ კურთხევა, დაწერონ წერილი და ის თანახმაა, რომ ხეობის მცხოვრებლებმა ის მთავრობას გაუგზავნონ.
„პატრიარქის პასუხი იყო ასეთი – ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა მოგვცა კურთხევა, რომ ჩვენ, პანკისში მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებმაც წარმოვადგინეთ ჩვენი შეხედულება, თუ რა შეცდომა იქნა დაშვებული ჩვენი მხრიდან, თუ რა შეცდომა იქნა დაშვებული მთავრობის მხრიდან, ჩვენ ჩვენი წილი დაშვებული შეცდომა ვაღიარეთ, რომ ეს იყო შეცდომა, რადგან პანკისელები და ქართველები არ არიან ცალკე ხალხი. ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ერთი ქვეყნის შვილები,“ – განაცხადა ორგანიზაცია „მშვიდობის ალამის“ დამფუძნებელმა, თემურ ცათაშვილმა.
„პატრიარქი ღრმა წუხილს გამოთქვამდა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ ჩვენ ძმები ვართ და არ შეიძლება, ჩვენ შორის მსგავსი რამე მოხდეს. ეს არ უნდა დავუშვათ, რომ ხელი აღვმართოთ ერთმანეთზე,“ – განაცხადა სათემო კავშირის ”პანკისის კეთილდღეობისთვის” ხელმძღვანელმა, ნონა ხანგოშვილმა.
პანკისი უკვე 10 დღეა, ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. პანკისელები ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო ადგილობრივებს ბრალს წაუყენებს და დაკავების სერიას დაიწყებს, ეს სიტუაციას უფრო მეტად დაამძიმებს. იმ შემთხვევაში თუ პასუხისგებაში ერთ პირს მაინც მისცემენ, მზად არიან, რომ ყველა პოლიციას ჩაბარდეს.
ესპანელი ფეხბურთელი იკერ კასილასი ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიზეზი გულის შეტევა გახდა. “INDEPENDENT”-ის ცნობით მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. 37 წლის ესპანელ მეკარეს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 1000-ზე მეტი მატჩში აქვს ონაწილეობა მიღებული. 2010 წელს კასილასი ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა, ხოლო მადრიდის რეალის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო.
ამჟამად ის პორტუგალიურ კლუბ პორტუში თამაშობს.
აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელად რუსლან აბაშიძე აირჩია.
აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილის პროტესტს უპასუხა. საბჭოს წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აბაშიძე სუსის მითითებით არის დანიშნული.
რუსლან აბაშიძე სალომე ზურაბიშვილთან მეგობრობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თანამდებობაზე მის დანიშვნას და პრეზიდენტთან მეგობრობას კავშირი არ აქვს.
„ვადასტურებ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ახლობელი და მეგობარი ვარ, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ეს მომენტი არ უკავშირდება ამ ჩემ პოზიციას“ – აცხადებს რუსლან აბაშიძე.
როგორც ცნობილია, რუსლან აბაშიძემ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობის დროს 65 ათასი ლარი გადაურიცხა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას 2013 წლიდან ვახტანგ ყოლბაია ასრულებდა. მან გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს დაწერა.