ბადიაურის ტბაზე 24 წლის ახალგაზრდა თევზაობისას დაიღუპა

Written by

in

კახეთში,  ბადიაურის ტბაზე 24 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი ტბაზე მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით,ახალგაზრდა კუსტარულად დამზადებული თევზსაჭერი მოწყობილობით თევზაობდა, რამაც  დენის დაარტყა გამოიწვია, რა დროსაც 24 წლის ახალგაზრდა  წყალში გადავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *