Category: არქივი
-
ვისაც მეამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს
ამ დღეს ტექსტი და ისტორია მეორდება! ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.თბილისს თითქმის არ ახსოვს, რომ 7 მაისს, არ ეწვიმოს!ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ.ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!წყარო: ტფილისის ჰამქარი -
ბადიაურის ტბაზე 24 წლის ახალგაზრდა თევზაობისას დაიღუპა
კახეთში, ბადიაურის ტბაზე 24 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი ტბაზე მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით,ახალგაზრდა კუსტარულად დამზადებული თევზსაჭერი მოწყობილობით თევზაობდა, რამაც დენის დაარტყა გამოიწვია, რა დროსაც 24 წლის ახალგაზრდა წყალში გადავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.
-
“არც ერთი ხელისუფლება ფიზიკის კანონებს არ აღიარებს“–გია ხუხაშვილი რუსთავი2–ის საქმეზე
ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსთავი2–ის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ სასამართლო დავას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აფასებს:“ნიუტონის III კანონი ქართულ მედია სივრცეში – პროპაგანდა წარმოშობს იგივე სიდიდის კონტრ-პროპაგანდას. რომელია პირველადი და რომელი მეორადი, ამაზე ვერ შევთანხმდებით. ჯობია არც ერთი არ იყოს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ რუსთავი-2-ის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ისე, ხელისუფლებას ვურჩევდი – თუ რუსთავი-2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა უნდა, ათასგვარ მამაძაღლობაზე კი არ იფიქროს, იმედი გაათავისუფლოს. ნიუტონის ზემოთაღნიშნული კანონის შესაბამისად რუსთავი-2-ის ქმედებაც შემცირდება.პრობლემა იმაშია, რომ არც ერთი ხელისუფლება ფიზიკის კანონებს არ აღიარებს.“– წერს ხუხაშვილი -
საბერძნეთში 29 წლის ქართველი გარდაიცვალა
საბერძნეთში 29 წლის ქართველი ნათია გვაზავა გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების თქმით, ის ძილში გარდაიცვალა.
29 წლის ქალი ოჯახთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობდა.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
-
დიღმის მასივში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს
დიღმის მასივში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. 46 ნომერი ავტობუსის მძღოლი ბასრი იარაღითაა დაჭრილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრა სხვა ავტობუსის მძღოლთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
მგზავრების ინფორმაციით, მძღოლებს შორის შელაპარაკება საცობის დროს მოხდა.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცავები მუშაობენ.
„ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა მოხდა, ინფორმაციას არ ვფლობთ. მოხდა თუ არა გასროლა არ ვიცით. დეტალების შესახებ ადგილზე კომპანიის ჯგუფის მისვლის მერე გვეცოდინება“, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
-
გოგი წულაიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ოფისში ფაროსანები მიიყვანა
“თავისუფალი საქართველოს” ზესტაფონის მერობის კანდიდატმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფაროსანები მიიყვანა.
გოგი წულაიას თქმით, ამ ფორმით ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმოქმედობას აპროტესტებს.
“60 მილიონი დაიხარჯა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად ამისა, ფაროსანა თავს კარგად გრძნობს, ფუტკრები და ფრინველები განადგურდა. ახლა უნდა იყვნენ სოფლებში ჩასული და წამლავდნენ, მაგრამ ყველა მანქანა აქ დგას და არც ახსოვთ მოსახლეობა. ეს არის დანაშაული, და ბოროტია ყველა ვინც მოსახლეობის ხარჯზე ცოლ-შვილს დასასვენებლად უშვებს. ამიტომ, რადგან ესენი არაფერს აკეთებენ, და არ მიდიან ფაროსანასთან, ჩვენ დავიჭირეთ და მივიყვანეთ ფაროსანები, რომ აქ მოყვანილი მაინც მოკლან” – განაცხადა წულაიამ.
-
ვარშავაში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.
ცერემონის ფარგლებში შესრულდა საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და ანდჟეი დუდამ ერთმანეთს თანმხლები ოფიციალური პირები წარუდგინეს.
საქართველოს პრეზიდენტი პოლონურ ენაზე მიესალმა საპატიო ყარაულის ჯარისკაცებს და პატივი მიაგო სამხედრო დროშას.დახვედრის ოფიციალური ცერემონიიის შემდეგ საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა პირისპირ მოლაპარაკებები გამართეს.
ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან, პოლონეთის სეიმის მარშალთან, მარეკ კუხჩინსკისთან და სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან.

-
ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა
კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა. 76 წლის ელზა გამყრელიძე, 3 მაისს, 85 წლის ქმარმა თავში არეში დაჭრა. დაჭრილი საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ყანდაურაში, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ლოგინად ჩავარდნილ ცოლს, რომელიც დღეს დილას საავადმყოფოში გარდაიცვალა, ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები.
ომარ გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
85 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების ფაქტზე.
-
ჯესი ჯეი საქართველოში კონცერტს გამართავს
ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი (Jessie J) საქართველოში ჩამოდის. მომღერალი 6 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.
ჯესი ჯეი წელს მსოფლიო ტურნე აქვს. ტრუნეს ფარგლებში ის მსმენელს როგორც ძველ, ასევე უახლეს ჰიტებს უზიარებს.
ამ პროგრამით წარდგება ის „ბლექ სი არენაზე” ქართველი მსმენელის წინაშე.
ბილეთების გაყიდვა ხვალ, 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება საიტებზე TKT.ge და Eventer.ge.
-
“ხელისუფლებას აქვს დიდი სურვილი, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს” – გიგაური
“ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს,“ -„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.
ეკა გიგაურმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ის განცხადება გაიხსენა, როდესაც მან ორი კვირის წინ სასესიო დარბაზში აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ ძველ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს.
„ეს ფაქტი რომ ახლა ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს იმიტომ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და ამ გადაყენებული იქნა თანამდებობიდან აჭარის ტელევიზიის დირექტორი, ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ Facebook პოსტის გამო, გავლენიანი და გამოცდილი პროდიუსერის გათავისუფლებას სამსახურიდან. დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ ამ ფაქტს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთი წილის მფლობელს გაახსენდა, რომ მას გარკვეული კითხვები აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მენეჯმენტთან. სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, სადაც იგი ვიღაცას მოუწოდებს, რომ შეიცვალოს „რუსთავი 2-ის“ მფლობელები და დაუბრუნდეს „რუსთავი 2“ სხვა მფლობელებს. ეს იყო მისი განცხადება და ვიტყოდი, მოწოდება კიდევაც. შესაბამისად, ეს მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს,“ – განაცხადა გიგაურმა.